აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს სამი ქართველი იბრძოლებს მომდევნო წრეში გასასვლელად
ფოტოზე: მარცხნივ გელა აბაშიძე

16 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 105 ქვეყნის 470 სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური) ექვსი სპორტსმენით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ თურქაძე (56 კგ), ოთარ ერანოსიანი (60), ლაშა გურული (64), გელა აბაშიძე (69), ზაალ კვაჭატაძე (75) და იაგო კიზირია (81).

ჩვენებურთაგან 16 ივნისს პირველი გავიდა რინგზე გელა აბაშიძე. იგი სულეიმან სისოკოს (საფრანგეთი) დაუპირისპირდა. გელას ამ მოკრივესთან წაგება ჰქონდა და რევანში სწყუროდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია - 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

დღეს სამი ქართველი იბრძოლებს მომდევნო წრეში გასასვლელად. ტურნირზე ყველაზე მეტი მონაწილე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაშია. აქ ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე. სტარტზე იგი ჰაიტელ იოზეფ ჯუდის შეხვდება. ამ ბარიერს თუ დაძლევს (რაც გამოცდილ სპორტსმენს არ უნდა გაუჭირდეს), მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, ინდოელი მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე ეყოლება მეტოქედ.

64 კილოში 19 წლის ლაშა გურულს დღეს კოსტარიკელი ედუარდო სანჩეს რამირესი დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში 19 ივნისს სლოვენიელ ედი სეიდინოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც პირველ წრეში ისვენებს.

მერაბ თურქაძე დღეს ერაყელ ჯაფარ ალ-სუდანს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს მომდევნო წრეში 20 ივნისს ამ წონის რეიტინგფავორიტი მიკოლა ბუცენკო (უკრაინა) ელის.

ევროპის ორგზის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი ახალზელანდიელ მილნესს გამოცდის. სავარაუდოდ, მას ნახევარფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ეყოლება და რიოს საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

რაც შეეხება იაგო კიზირიას, პირველ წრეში ისიც და მისი სლოვაკი მეტოქე სტანიშკო ისვენებენ და 19 ივნისს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

19-შივე იბრძოლებს მასპინძელი ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი თეიმურ მამადოვი - იგი ჩინელ შისა და ტაჯიკ სანგანოვს შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temo
ramgagaborota
ალექსანდრე
კრივი საქართველოსი მეოცე საუკუნის დასაწყისის დონეზეა სამწუხაროდ..
SOS !
საერთოდ გვჭირდება თუ არა ბოქსის ასეთი ფედერაცია? რამდენი წელია კლინიკურ სიკვდილის მდგომარეობაშია ჩვენი ბოქსი. ხან ვიღაცა სპორტსმენებს წილში უჯდებოდა და თამაზაშვილის სახელით აშინებდა, ხან რა, ხან რა! შედეგი კი არაა; ოლომპიადა კი არა მესამეხარისხოვანი ტურნირის მომგები არაა არავინ! ცისკარიშვილისდროინდელ დონეზე ვართ და იქაურობაც ცისკარიშვილის ხალხითაა გამოვსებული
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
სამსუნი და ბაქო რიოს ოლიმპიადამდე - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
დავით წიკლაური: ვიმედოვნებთ, რომ რიოს ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!
ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი: უმედლოდ, მაგრამ ორი ლიცენზიით
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
მეტი სიახლე და გამოცდილება - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით
"მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ" - ლაშა გურული
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მედლამდე ერთი ნაბიჯია
ევროპის ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ოთარ ერანოსიანის და იაგო კიზირიას წარმატება [VIDEO]
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
ქართველი მოკრივეების ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი უნგრეთში
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს