სპორტის აკადემიის ლექტორი სამუშაოდ ბრაზილიურ კლუბ "კასკაველში" მიიწვიეს
ფოტოზე: გოჩა ალადაშვილი რონალდინიოსთან ერთად

...ეს ამბავი სპორტის აკადემიის ლექტორმა თავად გვითხრა. შეგახსენებთ, რომ გოჩა ალადაშვილი ერთადერთი ქართველი სპეციალისტია, რომელსაც ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში უმუშავია - იყო კურიტიბას უნივერსიტეტის სპორტის კათედრის გამგე, ერთი ხანობა, ბრაზილიის ქალ სტუდენტთა ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრი ფიზმომზადების მწვრთნელის რანგში გახლდათ და გუნდს მსოფლიო უნივერსიადაზეც ახლდა...

რამდენიმე წლის წინათ, გოჩა ალადაშვილი საქართველოში დროებით დაბრუნებას აპირებდა. მაგრამ ეს დრო რამდენიმე წლით გაეწელა და ამ პერიოდში ქართულ კლუბებთან თანამშრომლობდა - რუსთავის "მეტალურგთან", ბოლნისის "სიონთან", ქობულეთის "შუქურასთან", ბათუმის "დინამოსთან"... რამდენჯერმე საქართველოში ბრაზილიური კლუბების ხელმძღვანელები ჩამოიყვანა, რომ ჩვენი კლუბები იქაური ფეხბურთელებით გაეძლიერებინა.

ბოლო სამი წელია, ალადაშვილი სპორტის აკადემიის ლექტორია.

"ახლახან, ბრაზილიიდან დამიკავშირდნენ და მუშაობა პარანას შტატის ქალაქ კასკაველის გუნდში შემომთავაზეს. ეს ქალაქი არგენტინასთან 300 კილომეტრშია, თვითმფრინავის ბილეთები უკვე ამიღეს და მალე ბრაზილიაში გავემგზავრები.

მიხარია, რომ წლების შემდეგ ისევ ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და უზომოდ უყვართ. იქ მე უამრავი მეგობარი მყავს და უცხოობას ნამდვილად არ ვგრძნობ", - ამბობს ალადაშვილი.

ქართველი სპეციალისტი თავის ახალ სამსახურზე გველაპარაკა:

"კლუბის დირექტორმა, ევანდრუ როჟეირო რომანომ მიმიწვია, რომელიც ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატი და კასკაველის უნივერსიტეტის სპორტის კათედრის გამგეა. ის წარსულში ცნობილი არბიტრი გახლდათ და, სხვათა შორის, იმ შეხვედრასაც სჯიდა, რომელშიც რომარიომ თავისი მე-1000 გოლი გაიტანა...

როგორც მითხრეს, სამეცნიერო დარგში სამწვრთნელო შტაბის კოორდინატორი ვიქნები, სამწვრთნელ პროცესს დავგეგმავ და გუნდის ვარჯიშებშიც მივიღებ მონაწილეობას. ამას გარდა, კლუბის საერთაშორისო დეპარტამენტიც ჩამაბარეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კარმინო კოლუმბინია, რომელიც ადრე "პალმეირასსა" და საუდის არაბეთში მუშაობდა. როდესაც მას ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს, მონაცემები დეტალურად შეისწავლა და მითხრეს, თურმე, სიამოვნებით დათანხმებულა - ჩვენ სწორედ ასეთი სპეციალისტი გვჭირდებაო".

ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებს:

"უცნაურია, რომ საქართველოში უფრო გამიჭირდა სამსახურის მოძებნა, ვიდრე - ბრაზილიაში. გვერდში სპორტის აკადემიის რექტორი, გურამ ძაგანია დამიდგა და ლექციებს ვკითხულობდი. როცა ბრაზილიაში მიწვევის ამბავი შეიტყო, მითხრა, შენ ამ ქვეყანაში საქართველოს დესპანი იქნები და რა დროსაც უნდა დაბრუნდე, ჩვენთან იმუშავებო. რა დასამალია და, პრაქტიკული მუშაობაც მსურდა.

გული მწყდება, ჩემი ცოდნა რომ ვერ გამოვიყენე. მაგრამ ხდება ხოლმე, რას ვიზამთ... მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ და იქიდანაც შევეცდები, რომ კლუბებს თუ ფეხბურთის ფედერაციას ჩემი კავშირებით დავეხმარო. ბინას კლუბი მიქირავებს, სხვა პირობებიც საკმაოდ კარგია.

ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიურ კლუბში ქართველი მიმიწვიეს. "კასკაველი" პარანას ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ სამწლიანი გეგმა შეადგინეს, რომლის მიზანიც სერია B-ში მოხვედრაა.

შესაძლოა, ბევრმა ვერ გაიგოს, "კასკაველი" რა დონისაა. საწყენად არავინ მიიღოს და, მიმაჩნია, რომ მსგავსი გუნდი საქართველოში არ გვყავს. მე ფაქტებს გეტყვით და თავად განსაჯეთ - კლუბს 43-ათასიანი სტადიონი, მშვენიერი ბიუჯეტი აქვს და თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსიც ემსახურება. ასეთით, საქართველოში ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vep1963
წარმატებები გოჩა.იმედი მაქვს საქართველოში შენზე უფრო ძლიერი სპეციალისტები დატოვე.
gocha beuqlishvili
კარგად ვიცნობ გოჩას,სამცუხარო რეალობაა,კაცმა თავის ქვეკანაში სამსახური ვერ იშოვა.ცარმატებები გოჩა,დიდი მოკითხვით კვარლიდან
Gio .
ეგრეა ჩვენი ფეხბურთი განვითარებული რომ ესეთი პროფესიონალი კადრები არ გვწირდება? სირცხვილია ხალხნო ასეთ სპეციალისტს ქართული ფეხბურთი რომ Vერ გამოიყენებს, თუ ისე ვართ განებივრებულები რომ ყოველ მეორეს Iწვევენ უცხოეთში სამუშაოდ. ეგაა ჩვენი უბედურება რომ არ ვაფასებთ ქართველს. ცამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები და ვყრით ფულებს უშედეგოდ როცა ქვეყანას ყოლია კაცი რომელიც ბრაზილიაში ჭIრდებათ
კახა ქირია
სასიამოვნოა ყველა ქართველის წარმატება.ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
კოტე
სტადიონი დინამოსაც დიდი აქვს, ხალხი რამდენი დადის, ეგაა საინტერესო ))
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᕘᕣᓠ ᕙᓚᓣᓑ "ᓙᓝᓠᓘᓢᓘᓑᕐᕡ" ᓑᕐᓗᓣᓛᓨᕘ ᕡᓐᓤᓔᓮᕑᓣᕠᓗᓝ ᕡᓙᕝᓚᓘᓡ ᓒᓐᕮᓡᕜᓐ ᓡᕣᓠᓡ
სპორტის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდება
რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე
და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?
ᓐᓕᓗᓐᓜᓓᕘᓚ ᓑᓔᓠᓘᕫᓔ: ᕑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᕔᕑᓡ ᓑᓐᓗᓣᓛᓨᕘ ᓡᓔᓠᓘᕝᓖᓣᓚᓘ ᓩᓐᓜᓐᓤᓘᓥᕠᓘ ᓐᓥᕕᓗ
რევაზ ჩელებაძე: ისტერიკა მერე ატეხონ, მანამდე კი შემეშვან!..
რომარიოს ვაჟი კარიერას უკრანიულ კლუბში განაგრძობს
"შუქურა" "კურიტიბას" პარტნიორი გახდა, ქობულეთში ბრაზილიელები მოდიან!
ქობულეთის "შუქურა": ესეც ახალი ბრაზილიელები!
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
ᓡ
რომარიომ მასზე 31 წლით უმცროს ქალთან გააბა რომანი [PHOTO]