ინდურ საჭიდაო ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს, თუმცა ისევ "ქართული" კლუბი - "პენჯაბი როიალსი"
ინდურ საჭიდაო ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს, თუმცა ისევ "ქართული" კლუბი - "ჯაიპურ ნინჯასის" ხანგრძლივი პირველობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) "პენჯაბი როიალსმა" დაამხო. 10 იანვარს მან ტარიელ გაფრინდაშვილის (74) "უპ დანგალსი" 5:2 დაამარცხა და ჯერჯერობით ერთპიროვნულ ლიდერადაც იქცა, თუმცა, შესაძლოა, დღესვე ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ.

ზემოაღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა იჭიდავა, თუმცა ერთმა მოიგო, მეორე კი დამარცხდა.

საბედნიეროდ, დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხინჩეგაშვილი, ვინც ისევ მოიგო. ამჯერად მან ინდოელი ამიტ კუმარ დჰაიაა დაამარცხა - 6:2. ქართველმა ფალავანმა პირველ პერიოდშივე მოითავა საქმე, როცა 4:0 იმარჯვა, მეორე კი 2:2 დამთავრდა. ინდოელებს ამ წონაში რამდენიმე ამიტ კუმარი ჰყავთ, მათ შორის - ერთი მსოფლიოს ფინალისტიცაა, თუმცა ვერ გეტყვით, ხინჩეგაშვილმა ამჯერად რომელს მოუგო.

თუმცა მთავარი ისაა, რომ ხინჩეგაშვილი ლიგაში კვლავაც დაუმარცხებელია და უნაკლო შედეგი აქვს - სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. მასაც ზუსტად ისეთივე მაჩვენებელი აქვს, როგორიც მეორე ქართველს, "ჯაიპურის" კაპიტანს, ევროპული თამაშების ფინალისტ ელიზბარ ოდიკაძეს (97).

10 იანვარს დამარცხდა მეორე ქართველი - ახალგაზრდა გაფრინდაშვილმა ინდოელ ჯიტენდრასთან 1:6 წააგო. ჩვენებური პირველ წრეში 0:4 დამარცხდა, მეორეში ერთი ქულა კი აიღო, მაგრამ სანაცვლოდ 2 დაკარგა და ზემოაღნიშნული ანგარიში დააფიქსირა.

ხინჩეგაშვილისა და ჯიტენდრას გარდა, პენჯაბელთა წარმატებაში წვლილი ვაჟთაგან რუსმა ილიას ბეკბულატოვმაც (65) შეიტანა, ქალებში კი ნიგერიელმა მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორმა ოდინაიო ფოლასადე ადეკიოროემ (53) და ბელორუსმა ევროპული თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს პრიზიორმა ვასილისა მარზალიუკმა (75) იმარჯვეს.

დალგანელთაგან ორი შეხვედრის მოგება ბულგარელმა ქალმა, რიოს ოლიმპიადისა და ევროპის შარშანდელმა ბრინჯაოსმედალოსანმა ელიტსა იანკოვამ (48) და ინდოელმა ამიტ დჰანკარმა (70) შეძლეს.

დღეს, პრო-ლიგის მორიგ ტურში ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანი" "ჰარიანა ჰამერსს" ხვდება. ჯერჯერობით ორივე გუნდმა ორ-ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დიამეტრულად საპირისპირო ამოცანები აქვთ მიმდინარე ლიგაში - "ჰარიანამ" თუ ორივე პაექრობაში იმარჯვა, დელის გუნდმა, პირიქით, ორივე წააგო.

საერთოდაც, ექვსგუნდა ლიგას თუ ქართველებით გაძლიერებული ორი გუნდი ლიდერობს - "პენჯაბი" და "ჯაიპური", ბოლო ორ ადგილზეც ჩვენებურთა კლუბებია - "კოლორ დელი სულთანი" და "უპ დანგალი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
სამიდან სამი! - ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე სამივე ქართველი ფინალში გავიდა
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...