ლიგის ყველაზე ძვირადღირებულმა უცხოელმა ინვესტიცია სრულად გაამართლა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) თავის მრავალრიცხოვან ტიტულებს ერთიც მიუმატა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ინდოეთის საკლუბო ლიგის გამარჯვებული გახდა.

19 იანვარს გამართული ფინალური პაექრობა ძალიან წარმატებული გამოდგა როგორც ლადოსთვის, ასევე მისი კლუბისთვის - "პენჯაბ როიალსისთვის". პენჯაბელებმა აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "ჰარიანა ჰამერსი" 5:4-ზე წააქციეს.

არადა, ფავორიტად "ჰარიანა" მიიჩნეოდა, ვინც პრო-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთივე შეხვედრა მოიგო და ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია. მათ შორის, ვერც "პენჯაბმა" რომელიც მათთან 2:5 დამარცხდა. ხინჩეგაშვილმა ინდური ლიგის ამ გათამაშებაში ერთადერთი მარცხი მაშინ იწვნია ინდოელ სანდეეპ ტომართან, ვისაც ახლა დამაჯერებელი რევანში აუღო - 3:0. მის ანგარიშზე 6 მოგებაა 7 შეხვედრიდან.

ამ სეზონში ხინჩეგაშვილმა ნაკრებში ხომ მთავარი - ოლიმპიური მწვერვალი დაიპყრო, საკლუბო ასპარეზზეც უდიდესი გამარჯვებები მოიპოვა: გახდა ირანის ჩემპიონი, ამერიკული "ტიტან მერკურის" შემადგენლობაში კი მსოფლიოს საკლუბო თასზე გაიმარჯვა, რასაც ახლა ეს წარმატებაც დაურთო. მას მხოლოდ გერმანულ ბუნდესლიგაში მოეცარა ხელი, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ინდოეთის ლიგის აუქციონზე სწორედ ხინჩეგაშვილი გახდა ყველაზე ძვირადღირებული უცხოელი - 70 580 დოლარად შეიძინეს პენჯაბელებმა.

ალიკა
გილოცავ და მრავალი გამარჯვება გეზეიმოს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მორიგ ტიტულთან
მინსკი 2019: ქართველი მოჭიდავეები ოქროსა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ინდოეთის ლიგა: ლადო ხინჩეგაშვილმა არაფრით გამორჩეულ მოჭიდავესთან წააგო
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
შეხვედრა გორის მერ ხინჩეგაშვილთან - სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა
ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წავიდა