რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად შვეიცარია 54:3 დაამარცხა და ბონუს ქულა მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში რვა დებიუტანტი იყო, პირველი ტაიმი მხოლოდ 7:3 მოიგო, მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩაატარა, ჯამში რვა ლელო გაიტანა (ორ-ორი თორნიკე ჯალაღონიამ და დემურ თაფლაძემ, თითო-თითო ოთარ მეტრეველმა, თედო აბჟანდაძემ, ასევე აკაკი ტაბუცაძემ და გიორგი ჯავახიამ) და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავს - 15 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდებს, 21 თებერვალს კი სახლში ესპანეთს დაუპირისპირდება.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ივერდონი. „სტად მუნიციპალი“

შვეიცარია - საქართველო 3:54

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

ბოროტი ბეჰემოტი
სამოყვარულო რაგბის მარადმწვანე ჩემპიონები, ხით-ხით-ხით...

რაც პირვე ტაიმში ვნახეთ,ამას რაგბის ვერ დაარქმევ!ბავშვებს ქუჩაში ბურთს რომ გადაუგდებ და ყველა ამ ერთ ბურთს მისდევს,თანაც რაიმე კონკრეტული მიზნის გარეშე და ყველა ამ ბურთზე ფეხის მირტყმას ცდილობს,ეგ იყო პირველი ტაიმი.მწვრთნელმა რაღაცა ახალი სისტემით თამაში შესთავაზა მორაგბეებს და სამ მეცადინეობაზე მთელ სათამაშო სისტემას ვერც გაიგებდნენ და ვერც ისწავლიდნენ ბიჭები.ერთი რომ ნასწავლისმიხედვით თამაშობს,მეორეს ავიწყდება რას მოელიან მისგან და ძველი სისტემით მძრაობს.რა თქნმა უნდა ეს შეცდომებს იწვევს.შვეიცარია ძალიან სუსტი გუნდია და მეორე ტაიმში ძალები აღარ ეყოთ,თანაც შესვენებაზე მწვრთნელიც თამაშის მიხედვით უფრო გასაგებად აუხსნიდა მოთამაშეებს.ამან შვეიცარიასთან შედეგი მოიტანა,თუმცა შეცდომები მეორე ტაიმშიც უთვალავი გვქონდა.უკვე წლებია სანატრელად მაქვს გამხდარი,რომ მარაო ფლანგიდან ფლანგამდე ზუსტად გავშალოთ და ბოლო ზუსტი პასით,უკვე სიჩქარე აკრეფილი ტაბუცაძე,ზუსტი და ადვილად დასამუშავებელი პასით მომარაგდეს.ყოველ ჯერზე უხერხული პასი მიდის და ბურთი ან აუტზე ვარდება,ან კიდევ ტაბუცა იძულებული ხდება,ბურთის მისაღებად სიჩქარე და დრო დაკარგოს.არც მისი პასის მიღების ტექნიკაა სახარბიელო,მაგრამ უმეტეს წილად,სწორედ ბოლო პასებია უხერხული.ეტყობა აუტებშიც რაღაცა ცვლილებები შეგვაქვს და იქაც რამდენი აუტი გავაფუჭეთ,რამდენი მოლი შეგვიჩერეს ან გამოტანა გვაიძულეს.ერთი სიტყვით,ზღვა სამუშაო გვაქვს.რეხვიაშვილი დებიუტანტი იყო და თითქოს ვერ რისკავდა,ბურთის ამოგდებაზე უფრო იყო ორიენტირებული,ვიდრე დამცველისათვის გვერდის ავლაზე.მომდევნო თამაშში,ვფიქრობ ის უფრო თამამად ითამაშებს.ტანიანია,ალბათ ჯანიც აქვს და ფლანგის მოთამაშეს,ალბათ სისწრაფეც უნდა ჰქონდეს,რომელიც ამ თამაშში არ გვინახია,ბურთის ამოგდებაც ეხერხება და სისწრაფეზე წასული,თავის თავზე რომ აიყვანს მცველს,ბურთის ამოგდება,ალბათ ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება.ნინიაშვილმა სწორედ ასეთი პასებით და გარღვევებით არ მოახდინა ფურორი?! ეს თამაში მაინც უფრო გაცნობითად უნდა შევაფასოთ მწვრთნელისათვის და შორს მიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ.ტურნირის პროცესში უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებს მწვრთნელი,ბიჭებიც თანდათან აითვისებენ მის სათამაშო სქემებს და ტურნირის ბოლოს,ალბათ უკვე საკმარისი შეთამაშება გაჩნდება გუნდში.ცუდი ის არის,რომ ზაფხულში უკვე მთავარი მწვრთნელი მოვა და ახლა მას ეყოლება გუნდი გასაცნობი.ასისტენტი რა თქმა უნდა ინფორმაციას მიაწვდის,მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს ნაამბობი რომ ვერ შეცვლის,მგონი გასაგებია.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,დებიუტანტებს,მწვრთნელთან ერთად წარმატებულ დებიუტს,ცენტურონს,გაცენტურიონებას და მომდევნო თამაშში,გაცილებით უფრო დალაგებული რაგბის თამაშს ვუსურვებ.
Bs
ახალი ტაქტიკით უნდა ვითამაშოთო და რომელი იყო ეგ, პირველ ტაიმში თუ მეორეში? ან რას გულისხმობდა ეგ ახალი ტაქტიკა? სარკაზმის გარეშე მაინტერესებს რა იყო ახალი ტაქტიკა? თუ ვინმემ იცით დაწერეთ
მოკითხვა მსოფლიო ( არა ჩაკეტილ კლუბს) რაგბის!
გაგიჭირდებოდათ)
ალექს
კარგი, პირველი ტაიმი არ ყოფილა ჩავთვალოთ, რადგან შეფასებაც შეუძლებელია. ამაზე უარესად ტაიმს ვერ ჩაატარებ,თუნდაც მთავარი მწვრთნელის გარეშე. მეორე ნახევარი შარშანდელის სცენარით წავიდა. იმედია ჰოლანდიასთან თავიდანვე სერიოზულად მოკიდებენ საქმეს ხელს, რომლებმაც 5 ლელო მიართვეს მოძლიერებულ ესპანეთს.
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
110:0 - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან წაივარჯიშა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
რაგბი ევროპა | ოთხი დებიუტანტით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | "ედელვაისი" თბილისში
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია