"ზოგს ეს ბედნიერება 18, 19 ან 20 წლის ასაკში ჰქონია, მე კი ეს დღე 29 წლისას დამიდგა"
ვინ არის ეროვნული ნაკრების ახალი წევრი ზურაბ ცისკარიძე, საიდან მოხვდა ცნობილი საოპერო მომღერლის, უფროსი ზურაბ ცისკარიძის თბილისში დაბადებული ვაჟი პოლონეთში, ბრაზილიასა და ამერიკაში.

ჩეხური "ტეპლიცეს" ქართველმა უნივერსალმა ენერგიული, აგრესიული და თანამედროვე ფეხბურთით თავი მოაწონა გულშემატკივარს და ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ დაგაინტერესებთ...

დიღომში მიღებული ემოციები

- თქვენზე ბევრი რამ დაწერილა, მაგრამ დავიწყოთ თავიდან...

- ჯერ სხვა რამ მინდა ვთქვა: მადლობა ქართველობას, რომელთა გასაოცარმა სითბომ და თანადგომამ კიდევ ერთხელ მაჩვენა, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოვთქვი. სიტყვებით ამ ყველაფრის გადმოცემა შეუძლებელია - ეს იყო უდიდესი სიხარული.

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, თბილისში დავიბადე და 5 წლამდე დიღომში ვიზრდებოდი. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი ოჯახით პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში გადავედით, იქიდან კი მამა ამერიკაში გაემგზავრა.

წარმოგიდგენიათ? ჩემს ქალაქში, ჩემს სამშობლოში 24 წელი არ ვიყავი ნამყოფი. ახლა რომ ჩამოვედი, ჩემი საცოლეც თან მახლდა. მას თავად სურდა, ენახა და დაეთვალიერებინა ის ადგილები, სადაც დავიბადე, გავიზარდე, რა ქალაქია თბილისი... მივედი დიღმის მე-2 კვარტალში, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი. ეს სახლი თბილისის "დინამოს" ბაზის სიახლოვესაა. ჩემდა გასაოცრად, იქ რამდენიმე მეზობელმა მიცნო და ისეთი სითბო ვიგრძენი...

საერთოდ, საქართველოში ძალიან დიდი ემოციები მქონდა, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია.

...ამ სიმღერას მამა მღეროდა

- ქართული საერთოდ არ იცი?

- თბილისის შემდეგ ათი წელი პოლონეთში ვცხოვრობდი, მერე კი - შტატებში. დღემდე ინგლისურად და რუსულად ვლაპარაკობ და კიდევ 4 ენა ვიცი. თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართული დღემდე ვერ ვისწავლე.

რუსი მამინაცვალი მყავდა, რომელიც დედასთან ქართულად ლაპარაკს მიშლიდა. ერთი ვიცი: შე მაიმუნო და რაღაც მსგავსი (იცინის)... ბევრი რამ მესმის, ოღონდ ვერ ვლაპარაკობ. სხვათა შორის, ამერიკაში მამასთან 14 წლის გადავედი და მან ენა ასე თუ ისე გამახსენა, მაგრამ ამ ასაკში სახელმძღვანელოების გარეშე ენის სრულყოფილად ათვისება ძნელი იყო.

მამა, ზურაბ ცისკარიძე ანსამბლ "ივერიის" სოლისტი გახლდათ იმ პერიოდში, როცა თბილისის "დინამო" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო... მაგრამ მე ძალიან მაგარი რამ არ მცოდნია.

ეს ამბავი თბილისში, შეკრებაზე ჩამოსულმა, შემთხვევით შევიტყვე - ხომ იცით ცნობილი სიმღერა "დინამო", "დინამო"? თბილისში ყოფნისას, ნაკრების წევრები თბილისის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" თამაშს დავესწარით და სტადიონზე ეს სიმღერა ჩართეს. უცებ ხმა მეცნო, ყურადღებით მოვუსმინე და დავაფიქსირე, რომ ეს მამაჩემის ხმა იყო!

იცით, როგორი სიამაყე დამეუფლა? ეს ბევრმა საქართველოშიც არ იცის, მე კი ბედნიერი ვარ, ქართული ფეხბურთის არაოფიციალურ ჰიმნს მამაჩემი რომ მღერის. თავად აზარაშვილის ეს სიმღერა კი 1976 წელსაა ჩაწერილი.

ამერიკა, აზია, ევროპა

- როგორც ვიცი, თამაში პოლონეთში დაიწყე...

- დიახ, პოლონეთში, მაგრამ 2001 წელს ამერიკაში გადავედი და სკოლა იქ დავამთავრე. 2004 წელს კი ბრაზილიაში წავედი და ლიმეირას "ინტერნასიონალისა" და "გრემიო ბაუერის" ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. მაგრამ 2007 წელს ამერიკაში დავბრუნდი და "კანზას სიტიში" ჩავირიცხე. თუმცა იმავე წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე და საფრანგეთის მესამე დივიზიონის "სეტეში" გადავედი.

აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. მერე იყო ისევ ამერიკული "მაიამი", კანადური "ვანკუვერ უაითქეპსი", "მინესოტა სტარსი"... მინესოტაში კონტრაქტი არ გამიგრძელეს და კანადურ "მონრეალ იმპაქტში" გადავედი. მითამაშია რუსეთში, შვედეთში, ტაილანდში - ეს ჩემპიონატი ევროპელებს არაპრესტიჟული ჰგონიათ, მაგრამ იქ საკმაოდ მაღალი დონეა და მაყურებელი ტრიბუნებს სულ ავსებს. ისევ ამერიკაში დავბრუნდი და ბოლოს ჩეხეთში მოვხვდი.

ევროპაში თამაში სულ მინდოდა, რადგან იქ უპირატესობას ტაქტიკურ და რაციონალურ თამაშს ანიჭებენ. ეს კი ჩემთვის საინტერესო იყო.

- პერმის "ამკარში" 3 თამაშზე მეტი რატომ არ ჩაატარე?

- გუნდში ერთმა მწვრთნელმა მიმიყვანა, რომელიც მოხსნეს და მისი შემცვლელი აღარ მენდობოდა. ბანალური ისტორიაა.

ცენტრიდან გატანა ესპანეთთანაც მსურდა

- შენზე ინფორმაციებს პერიოდულად ვეცნობოდით. მერე მთელმა მსოფლიომ ნახა, "სან ანტონიო სკორპიონსში" საკუთარი ნახევრიდან რომ გაიტანე...

- ფაქტობრივად, საკუთარი საჯარიმოდან დავარტყი. ეს 2015 წელს მოხდა. "სან ანტონიო" ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში იყო. ეს რანგით მეორე დონეა.

- მერე თანამედროვე ტექნოლოგიებით დაიანგარიშეს, რომ გოლი 55 მეტრიდან გაგიტანია, მაგრამ მანძილი უფრო შორი მეჩვენა: მოედანი 105 მეტრი მაინც იქნება, შენ კი საჯარიმო რკალის სიახლოვიდან, ანუ 60 მეტრიდან დაარტყი...

- დიახ, ასე იყო. სხვათა შორის, ეს პირველად 2013 წელს შევძელი - მაშინ შვედეთში, "იონჩოპინგს სეტრაში" გამოვდიოდი. "იუთუბზე" ამ გოლის ჩანაწერიც მოიპოვება, მანძილი მაშინაც გაზომეს და აღმოჩნდა, რომ 65 მეტრიდან დამირტყამს.

- შორიდან დარტყმა კარგია, მაგრამ სარისკოც...

- მართალია, უფრო დაცვითი სტილის მოთამაშე ვარ, მაგრამ ცალი თვალით სულ მეკარეს ვუყურებ, კარი ხომ არ აქვს დატოვებული. ესპანეთის ნაკრებს რომ ვეთამაშეთ, დე ხეას ბევრჯერ გავხედე - წინ ხშირად გამოდიოდა და რამდენიმე ეპიზოდში დარტყმა შეიძლებოდა...

სხვათა შორის, ასეთი დარტყმები ბრაზილიელმა ზინიომ მასწავლა, რომელიც 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ფლორიდაში, ლოდერდეილის "სთრაიქერსში" მავარჯიშებდა.

გუნდმა თავისიანად მიმიღო

- ...ამასობაში, გავიდა წლები და საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 29 წლისა მიგიწვიეს...

- სხვათა შორის, ამ შანსს 2011 წლიდან ველოდი. მაშინ პერმის "ამკარში" ვთამაშობდი. ისე მოხდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში დებიუტი ერთდროულად ორ ქართველს გვქონდა - ყაზანის "რუბინს" შევხვდით, სადაც მაშინ საბა კვირკველიამ პირველად ითამაშა. ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გავიცანი.

მერე ჩეხეთში ლევან ყენიას შესახებ შევიტყვე. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მის წინააღმდეგ არ მითამაშია, რადგან ზუსტად იმ მატჩში ვიყავი დისკვალიფიცირებული წითელი ბარათის გამო...

ამ შეკრებაზე კი ლადო დვალიშვილს დავუახლოვდი, რომელიც პოლონეთში თამაშობს და საერთო ენა იოლად გამოვნახეთ.

- "ავტობუსი"- აი, როგორია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო" [VIDEO]

- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]

- ვლადიმირ ვაისი საიდან გიცნობდა?

- მე ხომ ჩეხეთში ვთამაშობ, სლოვაკები კი იქაურ ჩემპიონატს კარგად იცნობენ და ჩემი არსებობა იქიდან შეიტყო - დამიკავშირდა და ნაკრებშიც მათამაშა. სხვათა შორის, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: ბიჭებმა ძალიან მეგობრულად მიმიღეს, თუმცა ურთიერთობაში აუტსაიდერი ვარ (იცინის).

- რას გულისხმობ?

- ქართული რომ არ ვიცი, ხუმრობას ყველაზე გვიან მე ვხვდები. მაგრამ შეკრების ბოლოს გავაცნობიერე, რომ გუნდმა თავისიანად მიმიღო და ეს ყველაზე მეტად გამიხარდა.

სტილი კლიმატის ბრალია

- საერთოდ, თვალშისაცემი იყო, რომ ქართველებისგან განსხვავებულად თამაშობდი, ბურთს არ აყოვნებდი, ერთი შეხებით ცდილობდი პასის გაკეთებას...

- ეს ბუნებრივია, მე რომ სხვა სტილის ფეხბურთს ვთამაშობ. პოლონეთსა და ამერიკაში ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, ტაილანდის ჩემპიონატში თამაშისას მივხვდი, ჩრდილოელებისა და სამხრეთელების სტილი რატომ განსხვავდებოდა.

- ...და რა დასკვნა გამოიტანე?

- ყველაფრის თავი და თავი სამხრეთული კლიმატია. სიცხეში ადამიანები ისე სწრაფად ვერ მოძრაობენ, როგორც ცივ ჩრდილოეთში, სადაც ეს აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ვერც იცხოვრებენ. მე ფეხბურთელად ჩრდილოეთში ჩამოვყალიბდი, ამერიკაში კი აქცენტი სისწრაფესა და ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება... აქედან დავასკვენი, ქართველები ნელა, აფეთქებებით რატომ ვთამაშობთ. მაგრამ ესპანეთი კარგი მაგალითია საიმისოდ, თუ როგორ შეიძლება ამის სასიკეთოდ გამოყენება.

მაგრად მინდოდა გატანა

- მართალია, რუმინეთთან 1:5 წავაგეთ, მაგრამ შენი თამაში ყველასთვის აღმოჩენა იყო...

- მსგავსი ემოცია არცერთი შეხვედრიდან არ მიმიღია, ესპანეთთან მოგებას თუ არ ჩავთვლით. ისეთი მობილიზებული ვიყავი, როგორც არასდროს - ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ერთხელ გაქვს და ეს შანსი უნდა გამოიყენო.

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

ზოგს ეს ბედნიერება 18, 19 ან 20 წლის ასაკში ჰქონია, მე კი ეს დღე 29 წლისას დამიდგა და მეორე შანსი აღარ მომეცემოდა. ამისთვის ვლადიმირ ვაისს უზომოდ ვემადლიერები. გამიხარდა, რომ სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე.

- რუმინეთთან გატანაც შეგეძლო...

- გატანა მაგრად მინდოდა. შანსიც გამოჩნდა, რუმინელებმა საჯარიმოში სივრცე გაათავისუფლეს და ვაისმა დამიყვირა, შეტევაში წადიო. ამ დროს მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, მაგრამ ვერ ვწვდებოდი, გავსრიალდი და მოუხერხებლად დავარტყი. არადა, საგოლე გადაცემა და გოლით დებიუტი ძალიან მაგარი იქნებოდა.

- ესპანეთთან თამაშზე რას იტყვი?

- ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. ესპანელებს არც სჯეროდათ, რომ წააგეს. მატჩის შემდეგ დავიდ სილვასთან მაისურის გასაცვლელად მივედი და ტაქტიანად მითხრა, გასახდელში შევიდეთ, იქ მოგცემო. მაგრამ იქ აღარ მივსულვარ.

ესპანელები ისეთი გამწარებულები იყვნენ, მაისურა მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაცვალა.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

რონალდოს და ისლანდიის ფანი

- ევროპის ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობ?

- ძალიან მომწონს ისლანდია და საერთოდ, ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ წარმოუდგენელია, ფეხბურთი ბევრად დიდი მოსახლეობის მქონე და უფრო მდიდარ ქვეყნებზე მეტად რომ განავითარეს.

საერთოდ, გერმანელების მიდგომა მომწონს. ერთი პერიოდი ჩააგდეს და დროულად მიხვდნენ, ლეგენდარული ფეხბურთელების ნაცვლად უფერულ მოთამაშეებს რატომ ზრდიდნენ და ბავშვთა ფეხბურთში აქცენტები შეცვალეს - ათლეტურობის გარდა, ტექნიკასაც უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მათ თამაშს რომ ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, ისინი სამხრეთამერიკელებისგან რითი განსხვავდებოდნენ, არც ნაკლები ტექნიკა ჰქონდათ თუ არც უარესი ვარსკვლავები ჰყავდათ.

გერმანული ფეხბურთის წინსვლა იქაური საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებამაც განაპირობა: ყველა გუნდში სამ ახალგაზრდას უნდა ეთამაშა და დონე ამითიც ასწიეს.

- რომელი ფეხბურთელი მოგწონს?

- რონალდოს ფანი ვარ.

- მესი არა?

- მესი? მე ადამიანებს შორის საუკეთესო დავასახელე, მესი კი სხვა პლანეტიდანაა და ამაზე არც ვიდავებ. რეალურად რომ ვთქვათ, რონალდო იმიტომ მომწონს, რომ მესისნაირი ნიჭიერი არ ყოფილა, მაგრამ უდიდესი შრომით შეიქმნა სახელი. ნიჭიერი მეც არ ვარ და მისი მაგალითი სულ მამხნევებდა...

სხვათა შორის, რუსი მეკარე ლევ იაშინი ამბობდა, მთავარი არა ტალანტი, არამედ შრომისმოყვარეობააო. ეს ბავშვებმაც უნდა იცოდნენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

dato
ზურაბ წარმატებები! კარგი ადამიანი ხარ, დახვეწილი და ბევრ საქართველოში გაზრდილზე ნაკლები პატრიოტი არ ხარ!პროფესიონალი ხარ და წარმატებებს გისურვებ კარიერაში და საქართველსო ნაკრებში!
giga
დროულად რო წაიყვანეს მშობლებმა აქედან მიტომ ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად.
zaza
25 წელია ისმის კითხვა - რატომ თამაშობს საქართველოს ნაკრები ასე ცუდ ფეხბურთს ასეთი კარგი შემადგენლობით? სიმართლე ითქვას ბოლო წლებია რთულია ამ შემადგენლობას კარგი უწოდო მაგრამ არველაძეების, ქინქლაძის, ქეცბას, ცხადაძე-შელიას, ჯამარა-ყაველას ან თუნდაც კალაძე-იაშკა-კობის და სხვების დროს მართლაც შეუსაბამდ ცუდად ვთამაშობდით. ხოდა, ალბათ ცისკარიძის მაგგვარი მენტალიტეტი რომ ჰქონდეთ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭებს 100% დარწმუნებული ვარ ისლანდია-ალბანეთი-ჩრ.ირლანდია-უელსზე და ბევრ სხვაზე მაღლა ვიქნებოდით რეიტნგშიც და შესაბამისად თამაშის ხარისხითაც...
ალგეთი
წარმატებები ზურა, ჯიგარი კაცი ჩანხარ, ღმერთმა დაგლოცოს
ლუკა
საქართველოს ნაკრებში თამაში მისთვის კარგი საშუალებაა საკუთარი ფასის ასამაღლებლად. არც აშშ-ს და არც პოლონეთის ნაკრებში მას არ მიიწვევდნენ. ამიტომ მისთვის ლატარიის მოგების ტოლფასია საქართველოს ნაკრებში მიწვევა. ამით მას მიეცა საშუალება თავი გამოიჩინოს (ან შეირცხვინოს) მსოფლიო დონეზე. ქართული დიასპორისთვის სწორი გზავნილია ცისკარიძის გამოძახება, სფფ-მ ამ მიმართულებით უნდა იპიაროს. ყველა ემიგრანტი ქართველის შთამომავლისთვის კარი ღია უნდა იყოს თუ სურვილი ექნება ისტორიული სამშობლოს სამსახურში ჩადგომის.
Malkhaz
კარგი კაცი ხარ ზურა--წარმატებები
sdfs
კაი ადამიანი ხარ ზურაბ წარმატებები კარიერაში მჯერა რომ ჩვენს ნაკრებს გამოადგები და შენს ადგილს დაიმკვიდრებ გუნდში!! აბა შენ იცი!!
Gio
მაგარი კარგი ადამიანი ჩანს!! წარმატებები ზურა ქართველმა გულშემატკივარმა უკვე შეგიყვარა.......
იო
ზურაბ საქართველო შენი ქვეყანაა ქართველი ხალხი შენი ხალხია, ცოტა უცნაური ქვეყანაა და ცოტა უცნაური ხალხი ვართ ქართველები, მაგრამ რაც ვართ ეს ვართ. უფალმა დაგლოცოს და აგიხდინოს ყველა ჩანაფიქრი.
giorgi1988
კაი კაცი ჩანს, დადებითად ვარ განწყობილი ამ ადამიანის მიმართ. წარმატებები ცისკარას.
c
მადლობა ზურას, მადლობა იმიტომ რომ ის არც დაფიქრებულა ისე ჩამოვიდა თავისი ქვეყნის სამსახურში! წარმატებები საკლუბო და სანაკრებო კარიერაში! მე მჯერა ყველა ერთად გავიხარებთ ზურა.. ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას! ჯიგარი ქართველი ხარ
gaiozi
გაიხარე ზურაბ, ღმერთმა დაგლოცოს, თუ სამშობლოში დაბრუნდები და გამოცდილებას ახალგაზრდებს გადასცემ, უფრო უკეთესი იქნება.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა
დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი