რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი "ბორჯღალოსნების" შესახებ საუბრობს
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ქართველი მამუკა ლოსაბერიძე გახდა.

რა ხედვები აქვს ლოსაბერიძეს და როგორ წარმოუდგენია რუსული რაგბის განვითარება, ამასთან დაკავშირებით ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ იცის, როგორ უნდა დაამარცხონ რუსმა მორაგბეებმა "ბორჯღალოსნები".

ჩვენ კი ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს გთავაზობთ.

- ბოლო წლებში სულ რუსულ რაგბიში ხართ. ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი როდის და რატომ გაგიჩნდათ?

- წლებია, ამ თანამდებობაზე ალტერნატივა არ ყოფილა. 2003 წლიდან ვიაჩესლავ კოპიევი იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ყოველ წელს უკან მიდის რუსული რაგბის საქმე. 142-მილიონიან ქვეყანაში მორაგბეს რომ ვერ მოძებნი და მორკინალი არ გეყოლება, რაზეა ლაპარაკი?

კოპიევის თამადობით, ფედერაციის თანამშრომლების 90% რაგბისგან ძალიან შორს მყოფი ჩინოვნიკია. არადა, სწორედ ჩინოვნიკებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.

- 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ მოუგია. რუსები როგორ უყურებენ ამ სტატისტიკას?

- ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს! აქაურებს ხშირად ვეუბნები, თუ საქართველოს დაამარცხებთ, მერე შეიძლება რამეზე ლაპარაკი-მეთქი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, საქართველოს და რუმინეთის დამარცხებაზე ვიფიქროთ. ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები, მაგრამ, ჯერჯერობით, არა მყავს საჭირო შემადგენლობა. ტყვია-წამალი არის, მსროლელები - არა. რაც შეეხება საქართველოსთან მუდმივ წაგებას, აქ ამაზე გული არ შესტკივათ, არ აინტერესებთ... წააგეს 0:100? მერე რა?! 25 წელიწადია, ვაგებთ, მაგრამ... ვისაც აინტერესებდა, მოიგო არჩევნები, მოვიდა და საქმის გაკეთებასაც აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- ქართველი მორაგბეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლიაო, თქვით. რას გულისხმობდით?

- ქუთაისის "აია" ჩემი საყვარელი გუნდია, ქალაქის მეორე გუნდის - "ბაგრატის" შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. ავთო იობიძე, დუგლას კავთელაშვილი ჩემი მეგობრები არიან და შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი "ბაგრატს" - ფინანსურად, ფორმით, ინვენტარით. მინდა, რუსეთიდან რამდენიმე ლეგიონერი ჩავიდეს "ბაგრატში" და სეზონის ბოლომდე საქართველოში ითამაშონ. აკადემიაშიც მსურს რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, ასევე, საქართველოში შეკრებებისა და თამაშების გამართვა. "რაგბი ევროპის" მატჩის გარდა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც ვგეგმავ ჩამოსვლას, რათა რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოს რაგბის კავშირთან.

- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?

- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...

- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?

- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!

- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?

- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...

- 12 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-რუსეთია. რას ელით მომავალი მატჩისგან?

- საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ, თანაც მეც 9-ნომერი ვიყავი და ვიცი პატარა ეშმაკობები, რაც საქართველოს ნაკრებს არ მოსწონს. ასე რომ, რუსეთის ნაკრების მწვრთნელსა და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას, როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ.

- რას ეტყვის რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე თავის სამშობლოს?

- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ! აქვე ჩემს გულისტკივილსაც გაგიმხელთ: ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე...

არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

აფხაზი
ეხლა წარმოიდგინეთ ამ კაცმა ყველაფერი რომ გააკეთოს, რომ რუსეთთან ამ დარგში წავაგოთ(რაც დღეს გამორიცხულია), არადა დამოუკიდებლად მოვახარხეთ და მსოფლიო რაგბში მაინც გვიცნობენ... რა გამოვა??? მოყვარეა ეს კაცი თუ მოღალატე??? თუმცა ჰეიგმა ზელანდიის წინააღმდეგ წაიყვანა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ეს სხვა პეიზაჟია, საქართველოს ზელანდია ოკუპირებული არ აქვს...
Gio
მე მრცხვენია ასეთი არაპატრიოტულად განწყობილი ქართველების დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის და საამაყო სპორტის მიმართ!!
patrioti
რა ვქნა კაცო, ეს ქართველები რატო ვერ ვხვდებით, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მასთან შეიძლება გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა, პოლიტიკურიც უნდა გვქონდეს, რადგან მეზობელია და ვერ ავცდებით, მაგრამ მეგობრობა ცოტა სხვა რამაა და მგონი პარტნიორობა და მეგობრობა გვერევა ერთმანეთში. ახლა ამ კაცის კომენტარები: ქართველი ვარ და კარგად ვიცი საქართველო როგორ დავამარცხოო, რუსეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო, და ა. შ. მე ასეთი ქართველობის არ მწამს და არც პატრიოტად მიმაჩნია ასეთი ხალხი. შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, ისეთს არაფერს ვამბობ, უბრალოდ ფაქტებიდან გამომდინარე ვმსჯელობ. რუსეთში ფული იშოვა, კარიერა გაიკეთა, მის მიმართ კარგად არიან განწყობილნი, მოდი აბა ისეთი რამე თქვას, რომელიც საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს, მაინც კარგად იქნებიან მის მიმართ განწყობილნი? და თუ ეს ასე არ არის მაშინ რა გამოდის? ............................ რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოს მოსაგებად არ "დანიშნეს" ეს კაცი და ამ დუნიაზე მხოლოდ ჩვენ ორი არ ვთამაშობთ რაგბს, მაგრამ მაშინ ალალად თქვი რა, რომ საქართველოს ინტერესებს გირჩევნია საკუთარი, პირადი ინტერესები და ნუღა მოყვები ამას დავეხმარე და ეს გავაკეთე საქართველოსთვის და ნახეთ რამხელა ამაგი მაქვს ჩემი სამშობლოს მიმართო. ასეთი ხალხის აშენებული და წინწასული საქართველოსი არ მჯერა, არ მჯერა, რომ ასეთ ხალხს საქართველოს სიკეთისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ბოლომდე შეუძლიათ თავგანწირვა და პირადი მიზნების გვერდით გაწევა, რადგან საჯარო პირს, რომელსაც აბარია ესა თუ ის სფერო, სწერედაც, რომ ასეთი თვისებები უნდა გააჩნდეს და მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ფიქრობდეს. ვინაიდან ასეთი ბატონები ისეთი ქვეყნის სამსახურში დგანან, როგორიც რუსეთია, რომელმაც მშვენივრად იცის წართმეული ტერიტორიები ვისია, თუმცა არად დაგიდევს და ამდენ ადამიანს გიხოცავს, ნელ-ნელა მოიწევს და ფაქტიურად ანექსიას ახორციელებს ვერაფრით იქნებიან პატრიოტები, ე.ი. საქართველოს ინტერესების დამცველნი, ამიტომ ვერაფრით ვიქნები ასეთი პიროვნებების მიმართ კეთილგანწყობილი და არც ის გამიხარდება წარმატებას რომ აღწევს სადღაც. ამიტომ შენიშვნა, რომ ამხელა ქვეყანაში ნახეთ რამხელა წარმატებებს მივაღწიე, თქვენ კი ამას არ აღნიშნავთო, ცოტა უადგილოდაც კი მიმაჩნია.
Great Br-sh
რატომ??? არე გა-ვ-ეცით ღირსეული ფასუხი დღემდე , და არ მი-ვ-უჩინეთ საკადრისი ადგილი, სხვა ნიჭიერ მაგრამ ზნედაცემულ ქართველებს,ქართველებო!ვინმემ აიმაღლა ხმა არაქართველ ფეტრე ბაგარატიონების და რუსი თუ ოსმალო ფარსის ნაქართველარი მხედართმთავრების და ფოლიტიკუსების გაუთავებელი რიგის .... ორჯონიკიძეებით და შევარდნაძეებით და უფრო აქეთაც,ეხლაც,დამთავრებულით.მარტო მეთვრამეტე საუკუნიდან დაწყებული დღემდე, ადრეულ დროს არც ვამბობ იმდენი არაქართველი "მოღვაწეობდა" დედა სამშობლოს იგნორირებით,სხვათა სიძლიერისთვის, ხელოვნებაშიც,....ასობით ნიჭიერი "არტისტების და უჩონების რანგში" რამდენი უფესვოდ დარჩენილი ღრუზინობდა ან გიურჯობდა სხვათა სახრად....სუმბათაჟვილ-იუჟინის,მარჯანოვის,ვახტანგოვის ...დღევანდელ კარიერისტ მედროვეებთან,სტურუა,შენგელაია ჩხეიძეების..... და კიდევ ასობით წვრილ წვრილი ღრუზინების სახით ან არაქართველ ნიჭიერ ღრუზინ მეცნიერებს,გადამთიელეთში მოღვაწეებს საქართველოსთვის უვარგისებს,ძველებს აღარ ჩამოვთვლი,....ციციშვილებს,ჯანელიძეებსს,ნადირაძებსეს და სხვათა....არავის ახსოვს ქართველებისგან დავიწყებულები არიან,ახალ უსამშობლოებზე ვიტყვი,წერეთლებსა,ბოკერიებს,კეკელიძეებზე .... და სხვათა უფრო რანგით დაბლა მყოფ "ქართველ ფროფესორ დოქტორანტებს",რაღაცით განაწყენებულებსა დედა -საქართველოზე,და გადაბარგულებს სხვაგან,უგზო უკვლო ბორიალით ამ წუთი სოფლად ყოფნისას,გაეცათ საკადრისად??? ქართული მტკიცე ამომძირკვავი სამშობლოს გულიდან მათნაირებისათვის ფასუხი მამულისშვილ ქართველებისაგან,არა!!! ფირიქით ღირსების ვარსკვლავებს და ქართველებისათვის წმინდა ადგილებზე დაკრძალვით ვაღზევებთ,ხოდა ვიყუჩოთ,სფორტსმენების მიერ,რიგითი ჭკუის მქონე ხალხის მიერ ,ქცევებისა გამო ,კავაზაშვილები ,მამულაშვილები თუ სხვანი,რომელნიც იყვნენ და არიან გადაგვარებისა გზაზე შემდგარნი შეუცნობლად თუ გონებრივად შეგნებულობით თვისითა."რასაც ვთესთ ,იმასვე ვიმკით და "სამშობლო დედის ძუძუი,არ გაიცვლების სხვაზედას" დამვწყებელნი,არარაობებად,ნაცარტუტად მოვლენლნი, ამ დუნიაზე.
გიორგიპირველი
კიდევაც რუსებს უნდა ჰქონდეთ რამე ქართველების საწინააღმდეგო?
halagaji
cadii......turme ak titkos ganacyenebulebi vart da ager ipova gza hurisziebis..fuu ai eseni vart vitom kartveli vajkacebi. ase vikcevit yvela sferoshi da imitomac vart gaubedurebulebi. aba pribaltikis kveynebhi naxet ra xdeba ik ase ar ikcevian ik namdvili kacebi da kalebi cxoroben hvengan gansxvavebit da kveyana uketesad uyvart vidre hven.
ZURA
Mere gadadgit is erti nabiji mtaceblebo daabrunet rac ar gekutvnit!
asd
შე საბჭოთა გადმონაშთო საერთოდ აღარ ჩამოხვიდე კაცი მტერთან რომ წახვალ რაღაზე უნდა ელაპარაკო ფუუუუუ
თორნიკე
კიდევ ერთი იუდა გამოჩნდა
გურჯი
მეგობრებო ყველა ერთად, ჩვენს მორაგბეებთან ერთად სულ მალე დავანახებთ ამ კაცს რამხელა განსხვავებაა ქართულ და რუსულ რაგბს შორის.და კიდევ ჩვენ ძალიან გვაწყობს ძლიერი რუსეთის ნაკრები.ამ კაცისგან განსხვავებით ქართველები ყოველთვის პატივს ვცემთ ძმებ ცნობილაძეებს
მერაბი
არც ერთ რუსი, არც ერთ რუს საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს.ნახევარი ქვეყანა კი წაგვართვეს .მეორე ორჯონიკიძეა.თან უკვირს რატომ არ უხარიათო.
guga
ნუ ურაპატრიოტობთ რაა, კაცი წმინდა პროფესიული კუთხით უდგება საქმეს და იმიტო თუნდაც კაი კაცი რო პროფესიონალია. ქართულ საკლუბო რაგბშიც აქვს კარგი საქმეები ნაკეთები. ცივი გონებით უდგება საქმეს, ისევ ეს ჯობია იყოს რუსების სათავეში ვიდრე მართლა ნამონღოლარ-ნაებრაელი
zaza
რუსეთი საქართველოს კარგა ხანს ვერ მოუგებს რაგბში მაგრამ რუსეთის ნაკრები რომ გაძლიერდეს ჩვენთვის უკეთესია... ლოსაბერიძე მოღალატე არ არის და შეეშვით უტვინო და ვითომ პატრიოტული კომენტარების წერას ჯერ გაიგეთ რა გაუკეთებია ამ კაცს ქართული რაგბისთვის და რას აკეთებს და მერე აკომენტარეთ!!!
დათო
ეს რა ქართველია, გადაიკეთე ბარე გვარი ლოსაბეროვად!
rezo
"ქართველებს მეზარბაზნეები არ ყავთ" აი ეგ კაცი ხარ შენ!!!
Niko
ბოდიშით ცენზურა უნდა დავიცვა მაგრამ ამას როგორ არ უნდა შეაგინო. მისნაერებმა გაყიდეს საქართველო და ყიდიან კიდევ. ამ ადამიანს ქართული სული არ ააქვს რაც მთავარია. ვინც ამას რუსეთში გაყვება საქართველოს საწინააღმდეგოდ სათამაშოდ ისენიც მოსაკითხები იქნებიან! რაგბი ჩვენი თამაშია და არა რუსების!
me
ძალიან დიდი ნაბიჯიც არ ჭირდება ერთი ფსოუზე გადაბიჯებაა საჭირო და მეორე ფეხით როკის გვირაბზე. მეორე დღიდან დავიწყოტ ურთიერთობების აღდგენა და მეგობრობა. ისე შენ რო რაგბს თამაშობდი 9 ნომრად ის დრო კაი ხანია წავიდა და ისეთ ეშმაკობებს ნუ ასწავლი მაგათ ჩვენები, რომ გააბრაზონ თორე თამაშის დაწყებიდან მე60 წუთზე მოგხსნან შიძლება ისეთ ანგარიშს დაგიფიქსირებენ.
იომაიო
"ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში" თქვენ ვერ ხვდებით ბატონო, მაგრამ მხოლოდ მონური აზროვნების მქონეს თუ გაუხარდება თქვენი მიღწევა.
me
მემგონი ისტორიული მაქსიმუმი უნდა ვუჩვენოთ წელს ლოსაბერიძეს
bs
1.ამათ ქართველებთან მეგობრობა მარტო ხაჩაპურის და ხინკლის ჭამა გონიათ. 2. ტყუილია არც ერთს არაფერი აქ ქართველების საწინააღმდეგოო, რუსეთის მოსახლეობის 83 % ან იმპერიალისტ-შოვინისტიაია, ან პუტინოიდი, ან კომუნისტი, 15 % საერთოს ყველაფერი კიდიათ და რაღა იმ საცოდავი 2 % პროცემტიდან არიან მის გარშემო ყველა. 3. მედროვე ხარ შენ ძმაო და მორჩა!
ქუთაისელი
ქუთაისელებო, ეს რა კაცი გაგვიზრდია, გველი გვყოლია უბეში, ფთუი.....
გულშემატკივარი
ვერ მოგართვი, ვერასოდეს დაამარცხებთ ვერც შენ და ვერც შენნაირები საქართველოს ნაკრებს. შენი დრო წასულია. და ისე ჯერ მოიგე არჩევნები, გაგისაჩივრეს და ჯერ გადახტი, მერე შეპირდი რუსებს ქართველებს გამარჯვებას. ისე თურმე მართალს ამბობდნენ შენზე, რა "კაციც" ხარ გამოაჩინე.
svan
gia-ს მეტი განადგურება და აოხრება რა გინდა, ამის მერე უკვე ბოლო უკიდურესობა გვრჩება, თუ ამოწყდება მთელი ერი)))) მეტი განადგურება რა გვინდა 1400 წლიდან განადგურებულები და დაქცეულები მოვდივართ!!!! სრულიად დამსახურებულად! სრულიაააააააააააააად დამსახურებულაააააააააააად!
gio
თითქოს დააშავე კი არა ნამდვილად დააშავე. ჩვეულებრივი მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი ხარ. ან კი მიგაჩნია სამშობლოდ საქართველო? იქნებ სტალინივით შენც საბჭოთა კავშირი გგონია შენი სამშობლო?!
irakli
ქართველებო შვილები ესეთი არ გაზარდოთ (ამას აწი ვერაფერი ვერ შეცვლის)
dddd
ამისგან ქარტველის მხოლოდ გვარია დარჩენილი!
ზურაბი
მტრის მოსამსახურე
saxeli
"ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები" - მოღალატეები და გამყიდვლები სხვას კი არ აკეთებდნენ, თფუიი....
ფერნანდო
ტყე დგას უღვთოდ აჩეხილი ცხრა აპრილით თარიღობს-- ცული მე რას დამაკლებდა, ტარი ხის რო არ იყოს...
Vasili
ვახ მეეე!!!!!! ლოსაბერიძე შენ ხარ ტიპიური მოღალატე კაცი, ეგეთები როგორ ხდებით?! (ვასკა-ს რა პოლიტიკური ჭრილი??!!) ერთი ნაბიჯი უნდა ურთიერტობის აღდგენასო, რაღაცაში ჩვენ შევცდით რაღასაში რუსებიო,, აბა ეხლა ამას რა უნდა ელაპარაკო?! თუ ეგ ერთი ნაბიჯი უნდა ურთიერთობას, დააბრუნოს ტერიტორიები რაც წაიღო და მერე დავჯდეთ და დავმეგობრდეთ, ჩვენც არ გვინდა მტრობა, ამათ ქართველებთან მეგობრობა მარტო ხაჩაპურის და ხინკლის ჭამა გონიათ./ ეგ კი კარგია ქართველმა რო წარმატებას მიახწიოს საზღვარგარეთ , ყველას გაგვიხარდება , მაგრამ იმას რო იძახი რო, საკუთარ ქვეყანაზე სანამ საქართველოს არ მოვუგებთ არაფერი გვეშველებაო? ცოტა გაიაზრე რას ამბობ.. მასე ჯანო, ოქრი და ბიჭებიც რუსეთში არიან და აქედან ყველას ვგულშემატკივრობთ, რომელიმეს გუნდი რო შეხვდეს ქართულ გუნდს და შენნაირად დაიწყოს ლაპარაკი საქართველოში აღარ ჩამოესვლებათ მერე მაგათ , მაგრამ ესენი არ ილაპარაკებენ ეგეთ სისულელეს და იცი რატო?, ესენი შენგან განსხვავებით პატრიოტები არიან და არ გარუსდნენ... 12 მარტს იმედია დიდი ანგარიშით მოვიგებთ...
მაიკო
აუ, ღმერთო მაპატიე და რა დამპალი კაცია, აი ასეთები ყიდიან ქვეყანას.
gia
ქართველების დამარცხება გაგახარებს მერე? მოღალატეები სულ გვყავდა და ვერ გაგვანადგურეს. შენც მოგინელებთ როგორმე იუდა. თუ საქმის გაკეთება შეგეძლო აქ გააკეთე რა მტრისას აკეთებ
avtandili
ორჯონიკიდზის რა ნათესავი Xარ
გგგ
ნეტავ ვის სჯერა ამის ბჟუტურის? მე მგონი თვითონაც არა. დინამოზე წელს დიდი სიამოვნება ელის ამასაც და მის ნაკრებსაც. რაც შეეხება რაგბის და პოლიტიკას, რუსეთთან გასაგები მიზეზების გამო ეს ფაქტორი სულ იქნება და არც თავმოყვარე ქართველი წავა რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ თამაშის პირობით. ხრიკებს რაც შეეხება, ფრთხილად იყოს, თვითონ არ გაებას თავისავი ხრიკებში. ერთიც მგონია, - აშკარად რუსებთან იწერს ქულებს ახალი პრეზიდენტი ასეთი მჭერმეტყველებით

შიგნიდან უნდათ კედლის გამოტეხვა:)
glaxuna
მამუკა კ ა რ გ ა დ წაიკითხე როგორ ?! ,,- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან? - არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!,, ურთიერთობები შ ე ი ძ ლ ე ბ ა - მ ხ ო ლ ო დ მაშინ აღდგეს,როცა 1 რუს-მონღოლი ჯარისკაციც დატოვებს საქართველოს ტერიტორიაზე და ა ღ ი ა რ ე ბ ს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ა რ ჩაყოფს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში!!! 2 ,,არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს,, და მერე მ ო უ წ ო დ ო ნ თავიანთ ხელისუფლებას გ ა მ ო ი ყ ვ ა ნ ე საოკუპაციო ჯარი საქართველოდან და ა ღ ი ა რ ო ნ საქართველოს ტერ მთლიანობა-სხვაგვარად ა რ ა ს ო დ ე ს დაახლოევდება ჩვენი ერები,ა რ ა ს ო დ ე ს ! და რატომ არ აკეთებვენ ამ ე რ თ ნაბიჯს ?! ე შ ი ნ ი ა თ და აკანკალებთ თავიანტი ხელისუფლკების თუ შენ და შენისთანა ქართული გვარის პიროვნებებს ა ბ ო ლ ე ბ ე ნ ?! ერთიც და მეორეც! ამიტომ შენი საუბარ მხოლოდ კარიერისტის ,,საუბარს,, გავს და მეტი ა რ ა ფ ე რ ი და ამიტომ არც ა ღ ფ რ თ ო ვ ა ნ ე ბ უ ლ ა ნ შენი დაწინაურებით და არც მიესალმებიან ...რადგან იციან უბრალოდ გ ა მ ო გ ი ყ ე ნ ო ნ უნდათ საქართველოს წინააღმდეგ და მეტი ა რ ა ფ ე რ ი ! გ ა ა ს მ ა გ ე ბ უ ლ ი სერიოზულობით მოკიდებით და დ ი დ ი ანგარიშე ბ ი თ უნდა დ ა ა მ ა რ ც ხ ო ს საქართველომ - ურუსეთი სწორად შენი მმართველობის ეპოქაში!
hm
აბა ხელები აწიეთ!! ვინ ულოცავდა და ამტკიცებდა საქართველოს წინააღდეგ არ გამოიყენებენო?!! ეს ისეთი მონდომებულია რომ მას დაძალებაც არ უნდა!!!
jjjj
შენნაირი ქარტველი ფულის გულისთვის სულს გაყიდითთ..
რეზო
გაგრუზინებულა ძმები ცნობილაძეებისაგან განსხვავებით. შეიძლება... ერთი ნაბიჯი...
daviti
მე რა ვუთხარი მაგნაირ ქართველს... რომ გაიხე ერთ ადგილას მაინც არ გამოგივა საქართველოს დამარცხება,ფუი შენს კაცობას და ქართველობას. გამარჯვება ჩემს საქართველოს, გამარჯვება.
gio
როგორმე შენ დაგვამარცხე, შე ჯიგარ გაციებულო!
giorgi 777
არც ერთი დადებითი კომენტარი ...ყველა უარყოფითი....წაიკითხე მაინც შადიმან რა განწყობაა შენნაირების მიმართ.....ისე ჟურნალისტები ნუ მიწყენთ და ასეთებისაგან ინტერვიუები არ უნდა აიღოთ...ეს არ არის ქართველი..ეს არის რუსი ქართველი გვარით.....
goga
me ar mhirdeba iseti qartveli mters da okupants megobars rom daudzaxebs. hen dzmao qartulma ragbbma gaqcia kacad da rusulma mogalated. Ar damiblokot gtxovt.
svan
vaska-ს განსაკუთრებული არაფერი არა?! იმედია მოგვარდება ყველაფერი და ჩვენ ორი მოძმე ერი ერთად ვიქნებით...!)) ასეა, არ შეუძლია ქართველს დამოუკიდებლობა ვიღაცის ფაშის ან რომელიმე იმპერიის კალთის ქვეშ უნდა იყოს! განსაკუთრებული ერი ვართ!!!!
irakli apkhaidze
ჟურნალისტი რა ჯიგარია, აქეთ რომ უსვამს საჩვენო შეკითხვას ,,როგორ უნდა იმეგობრო ქვეყანასთან ვისაც შენი ქვეყნის 1/5 აქვს ოკუპირებულიო"? :)) არაა ორჯონიკიძე, საქმეს პროფესიონალურად უდგება და ცივი გონებით... თუმცა ვისურვებდი ყოველთვის და ეს ასეც იქნება - სულ ჩაუვარდებოდეს (და ჩაუვარდება კიდეც) კოვზი ნაცარში და თათი მძღნერში როცა ჩვენ შეგვერკინება :)))
დუდუ
მაგრა კიდია ამას სამშობლო, თორე ასე არ იტლიკინებდა. კვაჭი კვაჭანტირაძე
nodari
ცოტა ხნით ცენზურა მოხსენით რა :)
პატრიოტი
ბატონო მამუკა ლოსაბერიძე ! როგორც სჩანს ტრადიციას არ არღვევ არაა ?! არ ხარ არც პირველი და არც უკანასკნელი მოღალატე სამშობლოსი ! მაიცა როგორ თქვი იმ ქართველების გადაბირება მინდა , რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ითამაშებენო? ანუ იცი , რომ მაგისთანების მოძებნა არც თუ ისე ადვილი იქნება , მაგრამ ყველაფერს ეცდები არაა ? გინდა რომ ციხე შიგნიდან გატეხო არა ? არ გამოგივა არაააა!!! ის წინაპარი მაინც გაიხსენე ვინც სხვადასხვა ქვეყნის სასარგებლოდ იბრძოდა და საქართველოს წინააღმდეგ კი არა . მარტო არა კი არა შვილიც შესწირა საქართველოს კეთილდღეობას , მაგრამ შენ რა უნდა გელაპარაკო ,, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო " შენი საქმე ასეა. ფულის და სახელის გამო ყველაფერს იკისრებ . აბა შენ იცი რაც ორჯონიკიძემ და სტალინმა დააკლო შენ უნდა გადაათავო . თფუ შენ !!! და შენისთანები!!! შორს ამ ქვეყნიდან !!! ძალიან შორს !!!
losaberidzes
,, მე ვიცი როგორ უნდა მოუგო ქართველებს'' და მერე შენ მაგით ისიამოივნებ?? შენ ქართველი არ ხარ! ..... ისიც იცოდე , რომ ქართველებს ვერასოდეს ვერ დაამარცხებ!.....
რომან
შეიძლება ჩვენ შევცდით, შეიძლება რუსეთიო, ანუ ტერიტორიები რომ წაგვართვა, ორივეს დანაშაული თანაბარი ყოფილა, ვაი შენს პატრონს(ანუ რუსეთს)
Mindia
"ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე..." რა ჩვენი ბრალია თუ ფეხებზე გვკიდია ვინ რას მიაღწია რუსულ რაგბიში.
111
ორჯონიკიძე
გიგა
მაგ შენს ოკუპანტებს უთხარი სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ გამარჯვებაზე არც იოცნებონ.შენ გააგრძელე ოცნება
TAMAZIKO
me mrcxvenia henc magivrad.maladec.
Akaki
losaberidze .... verasdros ver daamarcxebs qartvelebs da saqartvelos. .......
vaska
რავა ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვთ!!! როდის უნდა ისწავლოთ ჭკუა. თუმცა რაიმე რომ ისწავლო, ჭკუა უნდა გქონდეს. ამ ადამიანს ისეთი არაფერი უთქვავს, რომ ასე "შეჯდეთ". რაგბზე ისაუბრა და არა პოლკიტიკაზე. ისიც თქვა, რუსები ქართველებს ჯერ დიდი ხანი ვერ დაამარცხებენო, რაც რეალურია. ეს სპორტია და სპორტში თუ ხარ ისე უნდა იაზროვნოთ, როგორც ეს ჩვენი თანამემამულე აზროვნებს.
მერაბი გ.
საქართველოს ნაკრებიო კი არა, "ვიცით როგორ უნდა დავამარცხოთ ქართველებიო"..... ,სანამ რუსები ჩვენს რაგბისტებს დაამარცხებენ
zangura
წადი რა ...
Dachi
არ უნდა დაგავიწყდეს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ! კარტველი რომელიც საკარტველოს დამარცხებას ცდილობს მაგრად გვიხარია კი !
ვავა
ასეა ყოველთვის- ქართველის ხელით ქართველს ამარცხებენ!! პოლიტიკაშიც ასეა!!ვავა საცოდავო საქართველო!!
რაღა კომენტარი უნდა
"ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები," "- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ!"
giga
და ამაზე უნდა თქვა ქართველიაო? სიცოცხლის ბოლომდე ჩაგყვება მაგ ბოღმა. კაცურ სპორტის სახეობას მაგ ... ქვეყანაში ვერ განავითარებ.
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ - რა ხდება რუსულ რაგბიში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
გოჩა სვანიძე: ეს ერთი ჩვეულებრივი მატჩია და მეტი არაფერი!
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრებისა და "აიას" ყოფილი მორაგბე აირჩიეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რუსულ რაგბიში აურზაური გრძელდება - მამუკა ლოსაბერიძეს კაბინეტში არ უშვებენ
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ
რუსულ "ბარბაროსებში" ქართველი მორაგბეებიც გამოიძახეს