გიორგი ქინქლაძე დარჩა ჩვენს ლეგენდად, მაგრამ ის ვერ შედგა, როგორც ჩვენი კონტინენტის, გნებავთ, მსოფლიო ვარსკვლავი
პეპ გვარდიოლა "სიტის" და მანჩესტერს ეჩვევა. ერთ დღესაც, პეპი ტაქსიში ჩაჯდა და ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. გასეირნება აშკარად შედგა. ვიდეოში ჩანს პეპის თანამგზავრი, "სიტის" დიდი გულშემატკივარი, ულამაზესი გოგონა. გვარდიოლა მას ეკითხება - რომელია მისი ფავორიტი "სიტის" ყველა დროის ფეხბურთელთა შორის? გოგონა არც ფიქრობს, ისე პასუხობს - გიორგი ქინქლაძე! ქინქლაძე? გაკვირვებული ეკითხება პეპი...

- ქინქლაძე "სიტის" ყველა დროის საუკეთესო? - გვარდიოლა გაკვირვებულია [VIDEO]

აბა, როგორ არ გავკიცხოთ გიორგი ქინქლაძე? - დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ტალანტი და, ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაზე დიდი ფეხბურთელიც - შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ვინ ჩივის, ცოტა მეტად მაინც რომ მოენდომებინა, გვარდიოლას მერე აღარაფერი გაუკვირდებოდა...

ასე კი, გიორგი ქინქლაძე დარჩა "სიტის" ლეგენდად. დარჩა ჩვენს ლეგენდად და განუმეორებელ, ერთადერთ სიყვარულად, მაგრამ ის ვერ შედგა, როგორც ჩვენი კონტინენტის, გნებავთ, მსოფლიო ვარსკვლავი. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ძალიან ბევრი სუბიექტური და ცოტაც - ობიექტური.

რაოდენ ბედნიერია ის გულშემატკივარი, ვინც მოესწრო გიორგი ქინქლაძის თამაშს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემს თაობას ფეხბურთი გიორგი ქინქლაძით, შოთა არველაძით, თემურ ქეცბაიათი, გოჩა ჯამარაულით და იმ მართლაც ძალიან კარგი ნაკრების ბიჭებით უყვარს, ეგრეც რომ ვერ გვარგუნეს დიდი სიხარული.

მაშინ ჩვენ ძალიან კარგ კლუბებში გვყავდნენ ფეხბურთელები. მთელი დღე თითქოს იმისთვის იყო, რომ მოსულიყო საღამო, ჩაგვერთო გენერატორი, რომელშიც ბოლო თეთრებით ნაყიდ ბენზინს ვასხამდით და ვუყურებდით ჩვენების თამაშებს...

ახლა ტურფა გაიაფდა და აღარც ფეხბურთს აქვს უწინდელი გემო. მაშინ თვეების განმავლობაში წვრილად მახსოვდა ყველა თამაშის ავ-კარგი. ახლა სულ ფეხბურთს ვუყურებ და მეორე დღეს ძლივსღა მახსოვს გუშინ ნანახი. გასაგებია, ჩემი მახსოვრობა მოცვდა და ამის ბრალიცაა, მაგრამ იქნებ, ყველაფერი არა?! იქნებ სათვალავშია ისიც, რომ ძველებურად კარგი ფეხბურთელები აღარ არიან? საქართველოში ეს რომ ასეა, ამას წყალი არ გაუვა და, მგონი, ზოგადად, მსოფლიოშიც უნდა იყოს ეს ტენდენცია...

სიტყვა გაგვექცა. ისევ ქინქლაძეს მივუბრუნდეთ. მე მახსოვს მისი პირველი გამოჩენა და ის აჟიოტაჟი, რომელიც ახლდა "მრეტებში" მის თამაშს. მახსოვს მისი თამაში ყველა კლუბში და უნდა დავწერო - ქინქლაძემ სანახევროდაც კი ვერ გამოავლინა თავისი ტალანტი.

მასშტაბით, ნიჭითა და გაქანებით ის დგას მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელებს შორის. დღეს სადაც ახსენებენ 90-იანი წლების უდიდეს ვარსკვლავებს - ზინედინ ზიდანს, ლუიშ ფიგუს, რონალდოსა და სხვა გამორჩეულებს, გიოს ადგილიც სწორედ იქაა.

ეს ჩვენ ვიცით. ეს ბოლომდე არ იცის ევროპამ და ეს მხოლოდ ქინქლაძის ბრალია. რა თქმა უნდა, იმ დროის საქართველოში ისიც დიდი საქმე იყო, ინგლისის ლეგენდა რომ შეიქმნა და "სიტის" ისტორიაში - გამორჩეულიც, მაგრამ მას ხომ მეტი შეეძლო? არ ვიცი, არსებობს თუ არა ფეხბურთში საიდუმლო, რომელიც არ იცოდა გიორგი ქინქლაძემ?

ძალიან მინდა, მის რომელიმე ნაკლზე, სერიოზულ ნაკლზე დავწერო. უნაკლო მხოლოდ ღმერთია და, რა თქმა უნდა, არც გიო იყო სრულყოფილი, თუმცა ნაკლის მოძიება ჭირს. პირველი და, ალბათ, მთავარი იყო ის, რომ მან მთლად კარგად არ იცოდა დაცვითი ფუნქციების შესრულება. ცხადია, ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ წინ და უკან თავდაუზოგავად მორბენალი ფეხბურთელი ვეღარ იქნებოდა გიორგი ქინქლაძე. ის დაკარგავდა იმას, რაც განუმეორებელ ფერთა პალიტრას სძენდა გიორგის თამაშს.

თანაც, კარიერის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით, "დერბი ქაუნთიში" თამაშის დროს, გიო ქინქლაძემ ისწავლა (თუ ასწავლეს?) უკან ჩამოსვლა. ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთმა მთავარმა მოთხოვნამ გაჭრა - ქინქლაძე კაცს ყოველთვის ბოლომდე მოჰყვებოდა...

ქინქლაძეს ზოგი ნაკლად უთვლის იმას, რომ ფეხბურთისთვის, პრაქტიკულად, არ ჰქონდა მარჯვენა ფეხი. სამაგიეროდ, რა მარცხენა ჰქონდა! მის მარცხენაში იმდენი ნიჭი და ძალა იყო, ბარე ათ ფეხბურთელს შეშურდებოდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქინქლაძემ ბევრი იმუშავა მარჯვენა ფეხის "ამოქმედებაზე" და მას ეს არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, მას უბრალოდ ნაკლებად სჭირდებოდა ეს. ის თავის საკეთებელს ცალი ფეხითაც მშვენივრად აკეთებდა...

ერთადერთი ნაკლი, რომელსაც ასე თუ ისე ნაკლად ჩავუთვლიდი ქინქლაძეს, მისი მასშტაბურობაა. ხანდახან ის მაინც რჩებოდა ეპიზოდის ფეხბურთელად და მთელი თამაში ელოდა მისთვის ხელსაყრელ ორ-სამ მომენტს. ზოგჯერ მას არ ჰყოფნიდა ძალა, მთლიანად ეგდო ხელში მთელი თამაში და თავისი ჯანიანი ფეხებით გადაეწყვიტა მისი ბედი, ესეც - მხოლოდ დიდ ფეხბურთელებთან შედარებით.

მაგალითად, ეს ნიჭი ჭარბად ჰქონდა 90-იანი წლების დიდ "ათიანს" - ზინედინ ზიდანს. ეპიზოდებიო... და სამაგიეროდ, რა ეპიზოდები?! რას არ მივცემდი ახლა, ოღონდ ერთხელ კიდევ მაჩვენა ისინი... ცოცხლად მაჩვენა...

მაგალითად, გიო ქინქლაძეს ბევრი არაფერი გამოუვიდა ინგლისთან თბილისურ მატჩში. მანქანასავით ინგლისმა მაგრად მოგვახრჩო, იმაზე მაგრად, ვიდრე მანამდე - გერმანიამ. ჩვენ ამას არ ველოდით. ჩვენ ის თამაში ცუდ მოგონებად დაგვრჩა და ის კი დაგვავიწყდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვეთამაშეთ. სამაგიეროდ, ის მატჩი არასოდეს დაავიწყდება დევიდ ბექჰემს. მან ხომ თბილისში ნახა პირველად ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, ყველა რომ კარგად ვიცნობთ...

ის მატჩი მეც არასოდეს დამავიწყდება. ჩვენ ხშირად ვისვრით მახსოვრობის სანაგვეზე ისეთ თამაშებს, რომლებშიც ჩვენი გუნდი უმწეოდ გამოიყურება. თითქოს, ესეც იმ თამაშთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ...

არ მავიწყდება ის თამაში და ამის მიზეზი გიო ქინქლაძეა. თამაშის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩებოდა. გიომ ბურთი მოიგდო და შემოგვთავაზა ძალიან მაგარი რეიდი. იმ მანქანასავით, ალვის ხეებივით ინგლისელებში ძალიან მაგრად გაძვრა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გაელვება, რომელიც მე უშუალოდ მინახავს. მაშინ, მგონი, პენალტიც იყო, რომელიც არ დაგვინიშნეს...

პრინციპში, გაელვებასავით იყო გიო ქინქლაძის მთელი კარიერა. რომელი ერთი გავიხსენოთ - კარდიფში გაბითურებული ნევილ საუთჰოლი, ტუნისის ნაკრებთან გასვლით მატჩში დადგმული შედევრი, გოლი ისრაელის ნაკრების კარში თუ მთლიანად მოტყუებული "საუთჰემპტონი"?

გაელვებები მორჩა და დარჩა სახელი. დარჩა ლეგენდა. პრაქტიკული თვალსაზრისით კი - თითქმის არაფერი. ესეც, ალბათ, არ იყო შემთხვევითი - გიო ხომ არასოდეს ყოფილა პრაქტიკული კაცი. მისი და სხვა მაგარი ქართველი ბიჭების ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა ერთხელაც ვერ ითამაშა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე.

დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა. საკლუბო კარიერაც ვერ ჰქონდა გიოს ისეთი, როგორიც ეკადრებოდა. ის დიდხანს შერჩა დივიზიონებს შორის მოგზაურ "სიტის", როგორც საკულტო ფეხბურთელი. შერჩა მაშინაც კი, როცა მას მთელი სერიოზულობით უხმობდა ინგლისური ფეხბურთის გრანდი - "ლივერპული". რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ და ვერც იმ შეცდომას გამოასწორებ...

შეცდომა იყო ისიც, რომ გიო ქინქლაძემ ხელიდან გაუშვა ამსტერდამის "აიაქსში" დამკვიდრების ძალიან მაგარი შანსი, ის შანსი, შოთა არველაძემ დიდებულად რომ გამოიყენა. ცოტა მეტი შრომისმოყვარეობა, ცოტა მეტი ჟინი და ჩვენ დღეს წერილს დავწერდით მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავზე...

რას ვიზამთ, ასე გამოვიდა. ის კია, რომ გიო ქინქლაძე, როგორც ფეხბურთელი, აღარასოდეს განმეორდება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მის თამაშს მოვესწარით. თამაშს, რომელსაც ვერანაირად მოჰყვები, ვერ ჩასვამ ჩარჩოებში. გიო ქინქლაძის თამაშს - მართლა თამაშს და მართლა სიამოვნებას!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
ყველა კომენტარს არ ვკითხულობ, ბოლო ორიც საკმარისია...საჭირო დროს საჭირო გუნდში მოხვედრა მართლაც იღბალია და გიოს ეს არ გამოუვიდა ამა თუ იმ მიზეზთა გამო და "სახელი"-ს თუ უსახელოს ვეტყოდი, მესის და მარადონას, უფრო სწორად მარადონას და მესის თავისი ადგილი აქვთ ფეხბურთIს ისტორიაშI, სადაც ქინქლაძე შეიძლება არც მოიხსენიონ, მაგრამ ჩვენთვის ორივე მათგანზე დიდია. მერე რა, რომ ბედკრული საქართველოს შვილია და მისი ბედის ბორბალი ასე დატრიალდა. მადლობთ გიო, ასე რომ გვახარებდი,სამწუხაროდ იშვიათათ, მაგრამ განუმეორებლად. მუდამ იქნები ჩვენი ჯილა!
gurami
ქინქლადზე ტამაშობდა გამორჩეულად ლამზ ფეხბურტს რაც გვიყვარს ყველა ბალეჩიკებს, მანჩესტერი იმ წელ ჩემპიონი გახდა და კანტანა დასახელეს პირველ ფეხბურტელად. სიტი გავრდა და ქინქლადზე დასახელეს მეორე ფეხბურტელად. პიროვნება იყო დზლიერი და მიტომ ჩაყვა გავრდნილ გუნდს პირველ ლიგაში. დღეს ყველას უტყდება გვარდნილ გუნდში ტამაში.
სახელი
მესის და მარადონას რო არ ადარებთ, ეს უკვე პროგრესია თქვენი მხრიდან...
qinqlaZes
გიო არ გეწყინოს ის სიტყვები რასაც გეუბნებია,რატომ?იმიტომ რომ ქართველხალხს უყვარხარ,ახსოვხარ როგორ ფეხბურთელი ,ნიჭიერი,ნამდვილი ტალანტი და გული გვწყდება იმიტომ,რომ ნიჭს შრომა არ დაუყენე გვერდით,რაც გააკეთე,მხოლოდ ნიჭით გააკეთე და ათასჯერ,ასიათასჯერ მეტი შეგეძლო შრომა,რომ ჩაგექსოვა ნიჭთან ერთად,ახლა ამას არაფერი ეშველება,მადლობა იმ დღეებისტვის იმ ლამაზი ფეხბურთისტვი,ყველაფრისთბ\ვის მადლობა ახლაც ხშირად უყურებ ეპიზოდებს შენ მიერ ჩატარებული მატჩებისას და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
ოცეოლა
ქინქლაძე მხოლოდ მომტყუებელი არ იყო, რატომღაც არავინ ახსენებს, რომ ძალიან ცოტა დააკლდა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამდე და უსამართლოდ ამჯობინეს კანტონა.
ოცეოლა
გასაგებია რომ სიტის ვარსკვლავები არ მოუწყვეტია ქინქლაძის დროს, მაგრამ დღეს ამ გუნდში "ვითომ" ვარსკვლავები თამაშობბენ და ერთი იმპოტენტი გუნდია.
Burton
პასუხი სტატიის ავტორს: -ის გაუკვირდა, რომ თუნდაც დღევანდელ სიტიში ქინქლაძეზე დიდი ფეხბურთელები თამაშობენ. გინდაც შედეგებით, გინდაც ტიტულებით და ყველაფრით. გასაგებია, რომ ქინქლაძეს კარგი დრიბლინგი ჰქონდა, მარა ფეხბურთში მთავარი გოლია და არა კაცის მოტყუება. სილვა, ტურე, აგუერო და აღარ ჩამოვთვლი.. ნამდვილად ქინქლაძეზე უკეთესი, მინიმუმ უფრო სასარგებლო ფეხბურთელები იყვნენ. არ დამიბლოკოთ!!
Vaso
ნეტა ქინქლაძეს არ დაჭირდა სამუშაო ვიზა ინგლისში?? :D და თან იმ დროს, ორი დღის გამოსული რო იყო ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან... / ინგლისში ყველა ფეღბურთის მოყვარულმა იცის გიო ვინა... ყოფილა შემთხვევა, რო მითქვია საიდან ვარ , შემდეგ აქეთ უკითხიათ ჩემთვის პირიქით, გაგონილი მქონდა თუ არა გიორგი ქინქლაზე და ქეცბაია :D :D :D
ზურა
ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი. ნიჭით ბაჯოზე, ზიდანზე, ეუსებიოზე, კ.რონალდუზე, ბ. ჩარლტონზე, მესხზე, კემპესზე, ზიკოზე, პლატინიზე, რუმენიგეზე, ფიგუზე, რივალდოზე, ბეილიზე და პოგბაზე აღმატებული და მესის, კიჭა რონალდოს, მარადონას და კროიფის ტოლ-სწორი.
ზურა
ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი. ნიჭით ბაჯოზე, ზიდანზე, ეუსებიოზე, კ.რონალდუზე, ბ. ჩარლტონზე, მესხზე, კემპესზე, ზიკოზე, პლატინიზე, რუმენიგეზე, ფიგუზე, რივალდოზე, ბეილიზე და პოგბაზე აღმატებული და მესის, კიჭა რონალდოს, მარადონას და კროიფის ტოლ-სწორი.
saba
ამ სტატიის ავტორი ქეცბაიაზე თუ დაწერდა და თან კარგ კონტექსტში არ მეგონა
manchester
მე ვცხოვრობ მანჩესტერში. გიო აქ ლეგენდაა და მისი სახელის ხსენევბაც კი საკმარისია სიტის ქომაგებისთვის რომ საქართველოზე აღმატებით ხარისხში ლაპარაკობენ
shota
ძალიან კარგი წერილი ჩვენს დიდ სიყვარულზე. კაცზე, ვინც ბოლო დიდი ფეხბურთელი იყო საქართველოსი. ავტორმა მაგრად იცის თემა. კიდევ ბევრი დაგეწერა ალეკო გიოზე ამ წერილს ხომ გარანტირებული აქვს დიდზე დიდი ინტერესი. მადლონა წერილისათვის
avtors!
გწერს შენი თაობის ემიგრანტი. ბევრი ვიტირე ამ წერილის გამო! მადლობა!
kaxeli papa
გიოს ვენაცვალე, მაგრამ:მესხის და მეტრეველის ქვეყანაცაა საქარტველო! მე მგონია, ასეტი გარემარბები-დგესაც არ არიან დუნიაზე!
Merab
ჯერ ერთი სპორტალ.გე–? რატომ მიბლოკავთ ჩემს კომენტარს და რატომ აქვეყნებთ მართლა ამ კლოუნის მოწერილს? ქინქლაძე იმ დროს თამაშობდა როცა მესის დედა აყენებდა გარშოკზე და რონალდო ეზოს ხვეტდა, აქ შეურაწმყოპელი არაფერი არ არის ეს საერთო საფეხბურთო სამყარომ ცხადად იცის, ქინქლაძე იყო და იქნება მანჩესტერ–სიტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ეს იმოტომ რომ ბრიტანეთი აფასებს ტალანტებს, აბა გადით ქუჩაში და იკითხეთ ვინ იყო ქინქლაძე? ყველასგან ერთ პასუხს მოისმენთ ვინც ჩაძიებული არ არის ამ ფეხბურთელზე ინფორმაციას ის გეტყვით რომ გიორგი იყო ფეხბურთელი, ბევრი ვერც გაიხსენებს და სწორედ ეს არი სამწუხარო, ვიზე უნდა დაგვწყდეს გული როცა ჩვენ ჩვენსას ვერ ვაფასებთ და ინგლისში აფასებენ სადაც უნუიჭო ფეხბურთელების სასაფლაოა და ჩვენი გიო დღემდე ახსოვთ?, ნუ დავივიწყებთ ძმებო ჩვენს უნიჭიერეს ფეხბურთელებს, ბევრი გვყავს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მაგრამ არიან ისეთებიც (ქინქლაძესავით, არველაძესავით, ქეცბაიასავით, ცხადაძესავით: და კიდევ ბევრი) რომლებიც დრომ და ისტორიამ შეინახა თავის ქვეყანაში, მადლობთ ყველას ვინც ბოლომდე წაიკითხეთ.
გგგ
რაც ჰქონდა არავინ უკარგავს, მაგრამ ზიდანის, ფიგუს და რონალდოს დონის მართლა არ ყოფილა. აქვე წერთ, რომ მარჯვენა ფეხი პრაქტიკულად არ ჰქონდა და უკან არ ჩამოდიოდაო...
Merab
რა ქნას არ იცის კაცმა, ქინქლადძე რო მესის ფინტებს ვარჯიშის დროს აკეთებდა პეპე ალბათ ეზოში თამაშობდა თანატოლებთან ბურთს:)) აუ რა გავანიორწყლე :))))))))))))))))
bibi
მართალია ქინქლაძე იყო და არის ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი #1 რომელმაც მე პირადად ფეხბურთი შემაყვარა.
bavaria
უნიჭიერესი, უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი, ალბას ყველაზე ნიჭიერი რაც მინახავს, დამიჯერეთ ბევრი მინახავს, მაგრამ ჩემს თვალში მაინც პატარა სპორტსმენად და კლოუნად დარჩა, რაც ჩემთვის ძალიან, ძალიან სამწუხაროა, მას არ ჰქონდა ის, რაც ასე ძალიან სჭირდება სპორტსმენს და ზოგადად ადამიანს-პასუხიმგებლობის გრძნობა ჯერ საკუთარი თავის წინაშე, მერე ქვეყნისა და გარშემომყოფების წინაშე, გული მტკივა ამის გამო, ქინქლაძისნაირნი ალბათ საუკუნეში 5-6 თუ დაიბადება, მაგრამ....
გია
ეჰ მართლა რამდენი სიხარული დავგვიკარგა ქართველებს თავისი ზარმაცობთ,თავის თავს კიდე რამდენი რამ დააკლო.მოგცა ღმერთმა ნიჭი და გამოიყენე რა შე დალოცვილო....
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"მანჩესტერ სიტი" გამოირიცხა? - პსჟ-მ დონარუმას თაობაზე შეთავაზება მიიღო
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
საგა დასრულდა - ედერსონი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდება - "სიტი" კი დონარუმას შეიძენს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ