სფფ-ს რაც უნდა მოვუწონოთ, ისაა, რომ შეძლებისდაგვარად ებრძვის გარიგებულ მატჩებს, თუმცა...
ქართულ საკლუბო ფეხბურთში მორიგი ბომბი აფეთქდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას რაპორტზე დაყრდნობით ერთი გარიგებული მატჩი გამოავლინა. მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" 2:1 მოუგო "რუსთავს". მასპინძლის მოგება და "მეტობა" - ამაზე დადებულა ფსონები ტოტალიზატორებში...

- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]

- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რაც უნდა მოვუწონოთ, ისაა, რომ შეძლებისდაგვარად ებრძვის გარიგებულ მატჩებს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ საკუთარი აზრი გვაქვს და ქვემოთ აუცილებლად ვიტყვით...

ჩვენც აქ ვართ, ამ ბრძოლაში და თუ ქართული ფეხბურთის სიკეთე გინდა, სხვანაირად ვერც იქნები, შენი ადგილი აქ არის. უბრალოდ, ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის გვარიანი ნიშნები.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: ჩვენ ამ დიდ ბრძოლაში ფეხბურთის ფედერაციის მოკავშირეები ვართ, მაგრამ ყველა საკითხში, განსაკუთრებით - ასეთ ფაქიზში, დაცული უნდა იყოს მართლზომიერება და სასჯელი მას შემდეგ უნდა გამოვიტანოთ, როცა დანაშაულს სრულად, ბოლომდე გამოვიძიებთ.

რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან თემაზე იურისტები უფრო ამომწურავად ისაუბრებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირების უფლება არ გვაქვს. ცნობილია: ამ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ იხელმძღვანელა უეფას რაპორტის და ფედერაციის სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ იმას, რომ ორივე გუნდი უდანაშაულოა. დღევანდელ ქართულ ფეხბურთში გარიგებები თუ "გაცვლები" არავის უკვირს, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნებოდა, სასჯელი მას შემდეგ ყოფილიყო გამოტანილი, რაც ამ საქმეში ბრალმდებელ მხარეს მეტი უტყუარი მტკიცებულება ექნებოდა.

ზუსტად ვიცით, უეფას ადრეც არაერთხელ მოუწერია ასეთი რაპორტი და დიდი ალბათობით, დღეს ის რაპორტები რომელიღაც მტვრიან კუთხეში "განისვენებენ".

რა თქმა უნდა, ეს ცუდია და სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გულგრილობაა, მაგრამ მეორე მხრივ, უეფას რაპორტი არ არის დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება. მე მათი შინაარსი დაახლოებით ასე მესმის: საეჭვო თამაში ჩატარდა, ასი თვალი და ასი ყური გამოისხითო, აფრთხილებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო თავის წევრ ფედერაციებს.

ჩვენ ამ რაპორტების მიხედვით დასჯილი არაერთი გუნდი გვინახავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება ბოლომდე მიდიოდა. "მერანი"-"რუსთავის" მატჩი კი ახლახან ჩატარდა და ვეჭვობთ, ამ უმოკლეს დროში შესაძლებელი ყოფილიყო საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება. და თუ ჩატარდა ეს გამოძიება, სად არის ფაქტები?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, ფეხბურთის განვითარების ფონდმა დაფინანსება შეუწყვიტა ამ მატჩის მონაწილე ორივე გუნდს, რითიც ისინი, ფაქტობრივად, დასაშლელად გაწირა, მით უმეტეს - "რუსთავი", რომელსაც არ ჰყავს კერძო სპონსორი.

უეჭველია: თუ მართლაც რაღაც მოხდა ამ შეხვედრაში ისეთი, რაც ეწინააღმდეგება "ფეარ პლეის" პრინციპებს, მაშინ ქულების დაკლება, ფულადი ჯარიმა და დაფინანსების შეწყვეტა არ არის საკმარისად მკაცრი სასჯელი.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ქართული ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს ყველა ის, ვისაც შეხება აქვს ამ სიბინძურესთან. ოღონდ, ეს მას შემდეგ, რაც დაიდება უტყუარი ფაქტები. მხოლოდ ეჭვის, თუნდაც უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფის ეჭვის საფუძველზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ ივარგებს.

სანამ ერთ საინტერესო ამბავს გამოვიტანდეთ მკითხველის სამსჯავროზე, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და ეს ნამდვილად არ არის უბრალო დეტალი.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თითქმის არ არსებობს ისეთი გარიგებული მატჩი, რომელშიც ყველამ, მინდორზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა, ან თუნდაც გუნდების მწვრთნელებმა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ.

როგორც წესი, გარიგება ხდება კონკრეტულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, ან გარეშე პირებსა და ზოგიერთ მწვრთნელს, ან უშუალოდ ფეხბურთელებს შორის. ბოლოს და ბოლოს, არ არის სასურველი, გარიგებული მატჩის თაობაზე ყველამ იცოდეს. მარტივი სავარაუდოა: რაც მეტმა იცის გარიგებული მატჩის თაობაზე, მით მალე "გასკდება" ამბავი.

მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მარტვილში გამართული შეხვედრის "სათადარიგო გეგმის" თაობაზე ყველამ ყველაფერი იცოდა. თუ ბუნებაში მართლაც არსებობდა რაღაც გარიგება, ეს უნდა სცოდნოდა რამდენიმე კონკრეტულ პირს.

არადა, დაისაჯა ორივე გუნდი. აქვე იბადება კითხვა: რატომ უნდა დაისაჯოს ფეხბურთელი ან მწვრთნელი იმ შემთხვევაში, თუ მან არაფერი იცოდა გარიგების თაობაზე და ისე მიუდგა (ანუ პროფესიულად და პატიოსნად) თამაშს, როგორც სხვა დანარჩენი?

თუ მათ არაფერი იცოდნენ შესაძლო გარიგების თაობაზე, შესაბამისად, ვერც ვერაფერს მოიმოქმედებდნენ ამ დანაშაულის პრევენციისთვის. ძველი ქართული ანდაზა რომ მოვიშველიოთ, არცოდნა არცოდვაა...

ამიტომ, ისმის კითხვა: ხომ არ ჯობდა, საბოლოო ვერდიქტი მაშინ გამოეტანათ, როცა გამოძიება დადებდა უტყუარ ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვეცოდინებოდა იმ ხალხის ვინაობა, ვინც ატყუებს ქართველ გულშემატკივარს. ასეთების მიმართ კი სასჯელი მართლაც რომ არაადეკვატურია: მათ დაფინანსება კი არ უნდა შეუწყვიტო და კი არ უნდა დააჯარიმო, არამედ, სამუდამოდ უნდა მოკვეთო ფეხბურთიდან...

ახლა იმ საინტერესო ამბავზე, წეღან რომ გავიხსენე. ეს მოხდა მაშინ, როცა ქართულ ფეხბურთში პრეზიდენტ-მინისტრ-გუბერნატორები მაგრად მძლავრობდნენ. საქართველოს თასის ნახევარფინალში ერთმა გუნდმა სათადარიგო შემადგენლობა დაუყენა მეორეს მას შემდეგ, რაც "ზემოდან" მიიღო მითითება.

ეს ყველაფერი ასე შეიფუთა: ჩვენ ჩემპიონატზე ვაკეთებთ აქცენტს და თასი ნაკლებად მნიშვნელოვანიაო. დავწერე ამის თაობაზე, ჩემმა კოლეგებმა სხვა საეჭვო მატჩებზე გაიხსენეს და... დაგვიბარეს მაშინდელ კუდ-ში თუ სოდ-ში, ზუსტად არ მახსოვს.

მთელი დღე იქ გავატარეთ. ვერ მოვიტყუები - უბატონოდ ხმა არავის გაუცია, მაგრამ მთელი დღის "კალმასობის" შემდეგ ეს გვითხრეს: რომ წერთ შესაძლო გარიგების თაობაზე, ფაქტი სად გაქვთ, ან ჩანაწერი მოიტანეთ, ან რამე სხვა მტკიცებულება, თორემ ასე ნაწერს რა ფასი აქვსო?

ვიღაცას ჩვენი პროფესია აერია. სწორედ ამ საკითხზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ ნება არ იყო და შემოიდო თაროზე ეს საქმეები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფაქტის გარეშე ვერავის დასჯი, ფაქტები კი გამოძიებამ უნდა დადოს.

მაშინდელ საქართველოში საეჭვო ამბებს არავინ გამოიძიებდა. მაშინ ფეხბურთი ვერ იყო თავისუფალი და მასში ხელს ათასი არამზადა ურევდა. ახლა მთლად ასე აღარ არის და გვინდა, გვჯეროდეს, რომ ფეხბურთი თავისუფალია სახელმწიფოს მარწუხებისგან და გამოძიებაც ისეა შესაძლებელი, რომ "ვიღაც-ვიღაცების" ბნელ ინტერესებს არ გაითვალისწინებს.

არადა, მასალა საკმაოდ არის. ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად უწყის, რა ხდება ქვედა ლიგებში. სხვა თუ არაფერი, კაცს მხოლოდ ანგარიშებზე გაეცინება...

ამ ჯგუფმა ასეთი მატჩები უნდა გამოავლინოს, მერე კი საქმე სამართალდამცავებზეა. მერე ფაქტებიც გაჩნდება.

დანაშაული და სასჯელი - ფაქიზზე ფაქიზი თემაა. ჩვენს შემთხვევაში დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მანამდე კი ყველაფერი აფთიაქარის სასწორზე უნდა უნდა აიწონოს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
კობი არაა ფედერაციაში გლდანის მაჯორიტარია:) ან რამ გაგაბროტატ ესე? გამოიძიონ და თუ დამნაშავეა დასაჯონ და თუ არაა ვინც გააფრცელა ეგ დასაჯონ:) გიხარიათ როგორც ვატყობ რუსთავის და მერანის დაშლა
qartuli fexburtis fani
ზოგმა შეიძლება ცუდად გაიგოს ჩემი ნათქვამი მაგრამ მე ერთს ვიტყვი ზესტაფანები ყველას გვერდში დაუდგებიან ვის მიმართაც უკანონობას ჩაიდენენ, მარტვილსაც გორსაც და რუსთავსაც გვერდში დაუდგებით თუ მართლები არიან რათქმაუნდა. ზესტას დაშლამ ქართული ფეხბურთის დაშლა გამოიცვია და ჩვენ არდაუშვებთ ესეთი ტრადიციების მქონე გუნდი არაფრისგამო მოკვეთონ ჩემპიონატიდან. ტქვენ არდაგვიდექით გვერდში მართალ გუნდს მაგრამ ამიტ ვითომ კონკურენტი ჩამოიშორეთ, მერე კი მიხვდიტ რო ამიტ ქართული ფეხბურთი უკან დაციეტ. ჩვენ ყველა მართალ გუნდ გვერდში დავუდგებით
jiji
მერანის გუნდის უფროსი ვინ არის?ესეტი გარიგება რომ ხდება პირველ რიგსი ის უნდა მოიკვეტოს ფეხბურტიუდან,,გუნდი კი დასასჯელია,,გენაცვალე კობი,,სწორად უდგებიტ საქმეს
gri
ნახე მერანი რაებს აკეტებს,,უფრო მკაცრად დასჯა,,მესვეურებს საერტოდ უნდა აეკრცალოს ფეხბურტსი მოხვაწეობა
დათო
ავტორს და მის მომხრეებს. დაანებეთ თავი ვიღაცის შეცოდება ს და ვიღაცის გაპრავებას. გუნდები უნდა დაისაჯონ ზუსტად და საერთოდ უნდა დაიშალონ და ჩამოაცილონ ლიგებს, ამის შემდეგ უნდა დადგეს კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები და თან სამუდამოდ უნდა ჩამოშორდნენ ფეხბურთს. ძალიანაც კარგი თუ დაიშლება რუსთავი და მას მერანიც მიყვება, თუ გამოვლინდებიან სხვა გუნდები, ისინიც უნდა დაიშალონ.
obieqturi
ვიდეო არაა საკმარისი, ფაქტი უნდა დაიდოს
L.E.S
არის მოსაზრებები რომ ამ სანქციებით კონკრეტულ ქალაქებში "ფეხბურთი ჩაკვდება"... "ბავშვებს რას ერჩით"... საერთოდ არ მივიდეს ჯობია ბავშვი ისეთ საფეხბურთო კლუბში სადაც ფეხბურთის თამაშს კი არა მსახიობობა-თვალთმაქცობას ასწავლიან...
თვალები გაახილეთ
ავტორო და ავტორის მომხრეებო, ინტერნეტში დაიდო ამ თამაშის ვიდეო. ნახეთ და მერე ახალი სტატიის დაწერის სურვილი თუ გექნებათ, გაგვაგებინეთ
ელდარი
აქ წერას ალექა მოდი მითხარი პირში.კაცები ეგრე იქცევიან.

ალექა შენ რომ კაცი იყო მოხვალ და პირში მეტყვი მაგას.გიპოვ(*)
gaucho
თუ მარტლა ჩაიდინეს უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ვინც ეგ გააკეთა, თუ არა და ფედერაცია უნდა დაისაჯოს ტალახს როესვრის ორივე გუნდს! და რო წერთ მტელი გუნდიო, ბავსჰვებმა რა დაგიშავათ??? ისედაც ჩამკვდარია ფეხბურთი დასაერთოდ გინდათ მიკლათ ?
Walkabout
ფეხბურთის ფედერაციას სურვილი აქვსო, მაგრამ ხომ ხედავთ მხოლოდ სურვილი და ნება არ არის საკმარისი, ხომ ხედავთ პატიოსნებაც (თუ არიან) არ არის საკმარისი... ყველა საქმეს რომ ცოდნა სჭირდება ეს არავის აინტერესებს, იმას ვიზამთ ამას ვიზამთო რომ გაიძახოდნენ ხომ მიდის უარესობისკენ საქმე? მოკლედ საქმის ცოდნაა საჭორო, ანუ პროფესიონალიზმი! მე ვეთანხმები ავტორს, ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეც არაა, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო თავზე გადაახევს იმ დასჯის ბრძანებას მის დამწერს, რუსთავიც ძალიან მარტივად გაიმართლებს თავს და მერანიც, რამეთუ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, შენ, მბრალდებელმა ორგანომ უნდა დაუმტკიცო დანაშაული თუ ის ჩადენილია, შენ უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები, მაგრამ როგორ წარადგენ როცა ისინი არ გაქვს და ერთადერთი ,,მტკიცებულება" უეფას რაღაგ რეკომენდაციისმსგავსი ქაღალდია, რომელიც რეალურად არც არაფერს არ ამტკიცებს! მაგრამ რუსთავს და მერანს რახან ეს ბედოვლათები დანაშაულს ვერ უმტკიცებენ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ეს დანაშაული ჩადენილი არ არის? არსებობს ეჭვი რომელსაც ან დაამტკიცებ ან ვერა მაგრამ რაღაც ზომები ხომ უნდა მიიღო ამ ეჭვის ან დასაბუთებისთვის ან გასაქარწყლებლად? ხოდა აი ისევ იმას მივადექით რითაც ტავიდან დავიწყეთ: საქმის ცოდნა და პროფესიონალიზმი! აღმოჩნდა რომ დღეს ფედერაციაში უბრალოდ არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს შემთხვევაში, რა გააკეთონ, ხოდა ადგნენ და მარტივი გამოსავალი იპოვეს, ორივე დასაჯეს!)) დასაჯეს ყოველგვარი მტკიცებულების საფუძველზე! დასაჯეს უეფას ვიღაც ჩინოვნიკის მხოლოდ ეჭვის საფუძველზე! ყოველგვარი საქმის შესწავლის (გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ) და ანალიზის გარეშე... ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას წინათ ბედნიერი სახეებით რომ გვამცნობდა შსს-სთან მემორანდუმი გავაფორმეთო დარწმუნებული ვარ საერთოდ არ იცოდნე რას ნიშნავს მემორანდუმი და რა შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ეგ მემორანდუმი, რომელ მხარეს რა ვალდებულებები ეკისრებოდათ... საერთოდ ვითყვი რომ ძალიან ზნელია მსგავს შემთხვევებში ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ მუშაობა უნდა ხალხო მაგ საქმეებს, უეფა რომ მოგწერს მარტო მაშინ კი არა, ოპერატიული სამსახურები უნდა იყვნენ მუდმივად ჩართული, აგენტურა უნდა ყავდეთ, ტექნიკური საშუალებები, მოსმენები უნდა ხდებოდეს, მოკლედ სერიოზული სამიანობა უნდა იყოს რასაც მარტო სამართალდამცველები ფედერაციის ჩართვის გარეშე ვერ შეძლებან და შეიძლება მივიღოთ რაღაც შედეგი და არა ასე როცა ვიღაცის წერილის საფუძველზე ყოვლად უპასუხისმგებლოდ საქმის თავიდან მოშორების მიზნით ვიღაცა დასაჯო და იყვირო ნახეთ რა მაგარი ვარო...
zmo
ფიუ ამათი ფეხბურთიც, ჯერ ამ უარგისების თამაშზე ფსონებს ვინ იღებს და მეორეც რაო ბარსელონაო ? სად ერეკლეო და სად ... საერთოდ გასაუქმებელია ამათი ჩემპიონატი
aleq grigalava
მარტვილის გუნდის უფროსი ბაკურია არის ამის მქმნელი,,სწორი გადაწყვეტილება მიიხო ფედერაციამ,ოხონდ მარტვილის მერანი უფრო მკაცრად უნდა დაესაჯა,მეორე ლიგასი დაქვეიტებიტ
სიმართლე
რუსთავს და მერანს ვინც ტალახს ესვრის იქნებ დაფიქრდეს და ერთადერთი მტკიცებულება თუ რაპორტია მსგავსი რაპორტი ძალიან ბევრია მოდის როგორც ამბობენ. ძალიან კარგი სტატიაა და სამართლიანობა უნდა დამტკიცდეს. რუსთავმა და მერანმა თუ არსებობა შეწყვიტა ამით ქართული ფეხბურთი არ მოიგებს (მტკიცებულებების გარეშე)!
gulshematkivari
ძალიან ძნელია ასეთი საქმეების გამოძიება მაგრამ ამ ფაქტის დატოვება სანქციის გარეშე არ შეიძლება ,რომ სხვა დროს მსგავს საცდურზე სხვა გუნდს ხელი ააღებინოს
გივი
კილასონიას გარდა ყველა მწვრტნელი გასაშვებია მოკლეს რუსტავში ფეღბურტი
L.E.S
ვფიქრობ მარტო ქართველებს გვახასიათებს დანაშაულის დანახვისას დამნაშავის დასჯის სურვილი, ხოლო ამავე დამნაშავის დასჯის პროცესის ყურებისას მისი გამართლების სურვილი... ასეთი აზრი გამოვიტანე ამ სტატიიდან... ალბათ ახალს არ ვიტყვი: გარიგებული მატჩის მონაწილე უნდა დაისაჯოს და არ უნდა ამას ნაკლები დამნაშავეების ძებნა.
Fan
აბსოლიტურად სწორი ანალიზია. უტყუარი მტკიცებულების და კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენის გარეშე,ამ გუნდების არსებობის და ამ გუნდებში მოთამაშე ახალგაზრედების მომავლის სასწორეზე დაყენება, კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება. ყველაფერში საჭიროა თანმიმდევრულობა და ზომიერება
haha
მე არ გეთანხმებით. პირიქით, მთელი გუნდი უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ შემდეგ თვით ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ხელმძღვანელობამ თვითონ გამოუტანონ განაჩენი. განსაკუთრებით უნდა დაისაჯოს ხელმძღვანელობა. როგორ თუ შენს ზურგს უკან ვიღაც თამაშებს აწყობს. მაშინ შენ რაში იღებ ხელფასს? ანდა სხვა დროს შენც ჩააწყობ.
კოტე
"რუსთავი"-ს დირექტორს. უხერხული ხომ არ არის, თავს "ბარსელონა"-ს რომ ადარებთ. ან იქნებ "მარტვილია" "ალავესი"-ს დონის გუნდი?!
გია
მაღალპროფესიონალურ დონეზე დაწერილი სტატიაა
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."