მთავარია, ვიცოდეთ, როგორი ფეხბურთი გვინდა...
ორი დღე აჭარა საფეხბურთო სემინარს მასპინძლობდა. სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე სამწვრთნელო შტაბთან ერთად, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრნენ.

რა სარგებლობა შეიძლება ჰქონდეს ასეთ ორდღიან სემინარებს? ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან:

- ეს სემინარი იმ დიდი პროგრამის განხორციელების დასაწყისია, რომელიც ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააანონსა და რეგიონებისა და სანაკრებო ფეხბურთის განვითარებას ითვალისწინებდა. ამ პროექტის უშუალო ხელმძღვანელი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძეა.

ყველა აღიარებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თბილისით ვერ განვითარდება, რეგიონებისა და ცნობილი საფეხბურთო ცენტრების გამოცოცხლებაა აუცილებელი. ამისთვის, ეტაპობრივად რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი: ჯერ რეგიონების ასაკობრივი, საბაზისო გუნდები უნდა ჩამოყალიბდეს; მერე რეგიონების ნაკრებები დაკომპლექტდება და მათ შორის ტურნირი გაიმართება. ეს საკითხი მალე დაზუსტდება. და მესამე - ამ პროცესში სავალდებულოა ნაკრების მწვრთნელთა ჩართულობა.

აჭარაში გამართული სემინარი გაცნობითი ხასიათის იყო - ადგილზე უნდა შევხვედროდით იმ მწვრთნელებს, რომლებიც ჩვენს სისტემაში იმუშავებენ. აქამდე ასე ჩამოყალიბდა და დრომაც მოიტანა, რომ მთელი ყურადღება თბილისზე იყო გადატანილი. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს კი ყურადღება ყველგან სჭირდებათ. მაგრამ იქ ჩასვლის მიზეზი მარტო ეს არ იყო...

- სხვა რა მიზეზი იყო?

- ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მწვრთნელთა საბჭო მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოზე მუშაობდა და მისი დიდი ნაწილი უკვე შედგენილია. ამ ხედვების მოკლე ვარიანტი პირველად სწორედ აჭარაში ჩავიტანეთ, რომ ფეხბურთელების აღზრდის სისტემა რეგიონებშიც ჩამოყალიბდეს და მათი სკოლები კონკურენტუნარიანები გახდნენ.

- ერთიანი მეთოდოლოგიის შედგენაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლაპარაკობდნენ. მაგრამ მხოლოდ ახლა დამუშავდა და საინტერესო თემაა - იქნებ, სახელმძღვანელოს შინაარსზე უფრო დეტალურად გვიამბოთ...

- ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიზანია, სწორად აღვზარდოთ ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელი. მთავარია, თავად ვიცოდეთ, როგორი სტილის ფეხბურთი გვინდა, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, რომელიც უნდა წამოვწიოთ და ასე შემდეგ.

როგორ გგონიათ, ინდივიდუალიზმით ძლიერი ქართველი ფეხბურთელი ათლეტური სტილის გუნდს მოერგება? ასეთი გუნდები მოთამაშეებს სხვა სტილითა და მიმართულებით ზრდიან და არჩევენ, ვიდრე ჩვენ. ქართველები გერმანელებს ათლეტიზმით ვერასოდეს ვაჯობებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, ისინი წინ უნდა წამოვწიოთ და გამოვიყენოთ.

ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, ბავშვები რა მიმართულებით ვავარჯიშოთ, ინდივიდუალიზმი გუნდურ ფეხბურთს რომ მოახმარონ - ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მინუსი იყო. მეორე საკითხია, ნიჭიერი ბავშვები დიდების ფეხბურთამდე როგორ გავზარდოთ.

სხვათა შორის, აჭარაში არა მხოლოდ თეორია, არამედ, პრაქტიკაც გვქონდა - საჩვენებელი ვარჯიშები ფიზმომზადებისა და მეკარეთა მწვრთნელებსაც ჩავუტარეთ და თამაშის პრინციპებიც ავუხსენით. წლეულს კიდევ რამდენიმე რეგიონს ვესტუმრებით, სემინარებს ყველგან ჩავატარებთ და სპეციალისტებს რეკომენდაციებს გავუწევთ. ამავე დროს, იმ მწვრთნელებსაც შევარჩევთ, რომელთაც საფეხბურთო ცენტრებში დავეყრდნობით. 2017 წელს ეს პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს და უფრო მასშტაბური გახდება.

- თქვენი აზრით, საფეხბურთო ცენტრები რეგიონებში მეტი ნიჭიერი ბავშვის აღზრდის გარანტია იქნება?

- აუცილებლად! ორი აზრი არ არის! გარდა ამისა, სამტრედიაში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ფოთსა თუ სხვა ქალაქებში ხალხი სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატების თამაშებზე დადის. მაგრამ მას ადგილზე სანაკრებო სული და ატმოსფერო უნდა ჩავუტანოთ და ამით ისუნთქონ - ეს ჩვენი სანაკრებო პოტენციალის გაზრდის წინაპირობა გახდება.

რეალურად, საფეხბურთო ცენტრები სწორედ სკაუტინგის სისტემას აამუშავებს, ნიჭიერი ბავშვების აღრიცხვა და მათზე დაკვირვება კი გაუმჯობესდება. რაც მთავარია, ეს იქნება გარანტია, რომ ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ - კარგი სავარჯიშო პირობები ყველას საკუთარ რეგიონში ექნება, ჩვენი ყურადღება კი არ მოაკლდებათ, თან რეგიონშიც ფეხბურთი განვითარდება.

საერთოდ, რაც ვნახეთ, რეგიონებში რთული მდგომარეობაა, ინფრასტრუქტურა მწირია ან განადგურებულია, საფეხბურთო სკოლები და გუნდები ან არ არის, ან ცუდ პირობებში არიან, მასობრიობაც ძალიან შემცირებულია. ამის გამოსწორება უპირველესი ამოცანაა და ამიტომაც მახარებს საფეხბურთო ცენტრებისა და მოყვარულთა ლიგის დაფუძნება. 250 მოყვარულთა ახალი გუნდის ჩამოყალიბება არის იმის წინაპირობა, რომ ფეხბურთი ძველებურად მასობრივი გახდეს, მეტი ფეხბურთელიდან კი გაცილებით დიდი შანსი იქნება, მეტი პროფესიონალი რომ გაიზარდოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daa
ბავშვებს არა აქვთ გზის ფული ხაწაოურის ან ბულკის ფული ვარჯიშზე რომ იარონ, ამიტომ კლუბებ და იდიდოტო კლუბის მმართველებო დაუნიშნეთ ნიჭიერ ბავშვებს სტიპენდიები 50 ან ასი ლარი მაინც და ბავშვები ფეხბურთში ვარჯიშს თავს არ დაანებებენ...
ledi
sაუკეტესო იდეეაა დიახ რეგიონებსი არიან ტალანტები რომლებიც იკარგებიან ნუ გდაახდევინებტ ბავსვს პულს ვარჯისსი ერტი ბულკის ყიდვა ტუ სეზლო ბავსვმა ის ბოდისი და გაზგება და ივარჯისებს სიმსილიტ არ წაიქცევა რა ქნქს მსობელმა ხედავს სვილის ტალანტს დ არ სეუზლია პული გადაუხადოს მწრტვნელს გტხოვ კობიასვილო მიაქციე ყურადგება მსობლის ტხოვნას გახადე პეხბურტი უპასო როგორც რეგბია და ნხა სედეგს
ვეტერანი
როლსროისი ბრწყინვალე მანქანაა, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, ძალიან ძვირია.ჩვენი ბიჭები კი ზოჯერ უფასოდაც არ უნდა არავის.კარგი გამოცდილი ფეხბურთელების კი დეფიციტია მსოფლიოში. დღევანდელი ფეხბურთი 80% მძლეოსნობაა 20% სხვა დანარჩენი. ჩვენი შანსები 0-თან ძალიან ახლოსაა და ამიტომ სულ ტყუილია ყველაფერი თუკი რეფორმები ფიფა-დან არ დაიწყო. ბევრი რამის შეცვლაა აუცილებელი, თორემ ყველა შეხვედრა ერთმანეთს გავს და გოლი გვენატრება ხოლმე. ფიფა-ს ერთი კონკურენტი მაინც, რომ ჰყავდეს ბანკროტები იქნებოდნენ.
kargit ra
ხალხი შიმშილით კვდება ქვეყანაში და ჩვენ ამ არაპატრიოტებს უნდა ვუხადოთ ფული. უნამუსოები ხართ რა
odala
ხალხი აღარ ცხოვრობს იმ რეგიონებში.
bebeto
რეგიონებში უნდა განვითარდეს იფრასტრუქტურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და ნიჭიერი ბავშვები მალევე წამოვლენ ასეთ შემთხვევაში.ფეხბურთი მარტო სტადიონზე ბურთის გორება არ არის, სისტემური მიდგომაა საჭირო, ასევე ხელისუფლების მხარ დაჭერა ჭირდება ფეხბურთს,ბიზნესმენები კი არ უნდა გააქციონ ფეხბურთიდან როგორც ეს ადრე ხდებოდა, პირიქით ბიზნესი უნდა წახალისდეს სპორტში ფულის ჩადებისთვის.
ლუკა
შესანიშნავია რომ გეგუჩაძის დონის სპეციალისტი არის ჩართული რეგიონებში ფეხბურთის ფეხზე დაყენების საქმეში. მისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და განვრცობა სახელმძღვანელოს მეშვეობით უფრო ხელმისაწვდომი გახდება მწვრთნელებისთვის. ასევე კარგი იქნება თუ სახელმძღვანელოსთან ერთად შეიქმნება ვიდეო ინსტრუქტაჟი, რომელიც ინტერნეტზეც იქნება ხელმისაწვდომი. აუცილებელია სპორტის ექიმების არსებობა რეგიონებში, რომ სწორი რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ ტრავმირებულ ბავშვებს. რეგიონული ინფრასტრუქტურის შექმნა აუცილებელი წინაპირობა არის ბავშვების ჯანმრთელად და სწორად აღზრდისთვის. თითოეული თეთრი, რომელსაც სახელმწიფო დააბანდებს სპორტის მასობრიობაში, მრავალჯერ გაზრდილი მოგებით დაუბრუნდება სახელმწიფოს უკან. მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესი შეუმცირებს სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯებს.
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
მასობრივი ფეხბურთი: თუ ეს ჩანაფიქრი წლების განმავლობაში გაგრძელდება...
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
რა მოხდა მარტვილში? "სალხინოს" მთავარი მწვრთნელი გარიგებას და ბრალდებას უარყოფს
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...