ზესტაფონში გულშემატკივრები საყვარელი კლუბის მომავალზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ
გუშინ, 4 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ხალხმრავლობა იყო. "ზესტაფონის" გულშემატკივრები საყვარელი კლუბის მომავალზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, თავის დროზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა...

ამდენი ხნის განმავლობაში ადგილობრივი ქომაგი მოთმინებით ელოდა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან ამ მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ამ საკითხს საშველი არა და არ დაადგა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობდა, ზესტაფონელი გულშემატკივარი კარგი ფეხბურთით გაენებივრებინა. ამ ქალაქმა უმასპინძლა საქართველოს თასის ფინალს, ახალგაზრდული ნაკრების მატჩებს... თუმცა ამ ხალხსაც უნდა გავუგოთ - მათ საყვარელი გუნდის თამაშების ნახვა და ამ გუნდის ქომაგობა სურთ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა მისცეს შეფასება ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღადგინოს სამართალი, რაც გულისხმობს "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

გაისმა მოწოდებაც, სამართლიანობის აღდგენამდე "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბმა გამოუცხადოს ბოიკოტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ზესტაფონში ვიზიტის დროს, მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ადგილობრივ გულშემატკივარს სამართლიანობის აღდგენის პირობა მისცა...

გულშემატკივრებმა აღნიშნეს ისიც, რომ "ზესტაფონი" არავის მაგიერ არ აპირებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და ითხოვს იმ ადგილს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის, რადგან კლუბმა უარი თქვა საეჭვო მატჩში მონაწილეობაზე.

მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწეროს წერილები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, პრემიერ-მინისტრის, სპორტის მინისტრისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სახელზე. წერილს თან დაერთვება პეტიცია. გუშინვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მოთხოვნით. სავარაუდოდ, შუა კვირაში წერილები, პეტიციითურთ, ადრესატებს დაეგზავნებათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელო" "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელს, კოტე ბოჭორიშვილს გაესაუბრა:

"ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა უსამართლოდ! ფეხბურთის ფედერაციის ახალმა აღმასკომმა უნდა გააუქმოს ძველის მიერ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება...

როგორც უსამართლობის მსხვერპლი, ჩვენი გუნდი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას. სანამ მიდიოდა გარდამავალი ჩემპიონატი, ჩვენ ხმა არ გაგვიღია. ახლაც არ ჩანს ინტერესი ჩვენი საკითხის მიმართ, რაც ძალიან ცუდია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "ზესტაფონი" იმის გამო მოკვეთა უმაღლესი ლიგიდან, რომ გუნდმა უარი თქვა საეჭვო შეხვედრაში მონაწილეობაზე. დღეს ფეხბურთის ფედერაცია მონდომებით იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ. რა უნდა ექნა გუნდს? მან საქმის კურსში ჩააყენა ქართული ფეხბურთის მაშინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა უშედეგოდ...

ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში არის პრეცედენტები, რომ გუნდი იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს უმაღლეს ლიგაში.

"თითქოს არაფერი მომხდარა" - ასეთ პოზაში ყოფნა ოდესმე უნდა დასრულდეს. დღეს ჩვენ შევიმუშავეთ წერილისა და პეტიციის ტექსტი. ისინი მალე გაეგზავნებათ ადრესატებს ზესტაფონელი და არა მხოლოდ ზესტაფონელი გულშემატკივრების ხელმოწერით. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ყველას, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფეხბურთი.

გვჯერა, ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და "ზესტაფონი" ღირსეულად დაბრუნდება უმაღლეს ლიგაში. დაბრუნდება არა რომელიმე გუნდის მაგივრად, არამედ იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც მას ეკუთვნის. ეს იქნება ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ქალაქის საფეხბურთო ტრადიციას, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, ამბიციური კლუბის არსებობას საფრთხე დაემუქროს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის გარემოს უარყოფითისკენ ჩვენს ქალაქში.

ლევან კობიაშვილი შეგვპირდა, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოსვლის შემდეგ აღადგენდა სამართლიანობას და დიდი იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ჩვენთვის ეს არის უზომოდ მნიშვნელოვანი, ღირსების საკითხი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

CHEROELI
მასე გურია სსრკ უმაღლესში თამაშობდა და რა ვქნათ ახლა დავტოვოთ პრო-1-ში,და თქვენ რომ სტადიონი გაქვთ მაგაზე უკეთესი 2 გვქონდა ტყიბულში,გაგვიფუჭდა და დაგავყარეთ იქეთ.
haha-s
Senze vin ra unda tkvas? Isic ar ici, tu vin vistan cdilobda garigebas. Shen ki msajs axseneb
haha
ზესტაფონის უმიზეზოდ არ გამოცხადდა თამაშზე. მერე როცა აგორდა ტალღა, ამის შემდეგ გააკეთეს განცხადება, თამაში ჩაწყობილი იყოო. ჩაწყობას 2 მხარე ჭირდება. ხოლო მსაჯზე დაბრალება ყველაზე ადვილია. ეს იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზი და მაშინდელმა ფედერაციამ სამართლიანად გამოიტანა განაჩენი, თამ იმ პერიოდში გუნდი ფაქტიურად აღარ არსებობდა, ძირითადი შემადგენლობა იყო გაყრილი. მოკლედ ზესტა უკანონოდ ითხოვს უკანონობის აღდგენას. ეხლა აქ წამომესევით, ჰოდა ვინც ჩემზე რამე თქვას ....
gogi
Mgoni 10 nishnavs 10და ara 11 12 wesi wesia
gela
ჯობს ვისაც აქ სტადიონი მატ იტამასშონ ჩემპიონატი და დანარჰენი ნაყარ ნუყარა გუნდები ჯანდაბას წასულან
gaga
და ზოგ ზოგიერტეს რატოაქვტ პრეტენზია რო ზესტაფონმა უმაგლეს ლიგაში არ იტამაშოს სამეულში ზესტაფონი სულ იყო და სულ იქნება ეხა გაქვტ მაგარი სამეული და რომელი გუნდი ჯობდა ზესტაფონს ახლაც ვერ მოვიდნენ იმ დონეზე რასაც ზესტაფონ ი აჰვნებდა
revazichi
CHEROELI ბრძოლიდან კი არ გავიქეცით, ბრძოლა მოვიგეთ... და ახლა დაგვირგვინებას ვაპირებთ
CHEROELI
ბრძოლიდან არ უნდა გაიქცე ბიძიკო,და თუ გაიქცევი მერე პრეტენზიებს ქე დაანებე თავი.
gio
რა მაგარი ხალხია, სანამ გარდამავალი ჩემპიონატი მიდიოდა ხო არ ამოგვიღია ხმაო?! სწორედ მაშინ უნდა აგეტეხათ ერთი ამბავი, აბა ამ გუნდებმა ათ გუნდში მოსახვედრად თავპირი რომ ამტვრიეს ახლა რაღა უნდა გაკეთდეს? ათგონდიანი ჩემპიონათი 11 გუნდიანი ვერ გახდება. უეჭველი დასაბრუნებელი იყო ზუსტად გარდამავალის წინ და ბრძოლით მოეპოვებინა ადგილი. ახლა აჯობებს პირველი ლიგიდან აღზევდეს უმაღლესში, სადაც ამდენი ხანი მოცდა,იქ 1 წელი არაფერია
anzoras
რომ ამბობ დაიჩაგრაო, მერე რას აყოლებ - რაღამც დაიჩაგრა, ბარემ დარჩეს დაჩაგრული, იმიტომ რომ 10 მეტი მოსახერხებელი მეტი მოსახერხებელიაო ჩემთვის?! გეუბნები აგერ - ზესტა რომ დაჩაგრეს, მის მაგივრად ვიღაც გასავრდნი ხომ დატოვეს იქ, სადაც არ უნდა დარჩენილიყო. გააპროტესტე ეგ? თუ არა, მაშინ გვაცალე სამართლიანობაზე ლაპარაკი
anzora
რა გამოდის,,,უმაგლესჰი 11 გუნდი იკნება?ესე ხო არ სჰეიზლება,,კი გეტანხმები...ზესტაფონი დაიჰაგრა,,მაგრამ 2 ტუ1 ცელიცადსჰი გადმოვა უმაგლესჰი...ოდესგაც ხო უნდა დალაგდეს რიცხვი გუნდების ჰემპიონატსჰი...
Guadua
გოგი ქუთაისელი 05 დეკემბერი 2016 15:21 ლიგა ნაშნავს ლათინურად კავშირს,გაერთიანებას. პრო ლათინურად ნაცვლად.რომელი ვუნდერკინდის იდეა იყო რომ გვეყოლება პროლიგა ნონსენსია!-------------- ვითომ მართლაც და უნიჭობასთან გვაქვს საქმე გოგი, მაგრამ მაქ ერთ მცირე ნიუანსია - "პრო" მოდის შემოკლებული ვერსია- პროფესიონალური-დან, და არა "სანაცვლოდან" ზესტაფონი სასწრაფოდ არის დასაბრუნებელი. უალტერნატივოდ.
bebeto
ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ზესტაფონი დაუბრუნდეს უმაღლეს ლიგას, ასეთი ინფრასტრუქტურის გუნდი საცოდაობაა არ თამაშობდეს ლიგაში,ალბათ კოკაიას ფაქტორიც გადამწყვეტი იქნება დაბრუნების საქმეში, რადგან ის ისევ დააფინანსებს თუ არა კლუბს ისიც უცნობია.ზესტაფონი ჭირდება ახლა ქართულ ფეხბურთს.
haha
ჩემი ძმა, ჩვენ რომ უსამართლოდ მოხგვხსნეს, ჩვენს მაგივრად რომ ვიღაც დატოვეს. ეგ ამბავი მაშინ თუ არ გაგიპროტესტებია, მაშინ შენი არგუმენტების მოსმენაც არაა დიდად საინტერესო
haha-s
შენ კოკაიას რო ლანძღავ, ვინ გაგიკეთა ბაზა და ვინ სტადიონი? ვინ გახადა შენი ქალაქის გუნდი ორჯერ საქართველოს ჩემპიონი? შენ ხარ უმადური!
haha
რას ქვია აღადგინონ? მე არ ვარ თანახმა. კოკაიას იმის თამაშზე ვერავინ ვერ ივლის. იურიდიულად და მორალურად-აღდგენა არ შეიძლება. ეს ხალხი კოკაიას შეკრებილია, ეგ დგას მაგათ უკან. თუ საქმის გაკეთება უნდა შექმნას გუნდი. რომლის აშენებასაც 2 წელი მაინც უნდა. 2 წელიწადში კარგი გუნდი უმაღლესში გადმოვა.
asa
უნდა კოკაიას. მას უყვარს ფეხბურთი. რო არ უნდოდეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი
giorgis
როგორ იყო გავარდნილი როცა ზესტაფონი არ გავარდნილა თავისი დაგროვებული ქულებითაც კი. რაც ქონდა, იმითაც არ ვარდებოდა. მეორე კოკაიას ქონდა სუფთა საარჩევნო პერიოდი. ოკრიბელო შენ არაფერი იცის. მესამე - ზესტაფონი მართალია და უნდა დაიწყოს იქედან საიდანაც მოხსნეს. და თქვი რომელ გამოსვლაში თქვა კოკაიამ ოცნების კანდიდატი ვარო
ასა
გულშემატკივრების აზრი და სურვილი გასაგებია, მაგრამ თვითონ კოკაია რას ამბობს? იქნებ აღარ უნდა სკ ზესტაფონი? მშვენიერი ბიზნესი აქვს სტადიონის და ბაზის გაქირავებით
ოკრიბელი
თავის დროზე, ჩემპიონატის ცხრილის მიხედვით, გასავარდნ კანდიდატ გუნდს, კოკაიამაც ხელი ჰკრა და ბოლომდე გააგდო. ეს ის კოკაიაა, ვინც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტალური სიიდან, ზესტაფონში კენჭს იყრიდა და რიგ ამორმჩევლების მოსყიდვას სჩადიოდა, ვითომდა ოცნების რჩეული იყო... ჰოდა ამჯერზეც გაირკვა, თუ რისი ჩამდენია ეს კაცი და აქედანაც სჩანს, რომ წინა ფედერაციის ხელმღვანელობა, არაფერ შუაშია ზესტაფონის გუნდის გაგდებაში. ეს ყველაფერი კოკაიას მორიგი ავანტიურის შედეგია. ამიტომ სჯობს გუნდმა, სადაც არის, იქედან დაიწყოს, უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება, თავიანთი ფეხბურთის თამაშით და არა ახლანდელი ფედერაციის დათმობების ხარჯზე.
კახა ქირია
ბათუმს თუ სტადიონი ეღირსა აუცილე ლად დასაჯდომი ადგილები უნ და გადაიხუროს რადგან წვიმებია ხშირად
status quo
ორ სკამზე მჯდომს მალე გინებას დაუწყებენ და ღირსიც იქნება,თავისი ადგილი რომ არ იცის კაცმა.
გოგი ქუთაისელი
ლიგა ნაშნავს ლათინურად კავშირს,გაერთიანებას. პრო ლათინურად ნაცვლად.რომელი ვუნდერკინდის იდეა იყო რომ გვეყოლება პროლიგა ნონსენსია!
haneli
kargi da umjobesi iqneboda.hempionati hagvetarebina mxolod im gundebit visac aqvs stadionebi da sadac aris bunebrivi safari. Es ufro caadgeboda fexburtis ganvitarebas.
gio
კობიაშვილს პარლამენტარი გახდა,მაგას სცალია მაგ საქმისთვის?
გიორგი
მართალია,ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი გუნდის მეპატრონემ და მისმა ხუშტურებმა დაგიშავათ!!! გახსოვთ, რა დღეში იყავით იმ წელს??? ყველამ მიგატოვათ!, მაინც პრაქტიკულად გავარდნილები იყავით!!! კოკაიას თუ თქვენი სიკეთე უნდოდა ჭკუა უნდა ეხმარა და ომი კი არ უნდა გამოეცხადებინა ფედერაციისათვის არამედ ჯერ გუნდისთვის მინიმალურად მაინც მიეხედა, ლიგაში დაეტოვებინა და მერე ეომა! ძლიან გამეხარდება თუკი ზესტაფონს აღადგენენ, მაგრამ ვიმეორებ ეს მხოლოდ ფედერაციის ბრალი არ იყო და სხვასაც უნდა მოსთხოვოთ პასუხი!!!
ბაჯო
ზუგდიდსჰი რა ხდება ეგ ტქვი კობი ?
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა