მოდი, ვნახოთ სახო; რაო, რა თქვა დროგბამ?
12:06. ნიკოლას ლომბერტსს "ზენიტიდან" წასვლა სურს. "ფოტომაკის" ინფორმაციით, რუსული გრანდის მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ თანხმობა განაცხადა "გალათასარაისთან" მოლაპარაკებებზე.

12:18. "ჩელსი" ზრუნავს იმაზე, რომ რუბენ ლოფტუს-ჩიკს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამიტომაც გადაწყდა, 20 წლის ნახევარმცველი იჯარით გაუშვან პრემიერლიგის რომელიმე კლუბში. ვარიანტი კი სამია: "უოტფორდი", "მიდლსბრო" და "სუონსი".

12:30. "იუვენტუსის" ქომაგები ტყუილად ელოდებიან ახალწვეულებს. აი, რა უთხრა მასიმილიანო ალეგრიმ "გაძეტა დელო სპორტს":

"არ მაინტერესებს არანაირი სატრანსფერო "ფანჯარა". თუნდაც ახლავე დახურონ, მე ის ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მშვენივრად არის დაკომპლექტებული", - განაცხადა "იუვეს" მწვრთნელმა.

12:42. "საუთჰემპტონს" ძალიან მოსწონს "ლივერპულის" მცველი მამადუ სახო, "ლივერპული" კი ცდილობს, 27 წლის ფრანგი თავიდან მოიშოროს. ასე რომ, ორ კლუბს შორის გარიგება სრულიად რეალურია. "დეილი მეილი" ვარაუდობს, რომ "წმინდანებს" ეს სატრანსფერო ოპერაცია 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

12:43. ინგლისური მედია წერს, რომ მამადუ სახოზე უარს არც "სევილია" იტყვის.

12:48. ხორვატიიდან ასეთი ინფორმაცია მოვიდა: ამ ზამთარს ივან რაკიტიჩი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდებაო...

13:03. ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გამოხმაურება "ბარსელონას" ბანაკიდან. ლუის ენრიკემ კატეგორიულად უარყო ხორვატი ნახევარმცველის გასხვისების სურვილი, ხოლო კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე უფრო შორს წავიდა და რაკიტიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა გაამხილა.

13:07. პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "გრანადამ" მთავარ მწვრთნელ ლუკას ალკარასს კონტრაქტი გაუგრძელა. ახალი შეთანხმების ძალით, 50 წლის სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბში 2018 წლის ივნისის ბოლომდე უნდა იმუშაოს.

13:13. "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ბაუმანმა "კიკერს" განუცხადა, რომ 21 წლის ტალანტი სერჟ გნაბრი ბრემენულ კლუბს არ დატოვებს.

13:20. ახლახან "სუონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა პოლ კლემენტმა, რომელიც "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა, იმავე "ბაიერნიდან" მცველ ჰოლგერ ბადშტუბერის წაყვანა მოინდომა.

13:30. "ევერტონის" დუბლებში ჩარჩენილ ბაი უმარ ნიასს "ჰალში" გადასვლის შანსი გაუჩნდა. სეზონის ბოლოს "ვეფხვები" 27 წლის სენეგალელი ფორვარდის გამოსყიდვასაც ეცდებიან.

13:30. ტოპ-ლიგაში ყაზახეთის ჩემპიონატიდანაც შეიძლება მოხვედრა. აგერ, "ასტანას" ნახევარმცველმა ნემანია მაქსიმოვიჩმა "ვალენსიას" მიაშურა. 21 წლის სერბმა "ღამურებს" ბედი 4 წლით დაუკავშირა.

13:47. სატრანსფერო ბაზარი ჩინური კლუბების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ამის დასტურად ეს ინფორმაციაც იკმარებს - "შანხაიმ" 38 წლის პორტუგალიელი მცველი, "რეალში", "ჩელსისა" და "მონაკოში" ნათამაშები რიკარდო კარვალიო (88 მატჩი და 6 გოლი პორტუგალიის ნაკრებში) გადაიბირა. ცნობისთვის - ამ ჩინურ კლუბში ჰალკი და ოსკარიც აგორებენ ბურთს.

14:24. "ვოლფსბურგს" ახალწვეული ჰყავს - "მგლებმა" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ფრანგ პოლ-ჟორჟ ნტეპს. 24 წლის ნახევარმცველი მანამდე "რენის" ღირსებას იცავდა. ამ ოპერაციის სანაცვლოდ ფრანგები 5 მილიონ ევროს მიიღებენ.

14:33. "ბორნმუთი", რომელმაც მცველი ნათან აკე "ჩელსის" დაუბრუნა, მის შემცვლელს ეძებს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ალუბლებს" ორი ვარიანტი აქვთ და ორივე - "ლივერპულიდან": ჯოზეფ გომესი და მამადუ სახო. ამ უკანასკნელზე შეგახსენებთ, რომ ის "საუთჰემპტონსაც" აინტერესებს.

14:41. "მილანი" ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. 21 წლის ცენტრალური მცველის მოქმედ ხელშეკრულებას 2020 წლის ივნისის ბოლოს გასდის ყავლი.

15:02. "კანალ პლუსს" მოჰყვას დიდიე დროგბას სიტყვები: "მაქვს საშუალება, დავბრუნდე საფრანგეთში, მაგრა ახლა მეტს არაფერს ვიტყვი". ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული კოტდივუარელი ფორვარდი კიდევ ერთხელ მოირგებს "მარსელის" მაისურას. დროგბამ ეს-ესაა დატოვა "მონრეალი" და ახლა თავისუფალი აგენტია.

15:06. რამდენიმე წუთში ვრცელდება დიდიე დროგბას ახალი კომენტარი: "ვინ იქნება თანახმა ნაკლებ ხელფასზე? რა თქმა უნდა, არავინ. დავბრუნდებოდი "მარსელში" ფეხბურთელის რანგში. თავად ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, მაგრამ მე ვერ ვაიძულებ დირექტორთა საბჭოს, ჩემი დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს".

15:37. "მიდლსბრო" მზად არის, შეელიოს 32 წლის ნახევარმცველ სტიუარტ დაუნინგს, ვინც მიმდინარე სეზონში სულ 2-ჯერ მოხვდა ძირითად შემაგენლობაში.

15:42. "მიდლსბრო" მოლაპარაკებებს აწარმოებს "დერბი ქაუნთისთან" დევიდ ნაჯენტის გაყიდვაზე. გარიგების საფასურად 2,3 მილიონ ევროს ასახელებენ.

15:50. აიმენ აბდენურზე პრეტენზიას აცხადებენ "ვოლფსბურგი" და "ჰამბურგი" - ინფორმაციას "კიკერი" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ტუნისელი მცველი "ვალენსიაში" თამაშობს.

16:33. "სევილიამ" კლემან ლონგლე საზოგადოებას წარუდგინა. ანდალუსიელებმა 21 წლის ფრანგი მცველი "ნანსისგან" იყიდეს.

16:40. "ევერტონი" არ კარგავს იმედს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მორგან შნაიდერლინს იყიდის. "ირისებს" 27 წლის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება 28 მილიონი ევრო დაუჯდებათ. შნაიდერლინს ეს ვარიანტი ძალიან აწყობს. "ევერტონში" ის მიიღებს სათამაშო პრაქტიკას და იმუშავებს რონალდ კუმანთან, ვისაც "საუთჰემპტონის" პერიოდიდან კარგად იცნობს.

17:01. ჩინური "ტიანცზინი" ნიკოლა კალინიჩს სეზონურად უკვე 15 მილიონ ევროს(!) ჰპირდება, რაც 3 მილიონით მეტია წინა კვირის შეთავაზებაზე. "ფიორენტინა" კი ამ გარიგებისგან 45 მილიონ ევროს ელოდება.

17:28. "სტოკ სიტის" აინტერესებს ერთი ფეხბურთელი საფრანგეთის პირველი დივიზიონიდან - ლაპარაკია "ამიენის" 24 წლის ნახევარმცველ გესუმა ფოფანაზე. ჯერჯერობით, ამ მშრალი ინფორმაციით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

17:35. ...და უცებ ახალი ამბავი ფოფანასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ფრანგ შუახაზელზე "ასტონ ვილა" და "ნორვიჩიც" აცხადებენ პრეტენზიას. გარიგების საფასურად 200 ათას ევროს ასახელებენ.

17:40. "სქაი სპორტმა" დაწერა, რომ "მანჩესტერ სიტიში" ივან რაკიტიჩის მოსალოდნელ გადასვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია ტყუილია და რომ ის ხორვატი ჟურნალისტების მიერაა შემოგდებული.

17:48. "კრისტალ პალასმა" "ლესტერს" 24 წლის მარცხენა მცველის, ჯეფრი შლუპის 10.5 მილიონ ევროდ დათმობის წინადადებით მიმართა. "მელიებმა" "არწივები" უარით გაისტუმრეს.

17:57. პაბლო ერნანდესი "ლიდსის" საკუთრება გახდა. 31 წლის ესპანელი "ალ-არაბიში" იჯარით თამაშობდა.

18:01. შტეფან ილსანკერმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი (რომელიც 2018 წელს იწურებოდა) კიდევ 2 წლით გააგრძელა.

18:10. შვედური "სუნდსვალის" ფორვარდი სტეფან სილვა "პალერმოში" ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა.

18:21. "ჩელსი" და "სუონსი" გაცვლას ამზადებენო, წერს "სქაი სპორტი". მიჩი ბაჩუაის "გედებში" გაუშვებენ, ხოლო ფერნანდო ლორენტეს "სტეფორდ ბრიჯზე" უკრავენ თავს.

18:58. "ბრენტფორდის" თავდამსხმელი სკოტ ჰოგანი "ვესტ ჰემში" გადადის. ამავე დროს, "ჩაქუჩებს" სჭირდებათ 30 წლის რობერტ სნოდგრასიც. შოტლანდიელ ნახევარმცველში ლონდონელები 3.5 მილიონ ევროს იძლევიან, თუმცა "ჰალი" 10 მილიონს ფეხს არ უცვლის.

19:07. მოსკოვის "სპარტაკს" "საუთჰემპტონის" პორტუგალიელი მცველი, 33 წლის ჟოზე ფონტე აინტერესებს.

19:31. დადასტურდა, რომ მანოლო გაბიადინი "ნაპოლის" დატოვებს. ფორვარდის აგენტი "ფუტბოლ იტალიასთან" კომენტარში ამბობს, რომ ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო რაც შეეხება მისი კლიენტის ახალ ნავსაყუდელს, ის ან ინგლისში იქნება, ან გერმანიაში.

19:43. ვეტერანი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო "ემპოლიდან" "პესკარაში" გადავიდა.

19:47. სტევან იოვეტიჩი "სევილიას" უახლოვდება. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ამ წუთებში ჩერნოგორიელი ფორვარდი და მისი აგენტი "ინტერის" ოფისში გარიგების საბოლოო დეტალებს აგვარებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
ტრანსფერ ONLINE: 26 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
ხოსე კალეხონმა გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რონალდ კუმანმა მეტოქე მწვრთნელისთვის ხელის ჩამორთმევა იუარა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ისე, როგორც სინიშა... გაბიადინის სტარტი "ნისლიან ალბიონზე" დიდებულია
"სამპდორიას" ყველა დაინფიცირებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა
ჟოზე მოურინიო დაცვის გაძლიერებას "საუთჰემპტონის" ფეხბურთელით აპირებს
სადისციპლინო კომიტეტმა სერია A-ს ორი ფეხბურთელი დასაჯა
მიგელ მიჩუ ახალი სეზონის მოლოდინში
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ტრანსფერ ONLINE: 10 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პორტუგალიის ნაკრების მცველი: რამდენიმე წლის წინ მესამე დივიზიონში ვთამაშობდი
"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო
ინგლისი. პრემიერლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ორი დიდი დერბის ტური
ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლაპორტამ თქვა, რომ მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს - კუმანმა ახსნა, რატომ არ სჯერა "ბარსელონას" პრეზიდენტის სიტყვების
ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ