კლუბი დაბნეულია: რომელ შეთავაზებაზე ლაპარაკობს ლევან კობიაშვილი?
რამდენიმე დღის წინ სპორტულ გამოცემებში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელთათვის ეროვნული ჩემპიონატის პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შეთავაზებაზე და ამ წინადადებაზე ზესტაფონელთა მხრიდან გაჟღერებულ უარზე ლაპარაკობს...

ზემოთქმულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური უფლებამოსილია, განაცხადოს შემდეგი:

"2016 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჩვენს კლუბს შესთავაზა იმჟამინდელ პირველ ლიგაში ასპარეზობა და მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველიდან უმაღლეს ლიგაში არავინ გადადიოდა, სპორტული პრინციპით (?!) - უმაღლესში გადასვლა...

რაც შეეხება პრო ლიგა 2-ს (რომელიც შარშან არ ჩატარებულა და პირველად წელს გაიმართება), რომელზეც თავის ინტერვიუებში ხაზგასმით საუბრობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, მასში მონაწილეობის მიღების შეთავაზებით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" (არც ოფიციალურად და არც სიტყვიერად) დღემდე არავის მოუმართავს".

ასეთი განცხადება გამოქვეყნდა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე. "ლელომ" კომენტარისთვის მიმართა კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს.

"ჩვენ მიერ ამ განცხადების გავრცელება ერთმა მნიშვნელოვანმა მომენტმა განაპირობა. ქართულ სპორტულ მედიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ "ზესტაფონს" შესთავაზა პრო ლიგა 2-ში თამაში.

სიმართლე გითხრათ, ეს რომ წავიკითხე, ძალიან დავიბენი. ისიც კი ვიფიქრე, რამე ხომ არ გამომეპარა-მეთქი?! გადავამოწმე კლუბში და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი შეთავაზება პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა.

თავად ვიყავი შარშან იმ პროცესის მონაწილე, როცა გარდამავალი ჩემპიონატის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ სიტყვიერი შეთავაზება პირველ ლიგაში მონაწილეობის თაობაზე. მაშინ არანაირი პრო ლიგა 2 არ არსებობდა...

იმ ეტაპზე ჩვენ უარი ვთქვით პირველ ლიგაში თამაშზე და ეს აიხსნება იმით, რომ ველოდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იმ ყველასთვის ცნობილი მოვლენების შეფასებას, რომელიც ბოლო დროს განვითარდა ჩვენი კლუბის გარშემო. სამწუხაროდ, შეფასება დღემდე არ მომხდარა. არადა, ლევან კობიაშვილმა, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სწორედ ამის პირობა დადო. არადა, ჩვენი კლუბის მიმართ სამართლიანობა დღემდე არ არის აღდგენილი.

რაც შეეხება სადღეისო ვითარებას, კლუბი ახლაც ფუნქციონირებს. ჩვენი 17-წლამდელთა გუნდი შესაბამის ტურნირში მონაწილეობისთვის უკვე ემზადება. მთავარ გუნდთან დაკავშირებით კი დღემდე ვერ მივიღეთ ფედერაციიდან პასუხი, სად არის ჩვენი ადგილი.

მოგეხსენებათ, კლუბი არის ერთი მთლიანი იურიდიული ორგანიზმი. ჩვენს კლუბს წლების განმავლობაში ჰყავდა ინვესტორი და ის დღესაც მზადაა, სოლიდური თანხით დააფინანსოს კლუბი იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონი" ითამაშებს პრო ლიგა 1-ში. თუ ჩვენ არ ვიქნებით იქ, მაშინ ინვესტორისთვის კლუბი აღარ იქნება მიმზიდველი.

ამასთან ერთად, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ "ზესტაფონის" ინვესტორი დღეს სრულიად უგულებელყოფილია და ეს მაშინ, როცა ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი შემთხვევითი სუბიექტი ტრიალებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს...

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. თქვენს გაზეთთან ამას ექსკლუზიურად ვამბობ: განვიხილეთ არსებული ვითარება და "ზესტაფონი" მზადაა, იასპარეზოს პრო ლიგა 2-ში. სახელმწიფო დაფინანსებისა და, პარალელურად, კერძო ინვესტიციის ძიების ფონზე. აქვე ერთხელაც ვიტყვი, რომ არანაირი ოფიციალური შეთავაზება კლუბს ფეხბურთის ფედერაციისგან პრო ლიგა 2-ში ასპარეზობის თაობაზე არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ პირადად ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს. მან გამოხატა მზაობა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებს, ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ქომაგებს შორის შედგეს შეხვედრა. იმედი გვაქვს, ამ შეხვედრაზე მაინც მივიღებთ კითხვას ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

მინდა, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი გაგანდოთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს აქვთ იდეა, რომ ჩამოყალიბდეს მმართველი ბორდი, რომელიც კლუბის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კლუბის მმართველობაში. ბორდში იქნებიან ის გულშემატკივრები, რომელთაც ყველა იცნობს და დიდ პატივს სცემს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იდეაა.

ბოლოს ერთსაც ვიტყვი: სწორედ "ზესტაფონის" იდეა იყო, როგორც სახელმწიფოს მხრიდან კლუბების თანაბრად დაფინანსება, ასევე საქართველოს ორ წამყვან ლიგაში მათი რაოდენობის ათამდე შემცირება. ვფიქრობთ, ვიმსახურებთ იმას, რომ "ზესტაფონმა" ითამაშოს ეროვნულ ჩემპიონატში", - გვითხრა ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lashas
ჩვენ გვინდა რო ტარგაკეთებულ დროშებად არ ვიგრძნოთ თავი. ყველაფრის შეფასება მოხდა ზესტას თემის გარდა. რამდენი თამაში გადადო ამ ფედერაციამ ჩაწყობის საფრთხის გამო? 100 პროცენტით სიმართლე ჩვენია. კობი, გახსოვდეს დაპირება!
givi
ბატონი ლევანი სჰეგპირდარო კლუბს დავაბრუნებტუმაგლესჰი როცა მეგავხდები პრეიდენტიო გვედიტ დაუდექიტ და სად არის ზესატფონი აეხლა არსად სამარტლიონობა აგადგინოს და დაგვაბრუნოს იქ სადაც ცჰვენი ადგილია და საიდანგაც უსამრტლოს მოგკვეტეს
lasha
და ეხლა რა გინდატ რო უმაღლესი ლიგა შეგვპირდნენ დ აიქ ჩაქვსვანო 11 გუნდამდე ხოარ გავზარდოთ ჩემპიონატი მაგის გამო ? თუ რავქნათ სპორტული პრინციპით ვისაც ეკუთვნის ის არ დავუშვათ ? კოკაიამ თავა დაიწყო ხტუნაობა და მუქარებიი დავშლი გუნდსო მაგის ჭკუაზე ვერ იქნება ყველაფერი დაიწყოს ყველაფერი ნულიდან 40 მილიონი თუ დახარჯა 2 მილიონად ისევ შეუძლია დაბრუნოს გუნდი უმაღლესში 3 წელში და ეს უნდა მოთხოვოს გულშემატკივარმაც გუნდი ხო იარსებებს თქვენც ეგ არ გინდათ ?
imereli
ეს რა ბოღმა ნაროდი შეკრებილა
kai bichi
kokaiasnairebi ar undat fexburtshi, rit ver gaiget? sakartvelos championati mtlianad chatkobilia da federazia akontrolebs da shetanilia evropis totalizatorebshi, dges fexburti marto biznesia.
555
დიმიტრი გამოდიიიიი დაგასტუკეეე
დათო
არა მგონია მთლად მაგდენი ენერვიულა - უბრალოდ ისეთ მოთხოვნებს აყენებს და ისეთ დროს, რომლებზეც იცის, რომ არ შეუსრულებენ. ეგ არის და ეგ. რამის გაკეთება რომ უნდოდეს დღეს, გააკეთებდა. გულშემატკივარი კიდე გადაკიდა ფედერაციას. რაც ადრე დახარჯა, დახარჯა - დღეს აღარ აქვს ფეროდან შემოსავალი და ცარიელ ადგილზე ბლეფაობს.
დათო-s
უკაცრავად მარა ვინმე სადმე კიარ მოითხოვა, თავად ლევანი კობიაშვილმა შესთავაზა, მოდით და ითამაშეთ პრო2-შიო. უარს ხო არ ეტყოდნენე ფედერაციის პრეზიდენტს?
irakli-s
ზოგიერთების არსებობას უმაღლეს ლიგაში, ყოველ წელს შენარჩუნებაზე რომ ჩალიჩობენ, ამ გუნდის დღევანდელი მდგომარეობა ჯობია,. მაჩანჩალა არ ყოფილა და არც იქნება ზესტაფონი. შენი საყვარელი კლუბის პრობლემებს დაუთმე დრო ის ჯობია.
1
ვინ სად გავარდებოდა რა ილუზიებში ცხოვრობთ :) არ იყო გადმოსვლა, არ ეკუთვნოდათ დაბალი ლიგა და არ ითამაშეს. ბევრ გეჩხირებათ ყელში მაგრამ ამ კლუბს ყველაფერი აქვს მოგებული საქართველოში, მათ შორის ჩემპიონობა ორჯერ. ჰოდა თუ ბოღმიანობას არ მორჩებით, ზესტა კიდევ ბევრ ტიტულებს მოიგებს და თქვენ ბოღმა გაგანადგურებთ :)
ზესტა
რაებს წერთ აქ კიდე როგორ არ გრცხვენიათ ზოგზოგიერთებს! პირველ ლიგაში რატომ უნდა გვეთმაშა ან რისთვის უმაღლეში მაინც ვერ გადმოვიდოდით და რაც დაგვპირდნენ ი ს შეასრულოს ფედერაცაიმ როცა ჩვენი მხარდაჩრა უნდოდათ კი აღადგენდნენ სამართლიანობას
dato
დავით იმიტომ რომ იცვოდნენ რომ მაშინდელი პრივბელი ლიგიდან გავარდებოდნენ ეროვნულ ლიგა 1 -ში და პროლიგა 2 ში ვერ მოხვდებოდნენ.ეხლა კიდე ფიქრობენ ან ჩაგვსვამენ პროლიგა 2 შიო ან და ხალხი ისევ მათ დააბრალებს რომ არ ვართ ჩემპიონატშიო
vaimes--s
წესიერად საუბარი ისწავლე
cheroelo
შენ ხარ მარგვეთის ერთ-ერთი ჩინოვნიკი. ჯერ ის გაარკვიე რომელ ლიგაში თამაშობ. გიცანით ბატონო დიმა გამოდი!
datos
ამ ინტრიგანმა 40 მილიონი დაახარჯა ზესტაფონს.
დათო
დაისჯებოდა თუ არა, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, რაც მოხდა ის მოხდა. ზესტაფონის ხელმძღვანელობამ ერთ ელემენტარულ კითხვაზე გასცეს პასუხი (მისივე გულშემატკივრები უნდა ითხოვდეთ ამას) - რატომ არ ითამაშა გარდამავალი ჩემპიონქტის პირველ ლიგაში, როცა სთავაზობდნენ და რატომ ითხოვს ადგილს ეხლა პრო2-ში, როდესაც ყველაფერი დალაგებულია და მათი ჩასმის შანსი თითქმის აღარაა? მაგრამ არა, ამაზე მაქვს საუბარი, ხომ უნდა აურ დაურიოს კოკაიამ და ინტრიგები შემოაგდოს.
iraklis
კოკაიას დაანებე თავი აქ ხალხია შუაში ზესტაფონელ ხალხს რას ეუბნება კობიაშვილი?
CHEROELI
თუ არ დახარჯავს კოკაია ფულს აი დარდი,ვის ამადლის თავს,თუ ახლა კობი ამათ ავანტურას აყვა - რაც კარგი გააკეთა ქართული ჩემპიონატისთვის წყალში ჩაიყრება
Irakli
ამ კოკაკიასთან ყველა დროში ყველა სულ მტყუანი როგორ არის?
levani
ეს არის თავიანთი დანაშაულის აღიარება ფედერაციის მხრიდან,ოღონდ ნაწილობრივ...ფაქტიურად ფედერაცია აღიარებს ზესტაფონის სამართლიანობას მაგრამ,ბოლომდე სამართლიანები ვერ არიან...თუ სამართალია ბოლომდე იყავით სამართლიანები და დააბრუნეთ ზესტაფონი იქ სადაც ღირსია...პრო ლიგა ზესტაფონს არ დაუმსახურებია!!!
datos
რას ქვია მიხვდნენ? მიხვედრაზე და გამოცნობაზე უნდა იყოს ფედერქაციის პრეზიდენტის ლაპარაკი? შენ იცი, რას დაპირდა ამ ხალხს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი კობიაშვილი? და კიდევ ერთი კითხვა: დაისჯებოდა თუ არა იმისთვის ზესტა, გარიგებული თამაში რომ ეთამაშა და მოეცხებოდა თუ არა ჩირქი კლუბს? ეს გუნდი ორივე ფედერაციამ გარიყა. წინამაც და ახალმაც. ხალხი ცოდოა. სხვის თამაშებს რო აყურებინებს მარტო კობიაშვილი!
დათო
ამას ინტრიგნობის მეტი არაფერი ქვია - ვითომ ვერ მიხვდნენ, კობიაშვილი პრო2ს რომ ამბობდა, რას გულისხმობდა? ეხლა კარგად იციან, რომ პრო ლიგა2ში მათ ვერავინ ჩასვამთ და ამიტომ იძახიან, ვითამაშებთო. ხომ უნდა აურ-დაურიოს კოკაიამ ისევ ყველაფერი. ისე, ლოგიკაც გენიალურია - პირველ ლიგაში რისთვის გვეთამაშა, პირდაპირ არავინ გადადიოდა უმაღლესშიო, ეხლა თუ უმაღლესში ვიქნებით, ინვესტორი ფულს დახარჯავს, ისე - არაო. სხვა გუნდები რომ ერთმანეთს თავს აკლავდნენ პირველ ლიგაში, ზესტაფონზე ნაკლებები რით იყვნენ?
vaime-s
გუნდი რომელიც ჩაწყობილთამაშში არ მონაწილოების მიღების გამო ვარდება უმაღლესი ლიგიდან უსამართლოდ არ გეჩვენება პრო ლიგა 2-ში ასპარეზობა?
sergo-s
ბორდი არის ერთადერთი სწორი მიდგომა. საამაყოა ეს დამოკიდებულება დინამოს რომ ეგ გაეკეთებინა ამდენი ხნის მანძილზე არ იწვალებდა ესე უბედურად და რაღაც სტრატეგია და მიზანი ექნებოდა
vaime
ვაიმე და უი შეენ. 7 წელიწადს ვერ გნახოო. ასეა ნაბრაძანები. 7 წელიწადი გევიდა? რო მეინდომეთ სრაზუ პრო ლიგა.
rezi
კობიაშვილო შეასრულე პირობა და დაბრუნე ზესტაფონი//
dato
იბრძოლა ზესტაფონმა ,შეეწირა ზესტაფონი,ისარგებლებს სხვებმა!
1
მართლა ვაიმე ხარ რაა
bajo.
აი ეს არის ნამუსჰევარი სტატია და კობის ტყუილის გამოასჰკარავება.აბა რას უპასუხებს კობი?
1
მადლობა ლელოს რედაქციას და ბატონ ალეკოს. იმედია სფფ-ის პრეზიდენტის პასუხსაც შემოგვთავაზებთ.
vaime
გვიანია. აღიარეთ რომ ყველაფერი თქვენი ბრალი იყო და 0-დან დაიწყეთ.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
იყო 50 000 ლარი, გახდა... 49 ლარი - საკრებულომ "ზესტაფონს" გადასახადი შეუმცირა
ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...