ცნობილი მწვრთნელი ევროთასებზე "დინამოს", "სამტრედიის", "ჩიხურასა" და "დილას" შანსებზე გვესაუბრა
ევროთასების წილისყრა შედგა და სულ მალე ქართული კლუბები ჩემპიონთა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშებენ. ჩვენი წილი უკვე ვიცით.

წილისყრის შედეგების შეფასება ვთხოვეთ ცნობილ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს, ვისი ხელმძღვანელობითაც ქართულ გუნდებს არაერთი საერთაშორისო მატჩი ჩაუტარებიათ...

ეს არ იქნება მისი მაქსიმუმი...

"ალაშკერტსა" და "სანტა კოლომას" შორის ფავორიტად სომხური კლუბი მიმაჩნია, - ამბობს მუმლაძე. - დღეს ძალიან ხშირად ამბობენ - ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლაო, მაგრამ ამ კლუბებს შორის განსხვავება მაინც არის. "ალაშკერტი" უფრო მაღალი დონის გუნდად მიმაჩნია. ვფიქრობ, სწორედ სომხური კლუბი იქნება "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე...

ეს ბარიერი კი "დინამომ" აუცილებლად უნდა დაძლიოს. ვიცით, რომ ჩვენი ჩემპიონი ნაყოფიერად ემზადება ახალი სეზონისთვის, რამდენიმე ფეხბურთელითაც გაძლიერდა და, შესაძლოა, კიდევ გაძლიერდეს...

მოკლედ, "დინამო" ფავორიტია და თითოეულ ქართველ გულშემატკივარს სჯერა, რომ ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს. საერთოდ, ეს სულაც არ მიმაჩნია ამ "დინამოს" მაქსიმუმად ევროთასებზე. იურაი იარაბეკის გუნდს უფრო შორსაც შეუძლია წასვლა"...

თუ ბოლომდე გამოავლენს შესაძლებლობებს

"ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი "სამტრედიისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მიმართ. ეს სპეციალისტი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ფეხბურთს თამაშობდა ბოლო სეზონში "სამტრედია" - შემტევს, სანახაობრივს... იგივე გეზი უნდა გააგრძელოს გუნდმა ევროთასებზეც.

მე ასე ვიცი, რომ "გაბალა" რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა და აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც შარშან იყო, "დინამოს" რომ შეხვდა. რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა, მაგრამ "სამტრედია" უშანსოდ ნამდვილად არ არის...

თუ მაინცდამაინც პროცენტულად მომთხოვთ შანსების გადანაწილებას, მე ვფიქრობ, 50/50-ზეა. ამ წყვილში ვერ ვხედავ გამოკვეთილ ფავორიტს, მაგრამ თუ "სამტრედია" ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, მაშინ მას შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა".

ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ ფრუიძეს...

"სოსო ფრუიძის გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ გამიყვანია ჩემი გუნდი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ მცოდნე, გამოცდილ და ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ მწვრთნელს.

ფრუიძე და "ჩიხურა" ერთად - ეს უკვე სტაბილურობის განცდაა. ნახეთ, რამდენი ხანია, ერთად მოდიან. ბოლო წლებში "ჩიხურა" სულ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ევროტურნირებზე გადის და ოქროს მედლებთანაც ახლოს ტრიალებს...

ზუსტად ვიცი, რამდენი შრომა უნდა გასწიოს მწვრთნელმა, რომ ასეთი შედეგი მიიღოს. ეს არ არის იოლი საქმე. ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ ფრუიძეს. ერთი მომენტიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან - ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და არაერთი სათასო დუელი მოუგია. ევროთასები კი სწორედ ასეთი პრინციპით ტარდება.

"ჩიხურა" ნაყოფიერ შეკრებას გადის. გუნდში მოთამაშე თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს ევროთასებზე თამაშის გამოცდილება. რა თქმა უნდა, "ზიმბრუ" არ იქნება იოლად დასაძლევი ზღუდე, მაგრამ "ჩიხურას" თავისი რესურსით შეუძლია ამ გუნდის დამარცხება".

ეს ხომ ერთი ან ორი ფეხბურთელის ხარჯზე არ მომხდარა?

"მე გარედან ვიცი, რაც ხდება "დილაში". როცა ევროთასებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კარგავ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფალავანდიშვილი, მარცვალაძე და სხვები, ძალიან რთულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

პირადად ჩემი აზრია: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მარცვალაძე გამორჩეული ფორვარდი იყო და, ზოგადადაც, დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა ქართველ შემტევებს შორის.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ "დილამ" საქართველოს ჩემპიონატში ძალიან კარგად ითამაშა, მესამე ადგილი დაიკავა. ეს ხომ ერთი ან ორი ფეხბურთელის ხარჯზე არ მომხდარა? ეს მოხდა გუნდური თამაშის ხარჯზე.

ევროთასების დაწყებამდე გორელები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაიმატებენ, მაგრამ გუნდში დარჩნენ გამოცდილი მოთამაშეები. რა თქმა უნდა, სომხეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი ძალიან სუსტი არ იქნება, მაგრამ მასთან თამაში და მოგება ნამდვილად შეიძლება.

ზოგადად, ამ ევროსტარტის წინ ერთობ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ ქართულ გუნდებს ყველანაირი შანსი აქვთ, რათა წარმატებით დაიწყონ ევროტურნირები. მთავარია, ყველამ ვირწმუნოთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bleck
ხო ფრუიდზე დატოვონ კიდე საცჰხერესჰი და 1 საცჰხერელსაც ვეგარ ნახავტ გუნდსჰი. მანახეტ ერტი მაგის გაზრდილი მოუსპო ყველას მომავალი . მომიყვანეტ პეხბურტელები და მეც მაგარი ტრენერი ვიქნები .
chixura
ფრუყძე რეკორდსმენია მთავარი მწთვნელის რაგნში 8 წელი წელი ხუმრობა არაა ერთ გუნდნში.ფრუიძის გვჯერავს და კიდევ დიდხანს იქნება ჩიხურაში
afera
ამას ანალიზი კი არა, ქება დიდება ქვია.
gia
ფრუიძე მართლაც გამოცდილი მწვრთნელია. კარგათ გვახსოვს როგორი მრისხანე მეტოქე დაამარცხა ბურსასპორის სახით, ამ რამდენიმე წლის წინ.
gio
დინამომ სავარაუდოდ ამ ეტაპს გაივლის მერე უწევს მესამე საკვალიფიკაციო და თუ იმასაც გაივლის უკვე ევროპის ლიგის ჯგუფშია??? რათქმა უნდა ლიგის შანსიც არსებობს... იქნებ განარკვიოთ სწორად ვიცი
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
რამაზ მუმლაძე: თამაშს ერთი კაცი არ აგებს...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს. იტალიის ნაკრებს გაგაცნობთ რამაზ მუმლაძე
ბედის საძიებლად ესპანეთში - გეგი ვეკუა უკვე კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
...უცნობი ისტორია ჯაბა კანკავაზე - გერმანია-საქართველო სპეციალისტის თვალით
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
რამაზ მუმლაძე: ეს თაობა მალე ქართული ფეხბურთის კრიზისს დაგვავიწყებს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა