საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები, რომელიც 3 თვის ხელფასებს ითხოვენ, პრესკონფერენცია გამართეს
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა დღეს, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მხოლოდ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი აქვთ აღებული და შემდეგ ხელფასი არ აუღიათ.

- სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა

- რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

როგორც "ზუგდიდის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო 2-ში თამაში.

"კლუბს ჩვენს მიმართ 3 თვენახევრის დავალიანება აქვს. ამის შემდეგ გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი. მივეცით დრო, რომ ეს თანხა გაესტუმრებინათ, რაზეც უარი მივიღეთ. ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა დგას, რადგან კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირებას, რის შემდეგაც მათ აეკრძალებათ პრო 2-ში თამაში. ჩვენი თვითმიზანი არ არის ის, რომ ზუგდიდს არ ჰყავდეს გუნდი", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

როგორც გიგა ბეჭვაიამ აღნიშნა, იყო შემოთავაზება, რომ ნახევარი თვის ხელფასი ჩაერიცხებოდათ დეკემბრის ბოლომდე, რაზეც მათ უარი თქვეს.

"უარი ვთქვით, რადგან ფაქტობრივად კაპიკი არ აგვიღია 3 თვის განმავლობაში. ეს არის ალბათ თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩერო", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მოთხოვნა იყო, რომ თვენახევრის ხელფასი მაინც მიეცათ დეკემბრის ბოლომდე და დარჩენილი 2 თვის დავალიანება კი მომდევნო თვეებში დაფარულიყო, რაზეც კლუბისგან უარი მიიღეს.

ფეხბურთელების თქმით, არ იციან კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ 3 თვის ხელფასი, სავარაუდოდ კი, კლუბში ფული არ არის. თუმცა გიგა ბეჭვაიას განცხადებით, 600 000 ლარი გარდამავალ ჩემპიონატში გუნდმა მიიღო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.

"ზუგდიდის" ფეხბურთელების ინტერესებს იცავს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მუჯირმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მისი თქმით, ის შეხვდა ზუგდიდის მერს, რა დროსაც მერმა შესთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასს მიიღებდნენ ფეხბურთელები.

"შეთავაზება მივიღე, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა სექტემბრის ნახევარი ხელფასი და დანარჩენი გადანაწილდებოდა თებერვლის ბოლოს. დეკემბრის ხელფასის პატიება სთხოვა ფეხბურთელებს, ანუ ფეხბურთელები დეკემბრის ხელფასს ვერ აიღებდნენ", - განაცხადა ჯაბა მუჯირმა.

მისი თქმით, საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელების გვერდით დგას.

ჯაბა მუჯირმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზუგდიდის ფეხბურთელებს საცხოვრებელი პირობები ცუდი აქვთ. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელებს დავალიანების გამო არ ჰქონდათ გაზი და ელექტროენერგია. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა, ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

გოგა
არავინ ლაპარაკობს გუნდი როგორ მომზადდა ან რა დონის ფეხბურთელები იყო გუნდში.ეს ფეხბურთელები ვერ აკმაყოფილებდნენ უმაღლესი ლიგის დონეს პირდაპირ უნდა ითქვას.მერე დაემატა ეს ვიღაც ინვესტორი თუ ვინ იყვნენ ეს ხალხი კაცმა არ იცის და ეს იყო შედეგი.ფული ვინ სად დახარჯა არავინ იცის.მაგარია ხო?გუნდს გამოუჩნდა ინვესტორი და გააგდო უმაღლესი ლიგიდან.კარგია ხო?ასეთი რამ ალბათ მარტო ზუგდიდში თუ მომხდარა ნეტავი?სამწუხაროა.სტადიონი რო დაგვინგრიეს ზუგდიდში აი მაშინ ჩაესვენა ზუგდიდის ფეხბურთის მზე.
gia
თავმოყვარე სპორტული გაზეთის გაუშვებდა შურნალისტს გამოსაძიებლად და გამოააშკარავებდა რა ხდება. თუ ფინანსებში ვერ ერკვევით კითხეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორს არ დაგზარდებიან. ესე უგულოდ რატო მუშაობთ ეს სპორტული მედია არ მესმის. მარტო საყვედურები შეგიძლიათ და ოთახიდან წერა. გამოდით გარეთ და საქმე აკეთეთ, შეიტანეთ თქვენი წვლილი ერთიან საქმეში.
ოკრიბელი
"ყომარბაზია", აფერისტი, ავანტურისტი, თუ ფეხბურთელი, კონტრაქტით რაც ეკუთვნის, უნდა მიეცეს და შემდეგ გააურკვიეთ, ვინ ვინ არის, რათქმა უნდა უფროსობაშიც უნდა გაურკვიონ, ასეთივე რეჟიმში... მაგრამ სულ რომ გააუქმონ, ეს კლუბი, ყველაზე უპრიანი იქნება.
Eric cantona
რა საცოდაობაა "კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა,ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა" ტრაგედიული ნაწარმოების სიუჟეტია თუ უმაღლესი ლიგა.
Gurami
Andro, შენი აზრით თუ ვერ თამაშობენ არ იმსახურებენ კუთვნილ ხელფასს? რატო უფორმებ მაშინ კონტრაქტს და თუ უფორმებ მიეცი კუთვნილი, თამაშობენ თუ არა ეგ სხვა თემაა. ფაქტია მათი ფული მიითვისეს უკანონოდ
Manoni
კონკრეტული არაფერი ისმის დაიცყო გამოზიება სად ცავიდა ტანხები ამაზე გაგვეციტ პასუხი? ვაი ლევანს და ვუი ქარტულ ფეხბურტს.
Abrags
შეახვედრებ რას ნიშნავს საქმეს გაურჩევენ? თუ მეხსიერება არ მღალატობს 2-3 წლის წინ ბეჭვაია დაიჭირეს ყომარბაზობაზე რაზეც გიორგი წერდა...
andro
გაზი და ინტერნეტი ახლოსაა ერთმანეთთან! ხელფასს რომ იღებდნენ მაშინ ხომ პუტავდნენ ყველაფერს! ერთი ეთქვა რომელიმეს ცუდად ვთამაშობდითო
abragi
გიორგი დაკონკრეტდი აბა რომელი ფეხბურთელია ყომარბაზი. შეგახვედრებ და უთხარი პირში თუ კაცი ხარ!
Georgian
სამარცხვინოა ეს ყველაფერი.. სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ სად წავიდა ფონდის დაფინანსება. შესაბამისად, ვიღაცეებმა პასუხი უნდა აგონ.

vai hvens balehikepis patrons. es saqartveloa aq mosula kvelaferi.
kipo
aba ra gegonat bidzikoebo 41 rom hemoxazet.asea es.
giorgi
"ყომარბაზები" ხართ ყველანი, ფეხბურთელებს ეძახით საკუთარ თავს და ყიდით თამაშებს... თქვენ ხელფასები რად გინდათ როცა აკეთებთ თამაშებს და თიტო ფეხბურთელი რამოდენიმე ათასს იჯიბავთ!!! ნუ ათამაშებთ .. და იმაზე იფიქრეთ რომელიმე გუნდმა აგიყვანოთ და იქ გააგრძელოტ თქვენთვის ასე ნაცნობი "ყომარობა" ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს იმათთვის არის ეს კომენტარი :)))
სოსო
გოგოხიამ და ინალიშვილმა კეთილი ინებონ გაისტუმრონ ბიჭები,თუ არადა პასუხი უნდა აგებინონ კანონის სრული სიმკაცრით, რათა მომავალში არც ზუგდიდში მოხდეს ასეთი უმსგავსობა და არც სხვაგან.თორემ ეს საქმე თუ მიფუჩეჩეს ანალოგიური უმსგავსობა,და თვხედობა სხვა კლუბებშიც მოხდება.
tazo
და ამ გუნდმა შეკრება ა ნ ტ ა ლ ი ა შ ი გაიარა!!!!შემოდგომის აზნაურობა საქართველოში არ დამთავრდა...........
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
კახი კაკაშვილი: ირანში ჯერ 3 შეხვედრა ჩავატარე და ხალხი უკვე ქუჩაში მცნობს
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕛᓝᓜᓐ ᓐᓠ ᓐᓠᓘᓡ! - "ᓖᓔᓡᕢᓐᓤᓝᓜᓘ" ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕖᕔ ᓘᕒᓔᓑᓡ, ᓛᓝᓔᓓᓐᕜᕡ ᓛᓘᓦᕛᓐ ᕐᕒᓔᓑᓡ
ᓡᓐᓩᓮᓔᓠᓘᓡ "ᓩᓘᓮᓣᓠᓐ" ᓘᓪᓚᓔᓑᓐ - ᓒᓘᓒᓐ ᓑᓔᓭᓕᓐᓘᓐ ᓓᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓡᓝᓛᓮᓘᓨᓕᓘᓚᓘᓪ ᓛᓘᓓᓘᓐᓜ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4 - 5 ქულა ოქრომდე [VIDEO]
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ - ᓓᓦᓔᓡ ᓕᓐᓓᓐ ᓘᓬᓣᓠᓔᓑᓐ!
დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0 - ახლოს სამეულთან [VIDEO]
ამ ჩვენი ფეხბურთის ვერაფერი გავიგე - უგუნდოდ მყოფი გიგა ბეჭვაია გაკვირვებულია
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
გამორიცხული არაფერია... ჯაბა მუჯირის მეგობრული ჟესტი და ირანულ-ქართული ტენდენცია
რა ურჩია კარლუშ კეირუშმა ირანში მოთამაშე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ": ᓔᓡ ᓡᓘᓪᓠᓣᓔᓐ, ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0 - თითქმის შეუძლებელი შეძლეს
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა