საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური. "წითელი ჯგუფი"
ზუგდიდელებს აქამდე მხოლოდ 6 ქულა ჰქონდათ მოპოვებული, ბოლნისელებს - 8, ჯგუფში აუტსაიდერები იყვნენ და ორივე გუნდისთვის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

დაპირისპირება 5 ნოემბრისა და ზედა ეწერის სტადიონის ნაცვლად, 6 ნოემბერს სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ზედა ეწერის სტადიონზე 2 ნოემბერს სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ მოედნის ინსპექტირება ჩაატარა და მისი უხარისხობის გამო ზუგდიდურ კლუბს იქ საშინაო მატჩის გამართვის ნება არ დართო.

"სამწუხაროა, რომ ფოთისა და საჩხერის მოედნების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა, უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება ახლა ზუგდიდელთა არენაზეც შეაჩეროს. ამინდის გაუარესებასთან ერთად, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მოედნების მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს, რათა გუნდებმა დარჩენილი გადამწყვეტი მატჩები მაქსიმალურად უკეთეს საფარზე გამართონ", - ასე ახსნა სფფ-ის პრესსამსახურმა მატჩის სამტრედიაში გადატანის მიზეზი და დასტურად ფოტოსურათები წარმოადგინა, სადაც ჩანდა, რომ მოედნის ნაწილი მართლაც დაზიანებული იყო.

თავიდან ამას ზუგდიდელთა წარმომადგენლის პროტესტი მოჰყვა - ფედერაციას კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურსო, მაგრამ მოგვიანებით, "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ აღიარა, რომ მინდვრის საფარი მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.

სხვათა შორის, იგივე ბედი, შესაძლოა, შემდეგ ტურში "სიონმაც" გაიზიაროს. უხარისხოა ბოლნისის "თამაზ სტეფანიას" გაზონიც და არ არის გამორიცხული, 19 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც "სიონისთვის" ბოლო იქნება გარდამავალ ჩემპიონატში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს.

"ეროსი მანჯგალაძეზე" საკმაოდ ბევრი ზუგდიდელი, ბოლნისელი და სამტრედიელი ქომაგი შეიკრიბა. მოლოდინისამებრ, მატჩი დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მალე გამოიკვეთა სტუმართა უპირატესობა და 31-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - ზუგდიდელთა საჯარიმოში სტუმართა საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ძარია წააქციეს და გიორგი ვადაჭკორიამ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც დავით ვოლკოვმა უნაკლოდ შეასრულა - 0:1.

"სიონის" თავდამსხმელმა მალე დუბლი შეასრულა და სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა: 39-ე წუთზე ვოლკოვმა მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა, მეკარესა და ძელს შორის დარჩენილ ნაპრალში იუველირის სიზუსტით გააძვრინა და "სიონის" უპირატესობა შთამბეჭდავი გახადა - 0:2.

მეორე ტაიმი დაძაბულად დაიწყო, რასაც ტრიბუნაზე არსებული დაძაბულობაც აძლიერებდა. ბოლნისელებმა უპირატესობის შესანარჩუნებლად მკაცრ პრესინგს მიმართეს. ზუგდიდელები კი ამ წინააღმდეგობის დაძლევას აქტიური შეტევებით ცდილობდნენ, მაგრამ ქაოსურად თამაშობდნენ და კარისკენ ორიოდე შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთვლით, ვერაფერი მოახერხეს.

მატჩის ბოლოს ბოლნისელებმა მესამე გოლიც გაიტანეს. მეკარემ ბურთი თამაშში შეიყვანა, რომელიც ზუდიდელთა ნახევარმცველს გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოსთან აართვა, სწრაფად დაიძრა კარისკენ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

86-ე წუთზე ინციდენტი მოხდა - გვერდით მსაჯს ტრიბუნიდან პლასტმასის ბოთლები ესროლეს და მატჩი მცირე ხნით შეწყდა, თუმცა მალე ყველაფერი მოგვარდა და ვადაჭკორიამ მშვიდობიანად დაასრულა მატჩი, რომლის მოგებითაც "სიონმა", მინიმუმ, გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, "ზუგდიდი" კი, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. წითელი ჯგუფი

06.11. სამტრედია. "ე. მანჯგალაძე"

ზუგდიდი-სიონი 0:3

გოლი: 0:1 ვოლკოვი (31-პენ), 0:2 ვოლკოვი (39. გაფრინდაშვილის პასით), 0:3 ჯანელიძე (78)

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, გ. ქანთარია, აფაქიძე, ჩუკორა, სუხომლინოვი, ტყემალაძე, ზოზულია (28. კოხია), წურწურია (46. ლაშხია), სიხარულია, გ. სამუშია (63. ერმაჩენკო), თუთბერიძე.

სათადარიგოები: ჯომიდავა, ბეჭვაია, აქუბარდია, შეველი

მწვრთნელი: ლევან მიქაძე

სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ძარია (74. სანტოს ფერნანდესი), სიხარულიძე, ჯანელიძე, გიორბელიძე, ვოლკოვი (46. სუშკინი).

სათადარიგოები: მერლანი, კობახიძე, ზ. ლობჟანიძე, უგულავა, ვასილიევი

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

მომდევნო, XIII ტური

18 ნოემბერი

დინამო (თბ)-ლოკომოტივი

გურია-ჩიხურა

ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი

სიონი-დინამო (ბთ)

საბურთალო-ზუგდიდი

სამტრედია-დილა

ბომბარდირები

ზივზივაძე (სამტრედია) 9

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8

დვალი (ცხინვალი) 7.

სერგო კორძაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxo
გამოაქვეყნეთ, თენგოს კომენტარი. ზუგდიდი დილას რომ ეთამაშა იმაზე უარეს მდგომარეობაში სტადიონი არ იქნებოდა. რატომ დილასტან თამაში არ გადაიტანეს, ან დისკვალიფიცირებული დინამოელები რატომ ათამაშეს ქობულეთში და რატომ არა ათამაშეს სხვა გუნდის დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები.
თენგო
მივმართავ ადმინისტრაციას! კომენტარებს რომ არ აქვეყნებთ,თქვენც ხომ არ შეგაბათ ფედეაციამ და ბურდულმა.აბა არანაირი შეურაცმყოფელი კომენტარები არ ყოფილა,და თუ სიმართლეზეც არ შეიძლება წერა,მაშინ გაგვარკვიეთ.და ისე მოვიქცევით როგოც თქენ გინდათ.შავზე თეთრს დავწერთ თეთრზე კი შავს,და თქვენც იქნებით კყმაყოფილები.
თენგო
მივმართავ ადმინისტრაციას! კომენტარებს რომ არ აქვეყნებთ,თქვენც ხომ არ შეგაბათ ფედეაციამ და ბურდულმა.აბა არანაირი შეურაცმყოფელი კომენტარები არ ყოფილა,და თუ სიმართლეზეც არ შეიძლება წერა,მაშინ გაგვარკვიეთ.და ისე მოვიქცევით როგოც თქენ გინდათ.შავზე თეთრს დავწერთ თეთრზე კი შავს,და თქვენც იქნებით კყმაყოფილები.
guro
საქართველოში სტადიონის პრობლემები ვერდავერ მოგვარდა. რატომ უნდა უთხრან სიონს უარი, მე დილასთან თამაშზე ვიყავი ჩემი თვალით ვნახე. შეიძLება იდიალურ მდგომარეობაში არაა, მაგრამ აკრძალვაც ზედმეტობა იქნება. უფერულია ბალახი, მაგრამ ტალახი ნამდვლად არაა ზოგიერთი მოედნისგან განსხვავებით. ჩემი აზრით სიონმა უნდა ითამაშოს თვის მოედანზე.
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა