დღეს "ზესტაფონი" იუბილარია - საქართველოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს
დღეს "ზესტაფონი" იუბილარია. ახლა საქართველოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. "ზესტაფონი" ქვეყნის არცერთ ლიგაში არ არის დარეგისტრირებული...

რაც მთავარია, არავინ არაფერს ამბობს. ფეხბურთის ფედერაცია ჩუმადაა - ის "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის რეაქციას ელის.

ცოტა ხნის წინ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ ჩვენს გაზეთთან საუბარში თქვა, რომ თუ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოახდენდა წინამორბედთა მიერ "ზესტაფონის" მიმართ გამოტანილი ვერდიქტის სამართლიან შეფასებას, მაშინ ის, როგორც კლუბის მფლობელი, გააგრძელებდა მის დაფინანსებას.

მზად ვარ, "ზესტაფონი" დავაფინანსო, თუ... ილია კოკაია დუმილს არღვევს

საქმე ამის იქით აღარ წასულა. ფედერაციაც დუმს და "ზესტაფონიც".

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა ხალხის გვერდით დგომა და ამჯერადაც ასე უნდა მოვიქცეთ.

ფაქტია, რომ კლუბთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე პასუხს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. საერთოდ, იქნება თუ არა "ზესტაფონი"? თუ იქნება, რომელ ლიგაში ითამაშებს? რა ამბიცია ექნება? ხალხი ამ კითხვებზე პასუხს მოუთმენლად ელის და დადგა დრო, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა კითხვებს პასუხი გასცეს.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ზესტაფონში ფეხბურთს სხვა გუნდები აცოცხლებენ. კარგია, რომ ევროთასების მატჩებს ამ ქალაქში ჩაატარებენ "ჩიხურა" და "სამტრედია". კარგია ისიც, რომ ზესტაფონელთა თბილისურ ბაზას კლიენტები არ აკლია, მაგრამ კლუბი მხოლოდ სტადიონისა და ბაზების გაქირავებით ვერ იარსებებს. უნდა იყოს გუნდი, რომელიც ამა თუ იმ ლიგაში დაიცავს საკუთარი ქალაქის ღირსებას. სხვანაირად ეს უკვე საფეხბურთო კლუბი აღარ არის...

ეს ყველაზე კარგად "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს. ამ ხალხთან, ამ გულშემატკივართან ერთად მათ არაერთხელ იგემეს გამარჯვებების სიხარული. ეს ერთი მხარეა და მეორეა ის, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც მოუწევს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება.

ვიცით, ამასწინათ სფფ-ისა და "ზესტაფონის" ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად - რა თემაზე. ხალხი ღირსია, იცოდეს სიმართლე. ხალხს უნდა ფეხბურთი და ზესტაფონის ძალიან ერთფეროვან ყოველდღიურობას ის ძალიან სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

imereli
ზესტას/ კველაპერი რო იცი იმას რატო არ ამბობ რო ეგ მეორე და პირველი ადგილები ერტმა კაცისგუნდმა რო მოგაპოვებინატ?და ეგ კაცი კველანაირად დაწაგრეტ?არ დაგავიცკდეტ და ეგ ორიატასიანები კოკაიას დროს იზრდებოდნენ/ კაცი რომ იტკვიან ტრაპზე დატოვა ერტმა ვიგინდარამ და ხმას რატო არ იგებ ტუ ასეტი სამარტლიანი და ზესტაპონის პეხბურტის მოკვარული ხარ? მოვა დრო და ზესტაპონის პირველების ტამადობიტ კველა აგებტ პასუხს მხედველობაწი მკავს გამგებელ საკრებულოს ტავჯდომარე და სპორტის სამსახური/ვიგაც მდინარაზის გადასაცკვეტი როა რაიონის საკმე მიტო კარგადაა ტკვენი საკმე/ მუკაკო არ დაგავიცკდეტ კალაკის მბზანებლებოოო ეგ ალბად ბოლო კოზირია ტკვენი/
kote
სამწუხაროა, მაგრამ კოკაიამ რამდენიც გააკეთა ზესტაფონისთვის და ქართული ფეხბურთისთვის, თავისი ულტიმატუმებით ყველაფერს ხაზს უსვავს. მუდმივად ულტიმატუმები დასდევდა მის საქმიანობას. ეხლაც იგივეს აკეთებს - "თუ ....., შემდეგ დავაფინანსებ"-ო. და აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს თუ სიმართლეს იტევს თუ არა, ულტიმატუმებით საუბარი ჩემის აზრით მიუღებელია. ამას უბრალოდ შანტაჟი ქვია. აგერ ბატონო მაგალითი - ვიტ ჯორჯიამ მოიპოვა უმაღლესის საგზური, ჩამოართვეს და გასაჩივრებებით სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მიუხედავად ამისა, არ დაუწყია სპეკულირება, გუნდს ვარჩენო. სხვათა შორის, საქ-ოს ჩემპიონი და თასის მფლობელი ვიტ ჯორჯიაც იყო... კიდევ ერთხელ - არაფერი მაქვს ზესტაფონის საწინააღმდეგო, მაგრამ დღეს უმაღლესში ადგილის მოთხოვნა არის აბსურდი, ქვედა ლიგებიდან არის დასაწყები ყველაფერი. ისიც შანტაჟის და ულტიმატუმების გარეშე.
ბატონო ზესტა!
მე ვარ ალეკო კაკაურიძე, ამ სტატიის ავტორი. მე არ მიჭირდება თქვენი მიწვევა ზესტაფონში. ისედაც მანდ ვარ ძალიან ხშირად. აქ გასარჩევი არაა ჩემი გულწრფელი სიყვარულის ამბავი ზესტაფონის მიმართ. აგერ არის ტელეფონი, დამირეკეთ და ვისაუბროთ პირადად. 599283478
zestas
მე ერთს გეტყვი. ალეკო კაკაურიძეს არ ჭირდება ზესტაფონში არავის მოპატიჟება. რაც შეეხება საკითხს: ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ საუბარია საჩემპიონო გუნდის შექმნაზე და ის ზესტაფონი, თქვენ რომ ვერ იტანთ, ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. კიდევ ერთი: ნუ ლანძღავთ მაინც იმ გუნდს, ვისი ფეხბურთელებითაც თამაშობთ და ვის სტადიონზეც თამაშობთ
suxo sauxo
111111
ზესტა
ბატონო ალეკო!თუ თქვენ მართლაც ზესტაფონის ფეხბურთის (და არა ზესტაფონში ფეხბურთის)გულშემატკივარი ხართ,რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესტდით ზესტაფონის ახალგაზრდული გუნდების წლევანდელი წარმატებებით.ახალგაზრდებმა 4 ასაკობრივ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.2 ასაკში II,ხოლო ორ ასაკში I ადგილი დაიკავეს.გუშინ დაჯილდოება შედგა.ფედერაციის წარმომადგენლებმა შესაბამისი ხარისხის მედლები და თასები გადასცეს გუნდებს.შეგეძლოთ ორი სიტყვა მაინც მიგეძღვნათ ამ ბიჭებისთვის.შეგეძლოთ გვერდში დადგომოდით "მარგვეთი-2006"-ს,რომელსაც I ლიგის საგზური პირდაპირ ჯიბიდან ამოაცალეს (ვანის "სულორთან" ორივე მატჩის ჩანაწერი არსებობს).ასე რომ მოქცეულიყავით,დავიჯერებდით,რომ თქვენ მარტლაც გულთან მიგაქვთ ზესტაფონის ფეხბურთის ტკივილი.სამწუხაროდ,ასე არ მოხდა.სასაუბრო კიდევ ბევრია,მაგრამ ეს ფორმატი მეტის საშუალებას არ იძლევა.კიდევ ერთხელ გეპატიჟებით ზესტაფონში,გაეცანით,თუ რა პრობლემებია ამ ბიჭების წინაშე და ერთად დავსახოთ მისი გადაჭრის გზები.მაშინ დავრწმუნდებით თქვენს გულწრფელობაში.კეთილის სურვილებით-მომავალ შეხვედრამდე. საიტის ხელმძღვანელობას!აბა თქვენ იცით,თუ დაბლოკავთ>
გია თუთბერიძე!
ჯერ შენ ის ისწავლე, სიტყვა შეურაცყოფა რომ არ არსებობს საერთოდ და მართლწერა როგორ არის ამ სოტყვის. ვინ დაგსვათ მანდ, იმის შუბა დავხიე, ვის ხელშია ხალხი... ორი წელია არაა კოკაია და მაგარიი ინვესტორები მოიძიეთ, ტევა აღარაა ზესტაფონში. არაფერისმაქნისებო!
გია თუთბერიძევ!
მე შენს ადგილას შემრცხვებოდა. რა აკეთებ შენ ზესტაფონისთვის? შენ ის კაცი არ ხარ, ფეხბურთის წინააღმდეგ რო აწიე ხელი? რას აკეთებთ, ფილები ვერ დაგიგიათ ქალაქში, თავზე გენგრევათ ყველაფერი და სტადიონი და ბაზა გაგიკეთათ ამ კაცმა. შენ რა გააკეთე პირადად?
გია თუთბერიძე-ს
არაა საჭირო ეგ საბჭოური გადმონაშთები, ჩივაძეზე ბევრად დიდი კალიბრის ვარსკვლავებს ისეთი რამეები გაუკეთებიათ თმები ყალყზე დაგიდგება. შორს რომ არ წავიდეთ ეგერ ჰიონესის მაგალითს შეხედეთ,არ მითხრათ ახლა ჩივაძესთან სად მოვაო,კაცს რომ თავის დროზე ბურთის გორება შეეძლო ეგ არაფერს ნიშნავს
bagrata
გია თუთბერიძეს! გუნდი თუ უმაღლესში უნდა გვყავდეს ზესტაფონს, რატომ მიეცით თქვენ, ზეეტაფონის საკრებულოს წევრმა, ხმა გუნდის დაფინანსების წინააღმდეგ? ის ხელის აწევაც გვახსოვს და გაპარვის მცდელობაც მანამდე, გვახსოვს და ყველას მოგთხოვთ მოსათხოვს!
გია თუთბერიძეს
ვარსკვლავი კი იყო, მარა მერე რა გააკეთა კარგი ჩამომითვალე
გია თუთბერიძე
ერთმნიშვნევლოვნად,ზესტაფონს, უმაღლეს ლიგაში გუნდი უნდა ჰყავდეს. ასევე ერთმნიშვნევლოვნად, კოკაია ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს.რატომ? მხოლოდ ორი მაგალითი.1. რაიონმა-ხელმძღვანელობამ კოკაიას, 1000 ლარად გადასცა სტადიონი და ქალაქში 10 თეთრად 1 მეტრ.კვადრატი მიწა ბაზისაათვის.2. არავი აქვს უფლება ალექსანდრე ჩივაძის შეურაცყოფის. ჩივაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო.
murtalo
ორიოდ თვის წინ პორტუგალიის ჩემპიონატიდან არასწორად მოკვეთილი გუნდი(რაც შვიდი წლის წინ მოხდა) სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დააბრუნეს უმაღლეს ლიგაში, ასე რომ პრეცენდენტიც არსებობს.
zestas fani
ჩვენი გუნდი დაგვიბრუნეთ!
სამგურალის ფანი
ის თუ იცით რომ ზესტაფონმა თავის დროზე უმაღლესის ადგილი წყალტუბოს სამგურალისაგან იყიდა და არანაირი ვალდებულება რომ არ შეასრულა?
zaza
მე ვარ ძველი ფედერაციის მტერი, მაგრამ კითხე კლუბებს ფონდის თაობაზე კითხეთ რა რა ხდება არ ფგაინტერესებთ?
Zaza
Vimc chaxeduli ar xart federacihi chorebs nu avrcelebt.j er icit ramdeni Milioni vali datoves sichinavam. Marto ramdeni milioni aria gaflanguli . Marto rustavsiv akadeemis maheneblobidan ratom ver chaabrea bolomde ratom aris shua gzaze migdebuli mahenebloba ???? Tanxa gaflanguli . Marto adminstriacis shenoba ise aasheenes kanalizazia araa aqvssaertod? Netav ratom? Mag yvelafaers dalageba dro unda .da choraobas sheeeahvit. Ise jurbalistebo rustvis akademiis temaze rom dainteresdet kargi iqnrba bver rames gaigeba xalxi
sayavria
უნდა თქმულიყო ეს სიმართლე და თუ ვინმეს უნდა ეთქვა ის უნდა ეთქვა ალეკო კაკაურიძეს. მართლაც - ასე ვეღარ გაგრძელდება. ჩვენ გვინდა ფეხბურთი. ილია კოკაია უნდა დაბრუნდეს ფეხბურთში. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ ვის რას აქირავებს. ჩვენ ვითხოვთ რომ ჩვენ სტადიონზე ზესტაფონმა ითამაშოს და ხმის ჩახლეჩამდე დავიხარჯოთ ისე როგორც ადრე.
zestafoneli
ალეკო კაკაურიძეს დიდი მადლობა. შენ გენაცვალე ალექს კაი კაცი ხარ! დავიღალეთ სხვების ყურებით!
moica
შენ იცი, რა რეფორმაზე ლაპარაკობ? იცი რა დღეში არიან მუნიციპალური გუნდები?
moica
შენთვის ნაფოტია და ჩვენთვის ყველაფერი. ასე წერა არ შეიძლება. შენ რა იცი რას ნიშნავს ფეხბურთი ჩვენთვის. და მართლებიც ვართ. და ეს იცის ყველამ. მათ შორის - გენერალურმა მდივანმა, ვისაც ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ მოვა დრო და ცხოვრება გაახსენებს ბევრ რამეს მასაც და სხვასაც
moica ra
მოიცა რა, 80 წლის ქალი წყვეტს და ფულის კეთებაზე არიან გადასული, გაიღვიძონ ორივემ. მოეშვით ზღაპრებს. ეხლა ზესტაფონი უმაღლესში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ დაბრუნდება, თორე ისე სულ აირევა ყველაფერი. მთავარია ეს რეფორმა გაგრძელდეს, დანარჩენი ნაფოტებია.
zestafan
დიდი სიმართლე ალეკო კაკაურიძისგან. გაიღვიძოს ორივე მხარემ!
Manoni
არაფერი არ გაუმჯობესდა ისევ და ისევ ფუკი და ნაცნობა სუფეს.მაგალიდატ ზუგდიდსჰი გამგებლის მოადგილის დედა 80 ცლის ქალი ცყვეტს ყველაფერს.
კობა
ვინ კითხულობს ზესტაფონს ეგენი იმაზე უარესები არიანი ჯერ ფულის კეთებაზი იქნებიან გადასული
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება