20 დეკემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა
20 დეკემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

20.12. ქუთაისი. სპორტის სასახლე

ქუთაისი-ბათუმი 80:77

29:27, 24:20, 10:10, 17:20

ქუთაისი: ბოისა (15ქ, 7მ), ცეკვავა (8ქ), ცინცაძე (24ქ, 7მ, 7პ), ქადარია (4ქ), ბექაური (11ქ, 7მ), ფაშაევი (5ქ, 7პ), გ. ბარბაქაძე, ლომოური (2ქ), ტუბაკი (11ქ, 10მ)

ბათუმი: ლეჟავა (11ქ), კრივცოვი, რამიშვილი (7ქ), შემოსიუკი (14ქ), ფელჩერი (18ქ, 14მ), ჯინჭარაძე (19ქ), თენეიშვილი (3ქ), ელიაძე, მაისურაძე (5ქ), რევაზაშვილი

გადამწყვეტი. მე-12 ტურის ბოლო შეხვედრაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" "ბათუმს" უმასპინძლა. მატჩი საინტერესო და ძალზე დაძაბული გამოდგა - მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო წამებზე შეძლეს ზღვისპირელების წინააღმდეგობის დაძლევა და მეტად საჭირო გამარჯვების მოპოვება.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჯერ ქუთაისელები გავიდნენ წინ, შემდეგ სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მცირე ხნით, ანატოლი ბოისას, გიორგი ცინცაძისა და ზაურ ფაშაევის ზუსტი სამქულიანი სროლებით "ქუთაისმა" 9:0 გაქცევა მოაწყო და პირველი პერიოდი 29:27 მოიგო.

ამის შემდეგ მასპინძლები 10 ქულითაც დაწინაურდნენ (42:32), მაგრამ დავით უსტიაშვილის შეგირდებმა სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს. ბოლო პერიოდი ქუთაისელებმა აღმავლობით დაიწყეს, ცინცაძისა და ტუბაკის კარგი თამაშის წყალობით ისევ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 69:59. თუმცა "ბათუმი" არც ამჯერად დანებდა, მაისურაძემ, ჯინჭარაძემ, ფელჩერმა და ლეჟავამ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს - 70:71;

ბექაურის დროული ორქულიანი სროლის შემდეგ ლეჟავამ ტექნიკური ჯარიმა მიიღო და გადამწყვეტი სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა. ცინცაძემ სამივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და "ქუთაისი" 6 ქულით დააწინაურა - 76:70.

როგორც ასეთ შეხვედრებში ხდება, ბოლო წუთი შეგნებულად აღებული ჯარიმების გამო გაიწელა, ბათუმელები ბოლომდე იბრძოდნენ, ბოლოს შემოსიუკმა პერიმეტრიდან ზუსტი სროლით 3 ქულამდე დაიყვანა სხვაობა - 80:77, თუმცა მსაჯის სირენაც მალევე გაისმა. "ქუთაისმა" ტრადიციულად გამარჯვება ფანკლუბის ტრიბუნასთან იზეიმა.

სტატისტიკა არ ტყუის. საინტერესოა, რომ "ბათუმმა" მასპინძლებზე მეტი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით ამ კომპონენტში უპირატესობა "ქუთაისის" მხარესაა. მასპინძლებმა 34 სროლიდან კალათში 21-ჯერ მოათავსეს ბურთი (61.8%), მაშინ, როცა მათმა მეტოქემ 52 მცდელობიდან 23 გამოიყენა.

სამქულიან სროლებში უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, 8-7-ის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ქუთაისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ საჯარიმო სროლებში. მათ 22-დან 17 საჯარიმო გამოიყენეს, მაშინ, როცა ბათუმელებმა მხოლოდ 7 საჯარიმო ჩააგდეს (12 სროლიდან).

"ქუთაისმა" მოხსნებშიც აჯობა მეტოქეს (40-36), რაშიც დიდი წვლილი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ სერბ ლეგიონერს, დრაგან ტუბაკს მიუძღვის, რომელმაც 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

საუკეთესო. რამდენიმე შეხვედრაა, გიორგი ცინცაძე საუკეთესო მოთამაშის ტიტულს არავის უთმობს. "ბუ" გუშინაც ნაყოფიერად გაისარჯა და 24 ქულასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა.

ქუთაისელთაგან უნდა გამოვარჩიოთ ანატოლი ბოისას კარგი თამაშიც. დრაგან ტუბაკზე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა უნდა დავამატოთ, რომ მან და ცინცაძემ რამდენიმე შესანიშნავი ეპიზოდი შემოგვთავაზეს, როცა გიორგის გადაცემის შემდეგ სერბმა ისე ჩატენა ბურთი, რომ ლამის ფარი მოგლიჯა.

ბათუმელთა შორის ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო. 18 ქულითა და 14 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა ფელჩერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ბოისას ვარჯიშები, კაზანჯიანის ლექციები - მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა ფიბა-სგან FECC-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ცოცხალ ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე - ანატოლი ბოისამ "საკრამენტო კინგსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
ანატოლი ბოისა: ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს