წლევანდელი შეჯიბრება უწინდელებისგან იმითაა გამორჩეული, რომ ქულათა დათვლის ახალი წესი შემოიღეს
დღეს, 4 თებერვალს ექვსი ერის გათამაშება იწყება. წლევანდელი შეჯიბრება უწინდელებისგან იმითაა გამორჩეული, რომ ქულათა დათვლის ახალი წესი ანუ საპრემიო სისტემა შემოიღეს, რაც, ორგანიზატორების შეხედულებით, შეხვედრებს კიდევ უფრო დაძაბულს და საინტერესოს გახდის.

სხვა რაიმე ცვლილება, თუ შპს ექვსი ერის შეფს ჯონ ფიენს ვენდობით, უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

"მოკლე ან საშუალო დროის მონაკვეთში ექვსი ერის გაფართოება ან ფორმატის ცვლილება არ მოხდება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ბევრი კომენტარი ძალიან უსამართლოა იტალიის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები კარგი დანამატია ტურნირისთვის. იტალიური რაგბი მას მერე ძალიან განვითარდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნებმაც მოუმატეს.

შემოდგომის ტესტებზე მათ სამხრეთი აფრიკა დაამარცხეს. ასე რომ, იტალიას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ უდგება საქმეს იტალიური მხარე.

ძალიან დიდი გზაა გასავლელი მანამდე, სანამ ტურნირის მოგების კანდიდატი გახდები. მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება იტალიელებმა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ, რაც ადრეც გაუკეთებიათ, აქ ინგლისს არ ვგულისხმობთ" - თქვა მან.

მომავალ გათამაშებაში, ისევე როგორც შარშან, ორი ფავორიტია, ინგლისი და ირლანდია. თუმცა, გამორიცხული არ არის მათ დავაში, არც მეტი, არც ნაკლები, შოტლანდიის ნაკრები ჩაერიოს. ახალზელანდიელი სპეციალისტის, ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით ეს გუნდი ბოლო ტურნირზე იასპარეზებს. მერე ის საფრანგეთში გადაბარგდება. ამიტომ, ყველა ღონეს იხმარს, რათა "სკოტური" რაგბის მამებს მისი გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება "ანანოს".

საკმაოდ სოლიდურ გუნდს მოუყარა თავი ფრანგთა თავკაცმა გი ნოვემაც. "ლე ბლოს" არ გაუმართლა, რადგან პირველივე მატჩს სტუმრად თამაშობს ფავორიტ ინგლისის ნაკრებთან, რომელსაც 12 თამაშია, არ წაუგია. პომებმა ბოლოს, 2015 წლის მსოფლიოს თასზე წააგეს ავსტრალიის ნაკრებთან ჯგუფურ ტურნირში. თუ ფრანგებმა გამარჯვება შეძლეს, გამორიცხული არ არის, პირველობისთვისაც იბრძოლონ.

გუნდები ექვსი ერის სტარტს გარკვეული, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან. ინგლისის ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ: კრის რობშო, ბილი ვუნიპოლა, მაკო ვუნიპოლა, ენტონი ვოთსონი და ჯორჯ კრუსი.

ფრანგებს ორი გამოკვეთილი ლიდერი - ვესლი ფოფანა და ფრანსუა ტრინ-დუკი არ ეყოლება. განაცხადში ვერ მოხვდა შუამარბი მატიო ბასტარო.

ჯონათან სექსტონი, პიტერ ომაჰონი და შონ კრონინი ირლანდიელთა დანაკლისია. არანაკლები დანაკარგი აქვს "სამყურების" მეტოქეს, "ნარშავებს". ესენია: ვი პი ნილი, ალასდაირ დიკინსონი, პიტერ ჰორნი და დევიდ დენტონი.

უელსის ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებენ: გეთლინ ჯენკინსი, დენ ლიდიატი, ტაულუპე ფალეტაუ და ლუკ ჩარტერისი.

ექვსი ერი. I ტური

ინგლისი-საფრანგეთი

ინგლისი: 15. მაიკ ბრაუნი, 14. ჯონი მეი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ოუენ ფარელი, 11. ელიოტ დეილი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგზი. 8. ნათან ჰიუზი, 7. ტომ ვუდი, 6. მარო იტოჯე, 5. კორტნი ლავსი, 4. ჯო ლანჩბერი, 3. დენ კოლი, 2. დილან ჰართლი, 1. ჯო მარლერი

16. ჯიმი ჯორჯი, 17. მეთ მულანი, 18. კილი სინკლერი, 19. ტეიმანა ჰარისონი, 20. ჯეიმზ ჰესკელი, 21. დენი კერი, 22. ბენ ტეო, 23. ჯეკ ნოელი

საფრანგეთი: 15. სკოტ სპედინგი, 14. ნოა ნაკაიტასი, 13. გაელ ფიკოუ, 12. რემი ლამერა, 11. ვირიმი ვაკატავა, 10. კამილ ლოპესი, 9. ბატისტ სერინი. 8. ლუი პიკამოლი, 7. კევინ გორდონი, 6. დამიენ შული, 5. იოან მაესტრი, 4, სებასტიან ვაჰამაჰინა, 3. უინი ატონიო, 2. გილემ გირადო, 1. სირილ ბაი

16. კლემან მაინადერი, 17. ქსავიე შიოსი, 18. რაბა სლიმანი, 19. არტურ იტურია, 20. ლოან გუჟონი, 21. მაქსიმ მაშენო, 22. იაონ უგე, 23. ჟან-მარკ დუსენი

შოტლანდია-ირლანდია

შოტლანდია: 15. სტუარტ ჰოგი, 14. შონ მეთლენდი, 13. ჰიუ ჯოუნსი, 12. ალექსი დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლაიდლოუ. 8. ჯოშ სტრაუსი, 7. ჰამიშ ვოთსონი, 6. რაიან ვილსონი, 5. ჯონი გრეი, 4. რიჩი გრეი, 3. ზენდერ ფაგერსონი, 2. ფრეისერ ბრაუნი, 1. ალენ დელი

16. როს ფორდი, 17. გორდონ რიდი, 18. საიმონ ბერგენი, 19. ტიმ სვინსონი, ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. დანკან ვეირი, 23. მარკ ბენეტი

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ქის ირლზი, 13. გარი რინგროსი, 12. რობი ჰანშოუ, 11. საიმონ ზებო, 10. პედი ჯეკსონი, 9. კონორ მურეი. 1. ჯეკ მაკგრათი, 2. რორი ბესტი, 3. ტად ფარლონგი, 4. ლაინ ჰენდერსინი, 5. დევინ ტონერი, 6. სი ჯეი სტანდერი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი

16. ნილ სკანელი, 17. კიან ჰილი, 18. ჯონ რაიანი, 19. ალტან დილეინი, 20. ჯოშ ფან დერ ფლიერი, 21. კირან მარმიონი, 22. იან კეიტლი, 23. ტომ ბოუი

იტალია-უელსი

იტალია: 15. ედუარდო პადოვანი, 14. ჯულო ბისენი, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. ლუკ მაკლინი, 11. ჯოვანიბატისტა ვენდიტი, 10. კარლო კანა, 9. ედუარდო გორი. 8. სერჯო პარისე, 7. მაქსიმე მბანდა, 6. აბრაამ სტეინი, 5. ჯორჯო ბიაჯი, 4. მარკო ფუზერი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 2. ორნელ გეგა, 1. ანდრეა ლოვოტი

16. ლეონარდო ჯილარდინი, 17. სამი პანიკო, 18. პიეტრო ჩიკარელი, 19. ჯოშუა ფურნო, 20. ფრანჩესკო მინტო, 21. ჯიორჯიო ბრონზინი, 22. ტომაზო ალანი, 23. მიკელე კამპანარო

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. სკოტ ვილიამსი, 11. ლიამ ვილიამსი, 10. დენ ბიგარი, 9. რის ვები. 8. როს მორიარტი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 6. სემ ვერბარტონი, 5. ალუნ ვინ ჯოუნსი, 4. ჯეიკ ბალი, 3. სამსონ ლი, 2. კენ ოუენსი, 1. ნიკ სმითი

16. სკოტ ბოლდუინი, 17. რობ ევანსი, 18. ტომას ფრენსისი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმზ კინგი, 21. გარეთ დევისი, 22. სემ დევისი, 23. ჯიმი რობერტსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
6 ერი დაიწყო გუშინ და სედეგები ჯერ არ დადებულა,ვინც არ იცის რაგბი ტვ უჩვენებს პირდაპირ რეპორტაჟებს.პირველ ტურშიძალიან მაგარი თამაშები წავიდა,ვისაც საშუალება გაქვთ ნახვისა,ნახეთ,ძალიან,ძალიან მაგარი სანახაობა იყო.
იტალიელმა მორაგბეებმა გაიხარეს - გამარჯვება 7 წლის შემდეგ [VIDEO]
ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა
ექვსი ერი. V ტურის წინ: უელსი მოსაგებად მზადაა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
ისევ ექვსი ერის ტრანსფორმაციაზე - bbc.com ჯაბა ბრეგვაძესა და "ბორჯღალოსნებზე"
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს
ექვსი ერი. IV ტური: ინგლისი ფერფლიდან აღდგა
"ბორჯღალოსნები" ედინბურგში დაბინავდნენ - ფრთხილად, შოტლანდიავ!
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
ექვსი ერი: არეკნების ომი
ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები