ჰიჯაბის ტარების გამო ჩემპიონატს ბოიკოტი, სხვებთან ერთად, ნაზი პაიკიძემაც გამოუცხადა
ფიდემ თავის საიტზე გამოაქვეყნა სია იმ მოჭადრაკე ქალებისა, რომლებიც ირანის დედაქალაქ თეირანში 10 თებერვლიდან ნოკაუტსისტემით მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ქალბატონებს 5 მარტიდან ახალი გვირგვინოსანი ეყოლებათ, რადგან ტახტის ამჟამინდელმა მფლობელმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) თეირანში თამაშზე უარი თქვა. ჰიჯაბის ტარების გამო ნაზი პაიკიძემ, ირინა კრუშმა (ორივე - აშშ) და მსოფლიოს ექსჩემპიონმა მარია მუზიჩუკმაც (უკრაინა) ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს.

- ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!

ირანში ტიტულისთვის პაექრობაში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაებმება: 2014 წლის პირველობის ფინალისტი ნატალია პოგონინა (რუსეთი), ნახევარფინალისტები, პია კრამლინგი (შვედეთი) და ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), 20-წლამდელებში 2014-15 წლების ჩემპიონები, ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) და ნატალია ბუკსა (უკრაინა), საშუალო რეიტინგით უძლიერესები, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ჟაო სიუე, შენ იანი (ორივე - ჩინეთი), ანა უშენინა (უკრაინა).

ამათ გარდა, ევროპიდან, კონტინენტის 2014-15 წლების პირველობის შედეგების გათვალისწინებით, 28 დიდოსტატი მოსინჯავს ძალებს. მათ შორის რვა საქართველოდანაა. ესენი არიან: სალომე მელია, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სოფიკო გურამიშვილი და სოფიო გვეტაძე.

რვა მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი ამერიკა, 12-ით - აზია-ოკეანეთი, სამით - აფრიკა, ხოლო ირანელები, სარასადათ ხადემალშარიეხი და ათუშა პურკაშიანი ფიდეს ნომინანტები არიან.

უწინდელი მონაცემებით, ირანში შვიდ ქართველ დიდოსტატს უნდა ეთამაშა, მაგრამ ფიდემ გამოთავისუფლებულ ადგილებზე სხვა მოჭადრაკეებს უხმო, მათ შორის, სოფიო გვეტაძეს.

- შარშანწინ, ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში შავი ფიგურებით ანა უშენინას ვძლიე და მსოფლიოს ჩემპიონატის სათადარიგოებს შორის მოვხვდი, - გვითხრა სოფიომ. - მას შემდეგ, რაც მარია მუზიჩუკმა პროტესტის, ხოლო ტატიანა კოსინცევამ და ალისა გალიამოვამ (ორივე - რუსეთი) ოჯახური პირობების გამო თეირანში თამაშზე უარი თქვეს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპიდან გამოთავისუფლებულ სამ ადგილზე ჩემთან ერთად ოლგა ზიმინას (იტალია) და ნასტასია ზიაზიულკინას (ბელორუსი) უხმო.

ამ მასშტაბის შეჯიბრებაში პირველად ვმონაწილეობ, თანაც დაბალი რეიტინგის გამო პირველსავე წრეში მსოფლიოს საუკეთესო ათეულის რომელიმე წარმომადგენელთან მომიწევს დაპირისპირება. ვიცი, ძნელი ბრძოლა მელის, მაგრამ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებ.

შარშანდელი დეკემბერი, ჩემდა უნებურად, მსოფლიოსთვის მოსამზადებელი პერიოდი გამომივიდა - რამდენიმე ტურნირში ვითამაშე, მათ შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში და უმაღლესი ეშელონის საგზური მოვიპოვე, წლის მიწურულს კი, ყატარში რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატში ვიასპარეზე.

ვეცდები, 10 თებერვლამდე დარჩენილი დროც უქმად არ დავკარგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

olegi
მსოფლიო იწყება და თუ ვინმეს ჯერა რომ ეს გოგო ჰიჯაბის გამო არ წავიდა მსოფლიოზე სჯეროდეს.
kutaisski
სუფთა ქაჯობა, ვინც ჰიჯაბის გამო არ წავიდა მსოფლიოზე. ეს უბრალოდ ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემაა, მეტი არაფერი. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და სავალუტო ფონდის დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა ირანში ყოფნისას დაიხურეს ჰიჯაბი ტრადიციების საპატივცემულოდ, და არა იმიტომ, რომ ეს მათ მოეწონათ. თუ არ ვცდები, ანგელა მერკელმაც დაიხურა ბრიუსელში ჰიჯაბი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. თბილისშიც ახურიათ ჰიჯაბი ქართველ ქალბატონებს, ირანის საელჩოში ვინც მუშაობს, სამსახურის მერე იხდიან და დადიან თავსაბურავის გარეშე. რა არის ამაში საპროტესტო. ის ჯობია, ტანგა ტრუსიკებით დასხდნენ სათამაშოდ.
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ისევ სათავეშია
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე პაპს შეხვდება
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
სტამბულის საერთაშორისო ტურნირში ვაჟებში შოთა აზალაძემ გაიმარჯვა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა
ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე