ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?

"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?

იოლად და იაფად ასაშენებელი მცირე სტადიონები, რომელთა არქიტექტურა მასშტაბურის შთაბეჭდილებას ტოვებს
უნგრეთის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, პატარა ქალაქ ფელკსუტში უნიკალური საფეხბურთო არენა მდებარეობს.

თავიდან, ვერც მიხვდები, რომ ეს სპორტული ობიექტია - ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების თავადების სასახლეს უფრო მიამსგავსებთ. 2004 წელს, ამ ქალაქში, სადაც სულ 1800 მოსახლეა, ქვეყანაში ჭაბუკ ფეხბურთელთა მომზადების ყველაზე დიდი ცენტრი, ფერენც პუშკაშის სახელობის საფეხბურთო აკადემია დააფუძნეს.

უნგრული ფეხბურთის ლეგენდის მოფერებითი სახელიდან გამომდინარე, აკადემიის მთავარ სარბიელს "პანჩო არენა" ეწოდა. აშენებიდან რამდენიმე წელიწადში ცენტრის ხელმძღვანელებს თავში აზრად მოუვიდათ, რომ არენა ჭაბუკთა სანაკრებო თამაშებისთვის გამოეყენებინათ - სტადიონის დიზაინი შეცვალეს, მთელ პარამეტრზე გადახურეს და ახლა ის ყველაზე მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს...

მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა იმრე მაკოვეცმა გაითვალისწინა, რომ ობიექტი პატარა, ძველ ქალაქში მდებარეობდა და შესაბამისი დიზაინიც შეურჩია. მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობა ტომაშ დობროშმა დაასრულა. ტრიბუნები სულ 3400 მაყურებელს იტევს, თუმცა ისეთი არქიტექტურაა, გაცილებით მასშტაბური ობიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ქალაქის ღირსშესანიშნაობად გადაიქცა და ტურისტები გვერდს ვეღარ უვლიან.

ცხადია, "პანჩო არენის" დიზაინში საკამათო დეტალებია - გემოვნების კუთხითაც და ფასადის შელამაზების კუთხითაც, რაც ფასს ზრდის. მაგრამ ესეც იმიტომ, რომ მისი იერსახე გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ყოფილიყო.

ცხადია, საქართველოში ანალოგიურ არენას თუ ააშენებენ, მას სხვაგვარად გადაწყვეტენ და გარემოს მოარგებენ. მთავარია, რომ ამ კოხტა სტადიონის ძირითადი იდეის გამოყენება ურიგო არ იქნება - პატარა არენა ისე შეიძლება მოეწყოს, რომ ტელემაყურებლისთვის მიმზიდველი და ლამაზი სურათი გამოჩნდეს, ტრიბუნიდან საყურებლად ძალიან კომფორტული იყოს, ხოლო ფეხბურთელისთვის - სასიამოვნო სათამაშო.

სხვათა შორის, სწორედ ამ არენაზე ითამაშა გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 2015 წლის 29 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ (2:2). ვინც იმ შეხვედრის ვიდეორეპორტაჟს ადევნებდა თვალს, დაგვეთანხმება, რომ "პანჩო არენა" ძალიან სოლიდურად და მასშტაბურად გამოიყურებოდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მისი მშენებლობა საკმაოდ იაფი დაჯდა - 1,3 მილიონი დოლარი.

"პანჩო არენაზე" ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების გუნდები, უმთავრესად, სამ-ოთხიათასიან (ოდნავ ნაკლები, ან ოდნავ მეტი) სტადიონებზე თამაშობენ: თბილისში - "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე", ლანჩხუთის "ევგრაფი შევადნაძეზე", სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე", გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", "მცხეთა პარკზე", "ბენდელაზე", ივანწმინდის არენაზე, რუსთავის "ფოლადზე", ბორჯომის "ჯემალ ზეინკლიშვილზე", ახალი თბილისის სტადიონიც (ამერიკის საელჩოსთან) დაახლოებით 3000-იანი იქნება.

მართალს ამბობს ბლოგერი ზაზა ახალაია, რომლის თქმითაც, მსგავსი სტადიონები ეროვნული ჩემპიონატის თამაშების უკეთესი ტელეტრანსლაციის წინა პირობა იქნება:

"ჩვენ ხომ ეროვნული ჩემპიონატის კარგად გაშუქების სურვილი გვაქვს. მაგრამ არსებული სტადიონების მდგომარეობა ძალიან სავალალო სატელევიზიო სურათს მოგვცემს. მეეჭვება, რომ ამის შემხედვარე ბავშვს ფეხბურთის თამაშის სურვილი გაუჩნდეს, მოზრდილი კი ევროპულ რეპორტაჟზე გადართავს.

საქართველოში სწორედ ასეთი მცირე ტევადობის სტადიონები გვჭირდება, რომელთა არქიტექტურაც მასშტაბურის შთაბეჭდილებას დატოვებს".

არანაკლებ საინტერესო, თუ მეტად არა, ბელგიური კომპანია European Connection-ის პროექტია, რომელსაც საქართველოსაც სთავაზობენ და უფრო იაფიც ჯდება. კომპანიის პრეზენტაციაში წერია, რომ სტადიონს 6 თვეში სახლის ფასად აშენებენ. ეს ვარიანტი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევაში, თუ სტადიონი უეფას სტანდარტებს სიძველის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ აკმაყოფილებს.

ბელგიელი, უკრაინელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფის მიერ ბელგიაში დაფუძნებული European Connection ობიექტს ქარხანაში დამზადებული მასალებით აშენებს.

მსგავსი მასალებითა და ტექნოლოგიებითაა წამოჭიმული ჰოლანდიასა და ბელგიაში "დენ ჰააგის", "ზვოლეს", "ევრობორგ გრონინგენის", როტერდამის "სპარტის", კერკრადეს "როდას", "როზენდაალის", "ბრედას" სტადიონები, შოტლანდიაში - "სენტ მირენ პარკი" და ასე შემდეგ.

კითხვები ჩნდება ფასისა და ხარისხის შეფარდებაზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად სანდო და გამძლეა კონსტრუქცია. კომპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიებს იძლევა, ასევე, სრულად ითვალისწინებს და იცავს ევროკავშირის სტანდარტებს.

ფასებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დაბალი ბიუჯეტით შეუძლებელია როდას, როზენდაალის ან როტერდამის დონის არენის აშენება. მაგრამ კომპანია უზრუნველყოფს, რომ სტადიონი აკმაყოფილებდეს უეფას მოთხოვნებს. დაახლოებით, 850-950 ათას ევროდ (მდგომარეობის მიხედვით), შესაძლებელია, აშენდეს სტადიონი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: 8 ათასი ადგილი, VIP BOX-ით და 500 VIP ადგილით, 2 სატელევიზიო სტუდია, ერთი - მოედანზე ხედით, 3 - კომენტატორის ბოქსი; მედიასივრცე და პრესცენტრი (100 მ2), ტრიბუნების 10%-ის გადახურვით, გასახდელები ორი გუნდისთვის, შხაპებით (25-25კაცისთვის); მსაჯების ოთახი, შხაპით და ტუალეტით, მედპერსონალის ოთახი, დელეგატების ოთახი, საწყობი სივრცე სხვადასხვა ინვენტარის შესანახად, ერთი საფეხბურთო კარის ჩათვლით; დოპინგკონტროლის ოთახი (20 მ2), ტუალეტით და შხაპით; შემოღობილი პარკინგი გუნდებისთვის და დელეგატებისთვის, სადაც 2 ავტობუსი და 8 მანქანა დაეტევა; VIP-პარკინგი; სტადიონის მთელ პერიმეტრზე ტუალეტების საკმარისი რაოდენობა, იზოლირებული სექტორი, სადაც დაეტევა მაყურებლის 5% (სტუმრებისთვის), ენერგიის გენერატორის ოთახი, საგანგებო ვითარებებისთვის, განათების კოშკები, სივრცე სატელევიზიო პლატფორმებისა და გუნდების ტექნიკური ზონებისთვის (სათადარიგო და მწვრთნელის), ტელეკომუნიკაციები (მოდემი, ტელეფონი).

თუ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელია, ეს ფასების დაკლებას იწვევს. საინტერესოა, რომ, მაგალითად, შოტლანდიის ჩემპიონშიფის ბინადარ "სენტ მირენის" 12-ათასიანი სტადიონის მშენებლობა, ამ ტექნოლოგიით, მხოლოდ 1,2 მილიონი ფუნტი დაჯდა.

რა თქმა უნდა, სხვა საინტერესო ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩში ახალი სტადიონი "დუბოვო-სპორტი" მინიმალურ ფასში ააშენეს, რადგან რკინის კონსტრუქციები გამოიყენეს - მსგავსი ასაწყობი ტრიბუნები მთელ ევროპაშია გავრცელებული. მაგალითად, ასეთია "ემპოლის" სტადიონის ერთი ტრიბუნა და "ინგოლშტადტის" "აუდი სპორტპარკის" ნაწილი. რეკონსტრუქციამდე ასევე იყო კრაკოვის "ვისლა არენის" სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნები...

მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქართველოში სპორტული ობიექტების რეკონსტრუქციაზე ბევრს ფიქრობენ, მაგრამ ფინანსების სიმწირე სერიოზული ხელშემშლელი პირობაა. მასობრივად კი, ასეთი სტადიონები ადვილი და იაფი ასაშენებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• levani

saertod ar unda tribunebi, marto moednebi movacyot. es ra logikaa, tu fexburtis ganvitareba gvinda da realuri agordzineba 3000iani tribunebi sakmarisia? magram araferic ar gvinda chven, arc xalxs da mitumetes arc jurnalistebs da mtavrobas. 3000kacian stadionze 500vip adgilio, aqedanac chans chveni sabchota mentaliteti. eset stadionebze vip adgilebi saertod ar aris evropashi. gundebis mmartvelebic ki chveulebriv adgilebze sxedan

• lasha

მერე იმ სამასი მილიონიდან სტადიონებს რომ 30 დავუთმოთ ტავის საფარიანიანათ ეყოფათ პრო 1 გუნდებს.იქნებ ეს სტადია შევაგზავნოთ ფედერაციაში:):):)

• მერაბს

იქნებ მაგ ბელგიურ ფირმას რა აქვთ გაკეთებული მაგაზე დაგეწერათ. რეალურად რა აქვთ აშენებული?

• პაატა

ყველაფერი კარგია რაც წერია მაგრამ წილში ჩამჯდარებს ასეთი ფასები სასაცილოდ არ ეყოფათ!საქართველოში რაც შეიძლება ბევრი უნდა მოტეხონ ყველა საქმეში!

• კახა ქირია

ფეხბურთი რო განვითარდეს 100ჯერ ვიტყვი რო აუცილებელია სტადიონები!!!5-7ათასიანი საკმაოდ კარგი იქნება ოღონდ სასურველია ბუნებრივი საფარით

• M.S.

მერაბიკო ჯიგარი ხარ კარგია რომ ახლა გამოიტანე ეს თემა. ეს საკითხი მთავრობამდეს უნდა მივიდეს. კიდევ მეტი უნდა დაწერო. ჩადი ხობში და გადაუღე სურათი იმათ ტრიბუნებს, საბჭოური კონსტრუციაა მაგრამ ნახე რა ადვილად შეიძლება იმ ტრიბუნების გაკეთილშობილება,(როგორც სამტრედიაში "ამოკერეს" ) მგონი ისეთივე სურათია ოზურგეთში. ტყიბულის სტადიონი ხომ საერთოდ ზღაპარია, მას რომ 2 მილიონი ლარი დაახარჯო,ერთ-ერთი საუკეთესო არენა იქნება დასავლეთ საქართველოში 10-12 000 მდე ტევადობით.

• 99999999999999999

ან ეს სტატია არის ტყვილი და თუ სწორია ბათუმში და სხვა ქალაქებში სტადიონები რომ გაკეთდეს 10 მილიონამდის არის ლაპარაკი-კომენტარი ზედმეტია

• papa

მერე ახლობლობით მოგებული ტენდერები? ატკატები? მეტი დაიხარჯოს რეკონსტრუქციაში და 1-2 წელიწადში ისევ გასაკეთებელი იყოს არ ჯობია?

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს

როდემდე უნდა ეხმარებოდეს ფიფა რუსეთს და როგორ მოგვპარეს რეიტინგი?

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა

გულშემატკივრის კუთხე: აი, ეს არის თქვენი მიდგომა!

არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა

"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...