ბოლო დღეებში ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე ფაქტი მოხდა
ბოლო დღეებში ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე ფაქტი მოხდა: გაიმართა ქართული ორთაბრძოლა; ელიზბარ ოდიკაძე (97) თადარიგში აღმოჩნდა, თუმცა ჯერ ისევ დაუმარცხებელია; ქართველთა კლუბებმა დაკარგეს ლიდერობა...

ქართული ბრძოლა ინდოეთში

პრო-ლიგაში ქართველთა კლუბებს აქამდე ხშირად უჭიდავიათ ერთურთში, თუმცა უშუალოდ ქართველი ფალავნები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შანსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო, რადგან ინდოეთში მოჭიდავე 4 ქართველიდან ერთ წონაში მხოლოდ ორი გამოდის - 74 კილოგრამში "უპ დანგალის" ტარიელ გაფრინდაშვილი და "ჯაიპურ ნინჯასის" იაკობ მაქარაშვილი ჭიდაობენ.

ეს კლუბები 12 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს და პირველი ქართული ჯახიც მაშინ გაიმართა, რომელიც უფრო გამოცდილი და ევროპის პრიზიორი მაქარაშვილის გამარჯვებით დასრულდა - 6:4.

იმარჯვა ჯაიპურელთა მეორე ქართველმა ოდიკაძემაც, ვინც ინდოელი მაუსამ ხატრი 5:3 დაამარცხა. საინტერესოა, რომ იმ დღეს ჯაიპურელთაგან ვაჟებში მხოლოდ ქართველებმა იმარჯვეს, სხვები კი დამარცხდნენ. სამაგიეროდ, კარგად გაისარჯნენ მათი ქალები - რიოს ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანი, ვენესუელელი არგუელო ბეტზაბეტი (53) და ინდოელი პოოჯა დჰანდა. ამ კვარტეტის გარჯამ განაპირობა ჯაიპურელთა წარმატება, რომლებმაც 4:3 მოიგეს შეხვედრა.

ოდიკაძე - სათადარიგოებში

ინდოელებმა ძველით ახალი წელი და "კალანდა" რომ არ იციან, რა გასაკვირია და 14 იანვარს პრო-ლიგაში ჩვენთვის ფრიად საინტერესო შეხვედრა გაიმართა - "ჯაიპური" "ჰარიანა ჰამერსს" შეხვდა. ამით ლიგის ერთპიროვნული ლიდერობის ბედი ხომ წყდებოდა, ანუ პრინციპული მეტოქეების შერკინება იყო, მაგრამ ჩვენთვის დამატებით მნიშვნელობას იმითაც იძენდა, რომ ოდიკაძე მეტოქის რუს მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვს უნდა შეხვედროდა.

თუმცა, მოულოდნელად, ჯაიპურელთა მწვრთნელმა ჩვენებური დაასვენა და მის ნაცვლად რუბალჯეეტ სინგჰი აჭიდავა, ვინც, მოლოდინისამებრ, დიდი ანგარიშით განადგურდა გადისოვთან - 18:2.

ამის მიუხედავად, ოდიკაძე მაინც დაუმარცხებელი დარჩა, ვისაც ახლა ასეთი სტატისტიკური მონაგარი აქვს: 5-დან 4 შეხვედრა და ოთხივე გამარჯვება!

პრო-ლიგაში ასევე დაუმარცხებელია მეორე ქართველი, "პენჯაბ როიალსის" ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ვის ანგარიშზეც ოთხი შეხვედრა და ამდენივე გამარჯვებაა, თუმცა ის მეხუთე და უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას დღეს, 16 იანვარს გამართავს.

"ჰამერსთან" შეხვედრაში ჯაიპურელთა მეორე ქართველმაც მოიგო - მაქარაშვილმა 3:0 დაამარცხა ინდოელი სუმიტ შერავატი. მაქარაშვილმა ხუთივე შეხვედრა ჩაატარა და აქედან ოთხში გაიმარჯვა. სამაგიეროდ, "ჯაიპური" გვარიანად შერცხვა "ჰამერსთან" დაჭიდებაში და 2:5 წააგო.

ამ უქმეებზე ჩვენებურთა სხვა კლუბებმაც გამართეს შეხვედრები. ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანმა" ორი პაექრობა ჩაატარა და აქედან ერთი მოიგო, თუმცა ტლაშაძემ ორივეში იმარჯვა. თავდაპირველად მათ "მუმბაი მაჰარატხისთან" დათმეს - 3:4, ტლაშაძემ კი ინდოელი პრიტამი 6:2 დაჯაბნა. თუმცა ამან მის თანაკლუბელებს ვერ უშველა და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით, 3:4 დათმეს.

დელის კლუბი გუშინ ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთ პაექრობაში ტარიელ გაფრინდაშვილის "უპ დანგალს" დაუპირისპირდა და ამჯერად მოგება შეძლო - 4:3. სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას არანაირი ინტერესი აღარ ჰქონდა, რადგან ორივე გუნდი მოუგებლად და ნული ქულით ბოლო ორ ადგილზე ყურყუტებდა. ერთადერთი, ამ მოგებით დედაქალაქელებმა მორალური კმაყოფილება მიიღეს, რადგან ორი ქულა მაინც მოიპოვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

ჩვენებურთაგან მხოლოდ ტლაშაძემ გაიმარჯვა, ვინც ინდოელ ამიტ დჰანკარს 8:6 აჯობა, გაფრინდაშვილი კი ასევე ინდოელ პარვეენ რანასთან 6:12 დამარცხდა.

ბოლო ტურის სატურნირო ინტრიგა

პრო-ლიგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, სადაც, როგორც ზემოთ გითხარით, ხინჩეგაშვილის "პენჯაბი" "ჰარიანა ჰამერსს" ხვდება. ესაა ფრიად პრინციპული დაპირისპირება, რადგან, შესაძლოა, ერთპიროვნული ლიდერის ბედი გადაწყდეს. ლიდერი ისეც ერთპიროვნულია - "ჰამერსი" დაუმარცხებლად და უდანაკარგოდ, ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოგებით ლიდერობს გათამაშებას, "პენჯაბი" კი ოთხი ორთაბრძოლიდან სამი მოგებითა და ერთი წაგებით მეორე ადგილზეა.

ამდენად, პენჯაბელებს წარმატების შემთხვევაში ერთპიროვნულ ლიდერთან გათანაბრება და ლიგაში ორხელისუფლებიანობის დამყარება შეუძლიათ.

აი, დანარჩენი ოთხეულისთვის კი ყველაფერი დასრულებულია: ქართველთა კლუბები, "დალგანი" და "კოლორს დელი სულთანი" მეხუთე-მეექვსე ადგილებზე დამკვიდრდნენ და მათ უკვე დაასრულეს ლიგაში გამოსვლა. "დელი სულთანმა" ხუთი შეხვედრიდან ერთის მოგება მაინც შეძლო და 2 ქულით მეხუთე ადგილზეა, "დალგანმა" კი ხუთივე პაექრობა დათმო და ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება გაინაღდეს "მუმბაი მაჰარატხიმ" და "ჯაიპურ ნინჯასმა", რომლებმაც ერთნაირი შედეგით დაასრულეს შესარჩევი ეტაპი - ხუთი შეხვედრიდან 3-3 ორთაბრძოლა მოიგეს და 6-6 ქულით დაასრულეს ტურნირი. ოღონდ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე მუმბაის კლუბია. ისინი უკვე ცხრილში ადგილს ვეღარ შეიცვლიან და ახლა თავიანთ მეტოქეებს ელოდებიან ნახევარფინალში, რომლებიც დღევანდელი ერთადერთი დარჩენილი შეხვედრის შემდეგ გაირკვევიან.

პირველი ნახევარფინალი 17 დეკემბერს გაიმართება, მეორე - 18-ში, ფინალი კი 19 იანვარსაა დანიშნული.

ლიგის სპორტსმენთა ტოპ-ხუთეულში ორივე წაუგებელი ქართველი შედის, თუმცა ამ სიას 12.0-ით აზერბაიჯანელთა უკრაინელი მარია სტადნიკი ლიდერობს. ოდიკაძის კოეფიციენტი 7.5-ია, ხინჩეგაშვილისა - 7.3. აზერბაიჯანელ ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვს 7.0 აქვს, კანადელ ოლიმპიურ ჩემპიონ ერიკა ვიბეს - 5.8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მორიგ ტიტულთან
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავის ტიტულებს ერთიც მიამატა
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
სამიდან სამი! - ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე სამივე ქართველი ფინალში გავიდა
ინდოეთის ლიგა: ლადო ხინჩეგაშვილმა არაფრით გამორჩეულ მოჭიდავესთან წააგო
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ისევ მოიგო
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ დაუმარცხებელია
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...