ჩვენი საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე დონის ჩემპიონატი ძალიან დიდ სატურნირო ინტრიგას გვპირდება
ფოტოზე: "რუსთავისა" და "გაგრას" ამხანაგური მატჩი

ახალი საფეხბურთო სეზონის დასაწყისისათვის სერიოზულად ემზადებიან პრო ლიგა 2-ის გუნდებიც. საერთოდაც, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე დონის ჩემპიონატი ძალიან დიდ სატურნირო ინტრიგას გვპირდება. მით უფრო, რომ 2017 წლის სეზონში პრო ლიგა 2-ში მოასპარეზე, ფაქტობრივად, ათივე გუნდს სერიოზული ამბიცია უნდა ჰქონდეს...

მოახლოებული სეზონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი კი, ჩვენი აზრით, "გაგრა" უნდა იყოს: გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა გუნდმა იანვრის პირველ რიცხვებში დაიწყო მზადება და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. იმასაც შეგახსენებთ, რომ "გაგრამ" მართლაც დამსახურებულად გაიმარჯვა სფფ-ის მიერ ორგანიზებულ "ზამთრის თასზე" და სადაც ასევე დამსახურებულად აღიარეს ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "გაგრას" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქურდაძე.

სპარინგებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რომ "გაგრა" მეტად და მეტად აქტიურობს სატრანსფერო "ბაზარზე" და იმის გარდა, რომ რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელა, ამ გუნდში თითქმის ყოველდღე ისინჯება ათობით პოტენციური ახალწვეული. გარდამავალი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გუნდი დატოვეს:

ლევან ტყეშელაშვილმა, ლაშა ღონღაძემ, თამაზ კიკაბიძემ და ნიკა ცოცხალაშვილმა.

აი, შევსება კი "გაგრამ" პირველი ლიგიდანაც მიიღო და უმაღლესი ლიგიდანაც: 26 წლის შემტევი ზვიად ქანთარია ("მერანიდან"), 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი ("შუქურადან"), 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი შოთა გვაზავა ("ოდიში 1919"-დან), 26 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი ("ლოკომოტივიდან"); "ვიტ ჯორჯიადან" იჯარით ითამაშებს პერსპექტიული ახალგაზრდა მეკარე ზურაბ გუგუშვილი.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "გაგრას" ყველაზე ცნობადი ახალწვეული, 24 წლის გიორგი ნადირაძე - "ცხინვალის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ბოლო წლებში ხომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ.

"გაგრამ" საკონტროლო მატჩები თავდაპირველად მეორე ლიგის გუნდებთან გამართა და სოხუმის "დინამოს" 4:2 მოუგო, გულრიფშის "კოლხს" კი - 5:2. ამ საკონტროლო მატჩებში, სხვებთან ერთად, "გაგრაში" უცხოელი ფეხბურთელებიც ისინჯებოდნენ: სოხუმის "დინამოსთან" ერთი გოლი ქექი ოთმა (ინგლისი) გაიტანა, დავიდ განდილიანმა (სომხეთი) კი "კოლხთან" სპარინგში სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

თუმცა სომხური "გიუმრის" ყოფილ ცენტრფორვარდ განდილიანს სხვა გუნდში მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, აი, ინგლისელ ფორვარდ ქექი ოთს კი "გაგრას" სამწვრთნელო შტაბი კიდევ დააკვირდება.

რაც შეეხება ბოლო სპარინგ(ებ)ს, "გაგრამ" ერთდროულად ორი საკონტროლო მატჩი გამართა პრო ლიგა 2-ის კიდევ ერთ ამბიციურ გუნდ "რუსთავთან". მიუხედავად სუსხიანი ამინდისა, რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილმა 300-მდე გულშემატკივარმა მართლაც გმირულად გაუძლო და 4 საათის (!) განმავლობაში მიადევნა თვალი ორ საკონტროლო მატჩს.

"გაგრას" მსგავსად, მასპინძელთა გუნდშიც არაერთი ფეხბურთელი გახლდათ სინჯებზე, რომელთა გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამას გარდა, მასპინძელთა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ თავისი გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება პერსპექტიულ ახალგაზრდებსაც მისცა.

მოკლედ, ორივე მატჩი ორივე გუნდმა შერეული შემადგენლობებით ითამაშა: პირველ სპარინგში "რუსთავმა" ირაკლი გოგინაშვილის, ბესიკ ჩიმაკაძისა და დათა სიჭინავას გოლებით 3:1 მოიგო, მეორეში კი უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა - 4:4.

აღსანიშნავია, რომ ამ მეორე სპარინგში მასპინძელთაგან დუბლი შეასრულეს სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი გოგილაშვილმა და თორნიკე ჩუბითიძემ, სტუმართაგან კი ზემოთ ნახსენები ინგლისელის გარდა, თავი გამოიჩინეს "გაგრას" წამყვანმა შემტევებმა - გიორგი ტყეშელაშვილმა (2) და ლევან პაპავამ.

ახლა კი "რუსთავის" სატრანსფერო სიახლეებზეც: "ლელო" ადრეც წერდა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების მერე გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა.

ახალ სეზონში სხვა გუნდებში ვიხილავთ 23 წლის მეკარეს, დავით ლეგაშვილს, 26 წლის მარცხენა მცველს, გიორგი ლემონჯავას და 26 წლის გარემარბს, ბექა ზაქრაძეს. ყველაზე დიდი დანაკლისი კი "რუსთავისათვის", რაღა თქმა უნდა, გამოცდილი მიხეილ ალავიძის წასვლა უნდა იყოს: 29 წლის მეკარემ ხომ უდიდესი წვლილი შეიტანა წინა სეზონში "რუსთავის" წარმატებულ ასპარეზობაში.

"რუსთავში" ალავიძის შემცვლელი კი ტანმაღალი მეკარე, 23 წლის ლევან ტყეშელაშვილი უნდა გახდეს, რომელიც ბოლოს ... "გაგრაში" გამოდიოდა და ახლა უკვე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი "რუსთავის" კიდევ ერთი მეკარის ვინაობაც.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "რუსთავში" ითამაშებენ "გურიას" ყოფილი კაპიტანი, 27 წლის ერეკლე კილაძე და 26 წლის სწრაფი გარემარბი თორნიკე თუხარელი, რომელსაც სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", ფოთის "კოლხეთსა" და "შუქურაში" უთამაშია, კარიერა კი 17 წლის ასაკში "გაგრაში" დაიწყო.

დაბოლოს, "რუსთავის" და საერთოდ, პრო ლიგა 2-ის, ალბათ, ყველაზე ცნობად ახალწვეულზეც: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "რუსთავში" გააგრძელებს კარიერას 31 წლის გამოცდილი პლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა, რომელსაც კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში ("ანჟი", "ალანია", "ვოლგა", "სახალინი", ხაბაროვსკის სკა) აქვს გატარებული, სხვადასხვა დროს უთამაშია კვიპროსზეც, საქართველოში კი "თბილისში" დაიწყო თამაში, მცირე ხნით "დილაშიც" გამოდიოდა, 2006-07 წლების სეზონის პირველ ეტაპზე კი რუსთავის "ოლიმპის" წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ.

და აი, ათწლიანი პაუზის მერე ხოჯავა რუსთავში დაბრუნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
"გაგრას" ყოფილმა მწვრთნელმა ერევნის "ლოკომოტივი" ჩაიბარა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
"გაგრა" 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს "მცხეთა პარკზე" ჩაატარებს