საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს მძიმე ვითარება აქვს: კანკავა უთამაშებელია, პრაქტიკა აკლია აბურჯანიასაც
ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ გასვლით შეხვედრას გამართავს: 6-ში ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბლინში ირლანდიას "ავივა სთედიუმზე" ესტუმრება, ხოლო 9-ში კარდიფის "მილენიუმზე" - უელსს.

ეროვნული გუნდის წევრები ამ მატჩებისთვის 3 ოქტომბერს, დუბლინში შეიკრიბებიან და მზადებას შეუდგებიან. კვირის ბოლოსთვის გაირკვევა, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა ვაისი უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის.

ტრავმების გამო ლევან მჭედლიძემ, ლევან ყენიამ, გიორგი აბურჯანიამ და გიორგი ქვილითაიამ ავსტრიასთან მატჩი გამოტოვეს, ჯაბა კანკავა და მათე ვაწაძე კი უგუნდოდ და ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ. არის იმედი, რომ ამჯერად, მჭედლიძე, აბურჯანია, ყენია, ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს უკეთეს მდგომარეობაში დაუბრუნდებიან. მაგრამ სამწუხაროა, რომ დღემდე უცნობია გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას მდგომარეობა.

ნაკრების მწვრთნელს კიდევ ერთი პრობლემა ნიკა კვეკვესკირის ტრავმამ გაუჩინა. "გაბალას" რიგებში ქართველი ნახევარმცველი ბოლოს 10 სექტემბერს და ისიც შეცვლაზე გამოჩნდა. 24 წლის ნახევარმცველს კოჭი დაუზიანდა და 2-3 კვირას გამოტოვებს.

მოკლედ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს მძიმე ვითარება აქვს: კანკავა "რეიმსში" კი დარჩა, მაგრამ უთამაშებელია. პრაქტიკა აკლია აბურჯანიასაც.

აქედან გამომდინარე, სანდოდ ჩანს კულუარული ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" მოიპოვა - ვაისი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ახალ კანდიდატებს ეძებს და ბატე-ში მოთამაშე ვაკო გვილიას ვარიანტსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე პოპულარული ბელარუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში. ზუგდიდში დაბადებული გვილია 16 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2011 წელს ის სინჯებზე ხარკოვის "მეტალისტში" მიიწვიეს. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უკრაინაში გამგზავრება ნახევარი წლით დაუგვიანდა და ხარკოვულ გუნდს მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა.

2012-15 წლებში ის ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, სადაც ბოლო სეზონში ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და რამდენჯერმე კაპიტანიც იყო. წლეულს, გვილია "მინსკში" გადავიდა, საიდანაც ზაფხულში ბატე-ში აღმოჩნდა. 2015 წელს გვილიამ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მერე კი საქართველოს პასპორტი დაიბრუნა.

2016 წლის მარტში გია გეგუჩაძემ გვილია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია. ბედის ირონიით, ვაკოს სწორედ უკრაინის 21-წლამდელთა წინააღმდეგ მოუწია თამაშმა (ამხანაგური მატჩი 3:3 დასრულდა).

"ლელოს" უთხრეს, რომ გვილიას თამაში და საქმისადმი დამოკიდებულება მოსწონთ და არავის გაუკვირდეს, უახლოესი ორი სანაკრებო მატჩის განაცხადში მის გვარსაც თუ ამოიკითხავს.

საინტერესოა, რომ გვილიას პირველად თვალი 2015 წელს კახა ცხადაძემ დაადგა და მასზე დასაკვირვებლად უკრაინის პრემიერლიგის მატჩსაც დაესწრო. მაგრამ მაშინ გვილია სასურველ ფორმაში არ იყო და ცხადაძემ მისი გამოძახება ნაადრევად ჩათვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარი
აუუ უკვე ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი ოფიციალური მატჩები ჩაატარა ვაისმა დაა ნახეთ რამე ეტყობა იმაზე უკეთესი არის ჩვენი ნაკრები?გადააყენონ ვაისი თუ არ შეუძლია ჩვენი ნაკრების გაძლიერება თუ არადა რამე მოიფიქრონ რამდენი ფეხბურთელია ნაკრებში არ გამოძახებული?ლიპარტია ჯიქია ხმალაძე და კიდევ ბევრი ფეხბურთელია ვისაც ნაკრებში გამოჩენა არ ეღირსა ვაისი დროზე მოეგოს გონს მარტო ესპანეთთან მოგება არაფერს გვარგებს ესპანეთი უკვე ისეთი ძლიერი აღარაა ევროპის ჩემპიონატზე ნაადრევად გამოეთიშნენ და ეს იმას არ ნიშნავს რომ შეგნებულად მოგვაგებინეს ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო დროზე მოეგოს ვაისი გონს
Nika
ხმალაძე ჭირდება ნაკრებს!!!!!!
bebeto
გვილიაც შეიძლება.წინა თამაშზე კვეკვესკირის არ გამოყენება როგორ შეიძლებოდა ახლა კი მას ტრამვა აქვს და ეს ცუდია ნაკრებისთვის.გაჭივრების დროს მარცხენა ფლანგის გარდა კობახიძესაც შეუძლია საყრდენად თამაში.
Malkhaz
კატეგორიულად მოვითხოვ, ნაკრების შეკრებაზე გამოიძახონ ბათუმის "დინამოს" კაპიტანი, საყრდენი ნახევარმცველი, 26 წლის თეიმურაზ შონია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 161 მატჩში გატანილი აქვს 34 გოლი და აქედან უმრავლესობა შორეული დარტყმებით.
Gushhey
gio, აი ამ კაცის კომენტარს მინდა გამოვეხმაურო რაის დაბალი დონისფეხბურთელი შეავსებს ნაკრებს? ადამიანი ბატეში თამაშობს იცი ბატე რომელი ქვეყნის გუნდია და რა დონის გუნდია? და დაბალი დონის რო ყოფილი ყო გვილია ბატე არ იყიდიდა თან ტიპი ძირითადშია და გოლიც გაიტანა დებიუტის პერიოდის დროს მგონი. აბა ის არის კარგი მთელი დინამოს ფეხბურთელებით რო გატენეს ნაკრები? მე არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ გვილია ნებისმიერ დინამოს ფეხბურთელს 10 მაგად ჯობია კლასი ტეხნიკიტ და გამოცდილებით! ასე რომ გვილიას ხილვა ნაკრებში ძალიან კარგი იქნბა!
ბაჯო
გვილიას გამოზახება გონივრული და სასარგებლო იქნება ნაკრებისტვის.ტუ არ იქნება სტაბილური გუნდი ცარიელ ტრიბუნებზე გექნებატ სატამასჰო
gio
კიდევ ერთი დაბალი დონის ფეხბურთელი შეავსებს ჩვენ ეროვნულს.
Zaza
გიორგი ჯიქია ამკარიდან!თამაშობს მარცხენა მცველს,ნახევარმცველს;ბოლო შეხვედრებში მარც.ცენტ,მცველი ითამაშა.უნივერსალია იქნებ და საყრდენადაც ითამაშოს
gio-s
"ჟურნალისტები თუ მოინდომებენ ანჯელინა ჯულისგან აიღებენ ინტერვიუს" გეთანხმები მაგრამ ეს ქართველ ჟურნალისტებს არ ეხებათ! ესენი მარტო სხვა საიტებიდან უნიჭოდ გადმობეჭვდა-გადმოთარგმნაში არიან მაგრები!!! გვილიას გამოძახებას ნაკრებში მივესალმები ცოტა ადრეც უნდა გამოეძახათ...............
ლუკა
ქომაგი, ამისულაშვილის გარეშე გაგვიჭირდება ბეილის გაჩერება. დავრჩით ფრანგული თავდაცვის სისტმების იმედზე. მაინც ისე ვგულშემატკივრობ ჩვენს ნაკრებს როგორც არასდროს. მიდით ბიჭებო! "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა" - გვიანდერძა რუსთაველმა.
Gio
Lipartia rato gaviwkdebat. Me tviiton vcxovrobdi luganskshi da maxsovs rogor afaseben. Tamaheba vukurebsi da rodesac dibamo kievis winaamdeg sauketoso itamasheb da kvela gundtan stabilurad nakrebshi rato ar unda dauzaxo gaitvaliswinet chven bakrebs waadgeba sakrdenzee
შოკირებული გულშემატკივარი
ფილმი აფიორა გამახსენდა სადაც ჩელენტანო ამბობს დადეთ წითელზე, დადეთ შავზე, მაგრამ მოიგებს ზერო:)))
kaxa kaladze
გვილია კი არა, ინიესტა რომ ჩამოვიყვანოთ, მაინც არანაირი იმედი არ მაქვს საქართველოს ნაკრების. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ კობიმ მოიგოს არჩევნები და გახდეს პარლამენტარი. რა დროს ფეხბურთია თუ ძმა ხარ.
gio
კაცო ამ ჯაბას რა ჭირს? ჯადო გაუკეთეს თუ რა მოუვიდა? ან ეს ინფორმაციის არ არსებობა რა ჯანდაბაა, ჟურნალისტები თუ მოინდომებენ ანჯელინა ჯოლისგან აიღებენ ინტერვიუს შხაპის მიღების დროს და აქ ფეხბურთთან ერთად სპორტული ჟურნალისტიკაც ხომ არ იძირება???
ქომაგი
ბეილს ვინ გააჩერებს?
qutaiseli
არავითარი შანსი არააქ ჩვენ გუნდს არავითარი ეგ კიარა მემგონი უელსი ძალიან მაგრად მოგვიგებს. სამწუხაროდ დღესდღეობით ფეხბურთში ძალიან უკან ვართ.
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ბატემ" ვაკო გვილია ტრანსფერზე დააყენა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ვაკო გვილიას ტრავმა საშიში არ არის, ბუბა დაუშვილმა მხარი დაიზიანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
13-წლიანი ეპოქა დასრულდა - "ბატე" ბელარუსის ჩემპიონი ვერ გახდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
გვილია მოედანს უბრუნდება - ერევანში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ალექსანდერ გლები: როცა ფაბრეგასს ვნახავ, სახეში ჩავარტყამ