ბორჯღალოსნების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის პირველი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში 5 დებიუტანტია, ვასილ ლობჟანიძე კი მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთრნელის პოსტზე მარკო ბორტოლამის სადებიუტო შეხვედრა 8 თებერვალს შედგება. ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში შვეიცარიას ივერდონში, „სტად მუნიციპალზე“ საქართველოს დროით 16 საათზე ეთამაშებიან.

პიერ-ანრი ბრონკანთან კონსულტაციების შედეგად, სათამაშო განაცხადში 5 დებიუტანტია. მათგან ორი - ფულბეკი ოთარ მეტრეველი და ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ. მეტრეველმა, რომელსაც ზურგს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში უმაგრებს, ბორჯღალოსნების კვართით სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასის’ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო დებიუტად არ ეთვლება. რეხვიაშვილი ეროვნულ გუნდში 7-კაცა ნაკრებიდან დაწინაურდა.

მარქაფაში არიან დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი. 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში სამივე მათგანმა დააგროვა გამოცდილება და ეროვნულ გუნდთან ერთად სანაკრებო შეკრებებზეც იმყოფებოდნენ, თუმცა პირველ კეპს 8 თებერვალს მოიხვეჭენ.

შევეიცარიასთან თამაშს იწყებს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება 29 წლის ვასილ ლობჟანიძე. მან ნაკრების კვართით პირველი თამაში 2015 წელს, გერმანიასთან ჩაატარა და დღემდე 99 კეპი მოიხვეჭა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში 100 და მეტი თამაში შემდეგ მორაგბეებს ჩაუტარებიათ: დავით კაჭარავა (122), სანდრო თოდუა (122), მერაბ კვირიკაშვილი (115), მერაბ შარიქაძე (104), შალვა მამუკაშვილი (103), გიორგი ჩხაიძე (100) და ლაშა მალაღურაძე (100).

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელიც ნაკრებს 2021 წლის შემდეგ დაუბრუნდა. მას გიორგი ახალაძე და ვანო კარკაძე შეუწყვილდებიან. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილსა და გიორგი ჯავახიას ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე, იოანე იაშაღაშვილი და თორნიკე ჯალაღონია დადგებიან. იაშაღაშვილი 2024 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებში მეორედ ითამაშებს.

ღერძზე ლობჟანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება. ცენტრში თამაშს გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძეა.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა და ალექსანდრე ქუნთელია. ხაზში შეცვლაზე გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შევლენ.

შეგახსენებთ, შვეიცარიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია და 1994 წელს მეტოქე სტუმრად 22:21 დავამარცხეთ, შარშან კი „ავჭალაზე“ სარეკორდო სხვაობით, 110:0 მოვუგეთ.

საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 17-ჯერ აქვს მოგებული, აქედან ბოლო 8-ჯერ ზედიზედ. ა ჯგუფში მისი მეტოქეები შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი არიან. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია თამაშობენ.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა ჯგუფი. I რაუნდი. 8 თებერვალი (კვირა)

შვეიცარია. ივერდონი. „სტად მუნიციპალი“. 16:00 საათი (საქ. დრო)

საქართველო - შვეიცარია

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

Rugby.ge

gio-goli
სრული ქაოსი პირველ ტაიმში თან ვისთან შვეიცარიასთან სამწუხაროდ რაგბი უკან უკან მიდის

შვეიცარიას ალბათ ნებისმიერი შემადგენლობით მოუგებენ,მერე კი,საჭიროების მიხედვით,თანდათან უძლიერესებსაც დაუძახებენ.აკა ტაბუცაძეს ძალიან დაუძვირდა ლელოების დადება და თუ მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების სიაში დაწინაურება სურს,ამ თამაშში ერთზე მეტი ლელო უნდა დადოს.იმედია ასეც მოხდება.შედარებით სუსტ მეტოქეებთან გვიწევს თამაშები და იქ აგროვებს,ამ ლელოებს,მაგრამ მაინც სასიამოვნოა,საუკეთესოებში,შენსას რომ ხედავ.კარგ,ხარისხიან,სანახაობრივ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.იმედია ხელით თამაშში გაივარჯიშებენ,შედარებით სუსტ მეტოქესთან.
რომა
აბრამიშვილს ტრავმა ჰქონდა.. შემდეგ თამაშებზე გამოიძახებენ ალბათ. ნინისაც, გიგაშასაც და გორგაძესაც (მათაც ტრავმები ჰქონდათ).
ნინი
ძირითად შემადგენლობაში ყველაზე საინტერესო ალბათ რეხვიაშვილია, ვნახოთ როგორ მოერგება ნაკრებს. სათადარიგოში კი ორი ახალგაზრდა მეორე ხაზელი და დვალია საინტერესო. ერთ კითხვას დავსვამ, აქ ვინმემ თუ იცით, აბრამიშვილი ჩამოსვლაზე იმიტომ ამბობს უარს, რომ საფრანგეთის ნაკრებს უმიზნებს, თუ სხვებივით მესამე თამაშიდან იქნება?
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
110:0 - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წაივარჯიშა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | "ედელვაისი" თბილისში
რაგბი ევროპა | ოთხი დებიუტანტით შვეიცარიასთან
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის