რა შეიძლება მოხდეს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 4 ეტაპზე
ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი. იაპონიის გრანპრის მოგების შემდეგ, ნიკო როსბერგი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 33 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. ამ უკანასკნელს ჯერ ისევ რჩება ტიტულის შენარჩუნების რეალური შანსები, რადგან დარჩენილ ოთხ რბოლაში, თეორიულად, 100 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. მაგრამ ლუისის პრობლემა იმაშია, რომ ახლა, ყველაფერი მის ხელში აღარ არის.

ქულათა დარიცხვის არსებული სისტემის მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა - შვიდი ქულაა. შესაბამისად, როსბერგისთვის საკმარისი იქნება ოთხივე რბოლაში მეორე ადგილის დაკავება. ამ შემთხვევაში, სწორედ ის გახდება მსოფლიოს ჩემპიონი იმის მიუხედავად, ჰემილტონმა ოთხივე რბოლაც რომ მოიგოს - ნიკო ხუთქულიანი უპირატესობით დაასრულებს ჩემპიონატს.

ლუისისთვის კარგი ამბავი შეიძლება ის იყოს, რომ მიმდინარე სეზონში როსბერგი მხოლოდ ერთხელ იყო მეორე ადგილზე. დანარჩენ რბოლებში ის ან იმარჯვებდა, ან უფრო დაბალ პოზიციაზე მიდიოდა ფინიშთან. ნიკოს ნებისმიერი ასეთი წაფორხილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლუისის სიტუაციას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი შეძლებს ეტაპების მოგებას. შეგახსენებთ, რომ ჰემილტონი ხუთი რბოლაა მოუგებელია.

მორიგ ეტაპზე ჰემილტონის გამოვარდნა და როსბერგის გამარჯვება, თითქმის ტიტულის გარანტია იქნება გერმანელისთვის. თუმცა, ნიკო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიფორმებს ჩემპიონობას მომდევნო რბოლაში, რომელიც აშშ-ში გაიმართება და მინიმუმ მექსიკის გრანპრის უნდა დაელოდოს.

ამერიკაში როსბერგის გამოვარდნისა და ჰემილტონის გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა რვა ქულა გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, დარჩენილ სამ ეტაპზე როსბერგს ეყოფა ერთი მოგება და ორი მეორე ადგილი.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ორივეს გამოვარდნა მომდევნო ეტაპზე - ძალიან აწყობს როსბერგს, რადგან 33 ქულის ამოქაჩვა სამ რბოლაში გაცილებით რთულია, ვიდრე ოთხში. ასეთ შემთხვევაში, ნიკოსთვის საკმარისი იქნება ორჯერ მესამე ადგილზე მისვლა და ერთხელ - მეოთხეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"მერსედესი" რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად შავი ბოლიდით გამოვა [PHOTO]
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"რედ ბულმა" ომი გამოაცხადა
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
"მერსედესი" დასაჯეს
ფორმულა 1: ფედერაციამ წესი შეცვალა
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა