კუნძულ კრეტაზე 6 ნოემბერს მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც ქალ-ვაჟთა 72 ნაკრები მონაწილეობდა
კუნძულ კრეტაზე 6 ნოემბერს მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც ქალ-ვაჟთა 72 ნაკრები მონაწილეობდა.

შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გათამაშდა. ბოლო ტურის წინ ერთადერთი რუსეთის ქალთა გუნდი იყო მშვიდად, რადგან 8 ტურის შემდეგ 15 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

12-12 ქულით მეორე-მესამე ადგილებს საქართველო და პოლონეთი ინაწილებდნენ, ხოლო მათ თითო ქულით სომხები და უკრაინელები ჩამორჩებოდნენ.

გუშინ ქართველმა დიდოსტატმა ქალებმა მედლის მოპოვების შანსი გამოიყენეს - დაამარცხეს იტალიის ნაკრები 3.5:0.5 და 14 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ. ნანა ძაგნიძე პირველ დაფაზე ოლგა ზიმინას დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ, შესაბამისად, ელენა სედინა, დესი დი ბენედეტო და თეა გუესი დაამარცხეს.

პოლონეთის ნაკრებმა რუმინეთთან წააგო - 1:3. რუსეთმა საბოლოოდ 18 შესაძლებლობიდან 17-ით მოიპოვა ჩემპიონობა. ბრინჯაოს მედლებს უკრაინელები დაეუფლნენ.

დაფების მიხედვით ქართველ დიდოსტატ ქალთა მონაგარი ასეთია: ნანა ძაგნიძე - 4.5 (8 პარტიიდან), ნინო ბაციაშვილი - 5 (8), ბელა ხოტენაშვილი - 6.5 (8), ლელა ჯავახიშვილი - 4.5 (7), სალომე მელია - 4.5 (5). ხოტენაშვილმა - 14, მელიამ კი 10 სარეიტინგო პუნქტი დაიმსახურა.

ვაჟთა ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა კარი გაიჯახუნა - ფინეთის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით - 2.5:1.5 სძლია (ტომი ნიბაკი-ბაადურ ჯობავა 1:0, მიკა კარტენენი-მიხეილ მჭედლიშვილი 0:1, ვილკა სიპილია-დავით ჯოჯუა 0:1, კალე ნეიმი-ლუკა პაიჭაძე 0.5:0.5) და 9 გუნდური ქულით მე-19 ადგილი დაიკავა, არადა, საშუალო რეიტინგით მე-13 ადგილზე იყო.

ნაკრების წევრთა წვლილი: ბაადურ ჯობავა - 2.5 (7), მიხეილ მჭედლიშვილი - 3.5 (7), ლევან ფანცულაია - 5 (7), დავით ჯოჯუა - 4 (8), ლუკა პაიჭაძე - 4 (7). ჯობავამ რეიტინგი 16 პუნქტით გაიუარესა, ხოლო ფანცულაიამ 14 პუნქტი დაიმატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1
მოგებაზე 2 ქულაა, ამიტომ დააგროვეს 14 ქულა.
გია
მოგებაზე 2 ქულა იყო ასე რომ სწორად წერია
თემო
ვულოცავ ჩვენს მოჭადრაკე ქალებს ამ წარმატებას. 12-12 ქულა თუ ჰქონდათ ბოლო ტურის წინ და 3,5: 0,5 გაიმარჯვეს, 15,5 ქულა უნდა ჰქონოდათ და არა 14, როგორც წერილშია:)). საწყენია მოჭადრაკე ვაჟების ასეთი შედეგი.
dato
რას ჰგავს ჯობავას თამაში?
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველო გალიდერდა!
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქალებში უდანაკარგოდ არავინ დარჩა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა