როგორ გავიზარდოთ კალათბურთელებივით მაღლები
ფოტოზე: კრიშტიანო რონალდო და ყველაზე მაღალი მოქმედი კალათბურთელი სუნ მინ მინი

- ხუმრობა მიყვარს, მაგრამ ერთი, ვითომდა სახუმარო ფრაზა მაღიზიანებს - ზემოთ როგორი ამინდია? თითქოს შეკითხვის ავტორი მთის ძირში იყოს, მე - ჯომოლუნგმაზე! - ეს სიტყვები ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის, რომელიც 212 სმ სიმაღლისაა.

მასზე ტანმაღალი კალათბურთელებიც არსებობენ: ჩინელი სუნ მინ მინი 240 სმ-ს აღწევს და დღესდღეობით ყველაზე მაღალ მოქმედ სპორტსმენად ითვლება. 230 სმ სიმაღლის რუმინელი მურეშანი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი მოთამაშეა. სიაში შემდეგ მოდის სენეგალელი მალიკ სიდიბე (229)... იაო მინი 226 სმ... არვიდას საბონისი 221...

ქართველებსაც გვყავს 220-ს აცილებული წარმატებული კალათბურთელი - სერგო ათუაშვილი - 224. იგი "რუსთავის" ღირსებას იცავს.

"თვალუწვდენელ" ხალხზე საუბრისას ბუნებრივად ჩნდება მოცვეთილი შეკითხვა - სად გაიზარდე ამხელა? ბევრ კალათბურთელს პასუხი მზად აქვს - ყოველ დილას წყალს მისხამდნენ, ან აზოტს მიყრიდნენო... ეს ხუმრობით, ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ იმის გამოკვლევას ეთმობა სად, რატომ და როგორ გაიზარდნენ კალათბურთელები "ამხელები".

ლიტვინოვის აზრით

სტატიისთვის საჭირო ყველა დეტალი ქართველ კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან დაზუსტებული მქონდა, როდესაც რუსულ ინტერნეტსივრცეში ალექსანდრ ლიტვინოვის ნაშრომი აღმოვაჩინე. იგი ხელოვნურად გაზრდის უამრავ მეთოდს გვთავაზობს. ზოგს ისეთს, კალათბურთელებიც რომ მიმართავენ, ზოგის წაკითხვისას გაგეცინებათ...

მოვუსმინოთ ლიტვინოვს:

"პირველ რიგში უნდა დავადგინოთ სიმაღლეში ზრდა რამე მიზეზით ხომ არ ფერხდება. ან ჰორმონალური დარღვევით, ან სხვა დაავადებით... ამასთან, აუცილებელია ძვლების რენტგენით დადგინდეს "ზრდის ზონები" ღიაა, თუ - არა. თუ ღიაა, მაშინ ექიმის ნებართვის შემდეგ ჰორმონალური წამლების მიღება შეიძლება, რის შედეგად მომხმარებელი წელიწადში 1-2 სმ-ს იმატებს. მაგრამ ასეთ ხერხს ხშირად უკუჩვენებები ახასიათებს.

მეორე, რაც ზრდას ხელს უწყობს, ვარჯიშია.

მესამე ხერხს შეიძლება ღიმილითაც შევხედოთ - ამბობენ, სააბაზანოში ხშირი "სტუმრობა" (კვირაში მინიმუმ ორჯერ) ზრდის ჰორმონის გამომუშავებას ხელს უწყობსო. თუ არ გაიზრდებით, სუფთად მაინც იქნებით.

მეოთხე - 24-25 წლამდე ადამიანის სიმაღლეში ზრდა კვებაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. სწორი და რაციონალური კვების ხარჯზე სიმაღლეში 10 პროცენტით მომატებაა შესაძლებელი!

მეხუთე ხერხი თვალის მოტყუებაა. მაგალითად, ტომ კრუზი და ჯილიან ანდერსონი მაღალ მსახიობებთან გადაღებისას "ტაბურეტებს" იყენებდნენ. ზოგი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამს, ზოგიც მაღალ ცილინდრს ატარებს. ქვემო რაკურსიდან გადაღებულ ფოტოზეც მაღალი გამოჩნდებით!"

ქართველთა აზრით

როგორც აღმოჩნდა, ქართველი კალათბურთელები სიმაღლეში მოსამატებლად არც სპეციალურ პრეპარატებს იყენებენ და არც "ტაბურეტებს". თუმცა ქვემოდან გადაღებული ფოტოს ეფექტისგან "თავის დაცვა" უჭირთ.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ნიკა ცქიტიშვილს 4-5 წლის პატარასთან ფოტოს გადაღება სთხოვეს - შენი ქომაგიაო. ნიკამ ხელი ჩაჰკიდა, მაგრამ ორივეს კადრში ჩასატევად ფოტოგრაფს 6-7 მეტრით უკან დახევამ მოუწია. თუმცა ნიკამ ბავშვი ხელში აიყვანა და ყველაფერი მოგვარდა.

კითხვაზე, როგორ გაიზარდა 215 სმ სიმაღლისა, ნიკამ დაუფიქრებლად მიპასუხა:

"ბავშვთა საკალათბურთო გუნდში რომ ვთამაშობდი, ყოველი არდადეგებისას შეკრებებზე მივემგზავრებოდით - ხან ქობულეთში, ხან - ბაკურიანში... შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ სიმაღლეში საგრძნობლად ვიმატებდი. როგოც ჩანს, ჰაერის ცვალებადობა ზრდაზე დადებითად მოქმედებს".

სხვათა შორის, ცქიტო თანაგუნდელ დავით უგრეხელიძესა და ირაკლი კეიდიას სიმაღლეში საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ტანი სწრაფად აიყარა.

საიდუმლოდ ისიც შევიტყვეთ, რომ ნიკა რძისა და კვერცხის ნაზავს ხშირად სვამდა, ხოლო მამამისი 205 სმ-ს აღწევდა. ანუ, ჰაერის ცვალებადობის გარდა, სიმაღლეში გასაზრდელად ნიკას კვებაც დაეხმარა და გენებიც.

ერთმა ცნობილმა პროფესორ-სტომატოლოგმა მეცნიერულად დადასტურებული თეორია გამანდო - ბავშვი ზაფხულში უფრო იზრდება, რადგან მზის სხივებს გაცილებით მეტს იღებსო.

საკალათბურთო თვალსაზრისით ტანდაბალი, ტყუპი ბერიშვილები (181 სმ), რომლებიც აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრებად იქცნენ, ყველაფერს ვარჯიშს აბრალებენ:

"ბოსტნეულის წვენებსაც ვსვამდით და კარგადაც ვჭამდით, მაგრამ კალათბურთზე რომ არ გვევლო, ახლა სადღაც 173-174 სმ სიმაღლისანი ვიქნებოდით. სწორედ საკალათბურთო ვარჯიშებით ავიყარეთ ტანი"

"სპორტი ახალგაზრდის ფიზიკურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს, ოღონდ სიმაღლეში ზრდას მხოლოდ რამდენიმე სახეობა ეხმარება მნიშვნელოვნად - კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა, რადგან სპეციფიკური ვარჯიშების კომპლექსს მოიცავს", - ეს უკვე "დინამოს" მწვრთნელის, ირაკლი ხოშტარიას სიტყვებია.

საქართველოს ნაკრების წევრი ანატოლი ბოისა გვირჩევს:

"თუ კალათბურთელობა გინდათ, პატარაობიდან ცურვით უნდა დაიწყოთ. წყალში მოძრაობა მოზარდს სწორად განვითარებაში ეხმარება, რაც შემდეგ კალათბურთელობისას გამოადგება. მაგალითი გნებავთ? კი ბატონო: ვლადიმერ სტეფანიასა და ჩემს ძმას კალათბურთში შესვლამდე ცურვაში სერიოზული წარმატებები ჰქონდათ."

ვარჯიშის გავლენას ზრდის პროცესზე ვლადიმერ სტეფანია სამედიცინო ენით ხსნის:

"თბილისის "დინამოში" თამაშისას მყავდა ფიზმომზადების მწვრთნელი პეტია კრასნოვი, რომელიც ამჟამად რუსეთშია და ჩოგბურთელებთან მუშაობს. სხვა სპორტულ ნიუანსებთან ერთად მან სიმაღლეში ზრდის საიდუმლოც გამანდო - ხტომისას ხერხემალი იშლება, ზურგის ტვინი ღიზიანდება და ზრდაზე დადებითად მოქმედებსო".

გენი

დედამიწაზე ყველაზე მაღლები ვატუსის ტომის წარმომადგენლები არიან. მათ შორის 183 სმ-ზე დაბალი კაცი სანთლითაა საძებნი. უდაბლესი ხალხიც აფრიკაში ცხოვრობს - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მბუტის პიგმეების საშუალო სიმაღლე 132 სანტიმეტრია. ხალხმა რა ქნას, გენი აქვთ ასეთი.

"სიმაღლე, პირველ რიგში, გენზეა დამოკიდებული. ჩემი ძმა 186 სმ სიმაღლისაა, და - 180-ის. მე ბევრსაც ვვარჯიშობ, ბოსტნეულის წვენებსაც ვსვამ, მაგრამ 176 სმ- ვერ ავცდი. ალბათ, გენი მაქვს ასეთი," - რამდენიმე წლის წინ მითხრა შოთა პატარაიამ, რომელიც ამჟამად ამერიკაშია.

აქვე გეტყვით, რომ NBA-ს ისტორიაში ყველაზე ტანდაბალი კალათბურთელი შარლოტელი მაგსი ბოგსი იყო - 160 სმ.

საკუთარ აზრს გამოცდილი მწვრთნელი, ნუგზარ ჭეიშვილი გვიზიარებს:

"ნანახი მაქვს გადაცემა მაიკლ ჯორდანის შვილებზე. თავ-თავის ლიგაში დაფრინავდნენ... მაშ, გენები არაფერ შუაშია? სხვათა შორის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაჟი უფრო დედის გენზე მიდის. რაც მაღალია დედა, მით მაღალია შვილი."

ერთმა კალათბურთელმა კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა - შვილი დედაზე 20 სმ-ით მაღალი იზრდებაო. გამოდის, 200 სმ სიმაღლისა თუ გინდა იყო, დედა 180 უნდა გყავდეს. მამა თუ არვიდას საბონისია, მაინც?

საბონისების გვარი ამ თეორიას ერთი ხელის მოსმით აბათილებს: არვიდასი 221 სმ სიმაღლისაა, მისი ინგრიდა მიკელიონიტე სულ 164 სმ. მათი ერთი ვაჟი ტაუტვიდასი 203-ია, მეორე დომანტასი - 211, ხოლო მესამე ზიგმინტასი - 202. როგორც ხედავთ, მამის გენმა გადაწონა, ოღონდ ბოლომდე ვერა.

დაბოლოს, გენიალური მიგნება - კალათბურთელი ქალებში რაც ნაკლებ ჰორმონს დახარჯავს, მით მეტად გაიზრდებაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი
ვარ 191 როგორი სიმახლე საშვალოა
jargo
ყოვლად უაზრო სტატია
jemali
ვარ 22 წლის და 182 სმ..შესაძლოა კიდევ რომ გავიზარდო?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა 2016/17. IX ტური: "რუსთავის" ზედიზედ მეორე ოვერტაიმი, "დინამოს" მეცხრე მოგება
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ძეობა, ნათლობა და შეცვლილი სახეობები
სუპერლიგა 2016-17. I ტური: პირველივე მატჩი ოვერტაიმით
TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ბოისას ვარჯიშები, კაზანჯიანის ლექციები - მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა
ვიტალი ჩერნი: ამითაა საქართველოს ნაკრები ევროპაში გამორჩეული
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
სუპერლიგა 2016/17. VI ტური: როდესაც ერთი ტყორცნა გაკლდება...
ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა ფიბა-სგან FECC-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: ფავორიტური
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
ცოცხალ ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე - ანატოლი ბოისამ "საკრამენტო კინგსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავა
სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ყოველგვარი პროგრესულის მტერია შტამპი - ზურაბ სამხარაძე ბავშვთა კალათბურთზე
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
დუდუ დადიანის მემორიალი: ფავორიტებიც ჩაერთვნენ
TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!
TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ანატოლი ბოისა: ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]