საინტერესო სანახავი გამოდგა სუპერლიგის "ოლ სტარი", რომელიც სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა
საინტერესო სანახავი გამოდგა სუპერლიგის "ოლ სტარი", რომელიც 28 იანვარს სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა. როგორც ასეთი ტიპის შეხვედრებს შეშვენის, იყო შოუს ელემენტები, უამრავი სამქულიანი (ჯამში 31 რეალიზებული), ფრენა და ჩატენვები...

ბერიშვილი

ლაღ თამაშში NBA-სებური ანგარიში დაფიქსირდა - 128:128. ძირითადი დრო სწორედ ასე დასრულდა, დამატებითში... თუმცა ოვერტაიმი არ გამართულა, საერთო შეთანხმებით, გუნდებმა დამატებით დროზე უარი თქვეს და მატჩიც მშვიდობიანად, ფრედ დაასრულეს.

როგორც წესი, "ოლ სტარის" საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული გუნდის ბომბარდირს ირჩევენ. რადგან შეხვედრა ყაიმით დასრულდა, MVP-ის ტიტული სნაიპერ მიხეილ ბერიშვილს ერგო, რომელმაც კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა.

რეგიონების გუნდიდან სოხუმელი დუეინ ლათანი ასცდა 20-ქულიან ნიშნულს - 25 ჩააგდო.

- დიდი მადლობა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, იმედია, ისიამოვნეს დღევანდელი მატჩით და მომავალში სუპერლიგის დაძაბულ თამაშებზე კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებენ, - აღნიშნა "ოლ სტარის" MVP-მ, მიხეილ ბერიშვილმა.

რეი

ჩატენვების კონკურსში ერთმანეთს ექვსი მონაწილე ეჯიბრებოდა: ტერიკ ბრიჯმენი, დეანდრე რეი, ოთარ ბულიავა, ტომი სპანოლო, უოლტერ პიჩფორდი და დუეინ ლათანი. ჟიურის წევრები კი გახლდნენ ყველასთვის ცნობილი, სახელოვანი ვეტერანი კალათბურთელები - ნიკოლოზ დერიუგინი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია და პაატა გურასპაული.

ფინალში გავიდნენ ტერიკ ბრიჯმენი და დეანდრე რეი. ეს უკანასკნელი A ლიგის გუნდ "დელტას" წარმომადგენელია და სწორედ მან მოიგო ჩატენვების ტურნირი, რომელმაც ფინალურ შერკინებაში 37 ქულა დააგროვა.

- ძალიან მიხარია, რომ სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ჩატენვების კონკურსში მონაწილეობის საშუალება მომეცა. როგორც ვიცი, ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ა-ლიგის მოთამაშემ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ეს მოთამაშე მე ვარ და მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ. ვამაყობ, რომ გავიმარჯვე, - გახარებული იყო დეანდრე რეი.

კასპერბაუერი

- სამქულიანების კონკურსი შემდეგი წესებით გაიმართა: მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ისროდნენ. 25 ტყორცნისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ.

კონკურსში 6 მონაწილე პაექრობდა: ქეისი კასპერბაუერი - 20 ქულა, ირაკლი ჩლაიძე - 10, დეონტა ვონი - 10, დავით ბარბაქაძე - 17, გიორგი ბარბაქაძე - 16, აკაკი ლომოური - 14.

ფინალში დავით ბარბაქაძე და რუსთაველი კასპერბაუერი გავიდნენ. ჯერ ქართველმა ისროლა და 16 ქულას უწია. კასპერბაუერმა კი, პირველი ეტაპის მსგავსად, 20 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.

- ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. სასიამოვნოა ამდენი გულშემატკივრის ერთად ხილვა და მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, თბილისში. ალბათ, უკეთეს დღეს ვერც ვინატრებდი. დიდი მადლობა ყველას, - ქეისი კასპერბაუერი, 3-ქულიანების გამარჯვებული.

სუპერლიგის "ოლ სტარი"

28 იანვარი, თბილისი

თბილისი-რეგიონები 128:128

36:37, 32:41, 33:22, 27:28

თბილისი: როგავა (13ქ, 5პ), ფხაკაძე (2ქ, 4პ), ვონი (23ქ, 10პ, 6მ), ჩლაიძე (3ქ, 3პ), ლონდარიძე (14ქ, 5მ), ბრიჯმენი (14ქ), ფაცაცია (2ქ), ბერიშვილი (30ქ, 6პ, 10მ), გოგოძე (6ქ), ფლორვეუსი (14ქ, 8მ), პიჩფორდი (7ქ).

რეგიონი: ბოისა (11ქ, 5მ, 3პ), ლათანი (25ქ, 3პ), ლი (2ქ, 13პ, 6მ), დ. ბარბაქაძე (6ქ), სპანოლო (4ქ), ჯინჭარაძე (12ქ), ცინცაძე (9ქ, 8მ, 11პ), ჯგერენაია (12ქ, 10მ), გ. ბარბაქაძე (19ქ), ლომოური (7ქ, 5მ), ბულიავა (17ქ), ბექაური (4ქ, 5მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: პირველი ნახევარფინალისტი "რუსთავია"
სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით
სუპერლიგა 2016/17. VI ტური: როდესაც ერთი ტყორცნა გაკლდება...
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
სუპერლიგა. XXII ტური: ბათუმსა და ქუთაისში მასპინძლებმა მოიგეს
სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: ფავორიტური
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი: "ბათუმმა" "სოხუმს" მოუგო და "დინამოს" შეუწყვილდა
იშვიათი სიზუსტის ტყორცნა ქუთაისი-ბათუმის მატჩში [VIDEO]