ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან მარცხი (1:2) გაიხსენა და განმარტა, რატომ შეცვალა შეხვედრის მეორე ტაიმში გუნდის ტაქტიკური სქემა.

ინგლისი შეხვედრას 1:0 იგებდა, გორდონმა 55-ე წუთზე გაიტანა, თუმცა არგენტინამ მატჩის მიწურულს მდგომარეობა შეცვალა. 85-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+2-ე წუთზე მარტინესმა სამხრეთამერიკელებს გამარჯვება მოუტანა.

"ეს ჩემი ჭრილობაა და არა თქვენი. მე უნდა ვიცხოვრო ამით და არა თქვენ. მე მთავარი მწვრთნელი ვარ და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. ჩემზე მეტად არავის სტკივა. შეგიძლიათ, უსასრულოდ იტანჯოთ ფიქრით "სხვა ცვლილებები რომ გამეკეთებინა, მატჩს მოვიგებდით". თუმცა ამას ვერასდროს გაიგებთ.

გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათო ეპიზოდის შემდეგ შეიცვალა, რომელიც წყლის პაუზამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

"ვიფიქრე: "ასე ვეღარ გავუძლებთ. ეს უკვე სიკვდილის მოლოდინს ჰგავს". ბურთს ვერ ვინარჩუნებდით, თავს ცუდად ვიცავდით და 4-4-2 სქემაში ხაზსაც სათანადოდ ვერ ვინარჩუნებდით. დახმარება გვჭირდებოდა.

არგენტინამ შეტევაში ოთხი ფეხბურთელი დააყენა, ორი ვინგერი და ორი თავდამსხმელი, მათ შორის მესი. მათ ექვსი ნომერი მოხსნეს და ათიანი შემოიყვანეს, ცენტრალური მცველი კი საყრდენი ნახევარმცველით შეცვალეს. გარკვეულ მომენტებში 3-1-6 სქემითაც თამაშობდნენ და ჩვენთვის ძალიან რთული იყო.

მინდოდა, ფეხბურთელებისთვის რაღაც შემეცვალა. ნორვეგიასთან მატჩი ხუთი მცველით დავასრულეთ. იგივე გავაკეთეთ მექსიკასთან და ამან იმუშავა.

ვხედავდი, რომ არგენტინა დიდწილად ფლანგებიდან ჩაწოდებებს ეყრდნობოდა და შეტევის წვერზე ოთხი ფეხბურთელი ჰყავდა. ამიტომ გადავწყვიტე, "მოდი, ხუთი მცველით ვითამაშოთ".

5-3-2 სქემაზე გადავერთეთ. თამაშის სტრუქტურა შევცვალეთ. ვფიქრობდი, რომ ასე ფლანგებს უკეთ გავაკონტროლებდით და ცენტრალურ ზონაში სამი მცველი დაგვრჩებოდა, რომლებიც ჩაწოდებების წინააღმდეგ იმუშავებდნენ. შემდეგ 5-4-1-ზე გადავედით.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ცვლილებები შეტევის გაძლიერების მიმართულებით გაეკეთებინა.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. შეგვეძლო ასე გვემოქმედა და შესაძლოა, 1:2 წაგვეგო, შემდეგ კი ყველას ეთქვა: "გიჟია? ნორვეგიასთან ხუთი მცველით დაასრულა მატჩი და ახლა რატომ არ ითამაშა ხუთი მცველით?".

მწვრთნელის ჩარევის არსი ის არის, რომ ცდილობ, გუნდს დაეხმარო. ამას საკუთარი ეგოსთვის არ აკეთებ, უბრალოდ ცდილობ, გუნდს დაეხმარო.

ჩვენი თამაში უფრო სტაბილური რომ ყოფილიყო და ბურთს უკეთ ვფლობდეთ, სტრუქტურას არ შევცვლიდი. რატომ? უბრალოდ შეტევის გასაძლიერებლად ცვლილებებს გავაკეთებდი", - განაცხადა ტუხელმა.

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ