ღვინიაშვილის პირადმა მწვრთნელმა გაზეთ "ლელოსთან" ქართველი ძიუდოისტის სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოსვლა შეაფასა
ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი და ირაკლი უზნაძე

ბექა ღვინიაშვილის პირადმა მწვრთნელმა ანზორ თენაძემ გაზეთ "ლელოსთან" ქართველი ძიუდოისტის გამოსვლა სადებიუტო ოლიმპიადაზე შეაფასა. 20 წლის ღვინიაშვილმა რიოში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

- რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]

"გასაგებია, რომ შედეგით კმაყოფილი არა ვარ. ცხადია, ეს არაა მისი წონა, მეტოქეები გაცილებით დიდები არიან სიმაღლით, წონით და მათთან საბრძოლველად სხვანაირი ძალაა საჭირო.

ბექას ძალა არ აკლია, მაგრამ გაუჭირდა, რადგან მისი სტილი მუდმივი შეტევაა. არაა იმ სტილის, დადგეს, ჩავლებებით იბრძოლოს და დრო გაიყვანოს. თან უხერხული მეტოქეებიც შეხვდა, კენჭისყრამაც არ გაუმართლა - მის მხარეს მოხვდნენ კრპალეკი, ჰაგა, მარე, ტიტულოვნებიც და თან ამისთვის უხერხულები. ძლიერები და ტიტულოვნები მეორე მხარესაც იყვნენ - ხაიბულაევი, ნაიდანი და სხვები, მაგრამ მათთან მეტი შანსი ექნებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ ღვინიაშვილმა მთლად ცუდად იჭიდავა, მაგრამ ხარვეზებიც ჰქონდა, შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურად ჭიდაობა. მარესთანაც ჰქონდა ეს ხარვეზები და ჰაგასთანაც. მაგალითად, მარესთან უნდა დაეცადა მისი შემოტევისთვის, როგორც ის ელოდებოდა ამის აქტიურობას.

ბექამ თავიდან რომ მოიპოვა უპირატესობა, ის აღარ უნდა დაეთმო. როგორც ვთქვი, მას ჩვევად არ აქვს დალოდება, ტაქტიკური ჭიდაობა, ფრანგები კი უმთავრესი ტაქტიკოსები არიან და მარემ კიდეც გამოიყენა ეს უპირატესობა. ჰაგასთან მიღებულ გაფრთხილებას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სასწაული მოხდა. კი, თავიდან ბექა აქტიურობდა და შეიძლებოდა მეტოქის გაფრთხილება. ასევე, ბექას ჩავარდნაც - ეს არ იყო პასიური ჩავარდნა, შეტევისას ჩავარდა, მაგრამ ეს ისეთი ეპიზოდია, ვერც გააპროტესტებ.

ბექას ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ. ის როცა 100-ში გადადიოდა, მაშინვე ვთქვით, რომ ისევ დაუბრუნდებოდა 90-ს. უბრალოდ, მაშინ სიტუაციიდან გამომდინარე გადავიდა იქ. თან საკითხი არ იდგა ისე კატეგორიულად, გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა ეჭიდავა ოლიმპიადაზე, მაგრამ იქნებ უფრო ცუდი ყოფილიყო, ამ თამაშებისთვის რომ არ ებრძოლა.

რაკი მისი სურვილი იყო, ჩვენც დავეთანხმეთ, თუმცა იქვე ვუთხარით, რომ 90-ში უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ წონაც არ მოიმატა და ისევ დაუბრუნდება ძველ წონას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
ღვინიაშვილს დიდი მომავალი აქვს. ამაზზე ორი აზრი არ არის. წარმატებები ჩვენ ბიჭებს . მათ ბევრჯერ და ბევრგან აწიეს საქართველოს დროშა პირველ ადგილზე.
gogia
აგერ რეზო ბაიაშვილი წერს, შედეგისსთვის რომმ ისსწავლისო...... შე. კაი ადამიანო, მმაგ ბიჭის ყურება მისი სტტილის. გამო უყვარსს. ხალხს და არც შედეგები აკლია.
gogia
ვაააა, ზოგიერთები რა მარგალიტებს აფრქვევენ ნაკრების მწვრთნელებისა არ იყოს-- მოიმატოს ას კილოში ღვინიაშვილმაო.... ბოდიში და ხელ-ფეხიც გავუწელოთ მაგ ბიჭს? ვერ ამბობენ, რომ ლიპოს ხათრით გადაიყვანესასში და ააღებინეს მეორე ლიცენზია, აბა სად ბექას სიმაღლე და სად მარე-კრპალეკი-და ა.შ......
რეზო ბაიაშვილი
ბექა ჯიგრიანად,"ჭიდაობისთვის ჭიდაობს",შედეგისთვის ჭიდაობას რომ ისწავლის,წარმატებებიც მოვა...
ვაი თქვენს პატრონს.
ეს არის ძიუდოს კატასტროფა. თუ 90 კილოიანია, რაზე მიუგდეთ ეს ახალგაზრდა ბიჭი 2- მეტრიან 100 კილოიან გოლიათებს? ან ის ზანტი ოქრუაშვილი. ჭიდაობა ჰქვია ამაას? ვინ დააკომპლექტა ასე გუნდფი?
Goreli
ამ ოლიმპიადისთვის 90 კგ_ში ლიპოს უნდა ეჭიდავა, რადგან ღვინიაშვილი ჯერ დასაღვინებელია, უგებს ლიპო. ბექა ძალიან გვიყვარს გორელებს. იმედია მომავალ ოლიმპიადაზე ოქროთი გაგვახარებს.
lasha
უზნაძე აუცილებლათ გასაშვებია სასწრაფოდ.ყველაზე ცუდი შედეგი ქარტული ძიუდოს ისტორიაში თან თუ შემადგენლობას გავითვალისწინებთ ყველაზე მეტი მედალი უნდა აგვეღო.
Leo
90 კგ ამის გამჩერებელი კაცი არ იყო ლიპო კარგი ბიწია,მაგრამ ბექა აშკარა ტალანტია. ამ ოლიმპიადაზე რომ 90ში ეწიდავა უბრალოდ ათრევდა ყ ელას. ფიზიკაში კიდევ გაძლისრებული ჩანს რა წონის კა ებს წევდა ნახეთ? ჩათვალეთ ოლიმპიური მედალი წაართვა ცედდრაციამ და მწვრთვნელმა. მომდევნო ორს იწიდავებს და ნახავთ ეს ვინ გვყავს. მე მგონია რომ ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი გახდება.
არჩილ ხოფერია
რაღაც იმ იმასიტას მაგონებს ჩვენი ბექა! მე მგონი მისმა აღნაგობამ პირიქით ხელი უნდა შეუწყოს მის წინსვლას და გამარჯვებებს. 100 კგ ში თუ ჭიდაობს 100 კგ მაქსიმალურად უნდა მიიღოს და კუნთში გადაიტანოს.
არჩილ ხოფერია
ერთი უძლიერესი იაპონელი იყო მგონი იამასიტა, რაღაც ჩადგმული, მსხვილი, მრგვალი, ხელებიც მოკლე ჰქონდა... რა ვიცი, ყველას უშანსოდ ტოვებდა ისე უგებდა! იქნებ ძიუდოისტებმა მაინც გაიხსენოთ! მაშინ მისი კომპლექცია სახელდებოდა გამარჯვეებების მთავარ მიზეზად!
გაგა
მართალია! ჭკვიანი ხარ,ანზორ!
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი: კლუბები გაირკვა, რევოლუცია აპრილში იწყება
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
ძველ წონაში, ახალი შემართებით - ინტერვიუ ბექა ღვინიაშვილთან
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა