ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისთვის შანსს ითხოვს
The Indenpendent-ის სპორტის განყოფილების წამყვანი, ავტორი იან ჰერბერტი აცხადებს, რომ ემხრობა კლაივ ვუდვორდის იდეას, ექვსი ერის გათამაშებაში პლეი ოფის დანიშვნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ კლაივ ვუდვორდი ყოფილი მორაგბე და მწვრთნელია, რომელმაც ინგლისს 2003 წლის მსოფლიოს თასზე გაამარჯვებინა და ამისთვის რაინდის წოდებაც მიიღო. ბუნებრივია, მის სიტყვას სარაგბო სამყაროში ფასი აქვს.

მაინც, რაში მდგომარეობს სერ კლაივ ვუდვორდის იდეა? პლეი-ოფი, ანუ მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის, პირველ ეტაპზე მაშინ დაინიშნოს, თუკი ბოლოადგილოსანი "ხის კოვზს" (Wooden Spoon) მიიღებს, ანუ ყველა თამაშს წააგებს. ჰერბერტი მიიჩნევს, რომ ეს "ცეცხლს შეუნთებს" ექვსი ერის აუტსაიდერთა თამაშს. პლეი-ოფში გამარჯვებული კი მომდევნო წელს ექვს ერზე ითამაშებს.

"არ არის მისაღები, როცა საქართველო, რომელმაც ბოლო 9 ერთა თასიდან 8 მოიგო, ვერ იღებს შანსს, რომ პლეი-ოფში მაინც ითამაშოს. საქართველოს რომ ცუდი სეზონი ჰქონდეს, ის ქვედა ლიგაში დაქვეითდება, მაგრამ ეს სისტემა საპირისპირო მხარეს არ მოქმედებს, შესანიშნავი სეზონის შემთხვევაში, საქართველო წინ ვერ მიდის.

ეს იმიტომ ხდება, რომ ექვსი ერი დახურული კლუბია, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ბედნიერი ექვსეული საკუთარ ინტერესებსა და ფინანსებს მოემსახუროს. ექვსი ერის მონოპოლია ევროპაში სხვა ერებს იმედს უსპობს.

ჩვენ ვართ თვითგამოცხადებული ელიტა ევროპაში. ვინ მოგვცა უფლება, ჩვენ ვაკონტროლოთ რაგბი? ეს არ უნდა იყოს ექვსი ერის გადასაწყვეტი, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია უნდა მართავდეს სიტუაციას.

თანამედროვე მსოფლიოში ექვსი ერი ისეთივე ღია უნდა იყოს, როგორც ეს ერთა თასია და ის არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რჩეულ ექვსეულს.

რიოს ოლიმპიადაზე შვიდკაცას ტურნირის ნახვის მერე მივხვდი, რომ ექვსი ერი წარსულში ჩარჩა", - განუცხადა "დეილი მეილს" სერ კლაივ ვუდვორდმა.

J A G A
ამ კაცმა თქვა ის რაც ყველა ჩვენთაგანს გვინდა, და გვაწუხებს ! გაიხარე ! იქნება გამოფხიზლდნენ მსოფლიო რაგბის მამები ? სხვნაირად ამ სპორტის სახეობას განვითარება არ უწერია, თუ ასე იქნება ხელოვნურად ჩაკეტილ სივრცეში . . .
ilia
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მემგონი, ევროპის ბიუროკრატია ..., მაგრამ ხომ გავარღვიეთ ცოტა მაინც აქაც და ვიზალიბ. იქნებ ახლა მაინც დაიცვან სპორტული სისუფთავე
ზურა
ჰოდა, ჩაატარონ ევროპის ჩემპიონატი. ყველა სხვა გუნდურ სახეობაში ტარდება რაგბის გარდა. ამ შემთხვევაში მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ან სრულ უუნარობას, ან კორუფციის მაღალ უნარს ამჟღავნებს.
ზურა
ექვსი ერი დახურული ორგანიზაციიააო. კი ბატონო, დარჩეს კიდეც ეგეთად. ჩვენ მაინცდამაინც ექვს ერში კი არ გვინდა, ჩვენ ძლიერ გუნდებთან თამაში გვინდა, რათა ჩვენც განვვითარდეთ და გავძლიერდეთ.
ზურა
რატომაა ბოდვა? სრულ სიმართლეს ლაპარაკობს
ზვიადი
აი კაცი. სიმართლეს ლაპარაკობს პირში უთხრა, სიმართლემ მაინც ამოხეთქა.
qar-s
არადა, მე მომწონს და კაცმა მხარი დაგვიჭირა რატომ არის ბოდვა?
ქარ
ბოდვა
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მამუკა გორგოძე მსოფლიოს სიმბოლურში დაასახელა
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო