საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პოლტავის "ვორსკლაში" კარგი განწყობით ბრუნდება
ფოტოზე: ნიკა კაჭარავა, სანდრო კობახიძე და ლაშა დვალი

პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ირლანდია-უელსს სტუმრობდა. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ D ჯგუფის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ქულა აიღო (0:1 ირლანდიასთან, 1:1 უელსთან), თავად სანდროს კი მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ დუბლინური თამაშის მიწურულს, რამდენიმე წუთით მიეცა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

სანდრო კობახიძე "ვორსკლაში" აშკარად კარგი განწყობით ბრუნდება - მასთან სატელეფონო ინტერვიუ კლუბის პრესსამსახურმა ჩაწერა.

- სანდრო, ხმაზე გეტყობა, რომ კარგ ხასიათზე ხარ...

- დიახ, გამოიცანით! ეროვნულ გუნდში ყოველი გამოძახება ჩემთვის ნამდვილი ზეიმია. ჩემი აზრით, ორივე მატჩში, ირლანდიასთანაც და უელსთანაც, კარგად ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, ჩვენი გულშემატკივრებისგან სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე დადებითი გამოხმაურება იყო თამაშის საერთო სურათსა და ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

უელსი ძალიან მაღალი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ამ მატჩში არ მითამაშია. მინდა, უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდეს ხოლმე, რათა მოედანზე თავი სრულად წარმოვაჩინო, ირლანდიასთან ნათამაშებმა ბოლო ათმა წუთმაც კი, არ დაგიმალავთ და, ფრთები შემასხა.

- და ყველაფერი ხომ შენს ხელთაა!

- მართალია, ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ამჯერად პირადად არ მისაუბრა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან, ქვეყნის მთავარ გუნდში ჩემს მომავალთან დაკავშირებით. თუმცა ვგრძნობ, რომ კარტ-ბლანში მაქვს და მჭირდება მხოლოდ შრომა და კიდევ ერთხელ შრომა... სწორედ ამაზე ვიზრუნებ, როგორც კი პოლტავაში დავბრუნდები.

- როგორი ატმოსფეროა ამჟამად საქართველოს ნაკრებში?

- საქართველოს ნაკრები დღეს კვალიფიციური შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული, საერთო მიზნით გაერთიანებული კოლექტივია.

- კლუბში ალბათ უკვე გელოდებიან. მოგენატრნენ თანაგუნდელები?

- დიახ, "ვორსკლაში" ყოველთვის პოზიტივით ვბრუნდები ხოლმე. ამ გუნდში ძირითადის მოთამაშე ვარ, კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მწვრთნელთან, ისე ფეხბურთელებთან. ზღაპრულია ქალაქი.

სამი მარცხის შემდეგ, უახლოეს მატჩში მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ და გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციისთვის ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. და თან, განწყობის ამაღლება არც ჩვენ გვაწყენს.

სოსო
ერიკ კანტონა უძახე შენ, და დიდებული ქართული სცოდნია.შენ ყოველ სიტყვას ვეთანხმები ერიკ,ასეტი მიდგომაა საჭირო საქმისათვის.
petre
ჟურნალისტების საყურადღებოდ! გასაგებია რომ რესპონდენტთან საუბრის ტექსტის გამართვა და გალამაზება გინდათ, მაგრამ მგონი ხშირად ზედმეტი მოგდით. "თუმცა ვგრძნობ, რომ კარტ-ბლანში მაქვს" - აქ ხომ ყველა ხვდება, რომ კობახიძე სიტყვა "კარტ-ბლანშს" არ გამოიყენებდა და სასაცილოდ ჟღერს. ასეთი ზედმეტობები ძალიან ბევრ ტექსტში მოგდით.
Eric cantona
სანდრო ყოველთვის გამოირჩეოდა თავდადებული თამაშით ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ეხლა იმდენად დიდი კონკურენციაა ჩვენს ნახევარდაცვაში (რაც სასიხარულოა) რომ მხოლოდ ეგ თვისება არ კმარა, ამიტომ სანდრო უნდა მოუმატო სხვა კომპონენტებშიც და ვაისი (ბოლო სამ თამაშში გამოჩნდა ამ ადამიანის აშკარა პროფესიონალური სამწვრთნელო თვისებები) აუცილებლად მოგცემს მეტ სათამაშო დროს, ჩვენს ეროვნულს კი შენისთანა ფეხბურთელი სჭირდება. ასე რომ გააგრძელე შრომა, ზრდა და დაიმსახურე ადგილი ძირითადში. წარმატებები
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
სანდრო კობახიძე: "გიოზთეფეში" არ ვჭირდები და ვარჯიშს რა აზრი აქვს?
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
სანდრო კობახიძე: თუ ხალხი მოვა, ფეხბურთელებსაც გამოგვივა ფრთები...
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ძალიან ფასეული შენაძენი - უკრაინელები სანდრო კობახიძეს აქებენ
ალექსანდრე კობახიძე: შეიძლება "არსენალი" ფიქრობს, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"მერანიდან" უკრაინის პრემიერლიგაში - ანდრო გიორგაძე "ვორსკლაში" ითამაშებს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ