ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი უმასპინძლებს
ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს.

აღნიშნული ტურნირი 2006 წლიდან იმართებოდა თბილისში, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.

მემორიალში მონაწილეობას სუპერლიგის 5 და "ა" ლიგის 3 გუნდი მიიღებს. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 14, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 იანვარს, 14:00 საათზე შეხვდებიან. გამარჯვებულს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც - საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდისთვის.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ორგანიზატორები არიან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

წყარო: superleague.ge

სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა