მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. 20:00 სთ. "დინამო არენა". LIVE "I არხზე"
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაებმება. ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც D ჯგუფში გამოდის, პირველ შეხვედრას ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს.

შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 4 სექტემბერს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარა, მანამდე კი "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს.

- ვლადიმირ ვაისი: ავსტრია ძლიერია, პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია!

- მარსელ კოლერი: ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში

საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ოთარ მარცვალაძე და გიორგი აბურჯანია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა ეროვნულიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელთა გადაწყვეტილებით გადაინაცვლა.

საქართველოსა და ავსტრიის მატჩს ბელორუს მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრი 36 წლის ალექსეი კულბაკოვი იქნება. მას ვიტალი მალიტინი, ოლეგ მასლიანკო და დენის შჩერბაკოვი დაეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ არბიტრი კულბაკოვი მის სტატისტიკაზე თვალის ერთი გადავლებით არც ისე მკაცრია. ყოველ შემთხვევაში, მას ბოლო შეხვედრებში ყვითელი ბარათი არ გამოუყენებია.

რაც შეეხება შესარჩევ D ჯგუფში ჩვენს სხვა მეტოქეებს, დღესვე ითამაშებენ სერბეთი-ირლანდია (22:45) და უელსი-მოლდოვა (22:45).

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)

მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე - დინამო, თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბ), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბ);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბ), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

ავსტრიის ნაკრები:

მეკარეები: რობერტ ალმერი (აუსტრია), ანდრეას ლუკსე (ალტახი), რამაზან იოზკანი (ლევერკუზენი, გერმანია);

მცველები: ალექსანდარ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (ზალცბურგი), ფლორიან კლაინი (შტუტგარტი, გერმანია), სებასტიან პრიოდლი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს ზუტნერი (ინგოლშტადტი, გერმანია), შტეფან შტანგლი (ზალცბურგი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), შტეფან ილზანკერი (ლაიპციგი, გერმანია), ზლატკო იუნუზოვიჩი (ვერდერი, გერმანია), ვალენტინო ლაზარო (ზალცბურგი), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, გერმანია), ლუის შაუბი (რაპიდი), ალესანდრო შიოპფი (შალკე);

თავდამსხმელები: მიხაელ გრეგორიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ლუკას ჰინტერზეერი (ინგოლშტადტი, გერმანია), მარკ იანკო (ბაზელი, შვეიცარია).

მწვრთნელი: მარსელ კოლერი.

azurini
კიდევ დააყენეთ გაფარჩაკებული დინამოს ფარჩაკი ფეხბურთელები, საერთოდ წყალი არ გაუვა საქართველოს ნაკრები არის ერთერთი ყველაზე უსუსტესი საფეხბურთო ნაკრები ყველა კომპონენტში ესეთ დამცინავ ფეხბურთს არცერთი სუსტი ნაკრებიც აღარ თამაშობს მისთვის მე 6 კალათა სავსებით დამსახურებულია არცერთი ფეხბურთელი საშუალო დონისაც კი არა გვყავს ეს დღევანდელ შეხვედრაშიც თვალნათლივ ჩანს ამას დაუმატეთ "ფლაგმანი" დინამოს 4 ფეხბურთელი ძირითადში ჯერ ეგ რა მიზნით აყენებს ეს ვუი-სი დინამოს მთხლებურთელებს ესეც გარკვეულია უკვე უბრალოდ ქართული ფეხბურთი საიქიოშია.
სოსო
გაიხსენეთ დინამოს თამაშები ევროთასებზე,ყველა გოლი მეკარის ბაქნიდან გადიოდა სრულიად თავისუფლად დარჩენილი შემტევის მიერ.გამოსწორდა რამე? არადა როგორი სუსტია ავსტრიაც.
ფეოლა
გთხოვთ აკრძალეთ ეროვბული ნაკრების დაფინანსება
Gff
0-2 kidev ramdens gaushveben neta?absus cxadadze
gg
იბლატავეთ ეხლა.არ გეშინიათ ხო? სახეზე გეტყობათ უკვე რო გამოდიხართ მანდრაჟით იმიტომ რომ თქვენს თავში არ ხართ დარწმუნებული,იმიტომ რომ კლასი არ გაქვთ ბიძია კლასი...
maradona
ცვერი გეიპარსეთ,ბიჩო,ცვერი... თამაში ღქვენ არ იცით და სიკოხტავეზე მაინც გქონდეთ პრეტენზია... ლორიას არ ეხება, რა თქმა უნდა...
tbiliseli2
მ ნახეთ რა გუნდებში თAმაშობენ ავსტრიელები. ამათ რომ ჩვენებმა მოუგონ სასწაულის ტოლფასი იქნება
ალეკსანდრე
სახალისო სათაურია, ბავშვობა გამახსენდა-საბავშვო ბაღში მასწავლებელი მგელზე ზღაპარს რომ გვიყვებოდა
bibi
დღეს ანგარიში 2-0 საქართველო იგებს უეჭველი...
lasha
ისინი ხო კვდებიან შიშით:D
ეეეჰ!
არ გვეშინიაა......მიჩვეულები ვართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გოგი ქუთაისელი
ვაისი ამბიციურია, ნაკრებში პრაკტიკულათ ნორმალური თავდასხმელი არ არის, არც ლიდერი არის ნაკრებში.
gg
რო ეშინიათ იმიტომაც იძახიან მაგას, ვისაც არ ეშინია გამოდის და თამაშობს, რა სალაპარაკოა ეგ საერთოდ გადი და ითამაშე რა...
mgeli
sakartvelos ra? dideba, tin grusetisaken!!! dges vibrzolot kavkasiuri nagazebivit. dideba sakartvelos!!!
vato
ერთი შანსია თბილისის ჰარემა გაგუდოს ავსტრიელები ამაში მაიც გამოგვადგეს ეს საშინელი ჰაერის დაბინძურება;)
vnaxot
ისე ეს პარუნაშვილი საერთოდ ვერ თამაშობს, დინამოს თამაშებშიც ერთერთი სუსტი რგოლი იყო. საყრდენად არ გამოდგება, არ შეუძლია შეტევის წამოწყება და განვითარება, ცინცაძე ბევრად ჯობია. ზოგადად ძალიან სუსტი გუნდი გვყავს, აკლიათ სათამაშო პრაქტიკა, ადვილად იღებენ ტრამვებს. არ მესმის ვარჯიშებზე ასეთი ხშირი რატომ არის ტრამვები. ვფიქრობ 0:0 და უინტერესო თამაში იქნება როგორც ყოველთვის არის ხოლმე. ვნახოთ რა იქნება. იმედია ესპანეთთან მოგება შემთხვევითობა ან წამიერი გაელვება არ იყო.
Imedis naperckali
Dgeidan iwyeba chveni triumfi dges sagamos gaixarebs chveni gexbirti da eri 2-1
ბესო72
ნუთუ საერთოდ უნდა გეშინოდეთ როდესმე ვისმესი ? რავი ჩვენს დიდ წინაპრებს არ ეშინოდათ ბრძოლის ველზე გასვლისა მაშინ როცა რიცხობრივად საგრძნობლად ცოტანი ვიყავით. ეხლა კიდე 11 11-ზე პლიუს ამხელა გულშემატკივრების მასა სტადიონზე და მის მიღმა, რიღასი და ვისიღა უნდა გეშინოდეთ მე არ ვიცი.
შოკირებული გულშემატკივარი
სტადიონზე მივდივარ:))) იმდენს იძახიან არ გვეშინიაო უკვე მე მეშინია:)))
kika
კაცო ლიპარტიას გამოძახება რა გახდა. მასზე კარგი ფორვარდი სამწუხაროდ არ გვყავს.კაცი ევროპა ლიგისთვის ემზადება
gg
დაიწყო ისევ ეხლა ბაქი ბუქი,არ გვეშინია, მოვიგებთ, ავსტრიას ხო სულ მაგრა ეშინია ჩვენი.ითამაშეთ ჯერ მოიგეთ, გვანახეთ რისი მაქნისები ხართ,მე ძალიან გამიხარდება თუ მოიგებენ მარა კლასი არა აქვთ კლასი და რითი გინდა მოიგო, მარტო ჟინი არ კმარა თუ კლასი არ გაქვს....
kika
ჯანო დამარხავს ავსტრიას დღეს სტადიონზე
ბაჯო
ოქრი ტუ დააყენა ფორვარდად სჰეაგდებ უეჰველი, დვალი რისი გამტანია ამოვარდნილია კაცი სრულიად ფორმიდან ცხენივიტ კი დარბის მაგრამ უაზროდ.
მანო
გვილიაააა ნაკრებსჰი,გოგუა, ვაცაზე,გვჰირდება გოლს ვინ სჰეაგდებს ხალხო.
ბაჯო
გვილია რატო არ არი ეს სჰეკიტხვა დაუსვიტ ხალხოოო ვაისსს.დავდასხმელი არ გვყოლია და როგორ მოვიგოტ ეს ტამასჰი.
haha
ეგრე ჩემ უბნელ ზოიას მამალი "მგლის" არ ეშინია, მაგრამ მისი ქმარი ლიონია ნერვიულობისგან გალოთდა.
gio
გვილია რატომ არ გამოიძახა? სასაცილოა პაპუნაშვილს რომ გამოიძახებ და გვილიას არა!!!!!
ოკრიბელი
სწორია, კი არ დაგხვრეტენ, რომ გეშინოდეთ. მთავარია სირცხვილი არ სჭამოთ, როგორც "დინამო"მ "პაოკი"სთან.
grafi
jobia kargze vifiqrot, me chemi ori shvilit mivdivar stadionze .
გივია
ძალიან დიდი იმედი მაქვს თამაშის ბოლოს არც ანგარიში იქნება ჩვენთვის საშიში.
ვახო
მარცვვალაძის იმედი მქონდა და იმასაც ტრამვა მიუღია ((((
guja
სადაა ავსტრიის მოსაგები? როგორც 75 წლის წინ გადავუარეთ მაგათ, ეგრე უნდა მოვუგოთ!
giga
აუფ, არ ეშინიათ :D რომელი 300 სპარტანელები ეგენი არიან :D
zviadi
ამ ჯგუფიდან რომ გავიდეთ, რუსეთში სათამაშოდ არ წავალთ და ამიტომ რისთვის უნდა მოვიგოთ, თუ მანამდე ცხადია პუტინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ დააბრუნებს, ასეა ეს!!!!
ნოდარი
ნუ ხართ პესიმისტები! ლორია ბურთს არ გაუშვებს, ხოლო ჯანოს ჯგუფი გაიტანს და რატომ უნდა წავაგოთ? წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შორეული ბანგლადეშიდან!
Eric cantona
საქართველოს+რუსეთის ჩემპიონატი, ბუნდენსლიგის წინააღმდეგ :)
აჩიკო
ფრე თუ ვითამაშეთ კარგი შედეგი იქნება... მთავარია ალაბა და არნაუტოვიჩი გავაჩეროთ...
firo
როგორ არ მოგბეზრდათ ეს "ოპტიმიზმი" ყოველი მატჩის წინ? "საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!"-სულ ვაგებთ და რაგა დგეს შეგვეშინდება?
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა