ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. პირველი მატჩი
1995 წელს "სამტრედია" ჩემპიონობას პირველად მიუახლოვდა. მაშინ ტარიელ ჩაჩუას მიერ შექმნილი გუნდი მთავარ ქართულ ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ იმერეთის ამ პატარა ქალაქის გუნდს ხელი... ჯავშანტრანსპორტიორებით შეუშალეს...

ფეხბურთის მოყვარულებს ეს ნეგატიური ისტორია კარგად ახსოვთ. საბედნიეროდ, 21 წლის შემდეგ ჩემპიონის ბედი მსგავსი ფორმებით აღარ წყდება. გია ცეცაძის გუნდს აქვს რეალური შანსი, კლუბის ისტორიაში პირველად, ოქროს მედლები იზეიმონ. 3 დეკემბერს, საჩემპიონო პლეი ოფის პირველ მატჩში, მათ ამისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ეროსი მანჯგალაძე" არათუ სრულად შეივსო, ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. გაჭედილი სტადიონი და ჩემპიონის ტიტული ის სტიმული იყო, რომელმაც ორივე გუნდი მოედანზე საბრძოლო განწყობით გაიყვანა. თამაში სანახაობრივიც გამოდგა და მაღალ ტემპშიც მიმდინარეობდა, რითიც მოლოდინი გაამართლა.

საწყის წუთებში მოთამაშეებს მღელვარება ეტყობოდათ და ქაოტურად თამაშობდნენ. პირველი მწვავე შეტევა მე-7 წუთზე საჩხერელებმა წამოიწყეს - მიხეილ სარდალიშვილმა საჯარიმოსთან მოძებნა საბა ლობჟანიძე, რომლის დარტყმული კარს ოდნავ ასცდა.

მაგრამ მალე სამტრედიელებმა ისეთ ტემპში შეუტიეს, რასაც ქართული გუნდებისგან არ ვართ მიჩვეულები. ამას გარდა, მასპინძელი მოთამაშეები მეტოქეებს, რომ იტყვიან, ფეხზე "ასხდნენ", გასაქანს არ აძლევდნენ, რის ხარჯზეც დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

კარგად გამოიყურებოდა მათი დაცვაც - უკანახაზელებს ბურთი სწრაფად აჰქონდათ ნახევარმცველებისკენ და ფლანგებიდან აქტიურად უტევდნენ, საყრდენი ნახევარმცველები (გიორგი დათუნაიშვილი, გია მანჯგალაძე) ბევრს და სასარგებლოდ მოძრაობდნენ და შემტევებს ბურთს არ უყოვნებდნენ. ამ შემტევებმა (ბუდუ ზივზივაძე, დავით ჯიქია, ბაჩანა არაბული, დავით რაჟამაშვილი) კი საუკეთესო თამაში ჩაატარეს - მართალია, არაბულს ფეხი ეტკინა და მერე თამაში გაუჭირდა, მაგრამ მოედნიდან გასვლა არ ისურვა და თავისიანების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საერთოდ, ჩანდა, რომ სამტრედიელთა სამწვრთნელო შტაბმა მეტოქის პლუს-მინუსები კარგად გააანალიზა - ცეცაძის შეგირდებმა "ჩიხურას" სამოქმედო სივრცე და კოზირები წაართვეს, მეტოქეს ლამის ყველა ეპიზოდში ერთი ნაბიჯითა და ერთი წამით ასწრებდნენ. მათ ხელში ტემპი, აგრესია და ბრძოლისუნარიანობა მშვენიერი იარაღი გამოდგა.

მასპინძლებმა პირველი სერიოზული შეტევა მე-8 წუთზე განახორციელეს: გიორგი მჭედლიშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგი აიკლო, მშვენიერი გარღვევა წამოიწყო და პენალტის ნიშნულთან დავით რაჟამაშვილი მოძებნა, ამან კი მიზანს ააცილა.

სამტრედიელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს: მე-12 წუთზე ბაჩანა არაბული მარჯვენა ფლანგზე ორ მცველს გასცდა და კართან ბუდუ ზივზივაძე შენიშნა. სამტრედიელთა ბომბარდირმა ბურთს ქუსლი ეფექტურად წაჰკრა, მაგრამ უზუსტოდ გამოუვიდა.

...ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ მაინც გაიტანა - გიორგი დათუნაიშვილმა შეტევა ჩაჭრა და არაბული მოძებნა, ამან კი გიორგი ჯიქიას გადააწოდა, რომელმაც თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულ ზივზივაძეს შორიდან იდეალურად უპასა, თავდამსხმელმა გიორგი რეხვიაშვილი ჩამოიცილა და ცაციათი (როცა მარჯვენა ფეხით დარტყმა იყო მოსალოდნელი) ეფექტურად შეაგდო - 1:0.

სტუმრებმა გაიბრძოლეს და სახიფათო გამოდგა ლობჟანიძის (საჩხერელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო) შეტევა. "სამტრედია" კი მწვავედ თამაშობდა: უშედეგოდ დასრულდა კომბინაცია, რომელიც ზივზივაძემ ჯიქიას გაუგრძელა - კარის წინ დარჩენილ სამტრედიელთა ფლანგელს ფეხებში რეხვიაშვილი ჩაუწვა და დარტყმის საშუალება არ მისცა.

მასპინძელთა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო და სტუმართა კარში მეორე გოლიც გავიდა - ზივზივაძემ დენის დობროვოლსკის ბურთი "მოპარა" და არაბულს გაუთამაშა, ხოლო საჯარიმოში შოთა კაშიას გაასწრო და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - ძელიდან ბურთი კარის ბადეში გაეხვია და სამტრედიელ გულშემატკივრებს უზომო სიხარული მიანიჭა.

დუბლის შესრულების მიუხედავად, მატჩის გმირი სამტრედიელთა თავდამსხმელი (ალბათ, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის უპირველესი კანდიდატი) არ ჩერდებოდა და ბოლო წუთზე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო - დათუნაიშვილმა და მჭედლიშვილმა მარჯვენა ფლანგზე უსწრაფესი შეტევა წამოიწყეს, ზივზივაძემ მცველს ისევ დაასწრო, მაგრამ "მოჭრილი" დარტყმით ბადე ამჯერად გარედან შეარხია.

თამაშის მსვლელობამ მწვრთნელებს მეორე ტაიმის ტაქტიკა უკარნახა: გია ცეცაძემ სიფრთხილე ამჯობინა, საპასუხო შეხვედრას უგოლოდ რომ შეხვედროდა, გუნდი კონტრშეტევებზე ათამაშა, სოსო ფრუიძემ კი თავდასხმა გააძლიერა: მოედანზე შესულმა ირაკლი ლექვთაძემ და თორნიკე მუმლაძემ "ჩიხურა" აშკარად გამოაცოცხლეს, შესაბამისად, "სამტრედიას" დაცვას საქმე მოუმრავლდა და მეორე ტაიმი "ჩიხურას" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.

48-ე წუთზე სწორედ ლექვთაძემ წამოიწყო იერიში, რომლის დასრულებასაც საჯარიმოში ლობჟანიძე ცდილობდა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. ერთ წუთში შეტევა მარჯვენა ფლანგზე სარდალიშვილმა წამოიწყო და საჯარიმოში თორნიკე მუმლაძე მონახა, მან კი სეხნია გორგიაშვილს გადააწოდა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.

50-ე წუთზე სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ და ამჯერადაც, მოვლენის ეპიცენტრში ზივზივაძე იყო - გიორგი კორიფაძემ მას ბუცი სახეში ამოსცხო. ეს მომენტი არბიტრს გამოეპარა და თამაში გააგრძელა, რომლითაც საჩხერელთა უსწრაფესი კონტრშეტევა დაიწყო და ლექვთაძემ კინაღამ გოლით დაასრულა.

სტუმართა მორიგი იერიში ლობჟანიძემ წამოიწყო, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გორგიაშვილმა კი წამიერად დაახანა და ვითარების განსამუხტად მცველებისთვის ეს წამიც საკმარისი გამოდგა.

საჩხერელები უტევდნენ, მაგრამ მასპინძელთა დაცვას უხეში შეცდომის დაშვება ვერ აიძულეს - ალბათ, იმიტომ, რომ "ჩიხურა" ვერ იყო ისეთი სწრაფი და აგრესიული, როგორც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში და რის ხარჯზეც თავის ჯგუფში პირველობა ალალად დაიმსახურა.

63-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ჯიქიამ, რომელიც სამ მცველს ეფექტური დრიბლინგით გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა საჯარიმოსთან შეაჩერეს. ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა ლაშა შერგელაშვილმა, მაგრამ დინო ჰამზიჩმა ბურთი ჯერ მოიგერია, მერე კი "დაამიწა".

მატჩის ბოლოს საჩხერელებმა მთელი ძალებით შეუტიეს: კარის აღება შეეძლოთ გორგიაშვილსა და კორიფაძეს, ყველაზე რეალური შანსი კი მუმლაძეს მიეცა, რომელმაც ფლანგური გადაცემა თავურით დააგვირგვინა, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილმა პოზიცია სწორად შეარჩია და ვითარება განმუხტა. ანგარიშის შეცვლის ბოლო მცდელობა ლექვთაძეს ჰქონდა, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა - ეს არ იყო "ჩიხურას" დღე.

საპასუხო მატჩს, რომელიც 11 დეკემბერს თბილისში გაიმართება, ცეცაძის გუნდი საგრძნობი უპირატესობით დაელოდება. შეიძლება ითქვას, "ჩიხურა" ნოკდაუნშია, მაგრამ ეს დამარცხებას არ ნიშნავს. დაველოდოთ და ვნახოთ, რას მოიფიქრებს ფრუიძე...

უმაღლესი ლიგა. საჩემპიონო პლეი ოფი. პირველი მატჩი

03.12. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ჩიხურა 2:0

გოლები: 1:0 ზივზივაძე (18. ჯიქიას პასით), 2:0 ზივზივაძე (40. არაბულის პასით)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, მანჯგალაძე (90+4. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (90+2. მთივლიშვილი), არაბული, ჯიქია (86. გამყრელიძე), ზივზივაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, მარკოზაშვილი, იმედაშვილი, ახალაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, დობროვოლსკი, განუგრავა (46. ლექვთაძე), სარდალიშვილი, ს. ლობჟანიძე (87. გაბედავა), გორგიაშვილი, ტატანაშვილი (46. მუმლაძე).

სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, კაკუბავა, დეკანოიძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილებები: გრიგალაშვილი (59), დობროვოლსკი (63), შერგელაშვილი (71)

არბიტრი: ლ. სილაგავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რეზო

დინამოს გულშემატკივარი ვარ და სამტრედიის ყველა ახლანდელ ფეხბურთელს გთხოვთ, გუნდიდან არ წახვიდეთ, ნუ დაშლით გთხოვთ. მივმართავ ყველას ვისაც ხმას მივაწვდენ, ამ გუნდს ნუ დაშლით, ბიჭები ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები. გთხოვთ

• jkkhjkh

ვატყობ ჩიხურისთვის 2 ბურთის ამოქაჩვა ძნელი არ იქნება სამტრედიაში სანამ ხელოვნურზე მოერგებოდნენ 1 ტაიმი წააგეს და მეორე ტაიმი უბრალოთ მართლა ცალკარა დაადეს სამტრედიას ასე რომ მგონია შემდეგი თამაში თავის საჯარიმოს ვერ გაცდება სამტრედია 75%25 იქნება ბურთის ფლობა.შერცხვენილი დაჯერდება სამტრედია ვერცხლს

• Jango

Jangos pasuxi-ს დამწერ ანონიმს :) კიდევ კარგი რომ არც მწვრთნელი ხარ,არც ფეხბურთელი და მხოლოდ მაყურებელი ხარ :) ღიმილს იწვევს თქვენი გენიალური "მოსაზრება" რომ თურმე როგორც კი კლუბი ჩემპიონი გახდება, მისი ფეხბრუთელები უნდა გაიქცნენ ხოლო კლუბის შემადგენლობა მერე ნულიდან ააწყონ :) ყოჩაღ და ბრავისიმო :)

• Jangos pasuxi

ზუსტად ლესტერიდან რომ არ წავიდნენ ფეხბურთელები მაგიტომ არიან გეთ დღეში. თორე კანტემ რომელმაც იხმარა ჩკუა და წავიდა ჩელსიში კი არის ეხლა ისევ პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე და დიდი შანსია ზედიზედ მეორედ გახდეს ჩემპიონი

• geno

ზივზივაძე კაი ბიჭია, მაგრამ იქ პენალი არ იყო,თვითონ წავიდა თავით აწეულ ფეხზე,კორიფაძეც თავით ანალოგიურად რომ წასულიყო ტრაგედია მოხდებოდა.ისე მსაჯმა ცჰიხურა მეტიქის საჯარიმოში არ ათამაშა,მოგონილ ჯარიმებს დებდა.1 ლი არხი ჩართეთ და ხელახლა უყურეთ გამეორებებს კარგად დააკვირდით ყველა რაკურსით.ჩიხურას ისეც უჭირდა ხელოვნურზე მსაჯი კი შეტევებსაც უჩერებდა.

• ბაჯო

საქარტველოს ჰემპიონატს მოიგებს უკრაინის ან რუსეტი 1 ლიგის ნებისმიერი გუნდი ასე რომ ეს არაფერია და ვეტანხმები სტაატის ავტორს ტქვენ უნდა გაიზარდოტ და ბევრი ისჰრომოტ და ევროპაზე გამოჰნდება ვინ ვინ არი.ცარმატებები

• jjjj

es statia dinamos waakitxet da jordanias.. nutu ar cxvenia dinamos da pederacias kadrebi arsebobs rac moxda.. daabrunon is tituli tu vajkacebi ariann... magram lachrebi ariann...

• Jango

გაფრთხილება და შეხსენება სამტრედიის ფეხბურთელებს. ბიჭებო,თქვენი უდიდესი ნაწილი,მხოლოდ სამტრედიაში შესდგა ფეხბურთელად,ეს უნდა სცნოთ, იცოდეთ და გესმოდეთ, მანამდე წლები იყავით ჩრდილში,უშანსოდ და უუფლებოდ. შესაბამისად 14-15 თვეში უმოქმედობისაგან დიდი ფეხბურთელი არ იბადება, ვერცერთი თქვენთაგანი ვერ იტყვის (თუკი მას პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია) რომ ის გადაიზარდა და მეტი ეკუთვნის. აქ ორი ასპექტია : 1) ასე მოკლე ხანში მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესი მიდის და ვინაც შეგაგონათ რომ გადაიზარდეთ, ის ამას თავისი ანაგრებისათვის აკეთებს და არა თქვენი მომავლისათვის. თქვენი ჩამოყალიბება და გამოცდა აწი იწყება როცა ახალ სეზონში უნდა დაამტკიცოთ რომ შემთხვევითი გასროლა არ იყო ეს მოკლე სეზონი. ამიტომაც, სიტყვა "გადავიზარდე" ამოიფხეკეთ ტვინიდან კიდევ 2 წელიწადი მინიმუმ. არც ზივზივაძე,არც არაბული,არც ჯიქია,არც მჭედლიშვილი,არც სანდოხარძე, არავინ არ გადაზრდილა, აქ გასაზრდელად მოვიდა ბაჩანა ცხადაძეც მაგრამ 3 წუთი ვერ ითამაშა კაცმა და 1 წლით ფეხბურთს ჩამოშორდა, ტრამვაა მაგრამ ეს თანმხლები გამოცდა გასაზრდელებისა და გადასაზრდელებსიათვის. 2) თქვენ რომ ჩემპიონის მედლებს დაიკიდებთ 11-ში ეს უკევ ნაკლებ ეჭვს იწვევს, მაგრამ გახსოვდეთ ლესტერი,არასოდეს დაივიწყოთ ეს ვარსკვალვი "სუპერნოვა" რომელიც დაქოქილ ეშმაკის მანქანიან "მელია"-ს აგავდა და ყველა გააცრუა, გაჩემპიონდა, მაგრამ ამ სეზონში მისგან ფერფლიც არ რჩება, რეკორდებს ამყარებს წაგებების, მათმა ვერ დაამტკიცეს ინგლისის ლიგაში რომ ჩემპიონობის ღირსი იყვნენ. თქვენ კი თუ კაცები ხართ, ახლა იწყება თქვენი გამოცდა, ახალ სეზონში ყოველ მატჩში კბილებით და მთელი ჯანით უნდა დაიცვათ მოპოვებული ტიტული და მითუმეტეს ამავე მოვალეობით ქვეყანა წარადგინოთ ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად. ასე რომ , გამეზარდეთ ჩემო სამტერდიელებო ჩამოყალიბებულ ჩემპიონებად , აი როცა მომავალ წელს ისევ ჩემპიონად დაამთავრებთ, მერე იქნებ მათლა იქნებით ღირსი რომ თქვენში მ მილიონიანი ტრანსფერები გადაიხადონ. წარმატებები სამტრედიას.

• zaza nikuradxe

samtrediam ashkarad dagabxna shixura

• samtredia123

სამტრედიას გაუმარჯოს

• samtredia123

სამტრედია იმსახურებს და გახდება კიდეც ჩემპიონი.დიდ პატივს ვცემ საჩხერეს მაგრამ მეორე ადგილი საკმარისია

• უხილავი

მოვითხოვ ჩიხურის აკადემიის დაშლას უმაქნისები უმაქნისები 10 წელია აკადემია არსებიბს და 3 ფეხბურთელი ვერ მოხვდა მთავარ გუნდში.გეკითხებით აკადემია რომელიც 10 წელია 1 ფეხბურთელს ვერ ზდის პროფესიულ დონეზე აქვთ კი მორალურათ დარჩენის უფლება.პატივისცემით ჩიხურის ერთგული გულშემატკივარი.სხვა აზრებს და ჩემზე შემოტევებს მივიღებ თუ დაასაბუთებთ რა ფუნქცია აქვს 28 მწვთნელს

• Jango

ბატონო მერაბ კარგი სტატიაა, მხოლოდ აი ერთი შესწორებით რა :) სამტრედიაში იმ საშინელი ამინდის პირობებში მართლა ბევრმა არ დაიზარა მისვლა და ორივე გუნდს მხარში დაუდგა, მაგრამ - "ხალხი ვერ დაიტია, სრული ანშლაგი იყო, გადაჭედილი სტადიონი" ეს არ შეესაბამება სიმართლეს :) 1540 ადგილიან ტრიბუნებზე იყო 1200-1250 კაცი მაქსიმუმ. აი ესაა ის რაც სიმართლეს შეესაბამება. ყოველ იქ მისულ მაყურებელ საჩხერელს და სამტრედიელს, ყველას 1000 მადლობა სათითაოდ რომ მათ საკუთარ მხრებზე და მონდომებაზე მოაქვთ ქართული ფეხბურთი და მათ ხარჯზე არსებობს ეს ფეხბურთი, რომ არა ეს მაყურებლები, ის არაკაცი საქმოსნები და მოჩალიჩეები, ვინაც ქართული ფეხბურთის გაჩანაგებაზე ამდენ ფულს ხერხავენ და ჭრიან, ისინიც კი ვერ იარსებებდნენ. მადლობა ორივე კლუბის ქომაგებს. ჟუერნალისტებმა კი ის დაწერეთ რაც იყო და არა ის, რაც "სასურველი იქნებოდა" ყველასათვის.

• samtredia123

• guro

თავში სიმართლე რომ დაწერეთ ამისთვის დიდი მადლობა, სამტრედია ქალაქი გულშემატკივარი და რათქმაუნდა ეს შესანიშნავი გუნდი ალალად იმსახურებს ჩემპიონის ნანტრ ტიტულს!!!!1 ნაბიჯი დაგვჩა!!!

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა

სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა

შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს