სტენ ვავრინკა წინ მიიწევს
ინდიან უელსის "მასტერსზე" კაცებმა 1/16 ფინალი დაიწყეს. ენდი მარეის გავარდნის შემდეგ, ბადის ზედა მხარეს ფავორიტი სტენ ვავრინკა გახდა. შვეიცარიელმა საათსა და 16 წუთში მოიპოვა მერვედფინალის საგზური, როცა ორ სეტში დაამარცხა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი - 7:5, 6:3.

სტენმა უნაკლოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. მის მეტოქეს ორი სეტის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, ვავრინკამ კი თითო სეტში თითო ბრეიკი იკმარა, არადა, 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

მეოთხედფინალში გასავლელად ვავრინკა იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას შეხვდება, რომელიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო ძირითად ბადეში, რადგან კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ თამაში ერთ-ერთი მონაწილის ტრავმის გამო გააგრძელა და უკვე ორი განთესილი გამოთიშა ტურნირს: მეორე წრეში მოუგო ხორვატ ივო კარლოვიჩს, გუშინ კი ჩეხი ტომაშ ბერდიხიც ჩამოიშორა, არადა, ახლოს იყო წაგებასთან. ჩეხმა პირველი სეტი 6:1 მოიგო, მეორეში ორმაგი ბრეიკით იყო წინ - 5:2, ერთი მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ მოახერხა წაგება - 1:6, 7:6(5), 6:2.

გაელ მონფილსმა, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი - 6:2, 6:4. ფრანგმა სამი ბრეიკი შეასრულა, ამერიკელმა კი მხოლოდ ოთხი ეისი ჩააწოდა.

ასევე არ ყოფილა ბრძოლა ავსტრიელი დომინიკ ტიმისა და გერმანელი მიშა ზვერევის შეხვედრაში. ტიმმა 59 წუთში სამი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს.

კაცები

1/16 ფინალი

კარენო ბუსტა (ესპ, 21)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 16) უარი

ტიმი (ავსტრია, 8)-მ. ზვერევი (გერ, 29) 6:1, 6:4

ნიშიოკა (იაპ)-ბერდიხი (ჩეხ, 13) 1:6, 7:6(5), 6:4

ლაიოვიჩი (სერ)-პოსპიშილი (კან) 6:7(4), 6:3, 7:5

ვავრინკა (შვეიც, 3)-კოლშრაიბერი (გერ, 28) 7:5, 6:3

გოფენი (ბელ, 11)-რამოსი (ესპ, 22) 7:6(3), 6:4

კუევასი (ურუ, 27)-ფონინი (იტა) 6:1, 6:4

მონფილსი (საფ, 10)-ისნერი (აშშ, 20) 6:2, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა