ესპანელისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა
"რაიო ვალეკანოდან" მიგელ მიჩუს შეძენა "სუონსის" 2,26 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც წესი, პრემიერლიგელები ასეთ თანხებს დუბლების ფეხბურთელებში იხდიან ხოლმე, თუმცა ესპანელის შემთხვევა წესიდან გამონაკლისი გამოდგა.

26 წლის ნახევარმცველმა, ვისაც პოზიცია შეუცვალეს და თავდასხმაში უკრეს თავი, ახალ რეალობას ალღო იოლად აუღო და სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში ერთად 22 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის წამყვანი კლუბები უმალ დაფაცურდნენ. დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ "ლიბერთი სტედიუმზე" მას დიდხანს არავინ გააჩერებდა.

გაიხსნა სატრანსფერო ბაზარი და ჩვენი გმირი ადგილზეა. მეტიც, მიჩუ სხვა კლუბის ძებნაზე არც კი ფიქრობს და "გედების" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთი სული აქვს, როდის დადგება 1 აგვისტო. ამ დღეს "სუონსი" ევროპალიგაზე თამაშით ოფიციალურად გახსნის 2013/14 წლების სეზონს.

- საწვრთნელი პროცესი კარგია ფორმაში შესასვლელად, ახალწვეულებთან გასაცნობად და მწვრთნელის შეგონებების ასათვისებლად, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები რეალური ორთაბრძოლების დაწყებას. გუნდს ხომ პარალელურად ოთხ ტურნირზე უწევს გამოსვლა.

შვებულება ოჯახისა და მეგობრების წრეში მშობლიურ ოვიედოში გავატარე. ჩემი ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად მიჭერს მხარს და სადაც არ უნდა ვიყო, ამას ცხადად შევიგრძნობ. სასიამოვნო იყო ჩემი ყოფილი კლუბის თამაშის ყურებაც. განსაკუთრებით, უმძიმესი ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ. ამ მხრივ სტაბილურობა გუნდის შედეგებზე აისახა კიდეც.

"სუონსიში" გადასვლის შემდეგ ესპანეთში ხალხმა უფრო უკეთ გამიცნო, რადგან პრემიერლიგაში რეგულარულად გამქონდა გოლები. შვებულებიდან უკან დაბრუნების შემდეგ გუნდში ესპანელი ახალწვეულები დამხვდნენ. კარგია, როცა მშობლიური ენა ხშირად გესმის, მაგრამ ჩემთვის მთავარი სხვა რამეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგი მოთამაშეები არიან და გუნდს წაადგებიან. მე, ანხელი (რანხელი), ჩიკო (ფლორესი) და პაბლო (ერნანდესი) მათ ადაპტაციაში აუცილებლად დავეხმარებით.

ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, რამდენ გოლს გავიტან სეზონის განმავლობაში. ერთადერთი, რასაც ვაპირებ, თავაუღებელი შრომაა, რათა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. თუმცა რაც მეტს გავიტან, გუნდისთვის ეს დამატებითი პლუსი იქნება. ჩემ გარდა, "სუონსის" კიდევ ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით. ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები, მაგრამ ისიც იცით, რომ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი კლასიკური "ათიანის" პოზიციაა და არა პირველი თავდამსხმელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიკაელ ლაუდრუპი: ესპანეთი და ინგლისი ორი განსხვავებული და ორი საუკეთესოა

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
[PHOTOS] ურთიერთობა დადასტურდა - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელ ჰაკიმის ულამაზესი ტოპ მოდელი ახალი მეგობარი გოგონა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]
პრემიერლიგა. XXXVIII ტურის წინ: გასარკვევია მხოლოდ ერთი რამ...
სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტი" ნახევარფინალში თამაშგარედან გატანილი გოლით გაიყვანა [VIDEO]
მიგელ მიჩუ: "სუონსი" გაძლიერდა
ევროპალიგა: გედების შესანიშნავი გაფრენა
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: "მესტალიას" ჩამოუღამდა
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "სუონსისთან" დამარცხდა
პენალტის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი შესრულება ერთ საღამოს [VIDEO]
"უოტფორდმა" მოიგო - ჩაკვეტაძე შეცვალეს
პრემიერლიგის წინ: "გედების" გაზრდილი მოთხოვნები
არსენ ვენგერს ახლა ედინ ჯეკო ან მიგელ მიჩუ სურს
ჟოზე მოურინიოს პასუხი კრიტიკოსებს [VIDEO]
ტრანსფერ ONLINE: 9 იანვრის ტრანსფერები და ჭორები