საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდი ყაზახურ "ორდებასიში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ სეზონი ყაზახურ "ორდაბასიში" ჩაამთავრა. ტრავმების მიუხედავად, 32 წლის ფეხბურთელმა ამ გუნდის შემადგენლობაში დასამახსოვრებელი მატჩები მაინც ჩაატარა და გოლებიც შეაგდო.

ყაზახეთის ჩემპიონატში "ორდაბასი" მეოთხე ადგილზე გავიდა. მარცვალაძესთან ერთად, ამ გუნდში თამაშობს გოგიტა გოგუაც, ვისი წვლილიც გუნდის წარმატებაში ასევე დიდია. ყაზახეთის პირველობა კი თანდათან იზრდება და

იქ წარმატებით თამაში იოლი არ არის.

ვლადიმირ ვაისი ოთარ მარცვალაძესაც იწვევდა ეროვნულ გუნდში. ფაქტია, დღეს ბევრი არ გვყავს მისი დონის შემტევი და ისიც ცხადია, რომ წინა წლებში მას შეეძლო, მეტი სარგებლობა მოეტანა ეროვნული გუნდისთვის.

მარცვალაძე ახლა თბილისშია. ცხადია, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

- ოთარ, როგორი იყო გასული სეზონი თქვენთვის? ფაქტია, შეგუება მოგიხდათ აბსოლუტურად უცხო ჩემპიონატთან...

- მართალი ბრძანდებით. აქამდე ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა ყაზახეთის ჩემპიონატზე. უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ იმაზე რთული აღმოჩნდა იქ თამაში, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. სხვანაირი მოლოდინით წავედი და ჩასულს სხვა რეალობა დამხვდა.

გუნდში რომ მივედი, ჩემი ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ. დაახლოებით თვე-ნახევარი გამიცდა ტრავმის გამო და ეს იყო ერთადერთი უარყოფითი ამ სეზონიდან. თან იქ ჩასვლის მომენტში ცოტა მოუმზადებელი ვიყავი, რადგან საქართველოში სეზონი უკვე დასრულებული იყო. თანდათან შევედი ოპტიმალურ ფორმაში და ალღო ავუღე ჩემპიონატს, მაგრამ ერთხელაც უნდა ვთქვა, რომ რთული ტურნირია.

რაც შეეხება მთლიანობაში გუნდის გამოსვლას, თავისუფლად შეიძლებოდა, ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა ვყოფილიყავით.

- თქვით, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი რთული სათამაშოა. მაინც რა ნიუანსებს გამოარჩევდით? რა ტენდენციებია ყაზახეთში? რა გზით მიდიან?

- ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია, რაც დავინახე, ის არის, რომ ყველა მატჩში დიდი ბრძოლა მიდის. სათამაშო დონით, ვთქვათ, რუსეთის ჩემპიონატს ნამდვილად ვერ შევადარებ, მაგრამ დონე ნორმალურია. ფინანსები ყველა კლუბს საკმარისად აქვს - ზოგში მეტია, ზოგში - ნაკლები, მაგრამ - არის. ყველა კლუბს აქვს სტადიონი, ხელოვნური მოედნით იქნება თუ ბუნებრივით. არის ორი გუნდი, რომელიც ყველა კომპონენტით მაღლა დგას სხვებზე. თქვენც იცით - "ასტანა" და "ქაირათი". ყველა გუნდში არიან ლეგიონერები, თან - არა ერთი და ორი ქვეყნიდან. ისინი სხვადასხვა დროს ასე თუ ისე მაღალ დონეზე თამაშობდნენ. არიან სერბები, სენეგალელები, უზბეკები... მოკლედ, მეგობრული გუნდია. მეც მალე შევეწყვე, არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამ მხრივ.

- ვინ პატრონობს "ორდაბასის"?

- ქალაქის ხელმძღვანელობა. კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძალიან კარგი ადამიანები არიან. რომ იტყვიან, შვილებივით მიგვიღეს მე და გოგიტა გოგუა.

- როგორ შეფასდა "ორდაბასის" შედეგი წლევანდელ სეზონში?

- დადებითად. უბრალოდ, იყო შანსი, როგორც წეღან გითხარით, ერთი საფეხურით მაღლა ვყოფილიყავით. მეოთხე ადგილიც პოზიტიური შედეგია. თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გააკეთა გუნდის წარმატებისთვის. რაც გამოვიდა, ეს არის...

- ალბათ, ჩვენც და თქვენც უფრო მეტ გოლს ველოდით ოთარ მარცვალაძისგან...

- უკეთესი იქნებოდა, ნამდვილად, მაგრამ იყო ობიექტური მიზეზებიც. ნებისმიერ ჩემპიონატში ფეხბურთელს სჭირდება ადაპტაცია. გარდა ამისა, ჩასვლის მომენტში მოუმზადებელი ვიყავი. მერე იყო პატარა შესვენება ჩემპიონატში. ათდღიანი შეკრება გავიარე გუნდთან ერთად და აშკარად შევედი ფორმაში. მერე გავიტანე გოლებიც და... მივიღე ტრავმა... დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს, გაცილებით მეტს შევძლებდი, თუმცა... რას ვიზამთ. ტრავმა ფეხბურთის ნაწილია და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს ამისთვისაც.

ჩემი აზრით, მომავალი სეზონი უკეთესი გამოვა. უკვე ვიცი, რა და როგორ არის საჭირო. ადაპტაციის პერიოდი ჩავლილია. ყოველ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს.

- გოგიტა გოგუას საქმეები როგორ მიდის?

- ძალიან კარგი სახელი და ავტორიტეტი აქვს ყაზახეთში. ის უპირობო ლიდერი იყო "ირტიშში" და "ორდაბასიშიც" წამყვანი მოთამაშეა... ზოგადად ქართველების მიმართაც ძალიან კარგი, თბილი დამოკიდებულება აქვთ, ყველა ძალიან გვაფასებს და მართლაც სასიამოვნოა ასეთ გარემოში თამაში.

- თავდამსხმელის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა "ორდაბასიში"?

- კონკურენცია ნამდვილად არის. სულ უნდა ამტკიცო, რომ ძირითადში თამაშის ღირსი ხარ. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს, როცა გუნდში კონკურენციაა. ფეხბურთელი ყოველდღე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს - როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშში.

- მომავალ სეზონსაც "ორდაბასიში" გაატარებთ?

- ჯერჯერობით, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და თუ არაფერი შეიცვალა, მომავალ სეზონშიც "ორდაბასიში" ვითამაშებ.

- ხომ არ არის ინტერესი თქვენ მიმართ?

- ამაზე არაფერი გამიგია.

- რამდენად აქვს ფეხბურთელს ყაზახეთის ჩემპიონატში პროგრესის საშუალება?

- უკვე გითხარით, რომ ნორმალური დონეა, მაგრამ მე მაინც არ ვურჩევ, ვთქვათ, 20 წლის ფეხბურთელს ყაზახეთში სათამაშოდ წასვლას. ყველამ იცის, რომ აქ ძალიან დიდი ფულია, მაგრამ მთლად ასეც არ არის.

მე არ ვამბობ "ქაირათსა" და "ასტანაზე". ამ გუნდებში მოხვედრა ძალიან რთულია. თქვენც კარგად იცით, რა დონის გუნდი ჰყავს კახა ცხადაძეს. მე ვიტყოდი, რომ "ქაირათი" რუსული პრემიერლიგის წამყვანი კლუბების დონეზეა. რა ფეხბურთელები თამაშობენ "ქაირათში", ესეც იცით - ტიმოშჩუკი, არშავინი, ისლამხანი... ისინი ნამდვილი ვარსკვლავები არიან. "ასტანას" შედეგებიც თვალსაჩინოა. გუნდი უკვე სტაბილურად თამაშობს ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. დამეთანხმებით, ეს არ არის პატარა ამბავი. ყაზახეთის ჩემპიონატს არც მაყურებელი აკლია.

- პირადად ჩემი აზრია, რომ წინა წლებში მეტი სარგებლობა უნდა მოგეტანათ ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ ისიცაა, რომ თითქმის არ გითამაშიათ თქვენთვის ოპტიმალურ, ფორვარდის პოზიციაზე...

- დავიწყოთ იქიდან, რომ ნაკრებში გატარებული ყველა წუთი ჩემთვის არის უბედნიერესი. სადაც გათამაშებენ ეროვნულ გუნდში, იქ უნდა ითამაშო, თუმცა აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ პოზიციასთან დაკავშირებით და ამას ვამბობ არა პრეტენზიით, არამედ სინანულით იმის გამო, რომ მეტი შემეძლო. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა ფორვარდის პოზიციაზე ვითამაშე.

საქართველოს ნაკრებში თავი არასოდეს დამიზოგავს, ჩემს სინდისთან პირნათელი ვარ, მაგრამ როცა ნახევარმცველად მაყენებდნენ, არ გამომდიოდა თამაში. თავს ვიკლავდი, ვინდომებდი, მაგრამ... არ იყო ეს ჩემი პოზიცია. გერმანიასთან და არაბეთთან ამხანაგური მატჩები, ხორვატიასთან შეხვედრა, რომელშიც მწვრთნელმა მოგვიანებით გადამწია წინ - ეს ის მატჩებია, სადაც ჩემს პოზიციაზე ვითამაშე...

საქართველოს ნაკრებს და ვლადიმირ ვაისს წარმატებებს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ეროვნული გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. ძალიან მახარებს ის, რომ მოდიან ნიჭიერი ფორვარდები, გოლებიც გააქვთ... მჯერა, საქართველოს ნაკრები შეძლებს ჩვენი გულშემატკივრების გახარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
გაიხარე ოთარ, უფალმა დაგლოცოს და კიდევ უფრო გაგაძლიეროს.კარიეაში ბევრი გაგიცდა, ამიტომ კიდევ დიდიხანს უნდა ითამაშო, როგორც ევროპაში თამაშობენ. 36-37 წელი კარგი ფეხბურთელისთვის არაფერია.
nika
ძაან მაგარი ნიჭი დაილარგა ამ ბიჭის სახით
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა