საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ისტორიაში ფინალური სერიების ასეთი მატჩი ჯერ არ ყოფილა! ეს არ იყო უბრალოდ თამაში – ეს იყო ნამდვილი სასწაული, ემოციური ვულკანი და ბათუმური კალათბურთის ეპოპეა. ზუსტად 22-წლიანი ლოდინის შემდეგ, აჭარამ საჩემპიონო ტიტული დაიბრუნა. შორეულ 2004 წელს ბათუმის „ბასკომ“ ბოლო, მე-3 ჩემპიონობა იზეიმა, რომელიც შემდეგ დაიშალა. სწორედ მის საძირკველზე, ფენიქსივით აღმოცენდა სრულიად ახალი გუნდი, რომელმაც თავისი პირველი ოქროს ჩემპიონობა წელს, ამ დაუჯერებელ ბრძოლაში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მოიპოვა.

ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ბათუმის სპორტის სასახლე და ის აათასობით სუპერემოციური ქომაგია, რომლებმაც დარბაზი ლამის პირთამდე შეავსეს. მათი სამაგალითო, გამაყრუებელი მხარდაჭერა გახდა ის ენერგია, რომელმაც უიმედო მდგომარეობაში მყოფ გუნდს ბოლომე ბრძოლისკენ უბიძგა და ბიჭებმა ნაპერწკალივით შანსს ხორცი შეასხეს. ბათუმელებმა ნამდვილი საჩემპიონო ხასიათი აჩვენეს – ისევე როგორც ნახევარფინალურ სერიაში ქუთაისთან, მათ ფინალშიც საწყისი მარცხის შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს და ოქროს მედლებს უდიდესი ნებისყოფის ფასად დაეუფლნენ.

მატჩის მსვლელობა ნერვების ნამდვილი გამოცდა გამოდგა, რაც მეოთხედების ანგარიშშიც იდეალურად აისახა:

I მეოთხედი (16:20): თსუ-მ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და საწყისი უპირატესობა მოიპოვა.II მეოთხედი (25:14): მასპინძლებმა მეორე პერიოდში დიდებული თამაშით უპირატესობა დაიბრუნეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის სტატუსით გავიდნენ.III მეოთხედი (13:23): თბილისელებმა მოახერხეს თამაშის გარდატეხა, პერიმეტრი ჩაკეტეს და მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.IV მეოთხედი (27:24): ნამდვილი ომი და კულმინაცია, რომელმაც მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.ძირითადი დროის დასრულებამდე 2:15 წუთით ადრე, თსუ-ს ჩემპიონობა ფაქტობრივად ჯიბეში ედო. კვენტინ ჰარდრიქტის ზუსტი 2-ქულიანის შემდეგ თბილისელები 77:70 დაწინაურდნენ. 7 ქულა ამ დროში საკალათბურთო განაჩენს ჰგავდა, თუმცა აქ იწყება ბათუმური სასწაული. მატჩის მიწურულს (38:06 წუთზე) მაირინ ტომასმა ნახტომში ორქულიანით სხვაობა შეამცირა (72:77).

ზუსტად ამის შემდეგ დადგა მატჩის ერთ-ერთი საბედისწერო, გარდამტეხი მომენტი: თსუ-მ დაცვაში ბურთი ჩაჭრა, შეტევას იწყებდა და თამაშის მომთავრება შეეძლო, როცა სირენამდე 2 წუთით ადრე, სრულიად უწყინარ სიტუაციაში, კურვოსიე მაკკოლის პასის შემდეგ ბურთი ხელიდან გაუცურდა კვენტინ ჰარდრიქტს და აუტში გადავიდა. მაირინ ტომასის ორქულიანის შემდეგ ბათუმს იმედის ნაპერწკალი მიეცა, თუმცა თსუ-მ მალევე უპასუხა – 1:32 წუთით ადრე მიხეილ ბერიშვილმა ძალიან საჭირო 3-ქულიანი ჩააგდო და სტუმრები 80:72 დააწინაურა. დარბაზში ბევრს ეგონა, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ბათუმმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა.

მოყოლებული ამ მომენტიდან, ყოველი წამი ოქროდ ფასობდა:

38:43 – ლევან ბაბილოძემ აკაკი დვალიშვილის პასით ეფექტური ლეი-აფი შეასრულა (74:80).39:08 – კვენტინ ჰარდრიქტი შეტევაზე მიდის, თუმცა კარსონ ბაშამი ფანტასტიკურად უფარებს და თსუ-ს შანსს ართმევს.39:14 – გიორგი ოჩხიკიძის დაცვაში მოხსნის შემდეგ, დავით ლომიძის პასით, კარსონ ბაშამმა სწრაფ შეტევაში ორქულიანი ლეი-აფი ჩააგდო და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (76:80).39:39 – დავით ლომიძე ტაქტიკურად ჯარიმდება კურვოსიე მაკკოლზე. მაკკოლს ნერვებმა უმტყუნა: პირველი საჯარიმო ააცილა, ხოლო მეორე ჩააგდო (76:81). ეს თსუ-ს საბედისწერო შეცდომა იყო – მაკკოლს ორივე რომ ჩაეგდო, ან მოგვიანებით ალექსანდრე ფევაძეს 2-დან 1 საჯარიმო მაინც გამოეყენებინა, თსუ მოიგებდა.39:42 – სირენამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, მაირინ ტომასმა აიღო პასუხისმგებლობა და უმძიმესი, გიჟური 3-ქულიანი ჩააგდო ნახტომში – სასახლე ჰაერში აიჭრა (79:81).39:43 – ბაბილოძე სასწრაფოდ ჯარიმდება ფევაძეზე. ალექსანდრე ფევაძე საჯარიმო ხაზზე დგება და… ორჯერვე არაზუსტია. მაირინ ტომასი დაცვაში უმნიშვნელოვანეს მოხსნას აკეთებს.39:45 – ნიკა ჩეჩელაშვილი იძულებულია დაჯარიმდეს ტომასზე. მაირინ ტომასი საჯარიმოს ხაზიდან ორივე სროლას ცივსისხლიანად ათავსებს კალათში და ანგარიშს ათანაბრებს – 81:81!40:00 – ძირითადი დროის ბოლო წამზე ჰარდრიქტმა შესვლა გააცუდა, რაც მასზე პრესინგის ლოგიკური დასასრული იყო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა!

ოვერტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. თსუ ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებული აღმოჩნდა, ბათუმმა კი მეტოქე დაცვაში უბრალოდ დაჩაგრა და დამატებითი დრო სუფთად, 9:0 მოიგო!

ოვერტაიმის სტარტზევე, ტომასის ბლოკშოტისა და ოჩხიკიძის მოხსნის შემდეგ, ლევან ბაბილოძემ ნახტომში ორქულიანით დააწინაურა ბათუმი (83:81). თსუ-ს შეტევები უშედეგოდ სრულდებოდა, სანამ 41:28 წუთზე გიორგი ოჩხიკიძის პასით მაირინ ტომასმა მორიგი ფანტასტიკური 3-ქულიანი არ ჩააგდო და უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა (86:81).

თბილისელთა იერიშებს ბათუმელებმა დაცვაში გმირული ბლოკშოტებით უპასუხეს – ჯერ ბაბილოძემ დააფარა ჰარდრიქტს, შემდეგ კი ისევ ბაბილოძემ დაბლოკა მიხეილ ბერიშვილის სამქულიანი. მატჩის მიწურულს ტომასმა ჯერ საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 44:23 წუთზე ორქულიანი სროლით მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. მიხეილ ბერიშვილის არასპორტული ჯარიმის შემდეგ, ტომასმა საბოლოო ანგარიში, 90:81 დააფიქსირა.

გამარჯვებულთა რიგებში ფენომენალური მატჩი ჩაატარა მაირინ ტომასმა, რომელმაც 28 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს გმირული გამარჯვებისკენ გაუძღვა. ბათუმიდან ასევე ბრწყინვალე იყო გიორგი ოჩხიკიძე 22 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით. აღსანიშნავია აკაკი დვალიშვილის დიდებული გარჯა გადამწყვეტ ეპიზოდენში და მისი გონიერი, პრაგმატული თამაში, რაც იმ დიდ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რაც მან საქართველოს 17 ეროვნულ ჩემპიონატში დააგროვა. თსუ-ში საუკეთესო კურვოსიე მაკკოლი გახლდათ 24 ქულით, ხოლო გიორგი ტურძილაძემ გუნდს 23 ქულა შესძინა.კვენტინ ჰარდრიქტის ანგარიშზე 16 ქულა და 9 პასი დაგროვდა.

ფინალური სასტვენის ხმასთან ერთად, ბათუმის სპორტის სასახლეში ნამდვილი სიგიჟე დაიწყო – მოედანი წამებში გაივსო ასობით ქომაგით. ხალხი კალათბურთელებთან ერთად ტიროდა, ერთმანეთს, კალათბურთელებს იხუტებდა და ზეიმობდა ამ ისტორიულ ჩემპიონობას. დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე შეუჩერებელი ემოციური ტალღა ბობოქრობდა, რის შემდეგაც საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყო.

თსუ-ს გუნდი ვერცხლის, ხოლო „ბათუმი“ ნატვრისთვალივით ნაოცნებარი ოქროს მედლებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვეს.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად, სრულიად დამსახურებულად, ბათუმელთა დამრიგებელი ბუბა ბერიშვილი დასახელდა, რომელსაც შესაბამისი პრიზი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ გადასცა.

ფინალური სერიის საუკეთესი მოთამაშე (MVP) და ამ მატჩის ნამდვილი გმირი მაირინ ტომასი გახდა – სპეციალური ჯილდო მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურა პატარიძემ გადასცა.

კულმინაციისას კი, დარბაზის მქუხარე ოვაციების ფონზე, საჩემპიონო თასი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბათუმელთა კაპიტანს, ლევან ელიაძეს გადასცა, რის შემდეგაც დარბაზში საჩემპიონო ფეიერვერკი აფრიალდა. ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა აჭარული სპორტის ისტორიაში!

GBF

"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება
რა თანხას მიიღებს პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
"იუვენტუსს" ალისონის შესახებ "ლივერპულისგან" პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს განსჯიან
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში საკუთარი ვერტმფრენით მივიდა
მოდი და ცადე - ითამაშე თაჩ რაგბის ფესტივალზე!
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ძირითადი მეკარეობა დაიმსახურა, მაგრამ..." - პირლომ საფონოვზე ისაუბრა
2 თვის უთამაშებელი ტიმბერი "კვარას" წინააღმდეგ დაბრუნდება? - "მეთოფეები" იმედს არ კარგავენ
"მილანს" "კრისტალ პალასი" არჩია - ირაოლამ "როსონერის" შეთავაზება იუარა
ციფრული PR-ის გავლენა სპორტსმენის კარიერულ წარმატებაზე
70 მილიონი და ბონუსები - "ბარსელონა" გორდონის ტრანსფერს დღეს დაასრულებს
მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
[VIDEO] "კრისტალ პალასმა" "რაიო ვალეკანოს" სძლია და კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ჯერ კვარაცხელიას და დავითაშვილის გარეშე - ეროვნულმა ნაკრებმა შეკრების მეორე ვარჯიში გამართა
გულიაშვილს ოპერაცია მადრიდში წარმატებით ჩაუტარდა
ეს ზურიკოს გუნდისთვის კარგია - საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება
"ბატრაკოვის პსჟ-ში გადასვლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს" - ღურწკაია წინასწარმეტყველებს