მატჩი-აქცია, რომელსაც ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. "ოლ სტარის" მატჩი-აქცია, რომელსაც ტრადიციულად, ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

"სუპერლიგის ვარსკვლავთა" მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.

"ოლ სტარში" მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდა: ერთი მხრივ -"დინამო", "ოლიმპი", "კაკტუსი" და ",მგზავრები", ხოლო, მეორე მხრივ - "რუსთავი", "ქუთაისი", "ბათუმი" და "სოხუმი".

გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 20 იანვარს დაიწყო, თბილისისა და რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებულნი. ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება, ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. იხილეთ ხმის მისაცემი ბმული

გამოკითხვა 26 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება. საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩევიან მას შემდეგ, რაც 22 იანვარს სუპერლიგის წინა წრის გადადებული მატჩები გაიმართება. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.

წყარო:. superleague.ge

თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ