"სიონის" გენერალურმა დირექტორმა Sportall.ge-სთან საუბრისას იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ბოლო დღეებში მისი მისამართით გამოითქვა
ბოლნისის "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა Sportall.ge-სთან საუბრისას იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ბოლო დღეებში მისი მისამართით გამოითქვა.

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა მერაბ პერტაიამ გუშინ, 4 ნოემბერს, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ფედერაციიდან გარკვეულ პირებს მისი კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ და სწორედ ამითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ "ზუგდიდი"-"სიონის" დაპირისპირება არა ზუგდიდში, არამედ სამტრედიაში ჩატარდება.

მოგვიანებით კი კლუბის გულშემატკივრებმა ბურდულს მაფიოზიც უწოდეს...

- სფფ: "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა 6 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება

- "სფფ-დან გარკვეულ პირებს "ზუგდიდის" უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ"

- "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი: სფფ-ის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ!

"ეს არც ჩემი და არც ლევან კობიაშვილის დაგეგმილია. მე და ლევანი ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ, წლების განმავლობაში ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, მანამდე "დინამოშიც"... ჩვენს მეგობრობას არავინ უარყოფს და არავინ მალავს, მაგრამ ის, რომ ამ მეგობრობის გამო ლადო ბურდულს ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დახმარება აქვს, ეს სისულელეა.

საერთოდ, ამაზე მოკლე პასუხის გაცემა შემიძლია: თუ სფფ ლადო ბურდულის გუნდს ეხმარება, მაშინ ის სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე არ უნდა იყოს, რომელზეც ახლაა!

ძალიან დიდ პარტივს ვცემ ზუგდიდელებს და მათ გუნდს. გულშემატკივრებთან არასწორი ინფორმაციაა მისული და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი მსგავსი საუბარი. მოვუწოდებ, იყვნენ კორექტულები და განსაკუთრებით, ამას კლუბის სპორტულ დირექტორს მოვუწოდებ.

2 თუ 3 წლის წინ, როცა "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც 16-გუნდიან ჩემპიონატს დათანხმდა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ზუგდიდს პატივს ვცემ, ქობულეთსაც, ფოთსაც, სამტრედიასაც... იმიტომ ვიყავი ამის მომხრე, რომ არ მსურდა იმ ქალაქებში ფეხბურთი დაკარგულიყო.

იქნებ "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა სწორედ ის გაიხსენოს, თუ ვინ აწია მაშინ ხელი. და თუ ფიქრობენ, რომ მხოლოდ ზვიად სიჭინავამ მიიღო გადაწყვეტილება მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის შესახებ, ძალიან ცდებიან - ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ამ რეგიონებში ფეხბურთი არ მომკვდარიყო!

ის, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ერთს იძახის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - მეორეს, ეს, შესაძლოა, შიდაგანხეთქილება იყოს და სხვაზე გადაბრალება არასწორია. ხვალ უნდა იყოს ფეხბურთი, სიყვარული და არ უნდა იყოს ზუგდიდელთა ძალით ამხედრება. მათ მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ და გულშემატკივარს მოვუწოდებთ, რომ კლუბის შიგნით მოაგვარონ პრობლემები.

საჩხერის "ჩიხურაც" ლადო ბურდულისაა, "ტორპედოს" გორში რომ უმასპინძლა?! ფოთის "კოლხეთიც" ჩემია, ქობულეთში რომ თამაშობს?! "ზუგდიდს" სტადიონის მოსამზადებლად საკმაო ხანი ჰქონდა და ადრე ეზრუნა ამაზე...

ბოლნისის "სიონს" 2 წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება არ ჰქონდა. კარგი ამინდის დროს სტადიონი მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დრენაჟი არ იყო მომზადებული და წვიმის დროს სტადიონი ცუდ მდგომარეობაში იყო. სანამ დრენაჟი არ გამოვასწორეთ, სფფ ჩვენს მოედანზე თამაშის ნებას არ გვრთავდა. გვწერდნენ წერილებს, სადაც გვეკითხებოდნენ, რომ თუ გუნდი წინა დღეს ჩამოვიდა, სასტუმროში დაბინავებისა და კვების თანხა გადაიხადა, მომდევნო დღეს კი წვიმა წამოვიდა, რა უნდა ვქნათ?! ამიტომ, სანამ დრენაჟი გამოსწორდებოდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვთამაშობდით. "ზუგდიდსაც" იქ ვუმასპინძლეთ და არცერთ ბოლნისელს ხმა არ ამოუღია. მივიღეთ შენიშვნები სფფ-სგან და სტადიონის გაუმჯობესებაზე ვიზრუნეთ.

19 ნოემბერს ბოლო მატჩი გვაქვს ბათუმის "დინამოსთან". დარწმუნებული ვარ, სფფ-ს წარმომადგენლები ჩამოვლენ, ნახავენ მოედანს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, გვათამაშონ თუ არა საკუთარ მოედანზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანი კარგ მდგომარეობაში იქნება. "დილასთან" მატჩამდეც წვიმდა, მაგრამ მაშინ სტადიონის მწყობრში მოყვანა დროულად მოვახერხეთ.

ჩემი და ლევან კობიაშვილის მეგობრობა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. მე სხვანაირი დახმარება ვიცი: აი, ისეთი, როცა ჩემპიონატიდან ვარდები და დაბრუნებაში გეხმარებიან. არცერთ მატჩისას მსაჯებისადმი და ვინმე სხვის მიმართ პრეტენზია არ მქონია: მოსაგები მატჩი მოვიგეთ, წასაგები - წავაგეთ. დღეს რომ ამ ადგილას ვართ, ეს ჩვენი ბრალია, რაღაც საკითხებში შეცდომები დავუშვით. "ზუგდიდმაც" საკუთარ თავში ეძებოს პრობლემები...

ამიტომ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ჩვენს გუნდებს მივხედოთ. და თუ საუბრობენ ჩემზე, ისაუბრონ ფაქტებით. ჩვენც ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი სფფ-ს მიმართ არ აგვიმხედრებია - ვიმეორებ, 2 წელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ!", - გვითხრა ბურდულმა.

gigi
ლადო მაგარი კაცია, ობიექტურად მსჯელობს
andro
Zugdidshi Ari's sruli vakxanalia! Vigac arsaidan moduli gulordava vice-prezidentad danishnes. Magan mere trwnerobac moindoma da faqtiurad egaa trwnwri. Gamgeobam tavisive micemuli fulebi shechama inalishviltan ertad da ukrainelebs abralebs!amas unda mixebva da adre iyo qulebi asagwbi tu darchena undodat
vladimeri
ladom kverzxi dado, sheshinda zedaeterze tamashi, federaziaz gexmarebat, magram araushavs mainz gavardebit!
გოგა
ეს პერტაია ინალიშვილი გულორდავა და ის მწვრთნელებიან ფეხბურთელებიანად უნდა მოაშორო გუნდს და საერთოდ სახელიც უნდა გადაარქვა.ან ოდიში უნდა იყოს ან დინამო უნდა იყოს.ზუგდიდის საფეხბბურთო გუნდი უნდა ძირფესვიანად შეიცვალოს.
guro
სირცხვილია ზუგდიდის საქციელი.ჩიხურა და კოლხეთი რატომ არ ტეხენ ამხელა ამბავს სხვა მოედნებზე რომ ათამაშეს??? ფაქტია რომ არ ვარგა ეგ სტადიონი. დღეს მაგრად წვიმს და სიონს აქ საცურაოდ ვეპატიჟებოდით თუ ფეხბურთის სათამაშოდ?
ანზორი
არ ღირდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა და ერთმანეტის დალანძღვა, ეს ხომ ფეხბურთია!!!! გიყვარდეთ ერთმანეთ, გაუგეთ ერთმანეთს და ითამაშეთ ფეხბურთი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
lado
კობიაშვილს ტყვილა რევ, ეგ მუჯირის და შენი გარიგებაა, ამისთვის პასუხს აგებ
dodo
ზუგდიდში ამ წუთშიც ისე წვიმს თამაში გადაიდებოდა უეჭველი. გებნები რაა:)
lado
lado sionis moedani, rom zedaezers ver jobia eg faktia, kargad izi eg shen, rom chaatkvet eg kvelaferi xalxmaz kargad izis, sirzxvili federazias. bezpridel.
სოსო
პერტაიას გამოსვლა ინალიშვილის თავია რომ იცოდეთ,დაქოქეს ასე თქვი ისე თქვიო, და ამანაც თქვა ვითომ რაღაცა თორემ ეს წესიერი კაცია და ამ კომენტარს თვითნებურად არ გააკეთებდა.ამიტომაა ინალიშვილზე .... არისო რომ იძახიან,თორემ პერტაიას რა საქმე ქონდა თვითონ ელაპარაკა.
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა