ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა საბანაძე: "ტორპედოში" მეგობრები მყავს, დამლაგებლებსაც კარგად ვიცნობ...

ნიკა საბანაძე: "ტორპედოში" მეგობრები მყავს, დამლაგებლებსაც კარგად ვიცნობ...

"თქვენ თუ გგონიათ, კვიპროსში ბევრად უკეთესი ჩემპიონატია, ძალიან ცდებით..."
გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი ქუთაისის "ტორპედომ" განახორციელა: საქართველოს თასის მფლობელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნიკა საბანაძესთან - ეს ინფორმაცია ქუთაისელთა პრესსამსახურმა გაავრცელა. საბანაძე ქუთაისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

25 წლის თავდამსხმელს ქუთაისელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ და აფასებენ - საბანაძეს "ტორპედოში" ხუთი სეზონი უთამაშია და ბოლო წლებში მისი ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელიც გახლდათ. რიონისპირელთა გუნდის ფორმით ჩატარებულ 97 მატჩში მან 25 ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, უმაღლეს ლიგაში უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოში", ბოლო ერთი წელი კი პირველი ლიგის მარტვილის "მერანში" გამოდიოდა.

სულ საბანაძემ 149 მატჩში 45 გოლი დააგროვა. ამას გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ და ეროვნულ გუნდშიც უხმობდნენ ხოლმე.

მან "მერანში" თავი ზესტაფონში გამართულ საქართველოს თასის ფინალშიც გამოიჩინა: მართალია, "ტორპედომ" 2:1 გაიმარჯვა და ტიტული მოიპოვა, მაგრამ მარტვილელთაგან ერთადერთი ბურთი სწორედ საბანაძემ გაიტანა. სხვათა შორის, მაშინ მან ყურადღება იმითაც მიიქცია, რომ გოლი ზარ-ზეიმის გარეშე აღნიშნა, ემოციები მოთოკა და ამგვარად მეტოქისა და თავისი ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ნიკა საბანაძე იმედოვნებს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება წარმატებული იქნება. "ლელოსთან" ინტერვიუში ის არ მალავს, სხვა, არანაკლებ საინტერესო შემოთავაზებებს რატომ არ დათანხმდა. საბანაძე სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო...

- ვიცით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი წინადადებით მოგმართეს - "ლელოს" ინფორმაციით, განსაკუთრებით თბილისის "ლოკომოტივი" აქტიურობდა და კარგ პირობებსაც გთავაზობდათ; "სამტრედიიდანაც" დაგიკავშირდნენ, ინტერესს სხვა კლუბებიც გამოხატავდნენ, თუმცა კვლავ "ტორპედოში" თამაში ისურვეთ. ქუთაისელების სასარგებლოდ არჩევანი რატომ გააკეთეთ?

- დასამალი ნამდვილად არ არის, რომ შემოთავაზებები ნამდვილად მქონდა. "ლოკომოტივისა" და "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელები დამიკავშირდნენ. ისინი ისეთი სპეციალისტები არიან, რომლებთან მუშაობაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს და მათ შორის მეც ვარ. მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ გუნდში თამაში გადავწყვიტე, რომელსაც ახლოს ვიცნობ და შეგუება არ დამჭირდება.

- ცნობილი გამონათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო...

- მე მაინც შევედი, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს მდინარე ჩემი გუნდია, სადაც თავს კარგად ვგრძნობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში დავბრუნდი. "ტორპედოში" ბევრი მეგობარი მყავს, იქ დამლაგებლებსაც კი კარგად ვიცნობ... 5 წელი ვთამაშობდი და ეს პატარა დრო არ არის.

მიმაჩნია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დასასრულ, კახა ჩხეტიანის მისვლის შემდეგ, "ტორპედო" ძალიან კარგად ათამაშდა და ძველი ამბიციები დაიბრუნა. თუ "ტორპედომ" დღევანდელი ბირთვი შეინარჩუნა და 3-4 კაცით კიდევ გაძლიერდება, ახალ ჩემპიონატში მინიმუმ სამეულისთვის მაინც იბრძოლებს - ძლიერი შემადგენლობაც ჰყავს და გუნდს ავარჯიშებს ჩხეტიანი, რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელების სამეულში შედის. მან ეს ხანმოკლე მუშაობის პერიოდში დაამტკიცა. ის გეგუჩაძის გაზრდილი სპეციალისტი და მისი სკოლის წარმომადგენელია.

- საერთოდ, ემოციურ მოთამაშედ გიცნობენ, მაგრამ მოულოდნელი იყო, რომ თასის ფინალში "ტორპედოსთან" გოლი მორიდებულად აღნიშნეთ...

- იმიტომ, რომ იქით ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და ამ ერთი გოლის გამო ყველაფერს ხაზს ვერ გადავუსვამდი. საერთოდ, მიკვირს, ჩემზე რომ ამბობენ, მეტისმეტად ემოციური არისო - ეს ფეხბურთშიც აუცილებელია და ცხოვრებაშიც. მოედანზე უემოციოდ თუ გადიხარ და შენში სიხარული და ტკივილი განსხვავებულ გრძნობებს არ აღძრავს, გამოდის, გულგრილი ადამიანი ხარ და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებ. "ჩელსის" დიეგო კოშტა მეტისმეტად ემოციურია, ისევე, როგორც იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ორივეს გოლები გააქვს და გულშემატკივრებს ახარებენ.

ფეხბურთს ვერ ითამაშებს პიონერი, რომელიც ყოველთვის დამჯერია და კარგად იქცევა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თამაშის ბედს ასეთები ვერ წყვეტენ. გადამწყვეტ მომენტში თავს უფრო ემოციური მოთამაშე ავლენს.

- "მერანს" აგვისტოდან პირველ ლიგაში ეხმარებოდით. ასეთ პირობებში დონისა და კონდიციების შენარჩუნება ძნელი არ იყო?

- ბუნებრივია, ძნელი იყო, რადგან პირველი ლიგის დონე უმაღლესისას ჩამორჩება, მაგრამ ყველაფერში კარგი უნდა მოძებნო და ცხვირი არ ჩამოუშვა - მაშინ ყველაფერი გამოგივა. თანაც, "მერანში" ორი მწვრთნელი მყავდა - კვარაცხელია და მიქაძე. ორივე თავდამსხმელი იყო და მათი დამსახურებაა, ბევრი რამ რომ ვისწავლე. საერთოდ, თუ ადამიანი მონდომებულია, ყოველთვის და ყველგან გაიზრდება და საკუთარ თავს გამოძერწავს.

- მაგალითად, რა იყო პირველ ლიგაში სასარგებლო?

- კლასი ნაკლებია, მაგრამ ორთაბრძოლები და ძალისმიერი თამაში მეტია - ესეც სასარგებლოა და გაზრდა ასეთ პირობებშიც შეიძლება. თანაც, თამაში სულ 2-3 კაცის წინააღმდეგ მიწევდა, რაც ჩემგან უფრო სწრაფ აზროვნებასა და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. პირველ ლიგაში სათაკილო არაფერია და არ უნდა "გაიბრიქო", რომ იქ არ ითამაშებ.

- ფაქტია, რომ "მერანში" თამაში მაინც დაგიფასდათ...

- ამისთვის ყველა იმ გუნდს მადლობა, რომლებიც მიწვევდნენ! აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და "მერანს" და მის ქომაგს აუცილებლად ვეტყვი მადლობას. ეს არის ძალიან კარგი კლუბი, ხოლო მას ძალიან ერთგული და გულიანი გულშემატკივრები ჰყავს. "მერანში" გატარებული ეს ერთი წელი ყოველთვის თბილად გამახსენდება.

- ათგუნდიან ჩემპიონატში გაცილებით მეტი მოგეთხოვებათ, რადგან მძიმე თამაშებია მოსალოდნელი...

- ამისთვის წინასწარ შემზადებული ვარ. ჩემი აზრით, დაძაბული ჩემპიონატი, სადაც თითოეულ ქულას ფასი დაედება, დონეს აუცილებლად გაზრდის. ძალიან მესიამოვნა, ახლახან ფედერაციის ხელმძღვანელები, კობიაშვილი და მუჯირი რომ ლაპარაკობდნენ, ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა აუცილებლად გადაიცემა და ტურნირს საგანგებოდ შექმნილი ტელევიზია გააშუქებსო.

- თქვენი აზრით, ეს რას შეცვლის?

- რა თქმა უნდა, შეცვლის! ჯერ ერთი, ფეხბურთელებს გვეცოდინება, რომ ჩვენ ვიღაცას ვაინტერესებთ - ახლა კი ჩემპიონატი ძალიან მწირად შუქდება, არადა, გარდამავალ ჩემპიონატში ბევრი კარგი თამაში ჩატარდა. პატარა სტადიონებზე, განათებაზე ტრიბუნები რომ გაივსება და თამაში ტელევიზიაში კარგად შეიფუთება, მაყურებელს მიიზიდავს და დონე ოდნავ მაინც აიწევა.

თქვენ თუ გგონიათ, კვიპროსში ბევრად უკეთესი ჩემპიონატია, ძალიან ცდებით, მაგრამ კარგი სატელევიზიო შეფუთვით ხალხი და სპონსორები დააინტერესეს, შესაბამისად, დონეც გაზარდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• merab

ისე ბევრმა პიონერმა ითამაშა ფეხბურთი

• Guadua

qutaiseli დასტოპინათ და ღირსეულათ- მაგ ორივე სიტყვა ერთი და იგივეს ნიშნავს , ეგაა რომ არა -დასტოპინათ- არამედ "დასტოინა" :) ეს ისე ცნობისათვის :) ან რა საჭიროა საერთოდ გარუსებული სიტყვები? :) რაც შეეხება საბანაძეს, კარგი მოთამაშეა მაგრამ ჭარბად შფოთიანი და მის ასაკში მისი სატრანსფერო ფასი 800 000 უნდა იყოს და არა რამდენიმე ათეული ათასი ,ესეც მისი "დამსახურებაა" , იმედია რომ გამოსწორდება. არც მინდორზეა ძნელი რაინდობა და შევშეკავებულება,ამით არავის წაუგია,წააგეს კვერნაძემ(ასე რომ უყვარს კუთხურის ალმების ჩაწიხვლა გოლზე) , საბანაძემ, ოქრიაშვილმა და მრავალმა სხვა ზედმეტად შფოთიანმა, მათთან ერთად კი ქართულმა ფეხბურთმაც. წარმატებები ყველას, ვისაც სურს და სჯერავს რომ სპორტული წარმატება საერთოა და არა მხოლოდ პირადული.

• qutaiseli

კაი კაცი ხარ საბანაძე შენ და ქუთაისელ გულშემატკივარს სულ ეყვარებიი ,,,,სვათაშორის პირველათ არ მოქცეულა ეს კაცი გოლის სიტუაციაში როცა დინამოში იყო მაშინაც გაგვიტანა და ძაან დასტოპინათ და ღირსეულათ მოიქცა და მიტომაც უყვარს ქუთაისელ ქომაგს ეს კაცი,,,მიგინეიშვილმა რო გადაირია ისე არ მოქცეულა ,,,ამიტომაც მიგინეშვილს ... და დაბრუნებაც უნდოდა ტორპედოში მარა გულშემტკივარმა იმდენი ქნა რო ვერ მობედა იცოდა რო ....ექნებოდა

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია

სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...