ასოციაციის სხვა ამბები
"მინესოტას" მცველი ზაკ ლავინი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ოპერაციის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლავინმა ტრავმა შაბათს, "დეტროიტთან" მატჩის (108:116) დროს მიიღო.

რეგულარული ჩემპიონატის 47 მატჩში, ლავინი საშუალოდ 18.9 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ლავინი ჩატენვების კონკურსის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია, მაგრამ წელს არ აპირებდა ტიტულის დაცვას.

აღმოსავლეთის მწვრთნელიც გაირკვა

"ბოსტონ სელტიქსის" მთავარი მწვრთნელი ბრედ სტივენსი "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" აღმოსავლეთი კონფერენციის ნაკრების დამრიგებელი იქნება.

მართალია, ამ მომენტისთვის აღმოსავლეთში "კლივლენდი" ლიდერობს, მაგრამ ამ გუნდის დამრიგებელს ტაირონ ლიუს არ აქვს აღმოსავლელთა მწვრთნელობის უფლება, რადგან შარშან ხელმძღვანელობდა მათ. ამიტომაც, ეს პატივი წილად ხვდა სტივენსს, რომლის "ბოსტონსაც" "ყველა ვარსკვლავის მატჩამდე" ვერც ერთი გუნდი ვერ წაართმევს მეორე ადგილს.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მთავარი მწვრთნელი იქნება "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი.

მინი ჰიუსტონში დააფასეს

"ჰიუსტონ როკეტსმა" ხმარებიდან ამოიღო მე-11 ნომერი, რომლითაც ამ კლუბში ჩინელი ცენტრი იაო მინი თამაშობდა. "ტოიოტა-ცენტრში" საზეიმო ცერემონია შაბათს, "როკეტსისა" და "ჩიკაგოს" შეხვედრის წინ გაიმართა.

მინმა "ჰიუსტონის" რიგებში 486 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 19.0 ქულა, 9.2 მოხსნა და 1.9 დაფარება დააგროვა. მან ათჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

სმიტს აპრილში ელოდებიან

ვებგვერდ Cleveland.com-ის ინფორმაციით, "კლივლენდის" შემტევი მცველი ჯეი არ სმიტი მწყობრში უნდა ჩადგეს აპრილში და მოასწროს პლეი ოფამდე რეგულარული ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის ჩატარება.

სმიტმა დეკემბრის ბოლოს გადაიტანა ოპერაცია მარჯვენა ფეხის ცერა თითის მოტეხვის შემდეგ. კალათბურთელს შეუძლია ვადაზე ადრე დაბრუნება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არ აჩქარებს მას.

ვის უმიზნებს კლივლენდი?

როგორც ESPN.com წერს, "კლივლენდი" ისევ ფიქრობს შემადგენლობის გაძლიერებაზე. ამჯერად, იტყობინებიან, რომ "კავალიერზს" სურს "ლეიკერსის" გამთამაშებელი ხოსე კალდერონი და "დალასის" ცენტრი ენდრიუ ბოგუტი. გარდა ამისა, მოქმედი ჩემპიონი ახალ შეთავაზებას ამზადებს "დალასის" პლეიმეიკერ დერონ უილიამსისთვის.

"კლივლენდის" ხელმძღვანელობას ესმის, რომ ნაკლებად შეძლებს კალდერონის, ბოგუტის ან უილიამსის გაცვლის შედეგად ხელში ჩაგდებას, ამიტომაც იმედი აქვს, რომ ამ მოთამაშეებიდან ერთ-ერთის კონტრაქტს გამოისყიდიან და ის თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.

მეომრებმა ვარეჟაო მოიშორეს

"გოლდენ სტეიტი უორიორზმა" გაწყვიტა კონტრაქტი ბრაზილიელ ცენტრთან ანდერსონ ვარეჟაოსთან, - ამის შესახებ წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. "მეომრების" შემადგენლობა 14 მოთამაშემდე შემცირდა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ვარეჟაომ 14 მატჩი ჩაატარა "უორიორზის" რიგებში. მისი საშუალო სტატისტიკა 1.3 ქულა და 1.9 მოხსნა იყო. ვარეჟაო "გოლდენ სტეიტში" 2016 წლის თებერვალში მივიდა. მანამდე, მან ზედიზედ 11 სეზონი ჩაატარა "კლივლენდში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ემბიდის 50 ქულა და გამარჯვება! კამერუნელი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]
ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავებმა "ჩიკაგო" ვერ შეაჩერეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უხმაურო დედლაინი
ლავინს მისით შეპყრობილი ქალი სახლიდან არ უშვებდა.. ვარსკვლავს პოლიციამ უშველა
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
"გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას შემცვლელი გამოუძებნა - ანდერსონ ვარეჟაო