ვასილ ლობჟანიძემ "ნარშავებთან" ტესტ-მატჩში დუბლი შეასრულა
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები

შოტლანდია-საქართველო 43:16

შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი

16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.

16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.

giorgi
Ragbishi yvelaferi sheidzleba moxdes. Msoflios 2015 chempionatis meotxedfinali, argentina vs irlandia 43:20. Anda zelandia vs safrangeti 62:13. Exla ra gamodis, irlandiam da mit umetes safrangetma tamashs tavi unda daanebon?! Am 4-5 wlis ukan ruminettan mogeba iyo chveni sajildao qva da dges mets velodebit, logikuradac,magram sportshi warmateba ese advilad ar modis. Da modi davamtavrot ragbis da fexburtis shedareba. Ar mogbezrdat? Sircxvilia. Viswavlot ertmanetis pativiscema. Saqartvelos da yvelaferi qartulis siyvaruli marto lamazi sadgegrdzelo xom ar aris?!
გია
მადლობა ბიჭებს!! დამატცხებას ღირსეულად უნდა შევხვდეთ და ვისწავლოთ შეცდომებზე... არაერთხელ თქმულა, რომ წრეზე დავდოვართ. -კარგად თუ არ ვითამაშეთ, 6 ერს არ გაგვაკარებენ და ამასთანავე, ვერ ვითამაშებთ კარგად თუ 6 ერში არ შეგვიშვებენ. ნატოში არ გვიღებენ, ევროკავშირი ნამეტანი შორიაო, 6 ერზე ნუ ფიქრობთ ბიჭებოო... აე, ჰოე და ავოიეეეეეე კარგია, თამასამ რომ აიწია და შოტლანდიასთანაც გამწარებულები ვართ წაგებით... ტესტ მატჩები ბევრი და მსოფლიოზე საოცარი გამოსვლა.. მომავალი თაობის იმედი მაქვს!!! მადლობა დიდი ბორჯღალოსნებს. საამაყო ხალხი ხართ!!!!!
ჩემი აზრი
ფაქტია შერკინება გვყავს მსოფლიო დონის უკანა ხაზი სუსტი.ასეთ შემთხვევაში 6 ერის ყველა გუნდი გადაგვივლის.მე პირადად ნერვები არ მყოფნის მაგრად დაჩაგრულ საქართველოს ყურების.
დათო
მეორე ტაიმმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია ამ დონის გუნდებს ღირსეულად ვეთამაშოთ, შერკინების ხაზი ერთერთი უძლიერესი გვყავს მსოფლიოში, სხვა კომპონენტშიც გავაუმჯობესებთ თამაშს თუ მეტი შანსი გვექნება აქეთ დონეზე თამაშის, ბიჭებს კი დიდი მადლობა თავდადებისათვის...
პაატა
ყველამ მოუმატა რაგბის თამაშს ასე რომ ჩვენ ორმაგად უნდა მოვუმატოთ! მეორე ტაიმი ჩვენივე შეცდომებით გავაფუჭეთ თორემ სხვა ანგარიშით უნდა დამთავრებუიყო ეს თამაში! შოტლანდია რა დონეზეც ეხლა თამაშობს მგონი ბოლო წლებია ესე არც კი უთამაშია! სხვაობა მათთან ძალიან დიდია მაგრამ არა იტალიასთან! წავაგებთ მაგრამ ერთ დღესაც მოვუგებთ! რას აღწევს იტალია 6 ერში ისეთს რასაც ჩვენ ვერ მივაღწევთ?! აი ესეთი თამაშები გვინდა და დრო მოიტანს მაგათ დამარცხებასაც!მაგარი თაობა მოდის ბოლომდე უნდათ ხელშეწყობა! ნუ გავიტეხავთ გულს ბევრი წარმატებები წინ გვაქვს!
buxrika-s
შენ აქ არაფერი გესაქმება,დაჯექი ვარცლი ცრემლით გაავსე..ან ბრინჯი და წიწიბურა გაარჩიე.
რეზო
ცუდად დავიწყეთ და ბევრად უკეთ დავასრულეთ, ასეთი დონის მეტოქესთან მგონი პირველად მოხდა ეს. აწი უფრო დიდი მუღამით ველი ტესტებს პირველ გუნდებთან. მთლიანობაში კარგი წელიწადი იყო. შევუქმნათ უკეთესი პირობები და ხარისხიც უფრო სწრაფად დაიხვეწება.
სარკე
სანამ ვიგებდით სარკეში არ ვიყურებოდით??? ცუდია! ცუდია ერთი წაგების მერე (უმაღლესი დონის ნაკრებთან) ვაი-ვიში, აჰა და დამთავრდა რაგბი საქართველოში!!! პირიქით ეხლა იწყება გამოცდილების დაგროვება მომავალი მოგებებისთვის. არგენტინაც ცუდ დღეში იყო მაგრამ ამოქაჩა, ერთი თამაშით ვუყრით წყალში ამდენ ღვაწლს??? მაქამდე მისვლა იყო გმირობა! ამის მერე გმირობაზე მეტი იქნება. კომენტატორებს მოეშვით, ბევრ აქაურ კომენ ტატორზე მეტი ესმით, ვინც საქებარი იყო იმას აქებდნენ.
გიორგი
აქ იყო პლუსებიც და მინუსები, მინუები მეტია, ჯერ 6 ერამდე მაინც შორია, გვიჭირს სისწრაფ და ძალა, მუხლებში ღონე არ გვაქვს, ვერ დავრბივართ, ისე არაფრით ჩამოუვარდებით ცალკეული მოთამაშები მათ, აი ჯანი გვაკლია, კუსავით ვმძრაობთ გადამწყვეტ მომენტში,სქოთები ისე დარბოდნენ აზრიანად, მართალია ქუსლებს ზურგზე ირტყამდნენ, მაგრამ ჭკვიანურად, ეტი ენერგია გინდა, სპორტული კვება რეაბილიტაცია რაც საერთოდ არაა საქართველოში, ყველა ბრიტანული გუნდი ერთნირი ტქტიკით გვი გებს, ჯანი პლუს სისწრაფე, გაბარიტები მხედველობაში არ მიიღება, მიუღწევლი არაფერია, ფეხბურთელების სენი რეგბისტებსაც გდმოედო
iceman
მაინც იმ აზრზე ვარ რომ უპრობლემოდ გავქაჩავთ 6 ერს. დღეს წავაგეთ გუნდთან რომელიც დღეის მდგომარეობით ალბათ საუკეთესოა ევროპაში ინგლისის მერე და დარწმუნებული ვარ ჩვენს ადგილას იტალია რომ ყოფილიყო უფრო მწარედ დამარცხდებოდა
mamuka
დაიწყო ეხლა რაგბის უცოდინრების წუწუნი...რა გინდათ 4 წელიწადში ერთხელ თამაშით ელიტაში შესვლა? არ ხდება ესე... სისტემატიურად უნდა ვეთამაშოთ ასეთ გუნდებს რო შედეგი დავდოთ..გამოცდილება მივიღოთ...ბევრი აქ ისეთი აკეთებს კომენტარს ვინც საერთოდ პირველად უყურა ამ თამაშს და ისიც რამდენიმე წუთით...ან საერთოდ როგორ შეიძლება ჩვენი ფეხბურთის და რაგბის ნაკრებების ერთმანეთთან შედარება კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია...გავაგრძელოთ ისევ მუშაობა ბიჭებო და 6 ერის ნაკრებებთანაც მოვა შედეგები...გენაცვალეთ, წარმატებები
megre
მრჩება შთაბეჭდილება რომ გარკვეული ნაწილი კმაყოფილებით უყურებს როგორ მარცხდება თავისი ქვეყნის სხვადასხვა ნაკრები რომ შემდეგ გენიალური აზრები გადმოაფრქვიონ ტაქტიკასთან, მონდომებასთან,ფსიქოლოგიასთან, თამაშის ცოდნასთან დაკავშირებით, რამდენი "ექსპერტი" გვყოლია სპორტის სხვადასხვა სახეობაში და არ გვცოდნია. როგორ ყველაფერი ერთდროულად იციან უმაღლეს დონეზე. ესეიგი ამათმა ყველაფერს მიხვდნენ და თვითონ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი ვერ მიმხვდარან თურმე როგორ ეთამაშათ. დოლარი გაძვირდა, სამუშაო ძნელი სანახავია, ცხოვრება გაძნელდა, და ხომ უნდა გადმოაფრქვიოს ხალხმა ეს გულში დაგუბებული სევდა, ჰოდა ნაკრების წაგება ამ სევდის გადმოფრქვევაში ეხმარება ამ ხალხს. 10 დგის წინ სამოასთან მოგების შემდეგ ადიდებდით და ეხლა საერთოდ არაფერში რევთ ნაკრებს იმდენს ლანძგავთ. ჭეშმარიტებააა - ხალხი ზღვის ტალღას გავს ჯერ ზემოთ რომ აგიტაცებს და შემდეგ ძირს დაგანარცხებს
BUXRIKA
აეეე აბრაგანიიი
buxrika
და საერთოდ გულის ამრევია ეგ თქვენი რაგბი საერთოდ როგორ უყურებთ ეგ მიკვირს
buxrika
ცა და დედამიიწა ისე განსხვავდებოდნენ საქართველო და შოტლანდია.ღადაოობთ რა 6 ერი.რეიტინგში 7 ნომერსა და 11 ს შორის ამხელა განსხვავება არ უნდა იყოს.და ეხლა არ დაიწყოთ მეორეში ჩვენებმა მოუმატესო უბრალოდ შოტლანდიამ აღარ ითამაშა ისე.
გგგ
აქ კომეტარები იწერება აშკარად ამ სპორტში გაუთვიცნობიერებელი ხალხის. მსოფლიოს მე-7 გუნდთან წავაგეთ ტესტ-მატჩი და მაგიტომ არ არის რაგბი ჩვენი თამაშიო ))))) თუ არ გესმით, სულ ნუ გამოთქვამთ აზრს
tornike
bevri shecdoma davushvit da ufro tavdajerebulad unda gvetamasha aravisze naklebni ararian da siswrafe gvaq aucileblad mosamatebeli. amat rato qviat komentatorebi kide arvici
რეზო
შევხვდეთ ორ კვირაში ისევ ამათ და თუ მაგარი არ მივჭირხვნოთ აგერ ნახავთ :) კლასი გვაკლია, გამოცდილებაც, მაგრამ არც უსაშველოდ.
tornike
bevri shecdoma davushvit da ufro tavdajerebulad unda gvetamasha aravisze naklebni ararian da siswrafe gvaq aucileblad mosamatebeli. amat rato qviat komentatorebi kide arvici
გია
გაიგეთ ხალხო რო თუ არ შეგვიშვეს 6 ერში ან რამე ძლიერ ლიგაში ამ დონეზე დავრჩებით.თუ ძლიერ გუნდებთან სისტემატიურად არ ვითამაშეთ ისე ვერ მოვუმატებთ.გაიხსენეთ არგენტინის მაგალითი სულ რაღსც 4 წელიწადში ამოქაჩეს როგორც კი 4 ერში თამაშის უფლება მიეცა...
Mikheili
Haerivit gvchirdeba progresistvis 6 ershi tamashi,gadaaketon 7 dad da aucileblad movugebt shotlandiasac da frangebsac.chveni ganvitarebistvis sachiroa,tore am ruminets da rusets koveltvis vugebt,amitom meti progresis mogceva dznelia.
საყურებლკად საინტერესო თამაში იყო.
კარგით რა, საქართველომ მეტი რა ქნას...,შოტლანდიაში რაგბი ფუნდამენტალურად არის აწყობილი, საუკუნის ტრადიცია აქვს. რაგბის დეტალები გენეტიკურად აქვთ... ჩვენ ეხლა გავედით მსოფლიო ასპარეზზე 10-15 წელია. ძალიან ცდილობენ ჩვენი ბიჭები. კარგი თამაში აჩვენეს და იქაური და აქაური გულშემატკივარიც ვერ იტყვის, რომ შოტლანდიამ სუსტ გუნდს მოუგო.
SL-ს
შენ რაგბში ისე ვერ ერკვევი,როგორც მე ასტროფიზიკაში :)))) გადაიკითხე შენი დაწერილი და თავი ჩამოიხრჩე,რომ ეგ სირცხვილი დიდხანს აღარ ატარო ;)))
glaxuna
ამის მერე ფეხბურთსი 122 - ნომერი ვართ მსოფლიოში და რ ა გ ნბ შ ი - ყველაზე მამაც და ვაჟკაცურ სპორტში 12-13 -ზე და ყველა თამაშშ უდიდესი თავდადებით და შემართებით თამაშობენ,არა ისე გორც შეშინებულ-დაფრთხალი ფეხბურთელები და მიტომ აქებენ გულშემატკივრები,მათ ვ ე რ ა ფ ე რ ს გამოაპარება! და აფხაზი თუ მართლა აფხაზი ხარ... რა გახდება 2-4 - 14 წლამდე მოზარდი ფიზიკური მონაცენებით ჩამოიყვანოთ თბილისში და რაგბის სკოლას მიაბაროთ ?! რუსები გ ა შ ი ნ ე ბ ე ნ მიტომ ვერ ბედავთ ?! თუ რუსული ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს პროპაგანდით ისე დააზომბირეს მთელი აფხაზები,რომ... რ ა არის წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ბ ა ?! დაელაპარაკეთ რაგბის ფედერაციას და...
SL
ბრბოს მენტალიტეტი - ტელევიზორში თქვეს და ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ შორს ვართ ექვსი ერისგან. მე ჩემს აზრს ვიტყვი: ეს თამაში თავიდანვე წაგებული იყო რამდენიმე ფაქტორის გამო. არა იმიტომ რომ ჩვენზე მაგრები არიან, არამედ: 1) ჩვენი ბიჭებს მოგებას არავინ ელოდა, სრული პესიმიზმი იყო მედიაში, წავიდეთ და ღირსეულად წავაგოთო!!! და გადაედოთ ბიჭებსაც. ნახეთ პირველი ტაიმის ეპიზოდები. ჩვენ როცა ვუტევდით, ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ, მაინც დაცვაში იდგნენ. 2) სტრატეგია - როგორც იქნა წაგართვით ბურთი შოტლანდიელებო, კიდევ სცადეთ, ახლავე ფეხით დაგიბრუნებთ უკან!! მაგარია!! მილტონს მინუსი!! 3) ჩვენი "მაგარი" ექსპერიმენტები დერეფნებში: მოწინააღმდეგის დერეფნების მოგებაზე არ ღირს დაღლა. ჩვენი დერეფანი სულ ბოლო კაცზე უნდა მოვაწოდოთ, "პროსტო ახალი მუღამია"!!! 4) იღბალზე და მსაჯზე აღარაფერს ვამბობ! დასკვნა: ჩვენი ბიჭები ლომიბი არიან, არაფრით ნაკლები შოტლანდიაზე, დაიჯერეთ!! ზრდილობიანი თხოვნა პირველ არხს - ამ მომენტატორებს ნუღარ დასვამთ ნურცერთ სხვა მატჩზე!!! ან გააკონტროლეთ ტოტალიზატორში ვისზე აქვთ დადებული!
11
კარგი გაკვეთილი მივიღეთ და გამოჩნდა რაზე უნდა იმუშაონ ბიჭებმა,მაგრამ მაინც პირველ რიგში მგონია რომ მეტი ფიზიკური მომზადებაა საჭირო,ძალას არ ვგულისხმობ.რატომღაც გვიჭირს სირბილი,დისტანციაზე ბოლომდე გარბენა.სისხარტე.იგივე პრობლემა გვაქვს ფეხბურთში,ვერ დავრბივართ სხარტად.სულ მძიმედ,ძუნძულით და აი დინჯად.მეტი სისხარტე და მეტი სწრაფი სირბილი.ვფიქრობ ამაზე უნდა იმუშაონ სპორტსმენებმა პირველ რიგში,რაგბშიც და ფეხბურთშიც.
გურჯი
ვინც ვერ ხედავს ჩვენი ნაკრების პოტენციალს და ჰგონია რომ ჯერ არ ვართ მზად ბობოლებთან სათამაშოდ, ვეტყვი რომ ძალიან ცდებიან.ხომ ნახეთ ჩვენმა ახალგაზრდებმა მოუგეს შოტლანდიას. შარშან მოუგეს ირლანდიას და იტალიას.ასე რომ ეხლა ჰაერივით გვჭირდება ტოპ გუნდემთან რეგულარული თამაში და ეს ახალი თაობაც რომ მოვა ნაკრებში ბევრჯელ ვნახავთ შოტლანდიას დადებულს ბეჭებზე.
Niko
მეორე ტაიმის ნაწილს არა უშავდა. მაგრამ ისევ გამოჩნდა ის ხარვეზები რაც კი რომელიმე უფრო ძლიერ გუნდთან თამაშის დროს ხდება. 6 ერამდე შორს ვიქნებით ტუ უკანა ხაზმა სირბილიდა ბურთის სწორი გაშვება არ ისჭავლა და Aსევე დაცვაში სწორად დადგომა. მეკომ პასის მიცემის დროს უნდა გაიხედოს თუ ვიმე მისდევ. Yოველ თამაშში ერთ ისეთ პასს აკეთებს რომ არც იცის ვისკენ უჭვებს. Aუტში ბურთის შემოგდება თუ არ შეუძლია შემცვლელს დიდად სავალალოა. Mოკლედ ბევრია სამუშაო. Hეიგი ჩამოუყვანეს უკანა ხაზის თამაშის გამოსასწორებლად მაგრემ ისევ იმ დონეზე არიან რაზეც იყვნენ.
amis mere
ბიწო გადამრევთ რა, მეტის ღისი ვართ, უმადურები და უნამუსოები ვართ! ფეხბურტელებს დედას აგინებთ რომ წააგებენ ირლანდიასთან, ავსტრიასთან, შოტლანდიასტან, რუმინეთთან და ამათმა რომ წააგეს აქებთ1 ესეთი ანომალია არ მინახია არსად! რა დონეზეც ვართ მსვენივრად ჩანს! აღარ იბლატაოთ "რაგბიჩვენითამაშიათი!
აფხაზი
შემდეგ მსოფლიოზე 3 მოგებით შევალთ მეშვიდე ნომრად 6 ერში აფხაზი
ირაკლი
კაცის გასინბინება სულაც არაა დიდი ტრაგედია კარგი გუნდებისთვის, ეგ დღესაც გამოჩნდა შოტლანდიის მაგალითზე. შერკინებაში წავლეკეთ. და ამ სტადიონების ქვეყანაში ხელოვნურზე რატომ გვათამაშეს, თუარა იმიტომ რომ შერკინების გათიშვა უნდოდათ, არვიცი მე
ირაკლი
შოტლანდია რომ ტოპ კლასია არჭირდება ბევრი ლაპარაკი. ჩვენ რაც შეგვეხება, ვფიქრობ, ტაქტიკამ წააგო ეს თამაში ამხელა სხვაობით. მარტო 50–ე წუთიდან იგრძნო რატომღაც მელიტონმა რომ უნდა დაგვეჭირა ბურთი და ფეხით უაზროდ არ უნდა გადაგვეკიდა. თავიდანვე რო ეგრე გვეთამაშა ამხელა სხვაობით არ წავაგებდით და ჩვენ თუ დავიღლებოდით ისინიც დაიღლებოდნენ. ქეცბაიას ტაქტიკა ვითამაშეთ 50 წუთი :დ ალბათ ეგ იყო შეცდომა რა თორე ბიჭებს არაფერი დაუკლიათ და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს როგორც ყოველთვის.
Too
შევეშვათ საერთოდ სპორტს ჯობია. მაგრები არ ვართ რაგბში უბრალოდ სხვა დანარჩენში არ ვარგივართ საერთოდ
ნათია
რაც გვაქვს ძლიერი მხარე, შერკინებაა და კიდე ერთხელ დავამტკიცეთ. ხელით თამაში როცა დავიწყეთ, უკვე ვეღარ დომინირებდნენ ისე, მაგრამ ძალიან გვიან კი დავიწყეთ ეს.
Lasha
Siscrafe da xelit tamashi datvebivit arunda goraobdnen moedanze
ნიკოლოზ
ძალა გვაქვს, აღმართი დიდია, იმედი მაქვს მაგ აღმართსაც მალე გადავხნავთ
2015
პირველ წუთებზე ლელო რომ არ დაგვედო, შოტლანდიელებს ნაკლებად გავაღიზიანებდით და ანგარიშში ამხელა სხვაობა არ დაფიქსირდებოდა. მოკლედ, ვურჩევ ჩვენს რაგბის თავკაცებს, შეეშვან "ექვს ერზე" ოცნებას და მსოფლიო სარაგბო კავშირს თხოვონ, რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩი ჩაგვატარებიონ რეიტინგის პირველი ათეულის გუნდებთან. ეს შანსს მოგვცემს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ელიტაში შესვლაზე. თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, 10-12 წლის შემდეგ იქნებ მართლაც დავდოთ შედეგი და ამ სანუკვარ "6 ერსაც" მივუახლოვდეთ. აი, მერე კი ერთი დიდი წინაღობა იქნება გადასალახი-კომერციული ინტერესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ დღეისათვის არც ერთ სფეროში, მათ შორის, არც სპორტში არ არსებობს. კომერციული ინტერესი კი "6 ერში" უმთავრესია.
შაკო
მართალია სარკეში ჩაგვახედეს მაგრამ ფაქტია რომ გვჭირდება ასეთი დონის გუნდებთან პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა მაგრამ მეორეში აშკარად დავჯაბნეთ შერკინებაშიც მაგრად ვაჯობეთ მაგრამ აუცილებელია ხელით თამაში უფრო ხშირად რაც მეორე ტაიმში გავაკეთეთ მაგრამ აშკარაა ჩვენსადმი უპატივცემულობა იმის გათვალისწინებით რომ მსაჯმა აშკარად დაგვჩაგრა და სტადიონი ურიგო იყო.ეს პატარ პატარა შეცდომა რომ არა ალბათ დავდებით ორ ლელოს კიდევ.ისე ესეთი დონის გუნდებს სახლში რომ ვითამაშოთ უფრო კარგი იქნება და სხვა შედეგიც დაიდება.აღსანიშნავია ასევე ლობჟანიძე თამაში რომელიც მართლა მაღალი კლასის იყო
daviti
პირველი ტაიმის დროს ძალიან შემეშინდა დიდი ანგარიშით რომ არ წაგვეგო, მეორე ტაიმი აშკარად ჩვენი იყო და მომავალიც ჩვენია!!! 19 წლამდელმებმა მოუგეს თანატოლ შოტლანდიელებს!!!!!!!!!!!!!!!!!
სოსო
თამაში იმით დაიწყო,რომ ჩვენებმა მიუკაკუნეს,ჩვენცგვინდაო თქვენთან ერთ ლიგაში.პასუხი ჯერ მსაჯმა გაგვცა და შემდეგ შოტლანდიამ,თქვენ დაუპეტიჟებელი სტუმრები ხართო.ჩვენებმაც,თუ არ გინდივართ იყავით ჩვენები დაწყნარდნენ,დასაკარგი რაღააო და თამაშიც ააწყეს,მაგრამ კვირიკაშვილი და წიკლაური დღეს რაღაც აჭრილები იყვნენ,ბოლო წუთებში კი დაღლა აშკარად დაგვეტყო და მეტობაში ლელო მივიღეთ.მთლიანობაში ჩვენმა ბიჭებმა მთელი ძალა ვერ აჩვენეს,მაგრამ ის კი დაამტკიცეს,რომ თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ,შანსი შოტლანდიის წინააღმდეგაც გვექნება.ანგარიშმა არ მოგატყუოთ,ათჯერ რომ ვითამაშოთ სკოტებთან,ამ სხვაობით ვეღარ მოგვიგებენ და ერთი ორჯერ ჩვენც გავიმარჟვებთ.ამ თამაშში პირველ ტაიმში ჩვენები აშკარად შებოჭილები იყვნენ და მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნენ,როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.ექვსი ერის გათამაშებაში რომ შეგვიშვან,პირველ წელს შეიძლება ვერა,მაგრამ მეორე წელს აუცილებლად მოვიპოვებთ პირველ გამარჯვებას.
zaza
კარგად ვითარდება გუნდი. მაგარი ბიჭები გვყავს.
ვა-ა-ა-ა. . . .
ეს კომენტატორები ქართულად მოლაპარაკე შოტლანდიელები ხო არ იყვნენ?
რაგბი ჩვენი თამაშია
კარგი გაკვეთილი და გამოცდილება მივიღეთ. მეორე ტაიმში როგრცკი თამაშს მოვუმატეთ შოტლანდიამც შეცდომების დაშვება დაიწყო. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეთამაშოთ ესეთი დონის ნაკრებებს და აუცილებლადმოვა შედეგი მალადეც ბიჭებო ამ თამაშმა განსაკუთრებით მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ წინ დიდი წარმატებული მომავალი გველოდება. ყველაფერს თავისი დროაქვს. მადლობა შოტლანდიის ნაკრებს.
David
რა თქმა უნდა გვიკლია, რატომ გიკვირთ ეს ასე? 2 წელიწადში ერთხელ თამაშით პირველი ეშელონის გუნდებთან გაიზრდება ნაკრები? რა თქმა უნდა ვერა... ეს ძალიან ცოტაა "გასაზრდელად". არ გვაქვს გამოცდილება და არც გვექნება თუ რაღაც ალტერნატიული გზა არ მოინახა. მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. შოტლანდია არაა ცუდი ნაკრები. მე პირადად არც ველოდი მოგებას, მითუმეტეს შოტლანდიასთან და ისიც გასვლაზე... ცოტა დაბნეულები კი გამოიყურებოდნენ პირველ ტაიმში და თან ვფიქრობ სინბინმა გაგვტეხა...
glaxuna
თავიდანვე ა გ რ ე ს ი უ ლ ი ფსიქოლოგიური შეტევითი თამაში დაიწყეს შოტლანდიელებმა და მ ა ს ზ ე მზად ა რ აღმოვჩნდით (!) ერთადერთი რაც დავუპირისპირეთ - ფეხით ბურთის მ ი ც ე მ ა გადაგდებით-მოშორებით და შეტევების დაწყებოს უ ფ ლ ე ბ ა! მე-2-ე ტაიმში როგორღაც გამოსწორდა,მაგრამ... ე ს არ უნდა განმეორდეს! მას სწორად ასეთი თამაშებიდან გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი თ ყალიბდება! ალხაზიშვილი ჯერ არ არის მზად...2 წელიწადში -დიახ! მე-2 ტაიმში ა შ კ ა რ ა დ გამოჩნდა, რომ ვ ი მ ს ა ხ უ რ ე ბ თ 6 ერს!
girogi
არგენტინა,როდესაც ჩაირიცა ავსტრალია ,სამხრეთ აფრიცა და ახალი ზელანდიის Gათამაშებაში 2 წელი თამაში ვერ მოიგო. ჩვენ ერტ დღეში უნდა მოვიგოთ ტამაშები? ტან ისეტ გუნდთან რომელმაც არგენტინაც კი დაამარცხა
svani
აუცილებელია უკვე ქართული კლუბები ევროასპარეზზე ჩაერთონ!
svani
არაუშავს იტალიამ ვაბშე წააგო ტონგასთან ვერც იაპონიამ მოუგო ფიჯის რომელსაც გასვლაზე მოვუგეთ მაგრამ 6 ერი ადრეა ჯერ ნუ იტალიაზე არაფერს ვიძახი))
giorgi
1 ტაიმის შემდეგ წამოვიდა პესიმისტების ტალღა თითქოს ისევ რუსეთთან და რუმინეთთან უნდა ვითამაშOთ. ასეთ ხალხს არ ესმის განვითარების გზა როგორია და საერთOდ ნუ უგულშემატკივრებთ რაგბის.
zviadi
ნამდვილად სარკეში ჩაგვახედეს ...ჯერ შორს ვართ 6 ერისგან, ბევრი და დაუღალავი შრომაა საჭირო და ყველაფერი გამოვა
giorgi
მაგარი თამაში იყო. ყოჩაღ შოტლანდიას და მადლობა კარგი გაკვეთილისთვის.მეორე ტაიმში როგორც კი დავიწყეთ ხელით თამაში მაშIნვე შედეგმა მომატა. ეს თამაშI არის დიდი მოავლის დასაწყისი.კმაყოფილი ვარ ძალიან.რაც შეეხება დერეფნებს ,მეგობრებო მათ ჰყავთ რიჩი გრეი 2.06 სანტიმეტრი სიმაღლეში და მისი ძმა ჯონი გრეი 1.98 . ჩვენ კი მაქსიმუმ 2 მეტრი კოტე და დანარჩენები1.95 .ამ უკანა ხაზითაც კი გამოჩნდა ,რომ გაცილებით მეტი შეგვიძLია
Lova
ჩვენი ადგილი მოგვიჩინეს მარა მჯერა თბილისში სულ სხვა თამაში იქნებოდა
გგგ
პირველ ტაიმში საერთოდ ბურთი არ მოგვცეს. ძალიან ორგანიზებულად ითამაშეს. მოკლედ აშკარად დაგვჩაგრეს ფაქტია, მაგრამ ეს გზაც გასავლელია.
France. Rugby.
მსაჯმა .... თამაში წაგვაგებინა,დაუმსახურებელი გასინბინებით. ეს ორი... მოაშორეთ ეთერს სულ სქოთების ქებაში იყვნე ....თ,ჟერ ლელო არ ჰქონდათ გატანილი ან ვიდიოთი მტკიცებული სქოთებს და უკვე იძახდენ თრაიაო.ისე კი მართლა ჯერ ვერ ვერკვევით დიდი რაგბის ყველა ნიუანსში.მართლა ჩაგვახედეს სარკეში,ფიზიკურად ძლიერი სფრინტერები არ გვყავს ერთ ორი მორაგბე თუ გვყავს ას იარდს რომ გარბოდეს ათ და და ხუთ მეათედ წამში ვიცი ვერა,მაგრამ თერთმეტ წამში მაინც რომ შეეძლოს ჰა?
Gio
Yvela velodit gulis sigrmeshi rom movigebdit, tumc yvela velodit marcxs...maladec vaskas... leidouze naklebad ar utamashia, magram verafers shevcvlit... sarkeshic chagvaxedes da dagvarcmunes rom chvenze zlierebi arian, magram mercmunet tu mattan elitashi ar agvzevdit ver ganvitardebit germaniastan, rusettan da portugaliastan...
mamulo
სამწუხაროდ ადრეა 6 ერზე ჩვენი თამაში ,არავინ არ გვჩაგრავს უბრალოდ ჯერ ვერ ვართ მათ დონეზე.როგორც ჩვენ ვჯობივართ რუსებს და აღარ გვაინტერესებს მათთან თამაში,ისევე არ აინტერესებთ მათ ჩვენთან თამაში იმიტომ რომ როცა უნდა და სადაც უნდათ იქ მოგვიგებენ 10-დან 9-ჯერ და იმ ერთხელ თუ გაგვიმართლა იქნებ ფრეს მივაღწიოთ.სამწუხაროა მაგრამ რეალობაა.
სამშობლო
იცით,ჩვენ რომ ამათ რეგულარულად ვეთამაშოთ,მალე დადგება დრო,რომ მოვუგებთ.ჩვენც კარგად ჩავახედეთ სარკეში მეორე ტაიმის გარკვეულ მონაკვეთში.გამოცდილება რომ გვქონოდა ასეთი შეხვედრების,მერწმუნეთ,შოტლანდია მძიმე დღეში ჩავარდებოდა... მადლობა ბიჭებს თავგანწირვისთვის.გული არ გაიტეხოთ,მალე ამათაც მოვუგებთ !!!
ოკრიბელი
აი, როგორც შოტლანდიელები, ასე აშკარა ადვილობით გვამარცხებენ, ასე ჩვენ ვერ ვამარცხებთ, ვერც რუმინელებს, ვერც რუსებს და ვერც პორტუგალიასა და ესპანეთსაც... და ამის შემდეგ რაზეა ლაპარაკი!...
irakli81
ეჰ, ბევრი გვიკლია 6 ერამდე. ისე მე-2 ტაიმს არა უშავდა.
giorgi
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლო 3 დერაფნიდან 3 ივეჯერ მეტოქეს მივეცით ბურთი,მართლაც სარკეში ჩაგვახედეს.
Beso
Meore taimi kargad itsmazhes pirbeli chaagdes
devi
ამას ქვია სარკეში ჩაგვახედეს სამწუხაროდ((((
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს