გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც შარშან, თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტზე მე-8 ადგილი დაიკავეს. 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მე-3 წელია, A დივიზიონში ასპარეზობს. თბილისამდე ჩვენმა ნაკრებმა 2024 წელს ელიტარულ დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში იასპარეზა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. B დივიზიონში იასპარეზებს 2 ნაკრები: 18 და 20 წლამდელები, ხოლო გოგონათა 16 და 18 წლამდელთა ნაკრებები ძალებს კვლავინდებურად C დივიზიონში მოსინჯავენ.

16-წლამდელთა ნაკრები – A დივიზიონი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, იგივე A დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება. ტრადიციულად, ტურნირში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, ისრაელთან და საბერძნეთთან.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში ერთმანეთთან თითო მატჩის გამართვის შემდეგ ყველა მონაწილე მერვედფინალში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე დაკავებული ადგილების მიხედვით შეხვდება. მერვედფინალში მოგებული გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, ხოლო წაგებულები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ და ბოლო 3 გუნდი ელიტარულ დივიზიონს დატოვებს.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 7-15 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება.

20-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი

წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთა მიზანიც 3 საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები 4 ჯგუფში განაწილდნენ და საქართველო 5-გუნდიან, B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესტონეთი, უკრაინა, შვეიცარია, და ლუქსემბურგი.

ტურნირი 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ჩატარდება.

წლეულს 20-წლამდელთა B დივიზიონში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთა მიზანიც 3 საუეკთესოში მოხვედრა იქნება, რათა A დივიზიონის საგზური მოიპოვონ. მონაწილეები 4 ჯგუფში განაწილდნენ და საქართველო 5-გუნდიან, B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესტონეთი, უკრაინა, შვეიცარია, და ლუქსემბურგი.

ტურნირი 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში ჩატარდება.

18-წლამდელთა ნაკრები – B დივიზიონი

ტუნირს ხორვატიის ქალაქი რიეკა უმასპინძლებს და მასში 22 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, რომელშიც მეტოქეებად შვედეთი, მაკედონია, უნგრეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ეყოლება. ტურნირი ხორვატიაში 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

18-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი

ჩვენი გოგონები ისევ C დივიზიონში არიან და წლეულს კოსოვოში იასპარეზებენ, სადაც 7 ნაკრები შეიკრიბება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა გიბრალტართან, სომხეთთან და მასპინძელ კოსოვოსთან. ხოლო A ჯგუფში ალბანეთი, მალტა და კვიპროსი იასპარეზებენ. ტურნირი ქალაქ პეჟაში, 21-26 ივლისს ჩატარდება.

16-წლამდე ქალთა ნაკრები – C დივიზიონი

7 ქვეყნის ნაკრები მალტაში შეიკრიბება, სადაც 7-დან 12 ივლისის ჩათვლით გამარჯვებულს გამოავლენს. საქართველო A ჯგუფში მოხვდა კოსოვოსთან და მალტასთან ერთად. B ჯგუფი ალბანეთმა, სომხეთმა, მოლდოვამ და გიბრალტარმა შეადგინეს.

GBF.GE

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
L ჯგუფი: ინგლისი და ხორვატია პლეი-ოფში გავიდნენ, განა მოლოდინშია
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
U20 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა