საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს მწვრთნელად მუშაობა ინგლისში სურს
"დეილი მეილმა" ვრცელი და ძალიან საინტერესო წერილი შემოგვთავაზა თემურ ქეცბაიაზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, დღეს კი ბერძნული აეკ-ის დამრიგებელი, ინგლისელ ქომაგს მეტწილად "ნიუკასლში" თამაშით ახსოვს.

გთავაზობთ "დეილი მეილის" პუბლიკაციის განსაკუთრებით საინტერესო ფრაგმენტებს...

"ალბათ, არავის არასდროს დაავიწყდება "ნიუკასლისა" და "ბოლტონის" მატჩი. მაშინ თემურ ქეცბაიამ გატანილი გოლი ისე აღნიშნა, ეს ყველას დღემდე ახსოვს. შემთხვევითი არ არის, რომ ის დღემდეა გამოსახული კლუბის სარეკლამო ბანერზე.

თემური იმ ეპიზოდს ასე იხსენებს: "ეს ჩემთვის ძალიან ცუდი დრო იყო. მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი. ეს იყო საშუალება, რომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ძალებში დავრწმუნებულიყავი, თუმცა ასეთი რამეების გაკეთება არ მიყვარს.

ვწუხვარ იმის გამო, რომ ხალხმა ასეთი რამის გამო დამიმახსოვრა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდისთვის რაღაც გავაკეთე", - ამბობს ქეცბაია.

ქართველი მართალია. მისი პირველი გოლი, რომელიც 1997 წელს შეაგდო კენი დალგლიშის გუნდში, "ნიუკასლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. 119-ე წუთზე მან გაუტანა ხორვატულ "კროაციას" და ამ გოლით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ეპოქა "სენტ ჯეიმს პარკზე". ეს გოლი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ლეგენდარული გამარჯვება "ბარსელონასთან" (3:2) და ფაუსტინო ასპრილიას ჰეთ-თრიკი.

ქეცბაია პოპულარული კაცი გახდა. "კროაციას" კარში გატანილი გოლით მან 100-ათასიანი ბონუსი მოუტანა თითოეულ ფეხბურთელს, რაკი "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგაში გავიდა.

"მათ მე ფული გადამიხადეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბონუსების თაობაზე ჩემს კონტრაქტში არაფერი ეწერა", - იხსენებს ქეცბაია, ვინც 2009-14 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი ბერძნულ აეკ-ს უდგას სათავეში.

"ის გოლი 10 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ მათ ჩემთვის მოცემული ფული უკან წაიღეს. ეს გასაგები იყო, რადგან ასეთი რამ ჩემს კონტრაქტში არ ეწერა. მე ვცხოვრობდი ოცნებაში, რომელიც არ შემეხო", - ესეც ქეცბაიას სიტყვებია.

ის ერთ საინტერესო ამბავსაც იხსენებს: "როცა კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ფული ავიღე, სპორტულ მაღაზიაში წავედი ბუცების საყიდლად. არც მაღაზიის პერსონალს და არც ჩემს თანაგუნდელებს ეს არ სჯეროდათ. მოგვიანებით მათ ამიხსნეს, რომ ბუცებს უფასოდ მივიღებდი", - ღიმილით ჰყვება ქეცბაია.

"ისე, დღესაც კი ყველაფერს თავად ვყიდულობ, მათ შორის, ბუცებსაც", - ამბობს თემური.

ქეცბაიას იოლი ცხოვრება არასოდეს ჰქონია. ის დაიბადა და გაიზარდა ქალაქ გალში, 1992 წელს კი მისი ოჯახი იძულებული გახდა, თბილისში გაეგრძელებინა ცხოვრება:

"სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ უკან დაბრუნება", - ამბობს ის.

"ნიუკასლის შემადგენლობაში მოთამაშე ქეცბაია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ორჯერ ითამაშა ინგლისის თასის ფინალში - 1998 წელს "ნიუკასლი" "არსენალთან" დამარცხდა, 12 თვის შემდეგ კი - "მანჩესტერ იუნაიტედთან".

2009 წელს ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. ის თავის სამშობლოში დიდების მწვერვალზე იდგა - თვით იოსებ სტალინი და ქეთი მელუა მოიტოვა უკან.

"ქეთი მელუა? მომღერალი? ის ძალიან ლამაზია", - ამბობს ქეცბაია, ვისი ქალიშვილიც (ლიდა) კრიმინალისტიკას სწავლობს ნიუკასლის უნივერსიტეტში.

ისევ თემური: "არ მინდა, რომ სტალინს შემადარონ. ეს ყველას ცუდ მოგონებებს აღუძრავს".

ქეცბაია სარეკორდო დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. "13 გამარჯვება და 9 ფრე 40 თამაშში არ არის ცუდი შედეგი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენია", - მიიჩნევს ის.

ირლანდია-საქართველოს მატჩის წინ ქეცბაიამ გაიხსენა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა, რომელიც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 1:2 წააგო მარტინ ონილის კრებულთან.

"იმ საღამის ეიდენ მაკგიდიმ ორი დიდებული გოლი გაგვიტანა, მათ შორის, ერთი - დამატებულ დროში. მას შემდეგ მაკგიდი გაუჩინარდა და აღარ გაუტანია ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. ასე რომ, არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, ირლანდია ძლიერია ჩვენზე", - ამბობს თემური.

საქართველოს ნაკრებში მისვლამდე ქეცბაიამ ისტორია დაწერა კვიპროსულ "ანორთოსისში" - გუნდი პირველად ათამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და საშინაო შეხვედრა ფრედ, 3:3 დაუმთავრა ჟოზე მოურინიოს "ინტერს".

"ჩვენ, პატარა კვიპროსულმა კლუბმა, ყველა გავაკვირვეთ. შინ დაუმარცხებლები ვიყავით და "პანათინაიკოსსაც" კი ვაჯობეთ", - იხსენებს ქეცბაია.

"მე სიამოვნებას მანიჭებდა და მანიჭებს საკლუბო სამუშაო, მაგრამ როცა ჩემმა ქვეყანამ დამიძახა, დავთანხმდი. ოდესმე კი, მინდა, ინგლისში ვიმუშაო მწვრთნელად. ეს ქვეყანა ფეხბურთის სამშობლოა და ჩემს გულთან ახლოსაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო მოსიაშვილი.
თემურ,ფანატიკოსი ხარ და სხვებისგანაც ამას მოითხოვ,ალბათ ამიტომ მოგდის კონფლიქტები,მაგრამ ყველა შენნაირი ვერ იქნება.დიდ წარმატებებს გისურვებ მომავალში.
jim
ჩვენო თემურ, სანამ სტალინს ახსენებდე საკუთარი საქმე კარგად შეისწავლე, რომ შედეგს მიაღწიო და სხვადასხვა გუნდებიდან წარამარა არ გაგიშვან.
თამაზი
კაი კაცი ხარ,მარა მწვრთნელად ,დამრიგებლად,მასწავლებლად არ გამოდგები ნამეტანი ფიცხი ხარ ,ვიცი გეწყინება და შემაგინებ.თუ სკოლას გახსნი და მწვრთნელებს მკაცრად მოსთხოვ შეიძლება ,მაგრამ ბავშვებს არ გაეკარო.წარმატებები !
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფია (დასასრული)
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ფაუსტინო ასპრილიამ იერი მინას "ბარსელონაში" გადასვლა იუწყა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ფაუსტინო ასპრილია: ნამატჩევს ნარკობარონმა ჩილავერტის მოკვლა შემომთავაზა
ლუის სუარესის პირველი ჰეთთრიკი "ენფილდზე"
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!
"უკრაინა მუნდიალზე საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე" - დალგლიში
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ფაუსტინო ასპრილია: როგორ შეუძლია მესის, ამ ვირებთან ერთად ითამაშოს?
[VIDEO] ვოლტემადეს დუბლი საკმარისი არ იყო - "ჩელსიმ" "ნიუკასლს" მოუტრიალა...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და..." - მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ცუდი ამბავი - კევინ კიგანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ფაუსტინო ასპრილიას პორნოფილმში გადაღება შესთავაზეს
ფაუსტინო ასპრილია: ძალიან ძნელია გაიმარჯვო, როდესაც მსაჯი ინგლისის დედოფლისთვის თამაშობს
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
ჩამქრალი კლუბი: ოდესმე დიდი ყოფილა "პარმა"...
"ლივერპულის" ლეგენდას კორონავირუსი დაუდგინდა
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...