ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იშვიათი სიზუსტის ტყორცნა ქუთაისი-ბათუმის მატჩში [VIDEO]

იშვიათი სიზუსტის ტყორცნა ქუთაისი-ბათუმის მატჩში [VIDEO]

სუპერლიგა 2014-15. 1/4-ფინალი: ზაურ ფაშაევია თუ ჯოტია ცაავა?
მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის, "რეკორდის" გმირი ჯოტია ცაავა ხომ გახსოვთ? 23 წლის რეკორდსმენი, რომელმაც მდინარე აბაშის ერთი ნაპირიდან მეორეზე 7-კილოგრამიანი ქვა ისროლა და დურუ ხუნჭუას ეზოს ღობე დააზიანა. ხუტა უფროსისადმი წარდგენილ წერილში ტყორცნის მანძილიც ზუსტადაა განსაზღვრული - ჯოტიამ ქვა 22 მეტრზე გადააგდო და ღობეს ისეთ წერტილში გაარტყა, მთლიანად დაშალა... ფილმში, წერილის კითხვისას მილიციელმა ჩაურთო: კარგი ბიჭია ჯოტია, ხუტა უფროსო...

კარგი ბიჭია ზაური... ზაურ ფაშაევი, რომელმაც ჯოტია ცაავას რეკორდი გაიმეორა, ზუსტად 22 მეტრიდან ბურთი მეტოქის კალათისკენ ისროლა და მიზანში მოარტყა.

აი, როგორ: "ქუთაისი"-"ბათუმის" მატჩის მეორე პერიოდში "აჭარელმა" ბი ჯეი იანგმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან სწრაფად გადაიტანა, ქუთათურთა ფარქვეშ შევიდა, მაგრამ ვერ ჩააგდო. ფარიდან ასხლეტილი ბურთი იმერელთა აზერბაიჯანელმა გამთამაშებელმა ზაურ ფაშაევმა მოხსნა. რადგან დრო იწურებოდა, ცალი ხელით მეტოქის კალათისკენ ისროლა და... ჩააგდო. ამ სამქულიანმა "ქუთაისი" დიდ შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობით (47:37) გაიყვანა.

იხილეთ ვიდეო

ჯოტიასთან შედარებით, ფაშაევს დიდი უპირატესობა ჰქონდა: მისი სიზუსტე ტელეკამერებმა დააფიქსირა.

"ბათუმი" დანებებას არ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში ტრავმირებულებიც არიან და სათადარიგოთა სკამიც მოკლეა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 66:66. თუმცა სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ გაიქცა "ქუთაისი" (8:0) და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მასპინძლებს კარგად მოეხსენებოდათ, რომ მეოთხედფინალურ სერიაში (3 მოგებამდეა) ზედიზედ ორი მატჩის წაგება ნახევარფინალთან ნაადრევად გამომშვიდობებას ნიშნავს და მაქსიმალური მობილიზებით შეხვდნენ გუშინდელ შეხვედრას. ეს სტატისტიკამაც ნათლად დაგვანახვა: ქუთაისელებმა მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვეს, ორქულიანები 46.5-პროცენტიანი სიზუსტით (43/20), ხოლო სამიანები 36-პროცენტიანით სტყორცნეს (25/9), ერთ მატჩში 28 შედეგიანი გადაცემა კი მიმდინარე სეზონის მესამე მაჩვენებელია.

სხვათა შორის, სროლის სიზუსტეში "ქუთაისს" დიდად არც "ბათუმი" ჩამორჩენია - არც ზღვისპირელებს აკლდათ კონცენტრაცია.

როცა გუნდი 28 პასს აგროვებს, ჩანს, რომ გუნდურად ითამაშა. ამიტომ რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა რთულია. თუმცა დუბლის ავტორ დავით ბარბაქაძეზე მაინც ცალკე უნდა ვთქვათ. მან ძმის, გიგის არყოფნაში მისი წილი ქულებიც მიიწერა და 20-მდე ავიდა, რასაც 11 მოხსნა მიამატა.

"ბათუმში" 33 ქულით ბომბარდირი ბი ჯეი იანგი გახდა, ხოლო 21 მოხსნა კრის ფელჩერმა გაიფორმა.

სუპერლიგა 2014-15. 1/4-ფინალი

6 მაისი. ქუთაისი, სპორტის სასახლე

ქუთაისი-ბათუმი 80:74

22:16, 25:21, 18:24, 15:13

"ქუთაისსა" და "ბათუმს" შორის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი 8 მაისს ბათუმში, 18 საათზე დაიწყება. მანამდე, ასევე 8 მაისს თბილისში "მგზავრები-არმია" "დინამოს" დაუპირისპირდება (14:00 საათზე), "სოხუმი" - "შსს აკადემიას" (16:00), ხოლო "ოლიმპი" - "რუსთავს" (18:30).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• fanat

გაავრცელეთ ეს ვიდეო,ათასი ჯურის შორიდან ჩაგდებულებზე ვტკბებით და ჩვენი ჩემპონატის კალათბურთელის ჩაგდებულზეც გაოდნენ უცხოელბმაც....

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ

"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა

პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო

"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა

სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია

„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე

აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს

კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში

[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი

"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"

მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ

კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება

ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება

კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს

თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას

შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ

სუპერლიგის "ოლ სტარი": ფრენა

სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ

სუპერლიგა. ფინალი. V მატჩი: გამარჯვების დღე ქუთაისში [VIDEO+PHOTO]

სუპერლიგა. IV ტური: ჩემპიონი წინ მიიწევს

სუპერლიგა. 1/2-ფინალი: გახურდა, უქმეებზე გაცხარდება

სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით

სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს

ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში

სუპერლიგა 2016-17. XVIII ტური: მაყურებელი VS მსაჯი - "ბათუმმა" რუსთავიდან ორი ქულა წაიღო [VIDEO]

"ბათუმმა" "ჰიუსტონ როკეტსის" ყოფილი კალათბურთელი დაიმატა

სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო

სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისმა" "კაკტუსის" ეკლებს გაუძლო

დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო

სუპერლიგა. XXII ტური: ბათუმსა და ქუთაისში მასპინძლებმა მოიგეს

სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა

სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი "ოლ სტარი" გაიმართა