ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში

ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში

ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სერენა უილიამსს თავიდანვე სერიოზული ტესტი ელოდებათ
დღეს დილით, "მელბურნ-პარკის" საჩოგბურთო კომპლექსში "დიდი სლემის" პირველი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო. სავარაუდოდ, სეზონის პირველმა "მეიჯორმა" ბევრი საინტერესო მატჩი და მოულოდნელი შედეგები უნდა აჩუქოს ჩოგბურთის მოყვარულებს.

თავის კარიერაში პირველად, "დიდი სლემის" ტურნირის პირველ ნომრად ენდი მარეი არის განთესილი. ბრიტანელის სასტარტო მეტოქე უკრაინელი ილია მარჩენკოა, მეორე წრეში კი ენდი რუს ანდრეი რუბლიოვსა და ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მარეისთვის მერვედფინალში გასასვლელად ყველაზე სავარაუდო მეტოქედ სემ კუერი მოჩანს. მათ შორის გამარჯვებულს, სავარაუდოდ, მერვედფინალში ლუკ პუისა და ჯონ ისნერს შორის მოგებულთან მოუწევს შეხვედრა.

ბადის პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში, პოტენციურად, რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება. აქ ფავორიტი კეი ნიშიკორია, რომელიც, წესით, უპრობლემოდ უნდა მივიდეს 1/8-ფინალამდე. სამაგიეროდ, იქ, დიდი ალბათობით, ტომაშ ბერდიხსა და როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.

ლეგენდარული შვეიცარიელი, პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა 10 საუკეთესო განთესილს შორის.

სავარაუდო მეოთხედფინალი: მარეი-ნიშიკორი

დიდი ალბათობით, ბადის მეორე მეოთხედიდან ერთ-ერთი მეოთხედფინალისტი სტენ ვავრინკა იქნება. პირველ წრეში მისი მეტოქეა - მარტინ კლიჟანი, შემდეგ ან ამერიკელ სტივ ჯონსონთან, ან არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან მოუწევს თამაში. მესამე წრეში, შესაძლოა, ვიქტორ ტროიცკის გადაეყაროს. მერვედფინალში ყველაზე სავარაუდო მეტოქედ მოჩანს მასპინძელი ნიკ კირგიოსი.

ამ მეოთხედის ქვედა ნაწილში ყურადღება მიპყრობილია მარინ ჩილიჩის მისამართით, რომელსაც ახალი სეზონის სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა, მელბურნში მესამე წრემდე უპრობლემოდ უნდა მიაღწიოს. იქ კი, დიდი ალბათობით, ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება. ამ მატჩში გამარჯვებული დაუპირისპირდება, მაგალითად, ჟო-ვილფრიდ ცონგას ან ჯეკ სოკს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოკლენდის ტურნირი მოიგო.

სავარაუდო მეოთხედფინალი: ვავრინკა-ტომიჩი

სატურნირო ბადის მესამე მეოთხედში მთავარი მოქმედი პირია კანადელი მილოშ რაონიჩი. პირველ წრეში ის გერმანელ დასტინ ბრაუნს შეხვდება, შემდეგ ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ან სიდნეის ტურნირის ტრიუმფატორს, ჟილ მიულერს ლუქსემბურგიდან. მერვედფინალში გასასვლელად კანადელს, სავარაუდოდ, ელოდება შეხვედრა ფრანგ ჟილ სიმონთან. 1/8-ფინალში რაონიჩი შეიძლება დაუპირისპირდეს რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და დავიდ ფერერის ესპანურ დერბიში გამარჯვებულს.

ბადის ამავე ნაწილში სტარტს იღებს გაელ მონფილსი. თუ ის საწყის ორ რაუნდს წარმატებით გადალახავს, მესამე წრეში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება. ამავე სტადიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართოს. მასში ესპანელი რაფაელ ნადალი უნდა შეხვდეს პროფესიული ტურის მთავარ ტალანტს, ალექსანდრ ზვერევს.

სავარაუდო მეოთხედფინალი: ნადალი-რაონიჩი

მეოთხე მეოთხედშია ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მისი პირველი მეტოქე იქნება ფერნანდო ვერდასკო, რომელიც წელს უკვე შეხვდა სერბს დოჰას ტურნირზე და თითქმის მოუგო - ესპანელმა ხუთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ეს იქნება საწყის ეტაპებზე ნოვაკისთვის ყველაზე რთული მატჩი. მერვედფინალში ჯოკოვიჩი, შესაძლოა, შეხვდეს ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელმაც ერთი კვირის წინ მოიგო ბრისბენის ტურნირი, რითაც კარგი სათამაშო ფორმა დაადასტურა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩისა და დიმიტროვის შეხვედრაში გამარჯვებულის პოტენციურ მეტოქეს, ყველაზე მეტი შანსი დომინიკ ტიმს აქვს. თეორიულად, მესამე წრეში ავსტრიელს პრობლემები შეიძლება შეუქმნას ფელისიანო ლოპესმა. მერვედფინალში ტიმის სავარაუდო მეტოქედ დავიდ გოფენი მოჩანს.

სავარაუდო მეოთხედფინალი: ჯოკოვიჩი-ტიმი

უილიამსმა ბენჩიჩი მიიღო

ქალთა ბადეში საკმაოდ იყვნენ ძლიერი განუთესავი ჩოგბურთელები - ეჟენი ბუშარი, ბელინდა ბენჩიჩი, კრისტინა მლადენოვიჩი... აგრეთვე - ანა კონიუჰი, კატერინა სინიაკოვა, ლორენ დევისი, ალიზ კორნე, რომლებმაც ახალი სეზონი კარგად დაიწყეს.

და ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, ბელინდა ბენჩიჩი პირველივე წრეში სერენა უილიამსს ერგო. უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ მეორე "სლემია", ამერიკელს დიდად არ უმართლებს სასტარტო წილისყრით, რადგან ამერიკის ღიაზე ტურნირი ეკატერინა მაკაროვასთან მატჩით დაიწყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ ბელინდა ბენჩიჩი TOP10-ის მოთამაშე იყო, უფრო ადრე კი სერენა უილიამსი ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა. მას შემდეგ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ამჟამად, ბელინდას რეიტინგი შესამჩნევად დაეცა, რადგან ძალიან ბევრი გამოტოვა შარშან, სხვადასხვა ტრავმის გამო და 2017 წლის სეზონშიც ვერ შეძლო ერთ-ერთ ტურნირში ჩართვა მორიგი დაზიანების მიზეზით. ისე კი, თუ ბენჩიჩი ჯანმრთელადაა, შეუძლია უმაღლესი დონის ჩვენება.

შვეიცარიელზე გამარჯვების შემთხვევაში, უილიამსს მოდუნების საშუალება არ ექნება, რადგან მორიგ მეტოქედ ელოდება ან ვიკმაიერი, ან საფაროვა. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, არ არის იმ ფორმაში, რომლითაც როლან გაროსის ფინალში გავიდა, მაგრამ მეორე წრისთვის მაინც უსიამოვნო მოწინააღმდეგეა.

დაძაბული ბადე შეხვდა ანჟელიკ კერბერსაც. სასტარტო რაუნდში ის ლესია ცურენკოს შეხვდება. უკრაინელი კარგად მიდიოდა ჰობარტის ტურნირზე, მაგრამ ნახევარფინალში კორტზე ვერ გავიდა ვირუსული დაავადების გამო. ცურენკოს ორი დღე ექნება იმისთვის, რომ გონს მოვიდეს და მოემზადოს კერბერთან მატჩისთვის.

რაც შეეხება პირველ რვა ნომრად განთესილებს შორის განაწილებას, კერბერის მეოთხედში მოხვდა გარბინ მუგურუსა, რომლისგანაც ნებისმიერ შედეგს შეიძლება ელოდო. მეორე მეოთხედში ერთად არიან სიმონა ჰალეპი და სვეტლანა კუზნეცოვა, მესამეში - კაროლინა პლიშკოვა და აგნიეშკა რადვანსკა. სხვათა შორის, კაროლინა ბუკმეკერების მესამე ფავორიტია, მაგრამ სწორედ აგნიეშკასთან თამაში არ გამოსდის (0-7 პირად შეხვედრებში). დაბოლოს, მეოთხე მეოთხედში სერენა უილიამსი დომინიკა ციბულკოვასთან მოხვდა.

ბუკმეკერების ფსონები

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2,75

ენდი მარეი - 2,75

სტენ ვავრინკა - 13,0

რაფაელ ნადალი - 15,0

მილოშ რაონიჩი - 21,0

როჯერ ფედერერი - 23,0

კეი ნიშიკორი - 34,0

ქალები

სერენა უილიამსი - 4,0

ანჟელიკ კერბერი - 4,33

კაროლინა პლიშკოვა - 9,0

გარბინ მუგურუსა - 10,0

სიმონა ჰალეპი - 13,0

იოჰანა კონტა - 23,0

დომინიკა ციბულკოვა - 26,0

აგნიეშკა რადვანსკა - 26,0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

პირველი მოგება 6 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა პრაღის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება

US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი

ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია

"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს

როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]

ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...

ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა

უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება

"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ

პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო

უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება

ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ

უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები

"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა

უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა

სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო

მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს

ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]

ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]

ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]

ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი

"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა

23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]

US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ

ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის

"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა

ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი

საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება

ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება

სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ

ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია

ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ