ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ ვერ ვითამაშეთ დიდ ტურნირებზე? ინტერვიუ გიორგი ქინქლაძესთან

რატომ ვერ ვითამაშეთ დიდ ტურნირებზე? ინტერვიუ გიორგი ქინქლაძესთან

"ჩემს წლინახევრის ბიჭუნას ვაბურთავებ. უფროსმა ვერ გამიმართლა იმედები, ვერ ითამაშა ფეხბურთი (იცინის). ლუკას ეტყობა, რომ შეუძლია. ვნახოთ..."
დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის გიორგი ქინქლაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას არ უყვარს ინტერვიუები, მაგრამ ამჯერად აშკარად გაგვიმართლა.

გთავაზობთ გიორგი ქინქლაძის ინტერვიუს, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის...

- პირველი კითხვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება. არ ვიცით თქვენი აზრი ბოლო ორ თამაშზე. საინტერესოა ირლანდიასა და უელსთან მატჩების თქვენეული შეფასება...

- რა თქმა უნდა, შეფასება არის დადებითი. ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, 4 ქულა უნდა აგვეღო ამ ორ თამაშში, მაგრამ რას ვიზამთ... ეს ფეხბურთია - ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ.

- იმ ორ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას. მისმა თამაშმა ქართული საფეხბურთო თემი ძალიან კმაყოფილი დატოვა. თქვენ?

- სხვათა შორის, იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი... ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარად კარგი საყრდენი ნახევარმცველია.

- არსებობს აზრი, რომ დღევანდელი ნაკრების ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილია. ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?

- თორნიკეს პირადად ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან ნიჭიერი... ასეთ ფეხბურთელებს სჭირდებათ თავისუფლება. თუმცა დღეს ისე აღარ არის, რომ მოედანზე ვინმე თავისუფალი იყოს შავი სამუშაოსგან. ვლაპარაკობ შედარებით თავისუფლებაზე.

- ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ აფასებთ?

- რასაც ვუყურებ, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს. ახლა მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს. ასე ორი-სამი თამაშით ძნელია მწვრთნელის შეფასება, დროა კიდევ საჭირო...

- როგორ უყურებთ საქართველოს ნაკრების პერსპექტივას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

- ჩვენ ისე ვითამაშეთ ირლანდიასა და უელსთან, სრული საფუძველი გვაქვს, მათ წინააღმდეგ თბილისში ქულები დავგეგმოთ. მოლდოვას ორივე თამაში რომ უნდა მოვუგოთ, მგონი, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ...

- პრობლემა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს აწუხებს - დრომ "ათი ნომრები" ჩაყლაპა...

- დღეს მართლაც აღარ არიან გამოკვეთილი "ათიანები". რა გაეწყობა, ასე მოიტანა დრომ. ყველაფერი იცვლება და იცვლება ფეხბურთიც. შეიძლება, 10 ნომერი გეცვას და ფლანგზე თამაშობდე...

- ამასწინათ, "მანჩესტერ სიტის" ქომაგებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ინგლისში ჯილდოს მისაღებად და ფანებთან ერთხელაც შესახვედრად როდის უნდა ჩახვიდეთ?

- მომავალ წელს. "სიტი" "იუნაიტედს" რომ შეხვდება, იმ მატჩს უნდა დავესწრო. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი ამ დროისთვის.

- დღეს ხშირად გვესმის, ფეხბურთელები არ გვყავსო...

- გვყავს, როგორ არ გვყავს?! თანაც, ნიჭიერი ბიჭები გვყავს. ეგაა, ჩვენს დროს მეტი კონკურენცია იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინ გაცილებით მეტი თამაშობდა ფეხბურთს. ხარისხიც უკეთესი იყო... ალბათ. არავის გულდასაწყვეტად არ ვამბობ ამას...

- საქართველოს ძლიერი ნაკრები ძლიერი ჩემპიონატის გარეშე რთული წარმოსადგენია. ოპონენტები კი ამბობენ, რომ არც უელსს, ირლანდიასა და ხორვატიას აქვთ სუპერჩემპიონატები...

- ირლანდიასა და უელსს მართლაც არ აქვთ ძლიერი ლიგები, მაგრამ იქ გამოჩნდება თუ არა კარგი ფეხბურთელი, ეგრევე ინგლისში მიდის პრემიერლიგაში ან ჩემპიონშიფში სათამაშოდ. ზოგი ესპანეთში თამაშობს, ზოგიც სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებში... ჩვენები კი ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ. ჩვენს ჩემპიონატს რაც შეეხება, იქ მოთამაშე ფეხბურთელებიც დამეთანხმებიან, ალბათ, რომ დონემ აუცილებლად უნდა აიწიოს. ევროპულსაც რომ დავანებოთ თავი, ის დონეც არ არის, რაც ადრე იყო.

- თქვენს დროს რა განაპირობებდა უფრო მაღალ დონეს? მაშინაც ბევრი სირთულე იყო, კარგად გვახსოვს ომის პირობებშიც ტარდებოდა ჩემპიონატი...

- კონკურენცია იყო მეტი. ვერ ითამაშებდი ერთ თამაშს? მაშინ, მზად უნდა ყოფილიყავი იმისთვის, რომ მწვრთნელი შენ მაგივრად ვინმე სხვას დააყენებდა ძირითადში...

- ძალიან გვინდა, პრემიერლიგაში ისევ ვიხილოთ ქართველი ფეხბურთელი...

- მეც ძალიან მინდა და იმედიც მაქვს. ოღონდ, არ არის ეს იოლი საქმე. აღარ არის საკმარისი, რომ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი გქონდეს ნათამაშები. თავად ქვეყანასაც, რომელსაც წარმოადგენ, შესაფერისი ადგილიც უნდა ეჭიროს ფიფას რეიტინგში.

- ხანდახან მაინც თუ ახერხებთ ფეხბურთის თამაშს?

- ხშირად ვერა. ჩემს წლინახევრის ბიჭუნას ვაბურთავებ. უფროსმა ვერ გამიმართლა იმედები, ვერ ითამაშა ფეხბურთი (იცინის). ლუკას ეტყობა, რომ შეუძლია. ვნახოთ... მე ძალიან მინდა, რომ ფეხბურთი ითამაშოს...

- დღეს საქართველოში ძირითადად კომპიუტერთან სხედან ბავშვები. ეს პრობლემა არ არის?

- რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. შეიძლება, უფრო მძაფრად დგას ჩვენში და ეს მტკივნეულია.

- ეზოს ფეხბურთს ძალიან უჭირს საქართველოში...

- ეზოდან არ მოვდივართ ყველა? ეზოში ძალიან ბევრს სწავლობ ისეთს, რასაც სხვაგან ვერ ისწავლი. შეიძლება, ეზოს ფეხბურთელმა ისეთი რაღაცები აკეთოს, შანსი არ მისცეს პროფესიონალ ფეხბურთელს.

- დღეს თუ არიან ინდივიდუალისტები საქართველოში?

- როგორ არ არიან?! თუნდაც, საქართველოს ნაკრები ავიღოთ - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი...

ერთი კი უნდა ვთქვა: ჩვენ თუ გვინდა, რომ ნაკრებმა სისტემატურად მაღალ დონეზე ითამაშოს, ეს ბიჭები თავიანთ კლუბებში ლიდერები უნდა იყვნენ. სხვანაირად გაგვიჭირდება.

- კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს: რატომ ვერ ითამაშა თქვენმა თაობამ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე?

- ამ კითხვის პასუხი რომ ვიცოდე... ჩემი თაობიდან ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს. მეც ბევრი მიფიქრია ამაზე და ვერ მიპოვია ზუსტი მიზეზი. მაინც მგონია, რომ ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.

- რას იტყვით დღევანდელ "მანჩესტერ სიტიზე"?

- გუნდი გეგმაზომიერად პროგრესირებს. აგერ, გვარდიოლა მიიყვანეს მწვრთნელად, ვისაც მე ულაპარაკოდ შევიყვანდი თანამედროვე მსოფლიოს მწვრთნელთა საუკეთესო სამეულში. "ბარსელონასავით" ათამაშებს "სიტის", ოღონდ, ჯერ არ ჰყავს იმხელა შემსრულებლები.

- დანარჩენი ორი ვინ არის ამ სამეულში?

- ერთი ფერგიუსონია, მეორე - ზიდანი. ჩემთვის ასეა.

- ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ, ვის მიიჩნევთ მათ შორის საუკეთესო ფეხბურთელად?

- მართლა ბევრი მაგარი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. ასე ვერ გამოვარჩევ...

- ზოგადად, ვინ არის ყველაზე დიდი?

- მარადონა. ჯერ ასეა, მაგრამ მგონია, რომ მესი გადაუსწრებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• simartle

ქინქლადზე მაგლიტია ყველასი, გინდ რა ტექნიკური იყო და გინდ მეორე მხრიდან ავიგოტ, ზარმაცობდა და მაინც ლამზ ფეხბურტს ტამსშობდა, გმერტმა მოგვცეს მაგნაირი ტალანტები

• preben elkiaer larsen

სოსო,ჯიგარი ხარ... მარა,გიო ქინქლაძეს მეც ჯარში ცავიკვანდი და იქვე დავტოვებდი სპეცნაზის პროგრამასტან ერთად... რაც დააკლო ფეხბურთელობისას,ახლა საჯარიმო იქნებოდა მისთვის... ეს ხუმრობით და სერიოზულად კი,მაგისთვის გავიმეტებდი კი არა და,20 ცლის უკან ქინქლაძის პლაკატი რო გავაკარი ჩემს ოთახში,ეხლაც ისევე იქ კიდია . . .

• zaza

ზიდანი კლოპს სჯობია ან თუნდაც კონტეს მორინიოზე რომ არაფერი ვთქვათ)))

• სოსო

ძმები არველაძეები ხშირად ხუმრობენ ხოლმე ნაკრების ისტორიებზე.ვფიქრობ მათ საუბარში ჩანს ჩვენი წარუმატებლობების ერთერთი მთავარი მიზეზი.ქეცბაია ისე იღლებოდა,რომ მატჩის ბოლოს კუნთები ეჭიმებოდა,ამ დროს კი სხვას შეეძლო,ვითომ ტრავმა მივიღეო,დაწოლილიყო და შეცვლა ეთხოვა.ანდა ერთ მაგარ ტამაშს მოვიგებდით და მაყურებელს ძველი წყენა ავიწყდებოდაო. ნაკრების ტრადიცია არ იყო გუნდში,ბიჭები იქაც თითქოს საკლუბო გუნდში გრძნობდნენ თავს,იმიტომ ,რომ თითქმის ყველა ერთად იყო გაზრდილი და ნაკრებიში თამაშის სპეციფიკა,ფსიქოლოგია და ტრადიცია მათთვის ახალი,უცხო ხილი იყო.ან კი საიდან უნდა ჰქონოდათ ეს ყველაფერი.ის პირველი გუნდი ახლა რომ არსებობდეს,ახლა ცხრილის თავში იქნებოდა.გიო ქინქლაძეს კი, უფლება რომ მქონდეს ,წავიყვანდი ჯარში,სამი ოთხი თვე სპეცნაზის პროგრამით ვავარჯიშებდი და შემდეგ ბურთს მივცემდი,მაგას ისეთი ტვინი და ფეხები აქვს ახლაც სასწაულებს გააკეთებს და ნაკრებსაც გამოადგება. ამას არ ვხუმრობ,დაახლოებით60-65 პროცენტით მჯერა.

• haha-ს

რა შუაშია "ეს არ(?) მაგალითი ბავშვებისთვის" (ბოლოში, რატომღაც უამრავი სასვენი ნიშნით). სარკაზმია, თუ ნიშნისმოგებაა - ვის და რატომ? გინდა თქვა, რომ ეს თაობა ფეხბურთს ვერ თამაშობდა და არ ვარგოდა? თუ, ასეა რაღაც "თეთრი ყვავის" მდგომარეობაში გამოდიხარ! P.S. haha-ც ძაან "მაგრა" შეარჩიე... ბოღმა, ვნებს ჯანმრთელობას. თავს გაუფრთხილდი!

• vako

მესიმ რომ გადაუსცროს მარადონას ჯერ მსოფლიო თასი უნდა მოიგოს, რაც დაუჯერებელია დგევანდელ დგეს

• haha

ქინქლაძის, არველაძეების, ჯამარაულის და ა.შ. შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა 2-ვე თამაში წააგო მოლდოვასთან და ვერ გავიდა ევროპაზე. ეს არ მაგალითი ბავშვებისთვის??????

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?